კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გახშირდა ავტობანზე ავარიები - "საჭის დამორჩილება გამოცდილ მძღოლსაც გაუჭირდება"
რატომ გახშირდა ავტობანზე ავარიები - "საჭის დამორჩილება გამოცდილ მძღოლსაც გაუჭირდება"

ის მძღო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ცენ­ტრა­ლურ ავ­ტო­ბან­ზე ინ­ტენ­სი­უ­რად მოძ­რა­ო­ბენ, ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ მომ­რავ­ლდა ავა­რი­ე­ბი და ავა­რი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი. მძღო­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ამას არას­წო­რად და­გე­ბულ გზის სა­ფარს აბ­რა­ლებს.

ნო­დარ გე­ლაშ­ვი­ლი მძღო­ლი:

- ავ­ტო­ბა­ნი მარ­თლა შვე­ბაა მძღო­ლე­ბის­თვის, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვეთ­ში არის შემ­დე­გი სი­ტუ­ა­ცია: არის ჩაღ­მა­ვე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რივ ამინ­დში შე­უმ­ჩნე­ვე­ლია, მაგ­რამ წვი­მი­ან ამინ­დში გუბ­დე­ბა წყა­ლი, რაც ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც 100კმ/სთ სიჩ­ქა­რით მი­დი­ხარ, წყალ­ში გავ­ლი­სას მან­ქა­ნა ვერ ას­წრებს აკ­ვაპ­ლა­ნი­რე­ბას ( სა­ბუ­რა­ვი ვერ ას­წრებს წყლის და­წურ­ვას მათი შე­ხე­ბის ზე­და­პი­რი­დან. ამ დროს ავ­ტო­მო­ბი­ლი სრი­ა­ლებს და იქ­მნე­ბა მისი გზი­დან გა­დას­ვლის სა­შიშ­რო­ე­ბა). იქ­მნე­ბა ავა­რი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია და თუ გა­მოც­დი­ლი მძღო­ლი არ არის, შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­დეს ყვე­ლა­ფე­რი. ამი­ტომ სას­წრა­ფოდ უნდა გა­მო­ას­წო­რონ ეს სი­ტუ­ა­ცია. ყო­ველ­დღე მი­წევს ავ­ტო­ბან­ზე მოძ­რა­ო­ბა - სამ­სა­ხუ­რი მაქვს ასე­თი. შე­მიძ­ლია დარ­წმუ­ნე­ბით გი­თხრათ, რომ ავა­რი­ე­ბი გახ­შირ­და. ავა­რი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე აღა­რა­ფერს ვი­ტყვი. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს წვი­მი­ან ამინდს ეხე­ბა. ასე­ვე, გზის გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ზე და­ტო­ვე­ბუ­ლია ძვე­ლი სა­ფა­რი, რო­მე­ლიც თბილ ამინ­დში რბილ­დე­ბა და რო­დე­საც მას­ზე დიდი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი მოძ­რა­ო­ბენ, იც­ვლის ფორ­მას.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის - "მძღო­ლი, გზა, სა­მარ­თა­ლის" პრე­ზი­დენტს, რო­ბერტ იანტბე­ლი­ძე:

- რამ­დე­ნა­დაც ვიცი საგ­ზაო დე­პარ­ტა­მენ­ტი გზე­ბი მო­ნი­ტო­რინგს ან­ხორ­ცი­ე­ლებს, მაგ­რამ თუ ასე­თი ად­გი­ლე­ბი(ჩაღ­რმა­ვე­ბე­ბი) მარ­თლაც არის, ეს ძა­ლი­ან ცუ­დია და საგ­ზაო სამ­სა­ხურ­მა სას­წრა­ფოდ უნდა მი­ხე­დოს, რად­გან ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან გა­მოც­დილ მძღოლ­საც გა­უ­ჭირ­დე­ბა სა­ჭის და­მორ­ჩი­ლე­ბა. დღე კი­დევ შე­იძ­ლე­ბა და­ვი­ნა­ხოთ ასე­თი ად­გი­ლი, მაგ­რამ ღამე ფაქ­ტობ­რი­ვად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მი­მა­ვალ­მა მან­ქა­ნამ რე­ა­გი­რე­ბა მო­ას­წროს და ამ დროს უპირ­ვე­ლე­სად სწო­რედ საგ­ზაო სამ­სა­ხუ­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დგე­ბა. თუმ­ცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ავ­ტო­ბან­ზე სხვა გზებ­თან შე­და­რე­ბით შე­სა­ნიშ­ნა­ვი პი­რო­ბე­ბია და ავა­რი­ე­ბი ხში­რად მძღო­ლე­ბის და­უ­დევ­რო­ბის, უდის­ციპ­ლი­ნო­ბის და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ბრა­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში გზა არა­ფერ შუ­ა­ში არაა. ასე ვთქვათ, თა­ვის გა­სა­მარ­თლებ­ლად იგო­ნე­ბენ ამ მი­ზეზს.

- მძღოლ­თა დიდი ნა­წი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ კას­პთან გზა ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ეს ქმნის ავა­რი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებს...

- მანდ სიჩ­ქა­რის რე­ჟი­მი იმის მი­ხედ­ვი­თაა დად­გე­ნი­ლი, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია გზის სა­ფა­რი. მძღოლ­მა თუ ეს რე­ჟი­მი არ და­იც­ვა, ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­იწ­ვევს ავა­რი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ას. ნა­ტახ­ტარ­თან ბე­ტო­ნის სა­ფა­რი ისე იყო და­გე­ბუ­ლი, რომ მო­ჭი­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი ნაკ­ლე­ბი იყო, ვიდ­რე ეს სტან­დრატს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და, მაგ­რამ ეს ხარ­ვე­ზი გა­მოს­წორ­და. თუ გზის ბრა­ლია, მა­შინ ყვე­ლას რა­ტომ არ მოს­დის ავა­რია?! მძღო­ლე­ბის 90%-მა ელე­მენ­ტა­რუ­ლი მარ­თვის წე­სე­ბი არ იცის. არ იცი­ან წვი­მი­ან ამინ­დში მოძ­რა­ო­ბა, ბევ­რმა სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც არ იცის და ეს ყვე­ლა­ფე­რი იწ­ვევს ავა­რი­ებს. ამი­ტომ კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რომ მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბი­დან, გარ­კვე­უ­ლი ვა­დის გას­ვლის შედმდეგ, მძღო­ლებს ხელ­მე­ო­რედ ჩა­ბა­რე­ბა რომ უწევთ (ასე­ვე სწო­რია, რომ მძღოლს სთხო­ვენ ჯან­მრთე­ლო­ბის ცნო­ბას). ეს მით უფრო კარ­გია იმ მძღო­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ვინც ხალ­ხს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ასე­თი მძღო­ლი ვალ­დე­ბუ­ლიც კია, ყო­ველ 2 წე­ლი­წად­ში ჩა­ა­ბა­როს სპე­ცი­ა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე გა­მოც­დე­ბი. ეს უნდა იყოს რო­გორც თე­ო­რი­უ­ლი ისე პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­და. თუ გე­ში­ნია გა­მოც­დის ანუ რა­ღაც არ იცი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ჭეს­თან დაჯ­დე და თან სა­მარ­შრუ­ტო ტაქსზე, რო­დე­საც ათო­ბით ადა­მი­ა­ნის ბედი გა­ბა­რია?!

- მძღო­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში ჩა­წე­რილ აპ­ლი­კა­ცი­ას, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ ატყო­ბი­ნებს რა­დარ­თან მი­ახ­ლო­ე­ბას, იქ დად­გე­ნი­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ო­ბენ, გზის და­ნარ­ჩენ მო­ნაკ­ვეთ­ზე კი "თა­ვი­სუფ­ლე­ბი" არი­ან. ეს ავა­რი­ე­ბის გახ­ში­რე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ხომ არაა.

- ამ აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის არაკ­რძალ­ვით, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­იხ­სნა. მაგ­რამ თვი­თონ მძღო­ლი არ უნდა იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ სიჩ­ქა­რის რე­ჟი­მი და­იც­ვას?! კა­მე­რაც რომ არ იყოს, თვი­თონ მძღოლს ხომ უნდა ჰქონ­დეს იმ­დე­ნი თვით­შეგ­ნე­ბა, რომ აკონ­ტრო­ლოს სიჩ­ქა­რე?!

ლადო გო­გო­ლა­ძე, ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რატომ გახშირდა ავტობანზე ავარიები - "საჭის დამორჩილება გამოცდილ მძღოლსაც გაუჭირდება"

რატომ გახშირდა ავტობანზე ავარიები - "საჭის დამორჩილება გამოცდილ მძღოლსაც გაუჭირდება"

ის მძღოლები, რომლებიც ცენტრალურ ავტობანზე ინტენსიურად მოძრაობენ, ირწმუნებიან, რომ მომრავლდა ავარიები და ავარიული სიტუაციები. მძღოლების გარკვეული ნაწილი ამას არასწორად დაგებულ გზის საფარს აბრალებს.

ნოდარ გელაშვილი მძღოლი:

- ავტობანი მართლა შვებაა მძღოლებისთვის, მაგრამ რამდენიმე მონაკვეთში არის შემდეგი სიტუაცია: არის ჩაღმავებები, რომელიც ჩვეულებრივ ამინდში შეუმჩნეველია, მაგრამ წვიმიან ამინდში გუბდება წყალი, რაც ძალიან სახიფათოა. მაგალითად, როდესაც 100კმ/სთ სიჩქარით მიდიხარ, წყალში გავლისას მანქანა ვერ ასწრებს აკვაპლანირებას ( საბურავი ვერ ასწრებს წყლის დაწურვას მათი შეხების ზედაპირიდან. ამ დროს ავტომობილი სრიალებს და იქმნება მისი გზიდან გადასვლის საშიშროება). იქმნება ავარიული სიტუაცია და თუ გამოცდილი მძღოლი არ არის, შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს ყველაფერი. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გამოასწორონ ეს სიტუაცია. ყოველდღე მიწევს ავტობანზე მოძრაობა - სამსახური მაქვს ასეთი. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ავარიები გახშირდა. ავარიულ სიტუაციებზე აღარაფერს ვიტყვი. განსაკუთრებით ეს წვიმიან ამინდს ეხება. ასევე, გზის გარკვეულ მონაკვეთზე დატოვებულია ძველი საფარი, რომელიც თბილ ამინდში რბილდება და როდესაც მასზე დიდი სატვირთო მანქანები მოძრაობენ, იცვლის ფორმას.

არასამთავრობო ორგანიზაციის - "მძღოლი, გზა, სამართალის" პრეზიდენტს, რობერტ იანტბელიძე:

- რამდენადაც ვიცი საგზაო დეპარტამენტი გზები მონიტორინგს ანხორციელებს, მაგრამ თუ ასეთი ადგილები(ჩაღრმავებები) მართლაც არის, ეს ძალიან ცუდია და საგზაო სამსახურმა სასწრაფოდ უნდა მიხედოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ძალიან გამოცდილ მძღოლსაც გაუჭირდება საჭის დამორჩილება. დღე კიდევ შეიძლება დავინახოთ ასეთი ადგილი, მაგრამ ღამე ფაქტობრივად წარმოუდგენელია მაღალი სიჩქარით მიმავალმა მანქანამ რეაგირება მოასწროს და ამ დროს უპირველესად სწორედ საგზაო სამსახურის პასუხისმგებლობა დგება. თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ავტობანზე სხვა გზებთან შედარებით შესანიშნავი პირობებია და ავარიები ხშირად მძღოლების დაუდევრობის, უდისციპლინობის და არაპროფესიონალიზმის ბრალი. ამ შემთხვევაში გზა არაფერ შუაში არაა. ასე ვთქვათ, თავის გასამართლებლად იგონებენ ამ მიზეზს.

- მძღოლთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ კასპთან გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ეს ქმნის ავარიულ სიტუაციებს...

- მანდ სიჩქარის რეჟიმი იმის მიხედვითაა დადგენილი, თუ რა მდგომარეობაშია გზის საფარი. მძღოლმა თუ ეს რეჟიმი არ დაიცვა, ბუნებრივად გამოიწვევს ავარიულ სიტუაციას. ნატახტართან ბეტონის საფარი ისე იყო დაგებული, რომ მოჭიდების კოეფიციენტი ნაკლები იყო, ვიდრე ეს სტანდრატს შეესაბამებოდა, მაგრამ ეს ხარვეზი გამოსწორდა. თუ გზის ბრალია, მაშინ ყველას რატომ არ მოსდის ავარია?! მძღოლების 90%-მა ელემენტარული მართვის წესები არ იცის. არ იციან წვიმიან ამინდში მოძრაობა, ბევრმა საკუთარი მანქანის შესაძლებლობებიც არ იცის და ეს ყველაფერი იწვევს ავარიებს. ამიტომ კარგი გადაწყვეტილებაა, რომ მართვის მოწმობის აღებიდან, გარკვეული ვადის გასვლის შედმდეგ, მძღოლებს ხელმეორედ ჩაბარება რომ უწევთ (ასევე სწორია, რომ მძღოლს სთხოვენ ჯანმრთელობის ცნობას). ეს მით უფრო კარგია იმ მძღოლებთან მიმართებაში, ვინც ხალხს ემსახურება. ასეთი მძღოლი ვალდებულიც კია, ყოველ 2 წელიწადში ჩააბაროს სპეციალურ საშუალებებზე გამოცდები. ეს უნდა იყოს როგორც თეორიული ისე პრაქტიკული გამოცდა. თუ გეშინია გამოცდის ანუ რაღაც არ იცი, როგორ შეიძლება საჭესთან დაჯდე და თან სამარშრუტო ტაქსზე, როდესაც ათობით ადამიანის ბედი გაბარია?!

- მძღოლები აქტიურად იყენებენ მობილურ ტელეფონში ჩაწერილ აპლიკაციას, რომელიც წინასწარ ატყობინებს რადართან მიახლოებას, იქ დადგენილი სიჩქარით მოძრაობენ, გზის დანარჩენ მონაკვეთზე კი "თავისუფლები" არიან. ეს ავარიების გახშირების ერთ-ერთი მიზეზი ხომ არაა.

- ამ აპლიკაციების არაკრძალვით, საპატრულო პოლიციამ პასუხისმგებლობა მოიხსნა. მაგრამ თვითონ მძღოლი არ უნდა იყო დაინტერესებული, რომ სიჩქარის რეჟიმი დაიცვას?! კამერაც რომ არ იყოს, თვითონ მძღოლს ხომ უნდა ჰქონდეს იმდენი თვითშეგნება, რომ აკონტროლოს სიჩქარე?!

ლადო გოგოლაძე, ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია