სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა მელია დავით ნარმანიას ტელედებატებში იწვევს
ნიკა მელია დავით ნარმანიას ტელედებატებში იწვევს

თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" ნიკა მე­ლია და­ვით ნარ­მა­ნი­ას ტე­ლე­დე­ბა­ტებ­ში იწ­ვევს. რო­გორც მე­ლი­ამ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დღე­ვან­დელ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ღირ­სე­ულ კა­მათ­ში წა­რუდ­გენს თბი­ლი­სე­ლებს მის გეგ­მებს.

"მინ­და ტე­ლე­დე­ბა­ტებ­ში გა­მო­ვიწ­ვიო ჩემი კონ­კუ­რენ­ტე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მთავ­რო­ბის კან­დი­და­ტი ნარ­მა­ნია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­ვა­ხერ­ხებთ ღირ­სე­ულ და კო­რექ­ტულ კა­მათ­ში წარ­მო­ვუდ­გი­ნოთ თბი­ლი­სე­ლებს ჩვე­ნი გეგ­მე­ბი და სწო­რედ ასე მივ­ცეთ თბი­ლი­სე­ლებს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. თბი­ლი­სი ამას იმ­სა­ხუ­რებს", - აღ­ნიშ­ნა მე­ლი­ამ.

გარ­და ამი­სა, მე­ლი­ამ მის სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით სარ­გებ­ლო­ბა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის, პენ­სი­ო­ნე­რე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის­თვის უფა­სო იქ­ნე­ბა; 20-თეთ­რამ­დე შემ­ცირ­დე­ბა სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით სარ­გებ­ლო­ბა. მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, ასე­ვე მოხ­დე­ბა სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა და კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი.

"პირ­ველ რიგ­ში მოხ­დე­ბა გა­და­სა­ხა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა, რაც ბიზ­ნესს მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას გა­ფარ­თოვ­დეს და მეტი ადა­მი­ა­ნი და­ა­საქ­მოს. მოხ­დე­ბა საწ­ვავ­ზე და გაზ­ზე აქ­ცი­ზუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­უქ­მე­ბა. ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის და გა­დაც­დე­ნის ამ­ნის­ტია მოხ­დე­ბა. გარ­და ბიზ­ნე­სის ხელ­შე­წყო­ბი­სა, თა­ვად სა­ხელ­მწი­ფოც ქმნის სა­მუ­შაო ად­გი­ლებს. ვგუ­ლის­ხმობ რე­ა­ლურ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო ქმნის დიდი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით. მოხ­დე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გა­ნახ­ლე­ბა, ისე­თი პრო­ექ­ტე­ბის, რო­გო­რიც არის თბი­ლი­სი­დან რკი­ნიგ­ზის გა­და­ტა­ნა, გზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის მე­ო­რე ტალ­ღა და ა.შ.", - აღ­ნიშ­ნა მე­ლი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, თბი­ლისს "არა­ვინ უნდა და­უს­ვას" ქა­ლა­ქის მერი. "ვერც ერთი ავ­ტო­რი­ტე­ტი ვე­რა­სო­დეს გა­და­წყვეტს ვინ იქ­ნე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის მმარ­თვე­ლი. ვე­რა­ვინ ვე­რა­ვის და­ნიშ­ნავს პი­რა­დი ერ­თგუ­ლე­ბი­სა და მორ­ჩი­ლე­ბის მიზ­ნით. არ­ჩე­ვა­ნი ჩვენ­ზეა, ხალ­ხზე და მე მჯე­რა გა­მარ­ჯვე­ბის, რო­გორც არას­დროს. ბოლო წლებ­ში თბი­ლის­ში ბევ­რი რამ გა­კეთ­და, ქა­ლა­ქი უფრო კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი გახ­და, მაგ­რამ ახ­ლაც ბევრ პრობ­ლე­მას­თან უწევთ თბი­ლი­სე­ლებს გამ­კლა­ვე­ბა. მათი უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბია. ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი კი არ იქ­მნე­ბა, არა­მედ, მთავ­რო­ბის უნი­ა­თო­ბის გამო არ­სე­ბუ­ლიც კი იკარ­გე­ბა. ეკო­ნო­მი­კა შე­ჩე­რე­ბუ­ლია, ხალ­ხს დიდ პრობ­ლე­მას უქ­მნის გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, გაზ­რდი­ლი კრი­მი­ნა­ლი. მთავ­რო­ბა უნი­ა­თო და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რია და და­პი­რე­ბებს ვერ ას­რუ­ლებს. თბი­ლი­სი უნდა ავა­მუ­შა­ოთ, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი შევ­ქმნათ და ამის­თვის გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა", - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

ნიკა მელია დავით ნარმანიას ტელედებატებში იწვევს

ნიკა მელია დავით ნარმანიას ტელედებატებში იწვევს

თბილისის მერობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელია დავით ნარმანიას ტელედებატებში იწვევს. როგორც მელიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ კონფერენციაზე განაცხადა, დარწმუნებულია, რომ ღირსეულ კამათში წარუდგენს თბილისელებს მის გეგმებს.

"მინდა ტელედებატებში გამოვიწვიო ჩემი კონკურენტები, განსაკუთრებით კი მთავრობის კანდიდატი ნარმანია. დარწმუნებული ვარ, მოვახერხებთ ღირსეულ და კორექტულ კამათში წარმოვუდგინოთ თბილისელებს ჩვენი გეგმები და სწორედ ასე მივცეთ თბილისელებს გაცნობიერებული არჩევანის გაკეთების საშუალება. თბილისი ამას იმსახურებს", - აღნიშნა მელიამ.

გარდა ამისა, მელიამ მის საარჩევნო პროგრამაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა სტუდენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის, პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის უფასო იქნება; 20-თეთრამდე შემცირდება სხვა მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა. მელიას განცხადებით, ასევე მოხდება საშემოსავლო გადასახადების შემცირება და კომუნალური გადასახადები.

"პირველ რიგში მოხდება გადასახადების შემცირება, რაც ბიზნესს მისცემს საშუალებას გაფართოვდეს და მეტი ადამიანი დაასაქმოს. მოხდება საწვავზე და გაზზე აქციზური გადასახადების გაუქმება. ბიზნესთან დაკავშირებული დარღვევების და გადაცდენის ამნისტია მოხდება. გარდა ბიზნესის ხელშეწყობისა, თავად სახელმწიფოც ქმნის სამუშაო ადგილებს. ვგულისხმობ რეალურ სამუშაო ადგილებს, რომელსაც სახელმწიფო ქმნის დიდი პროექტების განხორციელებით. მოხდება შეჩერებული პროექტების განახლება, ისეთი პროექტების, როგორიც არის თბილისიდან რკინიგზის გადატანა, გზების მშენებლობის მეორე ტალღა და ა.შ.", - აღნიშნა მელიამ.

მისივე თქმით, თბილისს "არავინ უნდა დაუსვას" ქალაქის მერი. "ვერც ერთი ავტორიტეტი ვერასოდეს გადაწყვეტს ვინ იქნება დედაქალაქის მმართველი. ვერავინ ვერავის დანიშნავს პირადი ერთგულებისა და მორჩილების მიზნით. არჩევანი ჩვენზეა, ხალხზე და მე მჯერა გამარჯვების, როგორც არასდროს. ბოლო წლებში თბილისში ბევრი რამ გაკეთდა, ქალაქი უფრო კეთილმოწყობილი გახდა, მაგრამ ახლაც ბევრ პრობლემასთან უწევთ თბილისელებს გამკლავება. მათი უმთავრესი პრობლემა სამუშაო ადგილებია. ახალი სამუშაო ადგილები კი არ იქმნება, არამედ, მთავრობის უნიათობის გამო არსებულიც კი იკარგება. ეკონომიკა შეჩერებულია, ხალხს დიდ პრობლემას უქმნის განუვითარებელი ინფრასტრუქტურა, გაზრდილი კრიმინალი. მთავრობა უნიათო და არაკომპეტენტურია და დაპირებებს ვერ ასრულებს. თბილისი უნდა ავამუშაოთ, სამუშაო ადგილები შევქმნათ და ამისთვის გვაქვს კონკრეტული გეგმა", - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა