სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლევან ვასაძემ ჩემი და ორჯერ სიკვდილს გადაარჩინა" - როგორ ახასიათებს ირაკლი კაკაბაძე ცნობილ ბიზნესმენს
"ლევან ვასაძემ ჩემი და ორჯერ სიკვდილს გადაარჩინა" - როგორ ახასიათებს ირაკლი კაკაბაძე ცნობილ ბიზნესმენს

მწე­რა­ლი და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ვა­სა­ძი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­და­რე­ბით და­ხა­სი­ა­თე­ბას აქ­ვეყ­ნებს. მწე­რა­ლი აღ­ტა­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა ინგა გრი­გო­ლი­ას თოქ-შო­უ­ში ბიზ­ნეს­მე­ნის გა­მოს­ვლით და წერს, რომ ბილ კლინ­ტო­ნის შემ­დეგ ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი "სფი­ჩი" არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის­გან არ მო­უს­მე­ნია.

"ლე­ვან ვა­სა­ძე ჩემი ბავ­შვო­ბის და ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი მე­გო­ბა­რია. გუ­ლახ­დი­ლი ვიქ­ნე­ბი და ვი­ტყვი, რომ მე და ის ბევრ რა­მე­ში სხვა აზ­რზე ვდგა­ვართ. მე არ მომ­წონს კა­პი­ტა­ლიზ­მი და ის კა­პი­ტა­ლის­ტია. მე მო­მე­წო­ნა ანტი-დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნი და მას არა. მე ანარ­ქის­ტი ვარ და ის კონ­სერ­ვა­ტო­რი. მე ხან­და­ხან მარ­ქსსაც ვცი­ტი­რებ და ის მე­მარ­ცხე­ნე არ არის. მაგ­რამ, სა­ერ­თოც ბევ­რი გვაქვს - ძა­ლი­ან ბევ­რი. ის მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს რო­გორც ჩემი ძმა, რო­მელ­მაც ჩემი და ორ­ჯერ სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა და მე თვი­თო­ნაც 1989 წლის 9 აპ­რილს პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით რუს ჯა­რის­კა­ცებს არ მო­აკ­ვლე­ვი­ნა ჩემი თავი, რა­ზეც მერე ერთ თვალ­ში მხედ­ვე­ლო­ბა თით­ქმის და­კარ­გა. გუ­შინ ვუ­ყუ­რე მის სა­უ­ბარს ინგა გრი­გო­ლი­ას­თან და უნდა გა­მოვ­ტყდე - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან ბევრ სა­კი­თხში არ ვე­თან­ხმე­ბი, მისი გა­მოს­ვლა იყო ბოლო 20 წლის მან­ძილ­ზე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მარ­თუ­ლი და ხედ­ვით სავ­სე, და­ლა­გე­ბუ­ლი, ამა­ვე დროს ზო­მი­ე­რი უზა­დო ხე­ლოვ­ნე­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტყვა, რო­მე­ლიც მე ბილ კლინ­ტო­ნის მერე არც ერთი პო­ლი­ტი­კო­სის­გან არ მო­მის­მე­ნია - არა­თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელს მსოფ­ლი­ო­ში. აქ ჩან­და კაცი, რო­მელ­საც ნამ­დვი­ლად სწამს იმის, რა­საც ამ­ბობს და რო­მელ­საც სულ არ აინ­ტე­რე­სებს რე­ი­ტინ­გე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რა. ეს ჩემს დიდ პა­ტი­ვის­ცე­მას და უფრო მე­ტიც - აღ­ტა­ცე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნა­ხე­ვა­რი ფე­ხით ჯო­ჯო­ხეთ­ში მყო­ფი ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბით გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი გიჟი მე­მარ­ცხე­ნე ანარ­ქის­ტი ვარ. ორი დღეა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ ვარ. ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი სფი­ჩი დიდი ხა­ნია არ მო­მის­მე­ნია - ბოლო მახ­სენ­დე­ბა ბილ კლინ­ტო­ნის გა­მოს­ვლა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის კონ­ვენ­ცი­ა­ზე 1992 წლის ივ­ლის­ში. ეს არის და ეს. იხა­რე, ლე­ვან და იდღეგ­რძე­ლე", - წერს კა­კა­ბა­ძე.

იხი­ლეთ ვი­დეო: "თუ შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვე­ბი ეკ­რანს მო­ა­შო­რეთ!" - რა კად­რე­ბი მი­ი­ტა­ნა ლე­ვან ვა­სა­ძემ "რე­აქ­ცი­ა­ში"

"თუ თვალ­ში ვე­პა­ტა­რა­ვე­ბი, წი­ნა­და­დე­ბა მაქვს" - ვა­სა­ძე პრე­ზი­დენტს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი მე­გო­ბა­რია იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ უმ­სგავ­სო კა­ნონს მო­ა­წე­რა ხელი - ლე­ვან ვა­სა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ლევან ვასაძემ ჩემი და ორჯერ სიკვდილს გადაარჩინა" - როგორ ახასიათებს ირაკლი კაკაბაძე ცნობილ ბიზნესმენს

"ლევან ვასაძემ ჩემი და ორჯერ სიკვდილს გადაარჩინა" - როგორ ახასიათებს ირაკლი კაკაბაძე ცნობილ ბიზნესმენს

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბიზნესმენ ლევან ვასაძისა და საკუთარი თავის შედარებით დახასიათებას აქვეყნებს. მწერალი აღტაცებული დარჩა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუში ბიზნესმენის გამოსვლით და წერს, რომ ბილ კლინტონის შემდეგ ასეთი პოლიტიკური ”სფიჩი” არცერთი პოლიტიკოსისგან არ მოუსმენია.

"ლევან ვასაძე ჩემი ბავშვობის და ძალიან ძვირფასი მეგობარია. გულახდილი ვიქნები და ვიტყვი, რომ მე და ის ბევრ რამეში სხვა აზრზე ვდგავართ. მე არ მომწონს კაპიტალიზმი და ის კაპიტალისტია. მე მომეწონა ანტი-დისკრიმინაციული კანონი და მას არა. მე ანარქისტი ვარ და ის კონსერვატორი. მე ხანდახან მარქსსაც ვციტირებ და ის მემარცხენე არ არის. მაგრამ, საერთოც ბევრი გვაქვს - ძალიან ბევრი. ის მე ძალიან მიყვარს როგორც ჩემი ძმა, რომელმაც ჩემი და ორჯერ სიკვდილს გადაარჩინა და მე თვითონაც 1989 წლის 9 აპრილს პირდაპირი მნიშვნელობით რუს ჯარისკაცებს არ მოაკვლევინა ჩემი თავი, რაზეც მერე ერთ თვალში მხედველობა თითქმის დაკარგა. გუშინ ვუყურე მის საუბარს ინგა გრიგოლიასთან და უნდა გამოვტყდე - მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ საკითხში არ ვეთანხმები, მისი გამოსვლა იყო ბოლო 20 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე გამართული და ხედვით სავსე, დალაგებული, ამავე დროს ზომიერი უზადო ხელოვნებით შესრულებული პოლიტიკური სიტყვა, რომელიც მე ბილ კლინტონის მერე არც ერთი პოლიტიკოსისგან არ მომისმენია - არათუ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. აქ ჩანდა კაცი, რომელსაც ნამდვილად სწამს იმის, რასაც ამბობს და რომელსაც სულ არ აინტერესებს რეიტინგები და საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურა. ეს ჩემს დიდ პატივისცემას და უფრო მეტიც - აღტაცებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი ფეხით ჯოჯოხეთში მყოფი ბოჰემური ცხოვრებით გაუბედურებული გიჟი მემარცხენე ანარქისტი ვარ. ორი დღეა შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ასეთი პოლიტიკური სფიჩი დიდი ხანია არ მომისმენია - ბოლო მახსენდება ბილ კლინტონის გამოსვლა დემოკრატიული პარტიის კონვენციაზე 1992 წლის ივლისში. ეს არის და ეს. იხარე, ლევან და იდღეგრძელე", - წერს კაკაბაძე.

იხილეთ ვიდეო: "თუ შეიძლება, ბავშვები ეკრანს მოაშორეთ!" - რა კადრები მიიტანა ლევან ვასაძემ "რეაქციაში"

"თუ თვალში ვეპატარავები, წინადადება მაქვს" - ვასაძე პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარე

მარგველაშვილი ჩემი უსაყვარლესი მეგობარია იმის მიუხედავად, რომ უმსგავსო კანონს მოაწერა ხელი - ლევან ვასაძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს