პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცდილობდნენ ქალები გალაკტიონის მოხიბვლას
როგორ ცდილობდნენ ქალები გალაკტიონის მოხიბვლას

სულ რა­ღაც 200-300 კომ­ლით და­სახ­ლე­ბუ­ლი, ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ფარ­ცხნა­ლი არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უნი­კა­ლუ­რია. ამ პა­ტა­რა სო­ფელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ოთხი აკა­დე­მი­კო­სი, ორ­მო­ცამ­დე პრო­ფე­სო­რი, ხე­ლოვ­ნე­ბის, კულ­ტუ­რის, პე­და­გო­გი­უ­რი სფე­როს არა­ერ­თი ღვაწლ­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნი აღუ­ზარ­და. ხუთი მათ­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა მეც­ნი­ე­რე­ბის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი გახ­და. მათ შო­რის არი­ან: ევ­გე­ნი ხა­რა­ძე, ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი; მისი ძმა არ­ჩილ ხა­რა­ძე, გა­მო­ჩე­ნი­ლი მა­თე­მა­ტი­კო­სი; უდი­დე­სი დრა­მა­ტურ­გი - კიტა ბუ­ა­ჩი­ძე; მწე­რა­ლი, დრა­მა­ტურ­გი, მთარ­გმნე­ლი და რე­ჟი­სო­რი - რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი; მისი შვი­ლი ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლი; ნა­დეჟ­და ხა­რა­ძე - ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სო­ლის­ტი... ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ვრცე­ლია... სიმ­ბო­ლუ­რია, რომ სწო­რედ ამ სო­ფელ­ში 1910 წლის გა­ზა­ფხულ­ზე და­წყე­ბით სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად გა­ა­ნა­წი­ლეს 19 წლის გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე. მისი პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ ხა­რა­გა­უ­ლის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თე­ატ­რის და­მა­არ­სე­ბე­ლი, რე­ჟი­სო­რი, სცე­ნა­რის­ტი და მსა­ხი­ო­ბი, ხა­რა­გა­უ­ლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ოთხტო­მე­უ­ლის ავ­ტო­რი - იზა ვე­ფხვა­ძე მოგ­ვი­თხრობს:

- გა­ლა­კტი­ო­ნი ფარ­ცხნა­ლის და­წყე­ბი­თი სკო­ლის პე­და­გო­გად 1910 წლის გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­ნიშ­ნა. 19 წლის პო­ეტ­მა ხა­რა­ძე­ე­ბის უბან­ში, დი­მიტ­რი ხა­რა­ძის სახ­ლში და­ი­დო ბინა. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა და მყუდ­რო ოთა­ხი აირ­ჩია. მთელ მის ავ­ლა­დი­დე­ბას მა­გი­და, სა­წო­ლი და სკა­მი შე­ად­გენ­და. ოთა­ხის ერ­თა­დერ­თი ფან­ჯრი­დან სოფ­ლის ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბი იშ­ლე­ბო­და. 2007 წელს ამ სახ­ლში გა­ლა­კტი­ო­ნის ოთა­ხი-მუ­ზე­უ­მი გა­იხ­სნა... ოჯა­ხის წევ­რე­ბი დღე­საც მო­წი­წე­ბით აღე­ბენ ამ ოთა­ხის კარს... ფარ­ცხნა­ლის და­წყე­ბი­თი სკო­ლა სოფ­ლის შუ­ა­გულ­ში, ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში, უხე­ი­რო ხის ქოხ­ში ყო­ფი­ლა გან­თავ­სე­ბუ­ლი. სკო­ლის ინ­ვენ­ტარს ხე­ლით გა­მო­ჩორკნი­ლი ხის მერ­ხე­ბი და სკა­მე­ბი შე­ად­გენ­და, რო­მელ­ზეც ათი­ო­დე ბავ­შვი იჯდა. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი თურ­მე ლოდ­ზე ჩა­მომ­ჯდა­რი სწავ­ლობ­და. მოს­წავ­ლე­ებს ორი პე­და­გო­გი ჰყავ­დათ: გა­ლა­კტი­ო­ნი და ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი, დე­კა­ნო­ზი სი­მონ ხა­რა­ძე. ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბის მო­ძუ­ლე გა­ლა­კტი­ო­ნი ვერ იქნა და ვერ შე­ეთ­ვი­სა, ვერ გა­უ­ში­ნა­ურ­და სი­მონს. დე­კა­ნო­ზი ბრა­ზობ­და, რად­გან ვე­რა­ფე­რი მო­უ­ხერ­ხა თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ით შე­პყრო­ბილ ახალ­გაზ­რდა პე­და­გოგს, რომ­ლის სი­ტყვა და მო­წო­დე­ბა ან­და­მა­ტი­ვით იზი­დავ­და ბავ­შვებს.

- პო­ე­ტი მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ მკაც­რი იყო?

- მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ გა­მორ­ჩე­უ­ლად გუ­ლის­ხმი­ე­რი ყო­ფი­ლა. ერთხელ, გაკ­ვე­თილ­ზე გა­ლა­კტი­ო­ნის საყ­ვა­რე­ლი მოს­წავ­ლე - ერ­მა­ლოზ ბუ­ა­ჩი­ძე არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა. გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ მას­წავ­ლე­ბე­ლი მის სახ­ლში მი­სუ­ლა. ერ­მა­ლო­ზის დე­დას მო­უ­ბო­დი­შე­ბია: ერ­თა­დერ­თი შარ­ვა­ლი გა­ვუ­რე­ცხე, გაშ­რო­ბა ვერ მო­ას­წრო და გაკ­ვე­თი­ლე­ბიც ამი­ტომ გა­უც­დაო. გა­ლა­კტი­ონს ჯი­ბი­დან 50 კა­პი­კი ამო­უ­ღია და ბი­ჭის მშობ­ლე­ბის­თვის უთ­ქვამს, - ამ ფუ­ლით ერ­მა­ლოზს შარ­ვა­ლი უყი­დე­თო. ერთ დი­ლას, სკო­ლის ეზო­ში შე­სულ გა­ლა­კტი­ონს არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუ­რა­თი დახ­ვედ­რია: წი­ნა­ღა­მეს ძლი­ერ ქარს ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში დარ­გუ­ლი ხუ­თწ­ლი­ა­ნი ცა­ცხვის ნარ­გა­ვი ამო­უგ­დია. გა­ლა­კტი­ონ­მა მი­წის ფხოჭ­ნა და­ი­წყო თურ­მე. ამ დროს ეზო­ში მისი მო­წა­ფე, ერ­მა­ლო­ზი შე­მო­სუ­ლა. გა­ლა­კტი­ონს უთხო­ვია: არი­ქა, ერთი სარი მი­შო­ვე სად­მეო. მერე ცა­ცხვის ხის­თვის მიწა მი­უყ­რია, ჭიგო და­უს­ვია და ზედ მი­უკ­რავს. გან­სა­კუთ­რე­ბით ჰპატ­რო­ნობ­და თურ­მე ცა­ცხვის ახალ­გაზ­რდა ნერგს - წყალს უს­ხამ­და, ელო­ლი­ა­ვე­ბო­და. სო­ფელ­ში ამ ცა­ცხვის ხეს დღე­საც "გა­ლა­კტი­ო­ნის ცა­ცხვს" ეძა­ხი­ან. სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გა­მორ­ჩე­უ­ლი და მკერ­დგა­ნი­ე­რია. თუმ­ცა ამა­ში გა­სა­ო­ცა­რი არა­ფე­რია - ის ხომ გა­ლა­კტი­ო­ნის ხელ­შე­ნა­ხე­ბია!..

- ალ­ბათ გა­ლა­კტი­ო­ნის პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა მხო­ლოდ გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და

- ნამ­დვი­ლად. ის სო­ფელ­ში ხში­რად აწყობ­და ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ღა­მოს, კი­თხუ­ლობ­და ლექ­სებს. ასეთ სა­ღა­მო­ებს ბავ­შვებ­თან ერ­თად, მათი მშობ­ლე­ბი, სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ეს­წრე­ბო­და. პო­ე­ტი პო­ე­ზი­ის, ლი­ტე­რა­ტუ­რის, ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობ­და, მო­სახ­ლე­ო­ბას ქარ­თუ­ლი ენის სიყ­ვა­რულს უნერ­გავ­და. პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან ერ­თად, ბევ­რს მუ­შა­ობ­და სა­კუ­თარ თავ­ზე: კი­თხუ­ლობ­და, წერ­და, ფიქ­რობ­და. დი­ლით, ჯერ კი­დევ მე­ლან­შე­უმშრალ ფურ­ცლებს მა­გი­და­ზე ტო­ვებ­და და სკო­ლის­კენ მი­იჩ­ქა­რო­და. ამ პე­რი­ოდ­ში ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში მისი ბევ­რი ლექ­სი და­ი­ბეჭ­და. პო­ე­ტი ჟურ­ნა­ლის - "თე­ატ­რი და ცხოვ­რე­ბა" რე­დაქ­ტორს, იმე­დაშ­ვილს სწერ­და: "ძვირ­ფა­სო იო­სებ! სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჟურ­ნა­ლი მომ­დი­ო­და. მად­ლო­ბე­ლი ვარ. ამ­ჟა­მად გიგ­ზავ­ნით ორ ლექსს. ჩა­მოს­ვლით კი, რო­გორც მსურ­და, თბი­ლის­ში ვერ ჩა­მოვ­დი­ვარ! ბედ­მა უბ­რა­ლო სოფ­ლის მას­წავ­ლებ­ლო­ბა მარ­გუ­ნა წი­ლად... სოფ­ლი­დან ხალ­ხურ ლექ­სებს გა­მო­გიგ­ზავ­ნით, თუ მო­ვა­ხერ­ხე. მშვი­დო­ბით. მა­რად თქვე­ნი პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი, გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე".

- სო­ფელ­ში მის პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე თუ არის რამე ცნო­ბი­ლი?

- დღემ­დე ამ­ბო­ბენ, - გა­ლა­კტი­ონ­მა სა­ცხოვ­რებ­ლად ხა­რა­ძე­თა უბა­ნი იმი­ტომ აირ­ჩია, რომ იქ სოფ­ლის ლა­მაზ­მა­ნე­ბი ცხოვ­რობ­დნე­ნო. ვინ იცის, იქ­ნებ, ასე არც იყო, ის კი და­ნამ­დვი­ლე­ბით იცოდ­ნენ სოფ­ლის ჭო­რი­კა­ნა დე­და­კა­ცებ­მა, რომ ყმაწ­ვილ მას­წავ­ლე­ბელს ბუ­ა­ჩი­ძე­თა და ხა­რა­ძე­თა გა­უ­თხო­ვა­რი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი ნამ­დვი­ლად აწო­ნებ­დნენ თავს. სოფ­ლის წყა­როს­თან, სა­დაც სკო­ლის­კენ მი­მა­ვალ გა­ლა­კტი­ონს უნდა გა­ევ­ლო, მისი ყუ­რა­დღე­ბის მი­სა­პყრო­ბად, ყმაწ­ვი­ლი ქა­ლე­ბი მთე­ლი დღე რე­ცხავ­დნენ. ამის შემ­ხედ­ვა­რე აბე­სა­ლომ ბუ­ა­ჩი­ძეს უხუმ­რია: ჩვენ­მა სოფ­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა გო­გო­ნებს რე­ცხვა ას­წავ­ლაო. თა­ვად გა­ლა­კტი­ონს სო­ფელ­ში ხან­მოკ­ლე, მაგ­რამ მხურ­ვა­ლე გა­ტა­ცე­ბა ეწ­ვია. ეს იყო რა­ი­სა ჩიხ­ლა­ძე, ქუ­თა­ი­სე­ლი ლა­მაზ­მა­ნი. წე­რი­ლებ­საც სწერ­და რა­ი­სას, თუმ­ცა გრძნო­ბის აშ­კა­რა გამ­ხე­ლას ერი­დე­ბო­და, მხო­ლოდ სა­კუ­თარ პო­ე­ზი­ა­ზე ესა­უბ­რე­ბო­და. რა­ი­სა თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი გახ­ლდათ. მო­მა­ვალ­ში გა­ლა­კტი­ონს არა­სო­დეს მო­უხ­სე­ნი­ე­ბია ეს გრძნო­ბა ამაღ­ლე­ბუ­ლად. ერთ წე­რილ­ში ამ ურ­თი­ერ­თო­ბას უარ­ყო­ფი­თა­დაც კი აფა­სებს. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რა­ი­სას უნდა ვუ­მად­ლო­დეთ რამ­დე­ნი­მე კარ­გი ლექ­სის და­ბა­დე­ბას... ფარ­ცხნალ­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში პო­ე­ტის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში აღ­ბეჭ­დი­ლა ერთი შემ­თხვე­ვა, რო­მელ­საც თურ­მე ყო­ველ­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბით იხ­სე­ნებ­და: "...რო­დე­საც სე­მი­ნა­რი­ი­დან გა­მო­ვე­დი, სად­გურ ხა­რა­გა­უ­ლის ახ­ლოს, სო­ფელ­ში მას­წავ­ლებ­ლის ად­გი­ლი მომ­ცეს. კვი­რა, უქმე დღე­ებ­ში სოფ­ლი­დან სად­გურ­ზე ჩა­მოვ­დი­ო­დი, აქ თავს იყ­რიდ­ნენ ჩემი ამ­ხა­ნა­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. სა­ღა­მო­ო­ბით თბი­ლი­სი­დან მა­ტა­რე­ბე­ლი ჩა­მო­ივ­ლი­და და ესეც ერ­თგვარ სი­ა­მოვ­ნე­ბას გვგვრი­და. სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, რო­მე­ლი­მე ნაც­ნო­ბი გად­მო­ვი­დო­და მა­ტა­რებ­ლი­დან, მოგ­ვი­ტან­და თბი­ლი­სის ამ­ბებს, გვე­ტყო­და რას­მე ნაც­ნო­ბე­ბის შე­სა­ხებ. ერთხელ დიდ­ხანს ვი­დე­ქი სად­გურ­ზე... ვსა­უბ­რობ­დი, ვი­ცი­ნო­დით... მა­ტა­რე­ბე­ლი მო­ვი­და. იდგა ჯგუ­ფი ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბი­სა და მგზავ­რებს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და. ამ დროს მა­ტა­რებ­ლის მე­ო­რე კლა­სის ფან­ჯა­რა ჩა­მო­ი­წია. კუ­პი­დან ღმერ­თი­ვით გად­მო­ი­ხე­და ბამ­ბის ქუ­ლა­სა­ვით ჭა­ღა­რამ, ოლიმ­პი­უ­რად ამა­ყი სა­ხის მქო­ნე მო­ხუც­მა... აკა­კი! - ჩა­ი­ლა­პა­რა­კა ვი­ღა­ცამ. ელექტრო­ნის ძა­ლა­სა­ვით იმოქ­მე­და ამ სი­ტყვამ ყვე­ლა­ზე. ერთხანს გა­შე­შე­ბულ­ნი ვი­დე­ქით, მე თვა­ლე­ბით ვჭამ­დი ამ სა­ხეს. აკა­კიმ წა­ი­კი­თხა სად­გუ­რის შე­ნო­ბა­ზე მიკ­რუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა და ფან­ჯა­რა ისევ და­ხუ­რა. ვხე­დავ, რომ იგი დინ­ჯად და­ეშ­ვა სა­ვარ­ძელ­ში. ყვე­ლა­ნი იმ კუ­პი­სა­კენ გა­ე­ქან­ნენ... ზოგ­მა მა­ტა­რე­ბელ­ში შეს­ვლა მო­ინ­დო­მა... და­ი­კივ­ლა ამ დროს მა­ტა­რე­ბელ­მა, მის­ცეს მე­სა­მე ზარი და მა­ტა­რე­ბე­ლი გა­ე­ქა­ნა სი­პი­ვით გა­ლე­სილ რელ­სებ­ზე... მე მა­ტა­რე­ბელს მივ­ყე­ვი ნელი ნა­ბი­ჯით... შემ­დეგ დიდ­ხანს დაყ­რუ­ე­ბუ­ლი­ვით ვი­დე­ქი". აი, მისი ლექ­სიც: "მახ­სოვს ხა­რა­გა­უ­ლის სევ­დი­ა­ნი სად­გუ­რი, მისი ყრუ სამ­კა­უ­ლი - აც­ვივ­ნუ­ლი აგუ­რი./ უშფოთვე­ლი ცხოვ­რე­ბა, წყნა­რი, რო­გორც გუ­გუ­ლი,/ მეს­მის მო­ახ­ლო­ე­ბულ ორ­თქლმა­ვა­ლის გუ­გუ­ნი".

- ერთი წლის შემ­დეგ რა­ტომ და­ტო­ვა პო­ეტ­მა ფარ­ცხნა­ლი?

- ფაქ­ტე­ბი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ არ­ცთუ ისე წარ­მა­ტე­ბით არ­თმევ­და თავს და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას... სხვა­თა შო­რის, ამან გა­მო­იწ­ვია შე­ტა­კე­ბა თედო ჟორ­და­ნი­ას­თან, რო­მელ­საც სკო­ლე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა ევა­ლე­ბო­და. გა­ლა­კტი­ონს ღრმად ჰქონ­და შეც­ნო­ბი­ლი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტია, მას­წავ­ლებ­ლო­ბა მისი სტი­ქია არ იყო. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, "ბავ­შვებ­თან მე­ცა­დი­ნე­ო­ბა ტვინს ულა­ყებს მხო­ლოდ". ერთ-ერთ წე­რილ­ში წერ­და: "სა­შინ­ლად დავ­ბერ­დი სო­ფელ­ში. ერთი წე­ლი­წა­დი კი­დევ და ბო­ლოს მო­მი­ღებს, თუ ად­გი­ლი სად­მე ქა­ლაქ­ში არ მომ­ცეს". მას ტან­ჯავ­და "ძვე­ლი ცოდ­ვე­ბი", ვერ გა­ა­მარ­თლა დე­დის იმე­დი, ვერ და­ამ­თავ­რა სე­მი­ნა­რია. მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც ვერ ეხ­მა­რე­ბო­და მშო­ბელს. რაც მთა­ვა­რია, მის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ იდე­ა­ლებს ფრთე­ბი შე­ეკ­ვე­ცა. ფარ­ცხნა­ლის გა­რე­მო მწერ­ლის ფან­ტა­ზი­ა­სა და შთა­გო­ნე­ბას ბევ­რს არა­ფერს აძ­ლევ­და. სუ­ლი­ერ საზ­რდოს მო­წყუ­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა, ხე­ი­რი­ა­ნი წიგ­ნის წა­კი­თხვა­საც ვერ ახერ­ხებ­და. ნაღ­ვე­ლი გროვ­დე­ბო­და და პო­ეტ­მაც ხსნა კვლავ ღვი­ნო­ში და­ი­ნა­ხა... ასე სწერ­და ძმას, აბე­სა­ლომს: "ვუ­ყუ­რებ ჩემს სა­ში­ნელ ხვედრს მიყ­რუ­ე­ბულ ად­გილ­ში, ცხოვ­რე­ბას მო­წყვე­ტი­ლი. ირ­გვლივ ერთი კა­ციც არ არის, რომ ჩემი გა­ი­გოს და იგ­რძნოს რამე... ერთი წიგ­ნიც არ ჩა­გი­ვარ­დე­ბა ხელ­ში წა­სა­კი­თხად. სა­მა­გი­ე­როდ, ღვი­ნო გა­გი­ტა­ცებს ისე, რო­გორც ძვე­ლად ღმერ­თი აი­ტა­ცებ­და ხოლ­მე მო­სე­სა თუ ილი­ას, კარ­გად არ მახ­სოვს... მარა არც ისე ვთვრე­ბი, უგ­რძნობ­ლად რომ იცი­ან. ისე შევ­ქე­ი­ფი­ან­დე­ბი ხოლ­მე. ნა­აღ­დგო­მევს, სულო ცოდ­ვი­ლო, ერთხელ მო­მი­ვი­და ცუდი საქ­მე. მე და ორი გიმ­ნა­ზი­ე­ლი, რომ­ლე­ბიც აქ დამ­ხვდნენ, ერ­თად დაგვპა­ტი­ჟეს სა­დღაც. ძა­ლი­ან დავ­თვე­რით. როცა წა­მო­ვე­დით, სა­ცალ­ფე­ხო ხიდ­ზე გა­დავ­ვარ­დით ორნი, მე­სა­მე კი მოგ­ვეშ­ვე­ლა. წყა­ლი დიდი არ იყო, როცა გა­დავ­ვარ­დით არც კი გაგ­ვი­გია ეს. მე­ო­რე დღეს გვი­თხრეს ყვე­ლა­ფე­რი... ყვე­ლაფ­რის იმე­დი და­მე­კარ­გა და ყვე­ლა­ფე­რი მომ­ბეზ­რდა. ამ­გვა­რი უმ­ნიშ­ვნე­ლოა ჩემი ცხოვ­რე­ბა და უმიზ­ნო. ამ­გვა­რი ერ­თფე­რო­ვა­ნია და რა უნდა მოგ­წე­რო? რაც მოგ­წე­რე, იგი­ნიც სი­სუ­ლე­ლე­ე­ბია, ღმერ­თმა­ნი. კალ­მის ხელ­ში აღე­ბაც არ ღირ­და. მშვი­დო­ბით! გი­სურ­ვებ გა­მარ­ჯვე­ბულ ეგ­ზა­მე­ნებს. დე­და­ჩე­მის ერ­თა­დერ­თი იმე­დი ეხლა შენა ხარ. მან დიდი ხა­ნია, გა­მო­მიგ­ლო­ვა... გული მიკ­ვდე­ბა, რა ვქნა? არა­ფე­რი არ შე­მიძ­ლია!" გა­ლა­კტი­ონს ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი თავ­შე­კა­ვე­ბას სთხოვ­დნენ: "გა­ლა­კტი­ონ, დი­დათ ვწუხ­ვარ, რომ ღვი­ნის სმას ეს­რეთ ჩა­უთ­რე­ვი­ხარ თა­ვის უფსკრულ­ში. რა გე­მარ­თე­ბა? და­ა­ნე­ბე თავი. იცო­დე, რომ ეგ არა­ფე­რი მარ­გე­ბე­ლი არ არის... თუ გიყ­ვარ­დე, გა­და­აგ­დე ლო­თო­ბა!" - სწერ­და მას მი­ხე­ილ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი. პო­ე­ტის პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა ერთ წელ­ში დას­რულ­და... მა­შინ, როცა სკო­ლა და­ი­ხუ­რა. ზო­გი­ერ­თი მისი ბი­ოგ­რა­ფის თქმით, გა­ლა­კტი­ო­ნი მცი­რე ხნით ბა­თუ­მის მახ­ლობ­ლად მას­წავ­ლებ­ლობ­და, მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ფარ­ცხნა­ლის გარ­და, გა­ლა­კტი­ონს პე­და­გო­გად არ­სად უმუ­შა­ვია.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

როგორ ცდილობდნენ ქალები გალაკტიონის მოხიბვლას

როგორ ცდილობდნენ ქალები გალაკტიონის მოხიბვლას

სულ რაღაც 200-300 კომლით დასახლებული, ხარაგაულის რაიონის სოფელი ფარცხნალი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალურია. ამ პატარა სოფელმა საქართველოს ოთხი აკადემიკოსი, ორმოცამდე პროფესორი, ხელოვნების, კულტურის, პედაგოგიური სფეროს არაერთი ღვაწლმოსილი ადამიანი აღუზარდა. ხუთი მათგანი საქართველოში სხვადასხვა მეცნიერების ფუძემდებელი გახდა. მათ შორის არიან: ევგენი ხარაძე, ასტრონომიული მეცნიერების ფუძემდებელი; მისი ძმა არჩილ ხარაძე, გამოჩენილი მათემატიკოსი; უდიდესი დრამატურგი - კიტა ბუაჩიძე; მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი და რეჟისორი - რეზო თაბუკაშვილი; მისი შვილი ლაშა თაბუკაშვილი; ნადეჟდა ხარაძე - ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი... ჩამონათვალი ვრცელია... სიმბოლურია, რომ სწორედ ამ სოფელში 1910 წლის გაზაფხულზე დაწყებით სკოლაში მასწავლებლად გაანაწილეს 19 წლის გალაკტიონ ტაბიძე. მისი პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი, რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, ხარაგაულისადმი მიძღვნილი ოთხტომეულის ავტორი - იზა ვეფხვაძე მოგვითხრობს:

- გალაკტიონი ფარცხნალის დაწყებითი სკოლის პედაგოგად 1910 წლის გაზაფხულზე დაინიშნა. 19 წლის პოეტმა ხარაძეების უბანში, დიმიტრი ხარაძის სახლში დაიდო ბინა. ყველაზე პატარა და მყუდრო ოთახი აირჩია. მთელ მის ავლადიდებას მაგიდა, საწოლი და სკამი შეადგენდა. ოთახის ერთადერთი ფანჯრიდან სოფლის ულამაზესი ხედები იშლებოდა. 2007 წელს ამ სახლში გალაკტიონის ოთახი-მუზეუმი გაიხსნა... ოჯახის წევრები დღესაც მოწიწებით აღებენ ამ ოთახის კარს... ფარცხნალის დაწყებითი სკოლა სოფლის შუაგულში, ეკლესიის ეზოში, უხეირო ხის ქოხში ყოფილა განთავსებული. სკოლის ინვენტარს ხელით გამოჩორკნილი ხის მერხები და სკამები შეადგენდა, რომელზეც ათიოდე ბავშვი იჯდა. ზოგიერთი მათგანი თურმე ლოდზე ჩამომჯდარი სწავლობდა. მოსწავლეებს ორი პედაგოგი ჰყავდათ: გალაკტიონი და ღვთისმეტყველების მასწავლებელი, დეკანოზი სიმონ ხარაძე. ღვთისმეტყველების მოძულე გალაკტიონი ვერ იქნა და ვერ შეეთვისა, ვერ გაუშინაურდა სიმონს. დეკანოზი ბრაზობდა, რადგან ვერაფერი მოუხერხა თავისუფლების იდეით შეპყრობილ ახალგაზრდა პედაგოგს, რომლის სიტყვა და მოწოდება ანდამატივით იზიდავდა ბავშვებს.

- პოეტი მოსწავლეების მიმართ მკაცრი იყო?

- მოსწავლეების მიმართ გამორჩეულად გულისხმიერი ყოფილა. ერთხელ, გაკვეთილზე გალაკტიონის საყვარელი მოსწავლე - ერმალოზ ბუაჩიძე არ გამოცხადებულა. გაკვეთილების შემდეგ მასწავლებელი მის სახლში მისულა. ერმალოზის დედას მოუბოდიშებია: ერთადერთი შარვალი გავურეცხე, გაშრობა ვერ მოასწრო და გაკვეთილებიც ამიტომ გაუცდაო. გალაკტიონს ჯიბიდან 50 კაპიკი ამოუღია და ბიჭის მშობლებისთვის უთქვამს, - ამ ფულით ერმალოზს შარვალი უყიდეთო. ერთ დილას, სკოლის ეზოში შესულ გალაკტიონს არასასიამოვნო სურათი დახვედრია: წინაღამეს ძლიერ ქარს ეკლესიის ეზოში დარგული ხუთწლიანი ცაცხვის ნარგავი ამოუგდია. გალაკტიონმა მიწის ფხოჭნა დაიწყო თურმე. ამ დროს ეზოში მისი მოწაფე, ერმალოზი შემოსულა. გალაკტიონს უთხოვია: არიქა, ერთი სარი მიშოვე სადმეო. მერე ცაცხვის ხისთვის მიწა მიუყრია, ჭიგო დაუსვია და ზედ მიუკრავს. განსაკუთრებით ჰპატრონობდა თურმე ცაცხვის ახალგაზრდა ნერგს - წყალს უსხამდა, ელოლიავებოდა. სოფელში ამ ცაცხვის ხეს დღესაც "გალაკტიონის ცაცხვს" ეძახიან. სხვებისგან განსხვავებით, გამორჩეული და მკერდგანიერია. თუმცა ამაში გასაოცარი არაფერია - ის ხომ გალაკტიონის ხელშენახებია!..

- ალბათ გალაკტიონის პედაგოგიური საქმიანობა მხოლოდ გაკვეთილის ჩატარებით არ შემოიფარგლებოდა

- ნამდვილად. ის სოფელში ხშირად აწყობდა ლიტერატურულ საღამოს, კითხულობდა ლექსებს. ასეთ საღამოებს ბავშვებთან ერთად, მათი მშობლები, სოფლის მოსახლეობა ესწრებოდა. პოეტი პოეზიის, ლიტერატურის, ხელოვნების შესახებ საუბრობდა, მოსახლეობას ქართული ენის სიყვარულს უნერგავდა. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად, ბევრს მუშაობდა საკუთარ თავზე: კითხულობდა, წერდა, ფიქრობდა. დილით, ჯერ კიდევ მელანშეუმშრალ ფურცლებს მაგიდაზე ტოვებდა და სკოლისკენ მიიჩქაროდა. ამ პერიოდში ჟურნალ-გაზეთებში მისი ბევრი ლექსი დაიბეჭდა. პოეტი ჟურნალის - "თეატრი და ცხოვრება" რედაქტორს, იმედაშვილს სწერდა: "ძვირფასო იოსებ! სამი თვის განმავლობაში ჟურნალი მომდიოდა. მადლობელი ვარ. ამჟამად გიგზავნით ორ ლექსს. ჩამოსვლით კი, როგორც მსურდა, თბილისში ვერ ჩამოვდივარ! ბედმა უბრალო სოფლის მასწავლებლობა მარგუნა წილად... სოფლიდან ხალხურ ლექსებს გამოგიგზავნით, თუ მოვახერხე. მშვიდობით. მარად თქვენი პატივისმცემელი, გალაკტიონ ტაბიძე".

- სოფელში მის პირად ურთიერთობებზე თუ არის რამე ცნობილი?

- დღემდე ამბობენ, - გალაკტიონმა საცხოვრებლად ხარაძეთა უბანი იმიტომ აირჩია, რომ იქ სოფლის ლამაზმანები ცხოვრობდნენო. ვინ იცის, იქნებ, ასე არც იყო, ის კი დანამდვილებით იცოდნენ სოფლის ჭორიკანა დედაკაცებმა, რომ ყმაწვილ მასწავლებელს ბუაჩიძეთა და ხარაძეთა გაუთხოვარი ქალიშვილები ნამდვილად აწონებდნენ თავს. სოფლის წყაროსთან, სადაც სკოლისკენ მიმავალ გალაკტიონს უნდა გაევლო, მისი ყურადღების მისაპყრობად, ყმაწვილი ქალები მთელი დღე რეცხავდნენ. ამის შემხედვარე აბესალომ ბუაჩიძეს უხუმრია: ჩვენმა სოფლის მასწავლებელმა გოგონებს რეცხვა ასწავლაო. თავად გალაკტიონს სოფელში ხანმოკლე, მაგრამ მხურვალე გატაცება ეწვია. ეს იყო რაისა ჩიხლაძე, ქუთაისელი ლამაზმანი. წერილებსაც სწერდა რაისას, თუმცა გრძნობის აშკარა გამხელას ერიდებოდა, მხოლოდ საკუთარ პოეზიაზე ესაუბრებოდა. რაისა თავშეკავებული გახლდათ. მომავალში გალაკტიონს არასოდეს მოუხსენიებია ეს გრძნობა ამაღლებულად. ერთ წერილში ამ ურთიერთობას უარყოფითადაც კი აფასებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ რაისას უნდა ვუმადლოდეთ რამდენიმე კარგი ლექსის დაბადებას... ფარცხნალში მუშაობის პერიოდში პოეტის მეხსიერებაში აღბეჭდილა ერთი შემთხვევა, რომელსაც თურმე ყოველთვის სიამოვნებით იხსენებდა: "...როდესაც სემინარიიდან გამოვედი, სადგურ ხარაგაულის ახლოს, სოფელში მასწავლებლის ადგილი მომცეს. კვირა, უქმე დღეებში სოფლიდან სადგურზე ჩამოვდიოდი, აქ თავს იყრიდნენ ჩემი ამხანაგი მასწავლებლები. საღამოობით თბილისიდან მატარებელი ჩამოივლიდა და ესეც ერთგვარ სიამოვნებას გვგვრიდა. სრულიად მოულოდნელად, რომელიმე ნაცნობი გადმოვიდოდა მატარებლიდან, მოგვიტანდა თბილისის ამბებს, გვეტყოდა რასმე ნაცნობების შესახებ. ერთხელ დიდხანს ვიდექი სადგურზე... ვსაუბრობდი, ვიცინოდით... მატარებელი მოვიდა. იდგა ჯგუფი ახალგაზრდა ქალებისა და მგზავრებს ათვალიერებდა. ამ დროს მატარებლის მეორე კლასის ფანჯარა ჩამოიწია. კუპიდან ღმერთივით გადმოიხედა ბამბის ქულასავით ჭაღარამ, ოლიმპიურად ამაყი სახის მქონე მოხუცმა... აკაკი! - ჩაილაპარაკა ვიღაცამ. ელექტრონის ძალასავით იმოქმედა ამ სიტყვამ ყველაზე. ერთხანს გაშეშებულნი ვიდექით, მე თვალებით ვჭამდი ამ სახეს. აკაკიმ წაიკითხა სადგურის შენობაზე მიკრული სახელწოდება და ფანჯარა ისევ დახურა. ვხედავ, რომ იგი დინჯად დაეშვა სავარძელში. ყველანი იმ კუპისაკენ გაექანნენ... ზოგმა მატარებელში შესვლა მოინდომა... დაიკივლა ამ დროს მატარებელმა, მისცეს მესამე ზარი და მატარებელი გაექანა სიპივით გალესილ რელსებზე... მე მატარებელს მივყევი ნელი ნაბიჯით... შემდეგ დიდხანს დაყრუებულივით ვიდექი". აი, მისი ლექსიც: "მახსოვს ხარაგაულის სევდიანი სადგური, მისი ყრუ სამკაული - აცვივნული აგური./ უშფოთველი ცხოვრება, წყნარი, როგორც გუგული,/ მესმის მოახლოებულ ორთქლმავალის გუგუნი".

- ერთი წლის შემდეგ რატომ დატოვა პოეტმა ფარცხნალი?

- ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ არცთუ ისე წარმატებით ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას... სხვათა შორის, ამან გამოიწვია შეტაკება თედო ჟორდანიასთან, რომელსაც სკოლების ზედამხედველობა ევალებოდა. გალაკტიონს ღრმად ჰქონდა შეცნობილი განათლების მნიშვნელობა, მაგრამ ფაქტია, მასწავლებლობა მისი სტიქია არ იყო. როგორც თავად ამბობს, "ბავშვებთან მეცადინეობა ტვინს ულაყებს მხოლოდ". ერთ-ერთ წერილში წერდა: "საშინლად დავბერდი სოფელში. ერთი წელიწადი კიდევ და ბოლოს მომიღებს, თუ ადგილი სადმე ქალაქში არ მომცეს". მას ტანჯავდა "ძველი ცოდვები", ვერ გაამართლა დედის იმედი, ვერ დაამთავრა სემინარია. მატერიალურადაც ვერ ეხმარებოდა მშობელს. რაც მთავარია, მის საზოგადოებრივ იდეალებს ფრთები შეეკვეცა. ფარცხნალის გარემო მწერლის ფანტაზიასა და შთაგონებას ბევრს არაფერს აძლევდა. სულიერ საზრდოს მოწყურებული ახალგაზრდა, ხეირიანი წიგნის წაკითხვასაც ვერ ახერხებდა. ნაღველი გროვდებოდა და პოეტმაც ხსნა კვლავ ღვინოში დაინახა... ასე სწერდა ძმას, აბესალომს: "ვუყურებ ჩემს საშინელ ხვედრს მიყრუებულ ადგილში, ცხოვრებას მოწყვეტილი. ირგვლივ ერთი კაციც არ არის, რომ ჩემი გაიგოს და იგრძნოს რამე... ერთი წიგნიც არ ჩაგივარდება ხელში წასაკითხად. სამაგიეროდ, ღვინო გაგიტაცებს ისე, როგორც ძველად ღმერთი აიტაცებდა ხოლმე მოსესა თუ ილიას, კარგად არ მახსოვს... მარა არც ისე ვთვრები, უგრძნობლად რომ იციან. ისე შევქეიფიანდები ხოლმე. ნააღდგომევს, სულო ცოდვილო, ერთხელ მომივიდა ცუდი საქმე. მე და ორი გიმნაზიელი, რომლებიც აქ დამხვდნენ, ერთად დაგვპატიჟეს სადღაც. ძალიან დავთვერით. როცა წამოვედით, საცალფეხო ხიდზე გადავვარდით ორნი, მესამე კი მოგვეშველა. წყალი დიდი არ იყო, როცა გადავვარდით არც კი გაგვიგია ეს. მეორე დღეს გვითხრეს ყველაფერი... ყველაფრის იმედი დამეკარგა და ყველაფერი მომბეზრდა. ამგვარი უმნიშვნელოა ჩემი ცხოვრება და უმიზნო. ამგვარი ერთფეროვანია და რა უნდა მოგწერო? რაც მოგწერე, იგინიც სისულელეებია, ღმერთმანი. კალმის ხელში აღებაც არ ღირდა. მშვიდობით! გისურვებ გამარჯვებულ ეგზამენებს. დედაჩემის ერთადერთი იმედი ეხლა შენა ხარ. მან დიდი ხანია, გამომიგლოვა... გული მიკვდება, რა ვქნა? არაფერი არ შემიძლია!" გალაკტიონს ნათესავები, ახლობლები თავშეკავებას სთხოვდნენ: "გალაკტიონ, დიდათ ვწუხვარ, რომ ღვინის სმას ესრეთ ჩაუთრევიხარ თავის უფსკრულში. რა გემართება? დაანებე თავი. იცოდე, რომ ეგ არაფერი მარგებელი არ არის... თუ გიყვარდე, გადააგდე ლოთობა!" - სწერდა მას მიხეილ ბოჭორიშვილი. პოეტის პედაგოგიური მოღვაწეობა ერთ წელში დასრულდა... მაშინ, როცა სკოლა დაიხურა. ზოგიერთი მისი ბიოგრაფის თქმით, გალაკტიონი მცირე ხნით ბათუმის მახლობლად მასწავლებლობდა, მაგრამ ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება. ფარცხნალის გარდა, გალაკტიონს პედაგოგად არსად უმუშავია.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია