სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები დასრულდა
სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები დასრულდა

ვირუ­სულ მე­ნინ­გიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სკო­ლებ­ში სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე დას­რულ­და. რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, ლია გი­გა­ურ­მა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს­თან, ეკა­ტე­რი­ნე ქავ­თა­რა­ძეს­თან ერ­თად გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სკო­ლე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­სა­ღე­ბად მზად არის.

"სკო­ლებ­ში სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე დას­რულ­და. ყვე­ლა სკო­ლამ და­ა­მუ­შა­ვა, რო­გორც იყო რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, სა­ო­ჯა­ხო ფხვნი­ლე­ბით და სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მერ­ხე­ბი, ფან­ჯრის რა­ფე­ბი, კედ­ლე­ბი, მთლი­ა­ნად სკო­ლის შე­ნო­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­მუ­შავ­და სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი. სკო­ლე­ბი მზად არის მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­სა­ღე­ბად, მაგ­რამ იმის გამო, რომ პა­ტა­რა ბავ­შვებს არ აქვთ უნარჩვე­ვე­ბი და­იც­ვან პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნა, რომ არ მოხ­დეს და­ა­ვა­დე­ბის ურ­თი­ერ­თგა­და­დე­ბა და გავ­რცე­ლე­ბა, უმ­ჯო­ბე­სია იყ­ვნენ ოჯა­ხის პი­რო­ბებ­ში და ნაკ­ლე­ბი კონ­ტაქ­ტი ჰქონ­დეთ ერ­თმა­ნეთ­თან. ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც კვლავ შე­ჩე­რე­ბუ­ლია სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, არის ეს", - გა­ნა­ცხა­და ლია გი­გა­ურ­მა.

ეკა­ტე­რი­ნე ქავ­თა­რა­ძემ კი იმ მი­ზე­ზებ­ზე ისა­უბ­რა, თუ რა­ტომ არ ეხე­ბათ სწავ­ლის შე­წყვე­ტა მა­ღა­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს. მისი თქმით მა­ღალ კლა­სებ­ში ვირუ­სუ­ლი მე­ნინ­გი­ტის მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

"და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი. პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის უნარჩვე­ვებ­საც მე­ტად ფლო­ბენ. ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ეპი­დე­მო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი არ გვაძ­ლევს ასეთ ფონ­ზე რა­დი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ 12 კლა­სის ჩათ­ვლით შე­წყვე­ტი­ლი­ყო სწავ­ლა, არ არ­სე­ბობს", - გა­ნა­ცხა­და ქავ­თა­რა­ძემ.

ვირუ­სულ მე­ნინ­გიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით სკო­ლებ­ში სწავ­ლა მე­ო­რე­დან მე­ექ­ვსე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის კვი­რის ბო­ლომ­დეა შე­წყვე­ტი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები დასრულდა

სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები დასრულდა

ვირუსულ მენინგიტთან დაკავშირებით, სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე დასრულდა. როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, ეკატერინე ქავთარაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სკოლები მოსწავლეების მისაღებად მზად არის.

"სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე დასრულდა. ყველა სკოლამ დაამუშავა, როგორც იყო რეკომენდებული, საოჯახო ფხვნილებით და სადეზინფექციო საშუალებებით მერხები, ფანჯრის რაფები, კედლები, მთლიანად სკოლის შენობა. განსაკუთრებულად დამუშავდა სველი წერტილები. სკოლები მზად არის მოსწავლეების მისაღებად, მაგრამ იმის გამო, რომ პატარა ბავშვებს არ აქვთ უნარჩვევები დაიცვან პირადი ჰიგიენა, რომ არ მოხდეს დაავადების ურთიერთგადადება და გავრცელება, უმჯობესია იყვნენ ოჯახის პირობებში და ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ ერთმანეთთან. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც კვლავ შეჩერებულია სასწავლო პროცესი, არის ეს", - განაცხადა ლია გიგაურმა.

ეკატერინე ქავთარაძემ კი იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არ ეხებათ სწავლის შეწყვეტა მაღალი კლასის მოსწავლეებს. მისი თქმით მაღალ კლასებში ვირუსული მენინგიტის მხოლოდ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული.

"დაფიქსირებულია ერთეული შემთხვევები. პირადი ჰიგიენის უნარჩვევებსაც მეტად ფლობენ. ერთეული შემთხვევების ეპიდემოლოგიური ანალიზი არ გვაძლევს ასეთ ფონზე რადიკალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. არანაირი საფუძველი იმისა, რომ 12 კლასის ჩათვლით შეწყვეტილიყო სწავლა, არ არსებობს", - განაცხადა ქავთარაძემ.

ვირუსულ მენინგიტთან დაკავშირებით სკოლებში სწავლა მეორედან მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის კვირის ბოლომდეა შეწყვეტილი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია