სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 ფრაზა, რომლებიც თქვენს შვილს წარუმატებელს გახდის
7 ფრაზა, რომლებიც თქვენს შვილს წარუმატებელს გახდის

ბავ­შვის აღ­ზრდა­ზე რომ მთე­ლი მისი მო­მა­ვა­ლია და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ეს ყვე­ლამ ვი­ცით. მაგ­რამ ერთი შე­ხედ­ვით უწყი­ნარ­მა ფრა­ზებ­მა რომ შე­საძ­ლოა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს თქვე­ნი შვი­ლის მო­მა­ვალს, ამის შე­სა­ხებ, ალ­ბათ, ბევ­რს არ სმე­ნია.

მაშ ასე, რო­მე­ლი ფრა­ზე­ბი არ უნდა ვუ­თხრათ შვილს, თუ გვსურს, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი ჰქონ­დეს მას:

1. "შენს ასაკ­ში მე ამის გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო"

არ ღირს თქვენს უპი­რა­ტე­სო­ბა­ზე აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა, იმა­ზე ხაზ­გას­მა, რომ რა­ღაც ოდეს­ღაც თქვენ უფრო მარ­ტი­ვად გა­მოგ­დი­ო­დათ. თქვენ ხომ თქვე­ნი შვი­ლის მე­ტო­ქე არ ხართ?! ბავ­შვს ისე­დაც ეს­მის, რომ თქვენ უფრო მეტი იცით, რომ უფრო ძლი­ე­რი ხართ და მე­ტად ჭკვი­ა­ნი, რად­გან უფ­რო­სი ხართ... და მას სურს, ის­წავ­ლოს თქვენ­გან, მოგ­ბა­ძოთ, რათა გახ­დეს ისე­თი, რო­გო­რიც დე­დაა, ან მამა.

და თუ თქვე­ნი შვი­ლი დარ­წმუნ­დე­ბა, რომ ყო­ველ­თვის ჭკვი­ა­ნი იყა­ვით, მა­ში­ნაც კი, როცა მისი თა­ნა­ტო­ლი იყა­ვით, მა­შინ ის ხელს ჩა­იქ­ნევს თა­ვის მო­მა­ვალ­ზე და და­კარ­გავს იმის იმე­დი, რომ ოდეს­მე და­გე­წე­ვათ და თქვენ­ნა­რი გახ­დე­ბა. მო­უ­ყე­ვით შვილს, რო­გორ მი­აღ­წი­ეთ წარ­მა­ტე­ბას, რა სირ­თუ­ლე­ე­ბი გა­და­ლა­ხეთ, რა გან­ცდე­ბი გქონ­დათ. ეს უფრო და­გა­ახ­ლო­ვებთ ბავ­შვთან, ჩა­უ­ნერ­გავს მას სი­ა­მა­ყეს და მო­მავ­ლის იმედს.

2. "ნუ წა­ი­ღებ სა­თა­მა­შოს ბაღ­ში. და­კარ­გავ!"

ფსი­ქო­ლო­გე­ბი გვირ­ჩე­ვენ ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­მო­ვი­ყე­ნოთ ე.წ. "მე - მე­სი­ჯე­ბი", იმი­სათ­ვის, რომ გა­ვაფრ­თხი­ლოთ პა­ტა­რა მისი ქმე­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი მო­სა­ლოდ­ნე­ლი რის­კე­ბის ან შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ. ასე­თი ფორ­მით ფრა­ზე­ბი უწყინ­რად ჟღერს, რად­გა­ნაც თქვენ ამ დროს სა­კუ­თარ ემო­ცი­ებ­ზე სა­უბ­რობთ და არა ბავ­შვის უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე.

პე­რეფ­რა­ზი: "მე გირ­ჩევ­დი სა­თა­მა­შო მან­ქა­ნა­ში და­ტო­ვო - მე­ში­ნია, რომ ბაღ­ში და­გე­კარ­გე­ბა. შენ რას ფიქ­რობ ამის შე­სა­ხებ?

3. "შენ არ გაქვს ამის ნიჭი"

"ჩვენ შვილს სა­ერ­თოდ არ აქვს მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი"; "ვის და­ემ­სგავ­სა ასე­თი არას­პორ­ტუ­ლი?"; "ჰოო, მხატ­ვა­რი შენ­გან არ გა­მო­ვა"... ხში­რად მშობ­ლე­ბი არ ფიქ­რო­ბენ მსგავ­სი კო­მენ­ტა­რე­ბის და­მან­გრე­ველ შე­დე­გებ­ზე. თუ მშობ­ლე­ბის აზ­რით, ბავ­შვს არ აქვს რა­ი­მეს მო­ნა­ცე­მე­ბი, უმ­ჯო­ბე­სია, ამ სფე­რო­ე­ბი­დან ის შორს ამ­ყო­ფოთ. ამას­თან ბავ­შვთა წრე­ე­ბი მხო­ლოდ გე­ნი­ო­სე­ბის­თვის არ არის შექ­მნი­ლი! თუ ბავ­შვს სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს ესა თუ ის საქ­მი­ა­ნო­ბა, ნუ და­უ­კარ­გავთ მას იმე­დეს და მი­ე­ცით შან­სი, მო­სინ­ჯოს თა­ვი­სი ძა­ლე­ბი.

4. "გა­იზ­რდე­ბი და ის­წავ­ლი"

თუ ბავ­შვი გა­მუდ­მე­ბით ასეთ პა­სუხს იღებს, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ის მშო­ბელს კი­თხვებს სა­ერ­თოდ აღარ და­უს­ვამს. გარ­და ამი­სა, ბავ­შვს შე­საძ­ლოა, შე­ექ­მნას მის­ტი­კუ­რი წარ­მოდ­გე­ნა იმის შე­სა­ხებ, სა­ი­დან მო­დის ცოდ­ნა: ადა­მი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რად იგებს ყვე­ლა­ფერ­ზე ყვე­ლა­ფერს, როცა გარ­კვე­ულ ასაკს (სიმღლე­საც კი) მი­აღ­წევს. ესე­ი­გი, იმი­სათ­ვის, რომ ჭკვი­ა­ნი გავ­ხდე, უბ­რა­ლოდ უნდა და­ვი­ცა­დო, სა­ნამ გა­ვიზ­რდე­ბი და არა რა­ი­მე ვის­წავ­ლო.

ბავ­შვის ინ­ტე­რე­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და მისი სტი­მუ­ლი­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. თუ თქვენ არ იცით იმ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც ბავ­შვმა და­გის­ვათ, გულ­წრფე­ლად უთხა­რით მას ამის შე­სა­ხებ და შე­პირ­დით, რომ ერ­თად მო­ნა­ხავთ პა­სუხს წიგ­ნებ­სა თუ ინ­ტერ­ნეტ­ში - და აუ­ცი­ლებ­ლად შე­ას­რუ­ლეთ და­ნა­პი­რე­ბი.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

7 ფრაზა, რომლებიც თქვენს შვილს წარუმატებელს გახდის

7 ფრაზა, რომლებიც თქვენს შვილს წარუმატებელს გახდის

ბავშვის აღზრდაზე რომ მთელი მისი მომავალია დამოკიდებული, ეს ყველამ ვიცით. მაგრამ ერთი შეხედვით უწყინარმა ფრაზებმა რომ შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენი შვილის მომავალს, ამის შესახებ, ალბათ, ბევრს არ სმენია.

მაშ ასე, რომელი ფრაზები არ უნდა ვუთხრათ შვილს, თუ გვსურს, რომ წარმატებული მომავალი ჰქონდეს მას:

1. "შენს ასაკში მე ამის გაკეთება შემეძლო"

არ ღირს თქვენს უპირატესობაზე აქცენტის გაკეთება, იმაზე ხაზგასმა, რომ რაღაც ოდესღაც თქვენ უფრო მარტივად გამოგდიოდათ. თქვენ ხომ თქვენი შვილის მეტოქე არ ხართ?! ბავშვს ისედაც ესმის, რომ თქვენ უფრო მეტი იცით, რომ უფრო ძლიერი ხართ და მეტად ჭკვიანი, რადგან უფროსი ხართ... და მას სურს, ისწავლოს თქვენგან, მოგბაძოთ, რათა გახდეს ისეთი, როგორიც დედაა, ან მამა.

და თუ თქვენი შვილი დარწმუნდება, რომ ყოველთვის ჭკვიანი იყავით, მაშინაც კი, როცა მისი თანატოლი იყავით, მაშინ ის ხელს ჩაიქნევს თავის მომავალზე და დაკარგავს იმის იმედი, რომ ოდესმე დაგეწევათ და თქვენნარი გახდება. მოუყევით შვილს, როგორ მიაღწიეთ წარმატებას, რა სირთულეები გადალახეთ, რა განცდები გქონდათ. ეს უფრო დაგაახლოვებთ ბავშვთან, ჩაუნერგავს მას სიამაყეს და მომავლის იმედს.

2. "ნუ წაიღებ სათამაშოს ბაღში. დაკარგავ!"

ფსიქოლოგები გვირჩევენ ბავშვებთან ურთიერთობაში გამოვიყენოთ ე.წ. "მე - მესიჯები", იმისათვის, რომ გავაფრთხილოთ პატარა მისი ქმედებებით გამოწვეული მოსალოდნელი რისკების ან შედეგების შესახებ. ასეთი ფორმით ფრაზები უწყინრად ჟღერს, რადგანაც თქვენ ამ დროს საკუთარ ემოციებზე საუბრობთ და არა ბავშვის უარყოფით მხარეებზე.

პერეფრაზი: "მე გირჩევდი სათამაშო მანქანაში დატოვო - მეშინია, რომ ბაღში დაგეკარგება. შენ რას ფიქრობ ამის შესახებ?

3. "შენ არ გაქვს ამის ნიჭი"

"ჩვენ შვილს საერთოდ არ აქვს მუსიკალური ნიჭი"; "ვის დაემსგავსა ასეთი არასპორტული?"; "ჰოო, მხატვარი შენგან არ გამოვა"... ხშირად მშობლები არ ფიქრობენ მსგავსი კომენტარების დამანგრეველ შედეგებზე. თუ მშობლების აზრით, ბავშვს არ აქვს რაიმეს მონაცემები, უმჯობესია, ამ სფეროებიდან ის შორს ამყოფოთ. ამასთან ბავშვთა წრეები მხოლოდ გენიოსებისთვის არ არის შექმნილი! თუ ბავშვს სიამოვნებას ანიჭებს ესა თუ ის საქმიანობა, ნუ დაუკარგავთ მას იმედეს და მიეცით შანსი, მოსინჯოს თავისი ძალები.

4. "გაიზრდები და ისწავლი"

თუ ბავშვი გამუდმებით ასეთ პასუხს იღებს, დროთა განმავლობაში ის მშობელს კითხვებს საერთოდ აღარ დაუსვამს. გარდა ამისა, ბავშვს შესაძლოა, შეექმნას მისტიკური წარმოდგენა იმის შესახებ, საიდან მოდის ცოდნა: ადამიანი ავტომატურად იგებს ყველაფერზე ყველაფერს, როცა გარკვეულ ასაკს (სიმღლესაც კი) მიაღწევს. ესეიგი, იმისათვის, რომ ჭკვიანი გავხდე, უბრალოდ უნდა დავიცადო, სანამ გავიზრდები და არა რაიმე ვისწავლო.

ბავშვის ინტერესის შენარჩუნება და მისი სტიმულირება აუცილებელია. თუ თქვენ არ იცით იმ კითხვაზე პასუხი, რომელიც ბავშვმა დაგისვათ, გულწრფელად უთხარით მას ამის შესახებ და შეპირდით, რომ ერთად მონახავთ პასუხს წიგნებსა თუ ინტერნეტში - და აუცილებლად შეასრულეთ დანაპირები.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს