კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქია კახეთში - წაქცეული ხეები, დაზიანებული ავტომანქანები და გადახდილი სახურავები (+ფოტო)
სტიქია კახეთში - წაქცეული ხეები, დაზიანებული ავტომანქანები და გადახდილი სახურავები (+ფოტო)

2 ივ­ნისს მო­სულ­მა სტი­ქი­ამ კა­ხე­თის ზო­გი­ერ­თი რა­ი­ო­ნი და­ა­ზა­რა­ლა.

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ძლი­ერ­მა ქარ­მა სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებს სა­ხუ­რა­ვე­ბი გა­და­ხა­და. სო­ფელ ჯო­ყო­ლო­ში ათზე მეტ სახ­ლს აქვს სა­ხუ­რა­ვი მთლი­ა­ნად გა­დახ­დი­ლი. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი ქარ­მა ხე­ო­ბის სხვა სოფ­ლებ­შიც და­ა­ზი­ა­ნა.

"გუ­შინ სა­ღა­მოს ქარი ამო­ვარ­და. სო­ფელ­ში რამ­დე­ნი­მე სახ­ლს სა­ხუ­რა­ვი ახა­და და ეზო­ში გა­და­ის­რო­ლა. დღეს იყ­ვნენ ზა­რა­ლის აღ­სა­წე­რად, მაგ­რამ ალ­ბათ ახ­ლი­დან მო­უ­წევთ ამის გა­კე­თე­ბა. დღეს სა­ღა­მოს ისევ ძლი­ე­რი ქარი იყო. ფან­ჯრე­ბი და­ამ­ტვრია, სა­ხუ­რა­ვი გა­და­ხა­და, ღია ცის ქვეშ დავ­რჩით. წვიმს და წყა­ლი ოთა­ხებ­ში ჩა­მოგ­ვდის", - აღ­ნიშ­ნა სო­ფელ ჯო­ყო­ლოს ერთ-ერ­თმა მკვიდრმა.

ამას­თან, ქა­რის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გამო, უკვე 2 დღეა, პან­კი­სის ხე­ო­ბის სოფ­ლებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა.

ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბა­ში ხარ­ვე­ზე­ბი გა­მო­იწ­ვია უა­მინ­დო­ბამ დე­დოფ­ლის­წყა­რო­შიც. რო­გორც სო­ფელ ოზა­ა­ნის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, სო­ფელ­ში ძლი­ერ­მა ქარ­მა ხე­ე­ბი წა­აქ­ცია, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­მო­ბი­ლებს და­ე­ცა. მსხვერ­პლი არ არის, თუმ­ცა, მეხ­რიშ­ვი­ლე­ბის უბან­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მან­ქა­ნა.

ოზა­ა­ნის მკვიდ­რი ვა­სილ მეხ­რიშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბას ითხოვს. "ეზო­ში დიდი კაკ­ლის ხე მქონ­და, რომ­ლის ქვეშ მედ­გა "ფორდ ტრან­ზი­ტი­სა" და "ფი­ა­ტის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და ერთი ხე­ლის მინი-ტრაქ­ტო­რი. ძლი­ე­რი ქა­რის შე­დე­გად ეს ხე მო­ტყდა, მან­ქა­ნებს და­ე­ცა და სა­მი­ვე მათ­გა­ნი და­ა­ზი­ა­ნა. მივ­მარ­თე დე­დოფ­ლის­წყა­როს გამ­გე­ო­ბას, სა­ი­და­ნაც შე­მოგ­ვით­ვა­ლეს, რომ კა­კა­ლიც თქვე­ნი იყო, მან­ქა­ნე­ბიც თქვე­ნია და ჩვენ არა­ფე­რი შეგ­ვიძ­ლი­აო. დავ­რე­კეთ უბ­ნის რწმუ­ნე­ბულ­თან, რო­მელ­მაც პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა. იქ, თა­ვის მხრივ, თქვეს, რომ ეს სა­კი­თხი მათ არ ეხე­ბათ. ამის გამო, იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თო", - გა­ნა­ცხა­და ვა­სილ მეხ­რიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ის უმუ­შე­ვა­რია, ოჯა­ხი მძი­მე სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბას ითხოვს. "მე არც მან­ქა­ნებს, არც კა­კალს, არა­ფერს ხელს არ ვახ­ლებ, ერთი წე­ლი­წა­დიც რომ გა­ვი­დეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა კაკ­ლის ხის ქვეშ მო­ყო­ლი­ლი, სა­ნამ ამ სა­კითხს ბო­ლომ­დე არ მი­ვიყ­ვან", - დას­ძი­ნა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა.

დე­დოფ­ლის­წყა­როს გამ­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სო­ლო­მონ ღო­რაშ­ვი­ლი კი ამ­ბობს, რომ სხვა სოფ­ლე­ბი­დან არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ გამ­გე­ო­ბა­ში ინ­ფორ­მა­ცია არ შე­მო­სუ­ლა.

"მეც ეს ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, სხვა და­ზი­ა­ნე­ბებ­ზე არა­ვის უც­ნო­ბე­ბია," – აღ­ნიშ­ნავს გამ­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

სტიქია კახეთში - წაქცეული ხეები, დაზიანებული ავტომანქანები და გადახდილი სახურავები (+ფოტო)

სტიქია კახეთში - წაქცეული ხეები, დაზიანებული ავტომანქანები და გადახდილი სახურავები (+ფოტო)

2 ივნისს მოსულმა სტიქიამ კახეთის ზოგიერთი რაიონი დააზარალა.

პანკისის ხეობაში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. სოფელ ჯოყოლოში ათზე მეტ სახლს აქვს სახურავი მთლიანად გადახდილი. საცხოვრებელი სახლები ქარმა ხეობის სხვა სოფლებშიც დააზიანა.

"გუშინ საღამოს ქარი ამოვარდა. სოფელში რამდენიმე სახლს სახურავი ახადა და ეზოში გადაისროლა. დღეს იყვნენ ზარალის აღსაწერად, მაგრამ ალბათ ახლიდან მოუწევთ ამის გაკეთება. დღეს საღამოს ისევ ძლიერი ქარი იყო. ფანჯრები დაამტვრია, სახურავი გადახადა, ღია ცის ქვეშ დავრჩით. წვიმს და წყალი ოთახებში ჩამოგვდის", - აღნიშნა სოფელ ჯოყოლოს ერთ-ერთმა მკვიდრმა.

ამასთან, ქარისგან გამოწვეული დაზიანებების გამო, უკვე 2 დღეა, პანკისის ხეობის სოფლებში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ელექტრომომარაგებაში ხარვეზები გამოიწვია უამინდობამ დედოფლისწყაროშიც. როგორც სოფელ ოზაანის მაცხოვრებლები აცხადებენ, სოფელში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, რომლებიც ავტომობილებს დაეცა. მსხვერპლი არ არის, თუმცა, მეხრიშვილების უბანში დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა.

ოზაანის მკვიდრი ვასილ მეხრიშვილი ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. "ეზოში დიდი კაკლის ხე მქონდა, რომლის ქვეშ მედგა "ფორდ ტრანზიტისა" და "ფიატის" მარკის ავტომობილები და ერთი ხელის მინი-ტრაქტორი. ძლიერი ქარის შედეგად ეს ხე მოტყდა, მანქანებს დაეცა და სამივე მათგანი დააზიანა. მივმართე დედოფლისწყაროს გამგეობას, საიდანაც შემოგვითვალეს, რომ კაკალიც თქვენი იყო, მანქანებიც თქვენია და ჩვენ არაფერი შეგვიძლიაო. დავრეკეთ უბნის რწმუნებულთან, რომელმაც პოლიციას მიმართა. იქ, თავის მხრივ, თქვეს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ. ამის გამო, იძულებული ვარ, საჯარო განცხადება გავაკეთო", - განაცხადა ვასილ მეხრიშვილმა.

მისივე თქმით, ის უმუშევარია, ოჯახი მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. "მე არც მანქანებს, არც კაკალს, არაფერს ხელს არ ვახლებ, ერთი წელიწადიც რომ გავიდეს. ეს ყველაფერი იქნება კაკლის ხის ქვეშ მოყოლილი, სანამ ამ საკითხს ბოლომდე არ მივიყვან", - დასძინა დაზარალებულმა.

დედოფლისწყაროს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი სოლომონ ღორაშვილი კი ამბობს, რომ სხვა სოფლებიდან არსებული დაზიანებების შესახებ გამგეობაში ინფორმაცია არ შემოსულა.

"მეც ეს ინფორმაცია მაქვს, სხვა დაზიანებებზე არავის უცნობებია," – აღნიშნავს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია