საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ენერგოვამპირები - ვინ გვართმევს სასიცოცხლო ძალებს?
ენერგოვამპირები - ვინ გვართმევს სასიცოცხლო ძალებს?

ენერ­გო­ვამ­პი­რე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლას გვსმე­ნია, მაგ­რამ არ­სე­ბო­ბენ თუ არა ისი­ნი რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში? თუ ცხოვ­რო­ბენ ჩვენ გვერ­დით ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვენ­გან სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გი­ის მით­ვი­სე­ბის უნა­რი შეს­წევთ? ეს კი­თხვე­ბი მა­შინ და­ის­ვა, როცა ნანა კუ­პა­ტა­ძე დაგ­ვი­კავ­შირ­და და გვთხო­ვა, სა­შუ­ა­ლე­ბა მიგ­ვე­ცა მის­თვის "გზის" სა­შუ­ა­ლე­ბით იმ ადა­მი­ა­ნებს დაჰ­კავ­ში­რე­ბო­და, რომ­ლებ­საც რა­ი­მე შე­ხე­ბა ჰქონ­დათ ენერ­გო­ვამ­პი­რებ­თან. ეს სურ­ვი­ლი ქალ­ბა­ტონ ნა­ნას მას შემ­დეგ გა­უჩ­ნდა, რაც ქმარ­მა მისი სი­ტყვე­ბის სი­მარ­თლე­ში ეჭვი შე­ი­ტა­ნა და მათ ოჯახს დან­გრე­ვის საფრ­თხე და­ე­მუქ­რა.

ნანა კუ­პა­ტა­ძე:

- გა­თხო­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ მე და ჩემი ქმა­რი მარ­ტო­ნი დავ­რჩით. სტუმ­რე­ბი წა­ვიდ­ნენ, სახ­ლი და­ცა­რი­ელ­და. იქა­უ­რო­ბა გულ­დას­მით და­ვათ­ვა­ლი­ე­რე. შევ­ნიშ­ნე, რომ კე­დე­ლი, რო­მე­ლიც ჩვენს ბი­ნას მე­ზობ­ლის ბი­ნის­გან ჰყოფ­და, იმ­დე­ნად თხე­ლი იყო, რომ ხმა­საც კი ვერ და­ახ­შობ­და, ჩემს მე­ზო­ბელს ყო­ველ­თვის ეცო­დი­ნე­ბო­და თუ რა მოხ­დე­ბო­და ჩვენს ოჯახ­ში. იმ ბი­ნა­ში მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცი ცხოვ­რობ­და, ან­გე­ლი­ნა ბე­ბი­ას ეძახ­დნენ. ერთ დღეს მისი თვა­ლე­ბი შე­მე­ფე­თა. ისე ავ­ფო­რი­აქ­დი, რომ ვერც კი მი­ვე­სალ­მე: ასე­თი თვა­ლე­ბი არა­სო­დეს მე­ნა­ხა - ბო­რო­ტად დაკ­ვე­სი­ლი და ისე გად­მო­კარ­კლუ­ლი, თით­ქოს შეჭ­მას მი­პი­რებ­და... იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, როცა მის თვა­ლებს წა­ვა­წყდე­ბო­დი, ვგრძნობ­დი, ძალა მეც­ლე­ბო­და და მთე­ლი დღე ვე­ღა­რა­ფერს ვა­კე­თებ­დი - თავ­ბრუ მეს­ხმო­და და ცუ­დად ვი­ყა­ვი. რაც უფრო ხში­რად მე­ორ­დე­ბო­და მსგავ­სი რამ, მით უფრო მე­მა­ტე­ბო­და მის­გან მომ­დი­ნა­რე გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი შიში. არც კი ვიცი, რა­ტომ მე­ში­ნო­და, ვის ან რას ვხე­დავ­დი მას­ში... ერთი რამ ცხა­დია - რო­გორც კი დავ­ფეხ­მძიმ­დი, შიში გა­მი­ორ­მაგ­და.

- ქმარს არ უთხა­რით ამის შე­სა­ხებ?

- რა თქმა უნდა. გა­ი­ცი­ნა და მი­თხრა: ან­გე­ლი­ნა ბე­ბია ჭი­ან­ჭვე­ლა­საც არ და­ად­გამს ფეხს, მა­გან რა უნდა და­გი­შა­ვო­სო? ! ვერ გა­მი­გო, უფრო მე­ტიც - ერთ დღეს, ფა­ნე­რის კე­დე­ლი მოხ­სნა და - ან­გე­ლი­ნა ბე­ბი­ამ ბინა გვა­ჩუ­ქაო, - მა­ხა­რა. ამა­ში თით­ქოს გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რი იყო - მო­ხუცს არა­ვინ ჰყავ­და. მარ­ტო ცხოვ­რე­ბას, ცხა­დია, ჩვენ­თან ყოფ­ნა ერ­ჩია... თა­ვი­დან, თავს არ გვა­ბეზ­რებ­და. იცო­და, რომ არ მომ­წონ­და და სულ მე­რი­დე­ბო­და, სა­ნამ სამ­სა­ხურ­ში არ წა­ვი­დო­დი, თა­ვი­სი ოთა­ხი­დან არ გა­მო­დი­ო­და... ერთ დღეს, ვი­ღა­ცის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მზე­რა ვიგ­რძე­ნი. მივ­ხვდი - კა­რის ჭუჭ­რუ­ტა­ნი­დან მი­ყუ­რებ­და. ყუ­რა­დღე­ბა არ მი­ვაქ­ციე. მაგ­ვი­ან­დე­ბო­და. კარი გა­ვი­ხუ­რე და რად­გან ლიფ­ტი არ მუ­შა­ობ­და, ფე­ხით და­ვა­პი­რე კი­ბე­ზე ჩას­ვლა. რა­ღა­ცას ფეხი წა­მოვ­კა­რი და კი­ბე­ზე დავ­გორ­დი. ისე­თი ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი, თით­ქოს სულს ვღა­ფავ­დი. ჩემს ყვი­რილ­ზე მე­ზობ­ლე­ბი გა­მოც­ვივ­დნენ. "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა" გა­მო­ი­ძა­ხეს. ექი­მებ­მა ჩემი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტეს. ეზო­დან სა­კა­ცით რომ გავ­ყავ­დი, ან­გე­ლი­ნა ბე­ბი­ას მოვ­კა­რი თვა­ლი. სა­დარ­ბა­ზოს კარ­თან იდგა და მომ­ჩე­რე­ბო­და. ისე­თი ბო­რო­ტი მზე­რა ჰქონ­და, რომ კან­კა­ლი და­მა­წყე­ბი­ნა...

- სხვე­ბი თუ ამ­ჩნევ­დნენ ასე­თი სა­ტა­ნუ­რი მზე­რა რომ ჰქონ­და?

- არა, ჩემ გარ­და, არა­ვის უთ­ქვამს მსგავ­სი რამ. უფრო მე­ტიც, რომ ავი­ჩე­მე: მო­მა­შო­რეთ მაგ ქალს, ნამ­დვი­ლი ენერ­გო­ვამ­პი­რია-მეთ­ქი, - დე­და­ჩემ­მაც კი მი­საყ­ვე­დუ­რა: ქალ­მა ორო­თა­ხი­ა­ნი ბინა გა­ჩუ­ქა, შენ კი სა­ღად ვერ აზ­როვ­ნე­ბო... ასე იყო თუ ისე, ბავ­შვი დავ­კარ­გე, რის შემ­დე­გაც ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლი გავ­ხდი. ვი­ცო­დი, ამ მო­ხუ­ცის გამო შე­იძ­ლე­ბო­და, ქმარ­თან სე­რი­ო­ზუ­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბა მქო­ნო­და: ქმა­რი არ მა­პა­ტი­ებ­და, ცუ­დად თუ მო­ვექ­ცე­ო­დი, არა­და, მისი და­ნახ­ვაც არ მინ­დო­და. მალე დეპ­რე­სი­ა­ში ჩავ­ვარ­დი. ცნო­ბილ ფსი­ქი­ატრთან და­ვი­წყე მკურ­ნა­ლო­ბა. მა­საც ვუ­ამ­ბე, რა­საც ან­გე­ლი­ნა ბე­ბი­ას მი­მართ ვგრძნობ­დი. მო­მის­მი­ნა, მაგ­რამ არ და­მი­ჯე­რა. მე კი მინ­დო­და, ვინ­მეს ჩემი სი­ტყვე­ბის სი­მარ­თლე ერ­წმუ­ნა. ერთხელ, თავი ძა­ლი­ან მტკი­ო­და. და­სა­ძი­ნებ­ლად ადრე დავ­წე­ქი, ჩა­მე­ძი­ნა. ძილ­შიც კი ვიგ­რძე­ნი მისი მზე­რა. თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე, და­ვი­ნა­ხე – ჩემს სა­წოლ­თან ხის სკამ­ზე დას­კუ­პუ­ლი­ყო და მომ­ჩე­რე­ბო­და. გა­დავ­წყვი­ტე, თვა­ლი თვალ­ში გა­მე­ყა­რა მის­თვის – მინ­დო­და, ჩემი ეჭ­ვე­ბის სის­წო­რე­ში დავ­რწმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. არ ვიცი, რამ­დენ ხანს ვუც­ქი­რე თვალ­მო­უ­ცი­ლებ­ლად, მაგ­რამ ის კი ნამ­დვი­ლად მახ­სოვს, რო­გორ მო­მე­რია ძილი. მე­გო­ნა, ჩა­მე­ძი­ნა – თურ­მე, გო­ნე­ბა და­მი­კარ­გავს, მან ჩემ­გან თით­ქოს სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გია შე­ის­რუ­ტა... ამის შემ­დეგ, ერთი თვე ფეხ­ზე ვე­ღარ დავ­დე­ქი, ან­გე­ლი­ნა ბე­ბია სულ თავ­თან მეჯ­და, მზრუნ­ვე­ლი ბე­ბი­ა­სა­ვით წუ­თით არ მცილ­დე­ბო­და. ექი­მებ­მა ჩემს ავად­მყო­ფო­ბას ვე­რა­ფე­რი გა­უ­გეს. ბო­ლოს დე­და­ჩემ­მა თქვა: იქ­ნებ, მარ­თლა ამ მო­ხუ­ცის ბრა­ლია ჩემი შვი­ლის ავად­მყო­ფო­ბაო? - და თა­ვის სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნა. მალე გა­მოვ­ჯან­მრთელ­დი. ეჭვი აღარ მე­პა­რე­ბო­და – მო­ხუ­ცი ენერ­გო­ვამ­პი­რი იყო. დე­დას­თან დარ­ჩე­ნა გა­დავ­წყვი­ტე. ქმრის ხვეწ­ნა-მუ­და­რამ გან­ზრახ­ვა­ზე ხელი ვერ ამა­ღე­ბი­ნა. სამი თვის შემ­დეგ, ჩემი ქმა­რი მო­ვი­და და თან ან­გე­ლი­ნა ბე­ბია მო­იყ­ვა­ნა. მის და­ნახ­ვა­ზე ფერი მეც­ვა­ლა. მან კი გულ­ში ჩა­მიკ­რა და მი­თხრა: მო­მე­ნატ­რე, შვი­ლი­ვით მიყ­ვარ­ხარ და შენ­თვის მხო­ლოდ კარ­გი მინ­დაო. მისი სი­ტყვე­ბი მე­უც­ნა­უ­რა. მივ­ხვდი - იცო­და, მის­გან რა­საც ვგრძნობ­დი.

- სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბო­და გა­ე­გო?

- ჩემი ქმრის­თვის უკი­თხავს: შინ რა­ტომ არ ბრუნ­დე­ბაო? - და ზუ­რას აღარ და­უ­მა­ლავს სი­მარ­თლე. ან­გე­ლი­ნა ბე­ბი­ას ბევ­რი უტი­რია და უთხო­ვია, მას­თან წა­მიყ­ვა­ნეო. ჩემ­თვის სა­ხე­ში არც შე­მო­უ­ხე­დავს. ისე მი­ამ­ბო ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვი. სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნი­კუმ­ში სწავ­ლობ­და და თურ­მე თა­ვი­სი პე­და­გო­გი შეჰ­ყვა­რე­ბია. იმ კაცს უთ­ქვამს: შე­მომ­ხე­დავ თუ არა, მუხ­ლე­ბი მეკ­ვე­თე­ბა, თით­ქოს ენერ­გია წა­მარ­თვიო... შეყ­ვა­რე­ბულ გო­გოს ამის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ მი­უქ­ცე­ვია. იმ კაცს კი სამი თვის შემ­დეგ, ან­გე­ლი­ნას­კენ სა­ცემ­რად გა­უ­წე­ვია: კუ­დი­ა­ნი ხარ, რაც შენ გა­გი­ცა­ნი, მას შემ­დეგ კა­ცად აღარ ვვარ­გი­ვარ. და­ვა­ვად­მყოფ­დიო... საბ­რა­ლო ან­გე­ლი­ნას და­უ­ჯე­რე­ბია, რომ თვა­ლე­ბით უბე­დუ­რე­ბა მოჰ­ქონ­და, ამი­ტომ აღარც გა­თხო­ვი­ლა და მე­გობ­რებ­საც ჩა­მოს­ცი­ლე­ბია.

- მხო­ლოდ იმ ერთ ადა­მი­ან­ზე მოქ­მე­დებ­და მისი მზე­რა უარ­ყო­ფი­თად?

- დიახ. სა­ნამ მე არ გა­მიც­ნო, მის­თვის აღა­რა­ვის უთ­ქვამს, კუ­დი­ა­ნი ხარო. რო­გორც თვი­თონ მი­თხრა, იმ კა­ცის შემ­დეგ, ვინც მთე­ლი სუ­ლით და გუ­ლით შე­იყ­ვა­რა, პირ­ვე­ლი მე ვი­ყა­ვი. რომ და­გი­ნა­ხე, და­ვი­ფი­ცე, რომ თავს შე­გაყ­ვა­რებ­დი და სულს შენს ხელ­ში დავ­ლევ­დიო, - მი­თხრა... მის მი­მართ სა­ო­ცა­რი სიბ­რა­ლუ­ლი ვიგ­რძე­ნი, მაგ­რამ დახ­მა­რე­ბა არაფ­რით შე­მეძ­ლო - ის ჩემ­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებ­და და თუ მინ­დო­და, ჯან­მრთე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მის­გან შორს უნდა მე­ცხოვ­რა...

სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ფიქ­რო­ბენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მი­აჩ­ნი­ათ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა გაგრკვე­ულ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა? გვე­სა­უბ­რე­ბა პა­რაფ­სი­ქო­ლო­გი ანა­ტო­ლი პირ­ვე­ლი:

- ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე მდგარ მოგ­ზა­ურს ჰგავს, რო­მელ­მაც არ იცის, საით წა­ვი­დეს, რო­მე­ლი გზა აირ­ჩი­ოს, რო­მე­ლი გზა მი­იყ­ვანს და­სა­ხულ მიზ­ნამ­დე. ალ­ბათ ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, თუ რა­ტომ ხდე­ბა, რომ ერთი ადა­მი­ა­ნი სწორ გზას ად­გე­ბა, მე­ო­რე კი შუა გზი­დან გა­და­უხ­ვევს და უკან ბრუნ­დე­ბა, ვინ ან რა აი­ძუ­ლებს, სწო­რი თუ არას­წო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბას. მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, ეს ძალა, კარ­მა გახ­ლავთ: კარ­მა ჩვენ მიერ ჩა­დე­ნი­ლი ცოდ­ვა-მად­ლის აწო­ნა და ამის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ჯილ­დოა. ხომ გა­გი­გო­ნი­ათ - ამ კაცს მძი­მე კარ­მა აქ­ვსო. მძი­მე კარ­მა იმ ადა­მი­ან­საც აქვს, რო­მელ­მაც ან­გე­ლი­ნა ბე­ბი­ის შე­სა­ხებ გი­ამ­ბოთ და თა­ვად ან­გე­ლი­ნა­საც. ის ენერ­გო­ვამ­პი­რია, ე.ი. ჯო­ჯო­ხე­თის­თვი­საა გამ­წე­სე­ბუ­ლი და ცოდ­ვე­ბის მო­კიხ­თ­ვა მის­თვის ამ­ქვეყ­ნად­ვეა და­წყე­ბუ­ლი. ცოდ­ვე­ბი მო­ე­კი­თხე­ბა იმა­საც, ვინც ენერ­გო­ვამ­პი­რის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცა: ორი­ვე, ღმრთის­გან დას­ჯი­ლი და ცოდ­ვე­ბით დამ­ძი­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ენერ­გო­ვამ­პი­რის გან­კურ­ნე­ბა ამ­ქვეყ­ნად არ არ­სე­ბობს. ის რე­ინ­კარ­ნა­ცი­ა­საც არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- როცა სული გა­ნიც­დის რე­ინ­კარ­ნა­ცი­ას, ის კვლავ ბრუნ­დე­ბა დე­და­მი­წა­ზე. ზოგი ადა­მი­ა­ნი წინა ცხოვ­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა, ცხო­ვე­ლი ან მცე­ნა­რე იყო, შემ­დეგ კი, ადა­მი­ა­ნად და­ი­ბა­და. ენერ­გო­ვამ­პი­რი ხე­ლახ­ლა ვერ და­ი­ბა­დე­ბა.

- რო­გორ უნდა ამო­ვიც­ნოთ ენერ­გო­ვამ­პი­რი?

- მცდა­რია მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს ენერ­გო­ვამ­პი­რე­ბი ჩვენ სიკ­ვდი­ლის პი­რას მიგ­ვიყ­ვა­ნენ. ასე­თი ენერ­გო­ვამ­პი­რე­ბი ქუ­ჩებ­ში არ და­სე­ირ­ნო­ბენ, რად­გან ამ­ხე­ლა ძა­ლას რომ მი­აღ­წი­ოს, მას, ვი­საც სხვის­გან სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გი­ის მი­ღე­ბის უნა­რი შეს­წევს, ტი­ტა­ნუ­რი შრო­მა უწევს. ამა­ზე ლა­პა­რა­კი ახლა არც ღირს. ჯობს, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას და­ვუბ­რუნ­დეთ და ჩვე­უ­ლებ­რივ, "სუსტ" ენერ­გო­ვამ­პი­რებ­ზე ვი­სა­უბ­როთ. თუ ადა­მი­ა­ნი ცუდ ხა­სი­ათ­ზე გა­ყე­ნებთ, თუ მას­თან სა­უბ­რის შემ­დეგ, მსუ­ბუქ თა­ვის ტკი­ვილ­სა და სი­სუს­ტეს გრძნობთ, ე.ი. ის თქვენ­თვის ენერ­გო­ვამ­პი­რია. ამა­ში სა­გან­გა­შო არა­ფე­რია, რად­გან არ­სე­ბობს თავ­დაც­ვის უმარ­ტი­ვე­სი მე­ქა­ნიზ­მი: გა­წყვი­ტეთ ყო­ველ­გვა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ასეთ ადა­მი­ან­თან.

- მაგ­რამ როცა ენერ­გო­ვამ­პი­რი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი ან ოჯა­ხის წევ­რია?

- თუ ენერ­გო­ვამ­პი­რი შვი­ლია, მა­შინ უნდა ჩა­ვა­ტა­როთ "სის­ხლის ჯგუ­ფის შეც­ვლის რი­ტუ­ა­ლი" და მის­გან მი­ღე­ბუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­დე­ბა. ამ რი­ტუ­ალს მხო­ლოდ გა­მოც­დი­ლი პა­რაფ­სი­ქო­ლო­გი ატა­რებს. სის­ხლის ჯგუ­ფი ადა­მი­ა­ნის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი თვი­სე­ბე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლია. მა­გა­ლი­თად, ია­პო­ნი­ა­ში ნე­ბის­მი­ერ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნი­სას, კან­დი­და­ტუ­რის სის­ხლის ჯგუფ­საც აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას. ამის მი­ზე­ზი ის არის, რომ მათ სწამთ კარ­მის კა­ნო­ნე­ბის, სის­ხლის ჯგუ­ფით კი ვლინ­დე­ბა, რო­გო­რი კარ­მა აქვს ადა­მი­ანს. უპ­რობ­ლე­მოდ დგინ­დე­ბა ისიც, თუ რო­გო­რი ძა­ლის ენერ­გო­ვამ­პი­რია და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა.

- რა­ტომ ან რო­გორ ჩნდე­ბი­ან ენერ­გო­ვამ­პი­რე­ბი?

- ძვე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის სწავ­ლუ­ლე­ბის აზ­რით, ის ცხრა თვე, რა­საც ბავ­შვი დე­დის სა­შო­ში ატა­რებს, სხვა­დას­ხვა პლა­ნე­ტის ზე­მოქ­მე­დე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. თუ მო­მა­ვა­ლი დედა უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მო­ექ­ცე­ვა, აუ­ცი­ლებ­ლად მა­გი­უ­რი თვი­სე­ბე­ბით "შემ­კულ" ბავ­შვს გა­ა­ჩენს. ორ­სუ­ლო­ბის მე­ო­რე თვე მთვა­რის თვედ იწო­დე­ბა. ეს ქვეც­ნო­ბი­ე­რი ინ­სტინ­ქტე­ბი­სა და ემო­ცი­უ­რი სფე­როს ფორ­მი­რე­ბის დროა. ორ­სუ­ლო­ბის მერ­ვე თვის მფარ­ვე­ლი ურა­ნია. იგი მო­მა­ვალ ჩვილს რთულ ამო­ცა­ნებს უსა­ხავს. "უვი­თა­რებს" ნა­თელ­მხილ­ვე­ლო­ბის ცენ­ტრს. ნა­ყოფ­ში ყა­ლიბ­დე­ბა დამ­ცა­ვი კოს­მო­სუ­რი ცენ­ტრი, ას­ტრა­ლუ­რი სხე­უ­ლი და "ან­ტე­ნე­ბი", რო­მე­ლიც კოს­მო­სი­დან იღებს ვიბ­რა­ცი­ას.

თუ ორ­სუ­ლო­ბის მერ­ვე თვე­ში ქალი საგ­რძნობ­ლად და­შორ­დე­ბა ღმერ­თს, თუ ახა­ლი მთვა­რეა და ნა­კი­ა­ნი წე­ლი­წა­დია, არ­სე­ბობს იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ ახალ­შო­ბი­ლი, ენერ­გო­ვამ­პი­რი იქ­ნე­ბა. თუ მამა მო­ნათ­ლუ­ლია, მსგავ­სი რამ მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის.

- ამ­ბო­ბენ, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ენერ­გო­ვამ­პი­რე­ბი­ვით ზე­მოქ­მე­დე­ბენ მა­სებ­ზეო...

- ამა­ში დევს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მარ­ცვა­ლი. მე შე­ვეს­წა­რი ასეთ ფაქტს: აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლე­ბი სა­ში­ნელ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამ­დნენ პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ. მე­გო­ნა, როცა შე­ვარ­დნა­ძეს შეხ­ვდე­ბოდ­ნენ, შე­უ­რა­ცხყო­ფას მი­ა­ყე­ნებ­დნენ. შეხ­ვედ­რა­ზე იმ ქა­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით ილან­ძღე­ბოდ­ნენ, კი­ნა­ღამ ხე­ლე­ბი და­უ­კოც­ნეს პრე­ზი­დენტს. ფაქ­ტია, რომ მან დიდი ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნა. ამ­გვა­რი რამ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია. თუმ­ცა მე ვფიქ­რობ, რომ ეს უფრო ჰიპ­ნო­ზია, ვიდ­რე სხვე­ბის­გან ენერ­გი­ის მით­ვი­სე­ბის ტექ­ნი­კა.

ანა­ტო­ლი პირ­ველ­მა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან და­მა­კავ­ში­რა და მი­თხრა – ისი­ნი გი­ამ­ბო­ბენ ნამ­დვი­ლი, თბი­ლი­სე­ლი ენერ­გო­ვამ­პი­რე­ბის შე­სა­ხე­ბო, მაგ­რამ ჩვენ­თან სა­უ­ბარს მხო­ლოდ ერთი მათ­გა­ნი და­თან­ხმდა და ისიც ტე­ლე­ფო­ნით.

მაკა ბე­ქა­უ­რი:

- ერთ დღეს სი­ო­ნის ეკ­ლე­სი­ას­თან შუ­ახ­ნის კაცი - არ­კა­დი გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა, მერე კა­ფე­ში დამ­პა­ტი­ჟა. ბო­ლოს კი სახ­ლამ­დე მან­ქა­ნით მი­მიყ­ვა­ნა. გა­მომ­შვი­დო­ბე­ბი­სას ექ­ვსი სან­თე­ლი მა­ჩუ­ქა და მი­თხრა, ყო­ველ სა­ღა­მოს თითო სან­თე­ლი და­ან­თე და ჩემ­ზე იფიქ­რეო. გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი, ნუთუ მო­ვე­წო­ნე-მეთ­ქი?! - ვკი­თხე სა­კუ­თარ თავს და რო­გორც კი და­ძი­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, სან­თე­ლი და­ვან­თე. მო­კი­ა­ფე ალს მი­ვა­ჩერ­დი და შე­ვე­ცა­დე, მისი სახე წარ­მო­მედ­გი­ნა. თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე, წა­მოდ­გო­მა ვერ შევ­ძე­ლი, თავს ისე ცუ­დად ვგრძნობ­დი და ისე­თი ძა­ლა­გა­მოც­დი­ლი ვი­ყა­ვი, სხე­უ­ლი აღარ მე­მორ­ჩი­ლე­ბო­და... მცი­რე ხნის შემ­დეგ არ­კა­დიმ და­მი­რე­კა. მო­მა­ჯა­დო­ე­ბუ­ლი ხმა ჰქონ­და. მო­ნუს­ხუ­ლი­ვით ვუს­მენ­დი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ მინ­დო­და, ქორ­წი­ლამ­დე ვინ­მეს­თან სექ­სი მქო­ნო­და, მა­ინც შევ­პირ­დი ამა­ღამ შენ­თან მო­ვალ-მეთ­ქი. მარ­თლაც, რვა სა­ა­თი გახ­და თუ არა, იმ მის­მა­მარ­თზე მი­ვე­დი, რო­მე­ლიც არ­კა­დიმ და­მი­სა­ხე­ლა. ის ღამე ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ. თით­ქმის უც­ნობ მა­მა­კაცს დავ­ნებ­დი. შინ რომ დავ­ბრუნ­დი, ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ვკან­კა­ლებ­დი. უკვე ვხვდე­ბო­დი რაც ჩა­ვი­დი­ნე. გამ­წა­რე­ბუ­ლი და სა­სო­წარ­კვე­თი­ლი მხუ­ლებ­ზე და­ვე­ცი. არ­კა­დის ნა­ჩუ­ქა­რი სან­თე­ლი და­ვან­თე და ლოც­ვა და­ვი­წყე. დი­ლით გულ­წა­სუ­ლი მი­პო­ვეს. დე­და­ჩე­მის კი­ვილ­მა მთე­ლი სა­დარ­ბა­ზო ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა, იფიქ­რა, შვი­ლი მო­მიკ­ვდაო... მომ­დევ­ნო ორი დღე სა­წო­ლი­დან ვე­ღარ ავ­დე­ქი. თუმ­ცა, იმ­დე­ნი კი მო­ვა­ხერ­ხე, რომ დე­დის­თვის სი­მარ­თლე და­მე­მა­ლა.

- არ­კა­დის აღარ და­უ­რე­კავს?

- რო­გორ არა! ყო­ველ სა­ღა­მოს მი­რე­კავ­და, მე­უბ­ნე­ბო­და: სან­თე­ლი და­ან­თე, ჩემ­ზე იფიქ­რე და ჩემს სი­ახ­ლო­ვეს იგ­რძნო­ბო. ყო­ვე­ლი ახა­ლი სან­თლის დან­თე­ბი­სას, თავს სულ უფრო ცუ­დად ვგრძნობ­დი. დე­და­საც კი ვუ­თხა­რი: ასე მგო­ნია, დი­ხანს აღარ ვი­ცო­ცხლებ-მეთ­ქი. გა­ოც­და. ისე იქ­ცე­ვი, თით­ქოს სულ­ში სა­ტა­ნა ჩა­გი­სახ­ლდაო, - მი­თხრა. მახ­სოვს, ხუთ­შა­ბა­თი იყო, ღამ­დე­ბო­და, მე­ხუ­თე სან­თე­ლი და­ვან­თე და ლოც­ვა და­ვი­წყე. არც კი ვიცი,M რამ მა­ი­ძუ­ლა, სა­მარ­თე­ბე­ლი ამე­ღო და ვე­ნე­ბი გა­და­მე­სე­რა. ვგრძნობ­დი რო­გორ გა­მო­დი­ო­და ჩემი სხე­უ­ლი­დან სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გია, თან­და­თან ვსუს­ტდე­ბო­დი და თვა­ლებ­საც ვე­ღარ ვა­ხელ­დი, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი გა­ნუ­სა­ზღვრელ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და. მერე გრძნო­ბა დავ­კარ­გე... რა თქმა უნდა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­მიყ­ვა­ნეს. მერე დე­დამ შინ ის სან­თე­ლი იპო­ვა, რო­მე­ლიც არ­კა­დიმ მა­ჩუ­ქა. მღვდელს მი­უ­ტა­ნა. მამა ზაზა გა­ოც­და თურ­მე: ბავ­შვი სა­ტა­ნე­ბის ხელ­ში ჩა­ვარ­დნი­ლა, შავ ძაფ­ზე ჩა­მოქ­ნი­ლი სან­თლის დან­თე­ბის ნება რო­გორ დარ­თე­თო?! ეკ­ლე­სი­ა­ში წა­მიყ­ვა­ნეს. რად­გან სი­ა­რუ­ლი არ შე­მეძ­ლო, ბი­ძამ ხელ­ში ამიყ­ვა­ნა და ისე შე­მიყ­ვა­ნა საყ­დარ­ში. იქი­დან კი სა­კუ­თა­რი ფე­ხით წა­მო­ვე­დი... არ­კა­დი აღარ შემ­ხვედ­რია. უფრო სწო­რად, ჩემ­თან სა­უ­ბა­რი აღარ უც­დია, თო­რემ ერთხელ, ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ას­თან და­ვი­ნა­ხე, ხელ­ში შავ ძაფ­ზე ჩა­მოქ­ნი­ლი სან­თლე­ბი ეჭი­რა... მას შემ­დეგ სამი წელი გა­ვი­და. ჯერ­ჯე­რო­ბით სიმ­შვი­დეს არა­ფე­რი მირ­ღვვს, რად­გან რწმე­ნით შე­ვიქ­მე­ნი ის მტკი­ცე ზღუ­დე, რო­მელ­საც ვე­რა­ნა­ი­რი ბო­რო­ტი ძალა ვერ გად­მო­ლა­ხავს. რწმე­ნაა ის უტყუ­ა­რი ია­რა­ღი, რო­მე­ლიც გვი­ცავს და სუ­ლი­ე­რად გვა­მაღ­ლებს.

- რას ფიქ­რო­ბენ ექი­მი-ფსი­ქი­ატ­რე­ბი? თუ ჰქო­ნი­ათ შემ­თხვე­ვა, როცა მათი პა­ცი­ენ­ტი ენერ­გო­ვამ­პი­რი აღ­მო­ჩე­ნი­ლა? მათ­თან სა­უბ­რი­სას რო­მე­ლი­მე ავად­მყოფს თუ უთ­ქვამს, რომ შე­ხე­ბა ჰქო­ნია ენერ­გო­ვამ­პირ­თან? ამის შე­სა­ხებ ერთ-ერთ ფსი­ქი­ატრს გა­ვე­სა­უბ­რეთ.

- კო­მუ­ნის­ტურ ეპო­ქა­ში მათ შე­სა­ხებ არ სა­უბ­რობ­დნენ და­ყო­ველ­გვა­რი "სა­ეჭ­ვო" ინ­ფორ­მა­ცია მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო ფე­ნებ­მა არც იცოდ­ნენ ენერ­გო­ვამ­პი­რე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. ამ ტერ­მი­ნის ში­ნა­არ­სიც კი არ ეს­მო­დათ. თუმ­ცა, ენერ­გო­ვამ­პი­რე­ბი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობ­დნენ და სწო­რედ კო­მუ­ნის­ტურ ეპო­ქა­ში ხდე­ბო­და მათი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ­ბო­ბენ, უში­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბი ასეთ ადა­მი­ა­ნებს დღე­საც იყე­ნე­ბენ მა­სებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მო­სახ­დე­ნა­დო. ამი­ტომ, როცა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი გვე­სა­უბ­რე­ბი­ან, თუ ქვეც­ნო­ბი­ე­რად და­ვუშ­ვებთ, რომ ისი­ნი ენერ­გო­ვამ­პი­რე­ბი არი­ან, მარ­თლაც ვიგ­რძნობთ სი­სუს­ტეს და ამა­ვე დროს, აღ­ტკი­ნე­ბას. ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კო­სი ე.წ. ენერ­გო­ვამ­პი­რია, სხვა­ნა­ი­რად ის მა­სებს სა­კუ­თარ მი­ნუ­სებს ვერ და­უ­მა­ლავს. პო­ლი­ტი­კო­სი ნუს­ხავს და "აბრმა­ვებს" მა­სას, ისე­ვე, რო­გორც ენერ­გო­ვამ­პი­რი. და­სა­მა­ლი არ არის რომ მოს­კოვ­ში არ­სე­ბობს უზარ­მა­ზა­რი ლა­ბო­რა­ტო­რია, სა­დაც უც­ნა­ურ ფე­ნო­მე­ნებს იკ­ვლე­ვენ. იქ ჩემი პა­ცი­ენ­ტიც იმ­ყო­ფე­ბო­და.

- რო­გორ მოხ­ვდა იმ კლი­ნი­კა­ში თქვე­ნი პა­ცი­ენ­ტი?

- თბი­ლის­შიც ცხოვ­რო­ბენ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი. მათ­თან და­გა­კავ­ში­რებთ. ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ და­მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან. ასე­თი ადა­მი­ა­ნი იყო ჩემი პა­ცი­ენ­ტიც. პი­რო­ბი­თად, გია და­ვარ­ქვათ. ის მოს­კოვ­ში სწავ­ლობ­და და ჰქონ­და ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რი: ზუს­ტად შე­ეძ­ლო და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა, რო­დის, რო­მელ სა­ათ­ზე და რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და­ი­ღუ­პე­ბო­და ადა­მი­ა­ნი. ცდა სა­მას ადა­მი­ან­ზე ჩა­ტარ­და. ცდო­მი­ლე­ბა ნუ­ლის ტოლი იყო... შემ­დეგ გია თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და. მოხ­ვდა ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც და­ას­რუ­ლა კი­დეც სი­ცო­ცხლე. პირ­ვე­ლად რომ ვე­სა­უბ­რე, ვიგ­რძე­ნი, რომ ძილი მო­მე­რია. ფსი­ქი­ატ­რე­ბი და­მე­თან­ხმე­ბი­ან, რომ ამ­გვა­რი რამ ჩვენ­თვის და­უშ­ვე­ბე­ლია. ამი­ტომ შე­ვე­ცა­დე, გი­ას­თან მე­ო­რედ შეს­ვლი­სას, უფრო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მაგ­რამ იგი­ვე გან­მე­ორ­და. მერე კო­ლე­გას ვთხო­ვე, დამ­ხმა­რე­ბო­და. გიას პა­ლა­ტი­დან რომ გა­მო­ვი­და, მი­თხრა: თავს ცუ­დად ვგრძნობ, მუ­შა­ო­ბას ვე­ღარ შევ­ძლე­ბო... ცხა­დია, ამის შემ­დეგ გიას მი­მართ ჩემი ინ­ტე­რე­სი გა­ას­კეც­და. რაც უფრო მეტ დროს ვა­ტა­რებ­დი მას­თან, უფრო მე­ტად ვგრძნობ­დი, რომ ჩემ­ზე სა­ო­ცარ ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენ­და, ამი­ტომ ვცდი­ლობ­დი, მის­თვის თვა­ლებ­ში არ მეც­ქი­რა. ერთხელ თვი­თონ მი­თხრა: მუ­ტან­ტი­ვით ვარ - ვინც მომ­წონს, ვი­საც ვენ­დო­ბი, ყვე­ლას ენერ­გი­ას ვის­რუ­ტა­ვო. სწო­რედ მა­შინ ვკი­თხე სა­კუ­თარ თავს: ნუთუ, ენერ­გო­ვამ­პი­რია-მეთ­ქი?

- ე.ი. ზე­მოქ­მე­დე­ბას მხო­ლოდ თქვენ­ზე ახ­დენ­და?

- დიახ. ჩემ­ზე და კი­დევ ერთ ექიმ­ზე მოქ­მე­დებ­და ასე უარ­ყო­ფი­თად. 1986 წელი იყო. მა­შინ ახალ­ბე­და ექი­მი ვი­ყა­ვი და ბევრ რა­მეს ეჭ­ვის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დი, ამი­ტომ სა­კუ­თარ თავ­ში და­ვი­წყე იმის მი­ზე­ზის ძებ­ნა, თუ რა­ტომ იყო გია ჩემ­თვის ენერ­გო­ვამ­პი­რი, სხვე­ბის­თვის კი - არა. სწო­რედ მა­შინ და­ვუ­კაშ­ვირ­დი მოს­კო­ვის სა­ი­დუმ­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ერთ ნაც­ნობ ფსი­ქი­ატრს. მან ჩემი ეჭ­ვე­ბის გა­ფან­ტვა სცა­და - მსგავ­სი არა­ფე­რი შეგ­ვი­ნიშ­ნავ­სო - მი­თხრა. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, გიას პა­ლა­ტა­ში შევ­ვარ­დი, მაგ­რამ ის უკვე აღარ დამ­ხვდა – გაქ­ცე­უ­ლი­ყო. სამი თვის შემ­დეგ, უკან და­აბ­რუ­ნეს. უკვე ძალ­ზე და­სუს­ტე­ბუ­ლი იყო. რომ და­მი­ნა­ხა, ტი­რი­ლი და­ი­წყო...

- რა­ტომ?

- არ ვიცი, ჩემ­თვის არა­ფე­რი აუხ­სნია. მაგ­რამ თან­და­თან, ის კარ­გად ხდე­ბო­და, მე - ცუ­დად. იქ­ნებ, ეს წარ­მო­უდ­გენ­ლა­დაც მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ მე, ექიმ­მა-ფსი­ქი­ატრმა, მკურ­ნა­ლო­ბა და­ვი­წყე. ამი­ტო­მაც გთხო­ვეთ, ჩემი ნამ­დვი­ლი ვი­ნა­ო­ბა არ გა­გემ­ჟღავ­ნე­ბი­ნათ.... ისე დავ­სუს­ტდი, რომ მუ­შა­ო­ბა ვე­ღარ შევ­ძე­ლი და სო­ფელ­ში დას­თან წა­ვე­დი და­სას­ვე­ნებ­ლად. ცხრა თვით გა­ვე­ცა­ლე ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფოს. ეს ჩემ­თვის ჯო­ჯო­ხე­თი იყო. ერთ სა­ღა­მოს, ეზო­ში ვსე­ირ­ნობ­დი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მეს­რის მიღ­მა, ნაც­ნობ სი­ლუ­ეტს მოვ­კა­რი თვა­ლი. გია მი­ყუ­რებ­და... მე­გო­ნა, ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი­დან გა­იქ­ცა-მეთ­ქი, ამი­ტომ მე­ო­რე დღეს­ვე, უკან დავ­ბრუნ­დი. ცუდი ამ­ბა­ვი დამ­ხვდა: გია და­ღუ­პუ­ლა. სი­ლუ­ე­ტი კი, მხო­ლოდ ჩემი წარ­მო­სახ­ვის ნა­ყო­ფი აღ­მოჩ­ნდა... მა­შინ დავ­რწმუნ­დი, რომ გი­ა­ში ენერ­გო­ვამ­პი­რის აღ­მო­ჩე­ნა მე ვი­სურ­ვე და მო­ვა­ხერ­ხე კი­დეც: ენერ­გო­ვამ­პი­რის კი არა - სა­კუ­თა­რი წარ­მო­სახ­ვის მსხვერ­პლი გავ­ხდი...

ეკ­ლე­სი­ას ჰიპ­ნო­ზის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ენერ­გო­ვამ­პი­რე­ბის მი­მართ? აღი­ა­რებს თუ არა ეკ­ლე­სია ენერ­გო­ვამ­პი­რე­ბის არ­სე­ბო­ბას?

მამა ზაზა, წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მღვდე­ლი:

- ენერ­გო­ვამ­პი­რე­ბის მოქ­მე­დე­ბას ეკ­ლე­სია სა­შინ­ლად გმობს. არ შე­იძ­ლე­ბა, ამ­გვა­რი მე­თო­დით ხალ­ხზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მოხ­დე­ნა. და­უშ­ვე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა­სა და გრძნო­ბა­ზე თუნ­დაც უმ­ნიშ­ვნე­ლო ზე­წო­ლა.

- რო­გორ უნდა ვებ­რძო­ლოთ ენერ­გო­ვამ­პი­რებს?

- რწმე­ნით. ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც იგ­რძნო მისი ზე­გავ­ლე­ნა, ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გზა უნდა აირ­ჩი­ოს. მო­სა­ნათ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ი­ნათ­ლოს... მხო­ლოდ რწმე­ნით შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ტა­ნუ­რი ძა­ლის უკუგ­დე­ბა.

- თქვენს მრევ­ლში თუ აღ­მო­გი­ჩე­ნი­ათ ენერ­გო­ვამ­პი­რე­ბი?

- არას­დროს. მორ­წმუ­ნე ადა­მი­ანს არ შე­იძ­ლე­ბა, ისე­თი თვა­ლე­ბი ჰქონ­დეს, რომ სხვას ზი­ა­ნი მო­უ­ტა­ნოს... ასე რომ, ენერ­გო­ვამ­პი­რებს ვურ­ჩევ, ხსნა რწმე­ნა­ში პო­ვონ, ილო­ცონ თა­ვი­ან­თი სუ­ლე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად.

ჟურ­ნა­ლი "გზა"

N47, 20.117 2003

ენერგოვამპირები - ვინ გვართმევს სასიცოცხლო ძალებს?

ენერგოვამპირები - ვინ გვართმევს სასიცოცხლო ძალებს?

ენერგოვამპირების შესახებ ყველას გვსმენია, მაგრამ არსებობენ თუ არა ისინი რეალურ სამყაროში? თუ ცხოვრობენ ჩვენ გვერდით ადამიანები, რომლებსაც ჩვენგან სასიცოცხლო ენერგიის მითვისების უნარი შესწევთ? ეს კითხვები მაშინ დაისვა, როცა ნანა კუპატაძე დაგვიკავშირდა და გვთხოვა, საშუალება მიგვეცა მისთვის "გზის" საშუალებით იმ ადამიანებს დაჰკავშირებოდა, რომლებსაც რაიმე შეხება ჰქონდათ ენერგოვამპირებთან. ეს სურვილი ქალბატონ ნანას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ქმარმა მისი სიტყვების სიმართლეში ეჭვი შეიტანა და მათ ოჯახს დანგრევის საფრთხე დაემუქრა.

ნანა კუპატაძე:

- გათხოვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მე და ჩემი ქმარი მარტონი დავრჩით. სტუმრები წავიდნენ, სახლი დაცარიელდა. იქაურობა გულდასმით დავათვალიერე. შევნიშნე, რომ კედელი, რომელიც ჩვენს ბინას მეზობლის ბინისგან ჰყოფდა, იმდენად თხელი იყო, რომ ხმასაც კი ვერ დაახშობდა, ჩემს მეზობელს ყოველთვის ეცოდინებოდა თუ რა მოხდებოდა ჩვენს ოჯახში. იმ ბინაში მარტოხელა მოხუცი ცხოვრობდა, ანგელინა ბებიას ეძახდნენ. ერთ დღეს მისი თვალები შემეფეთა. ისე ავფორიაქდი, რომ ვერც კი მივესალმე: ასეთი თვალები არასოდეს მენახა - ბოროტად დაკვესილი და ისე გადმოკარკლული, თითქოს შეჭმას მიპირებდა... იმ დღიდან მოყოლებული, როცა მის თვალებს წავაწყდებოდი, ვგრძნობდი, ძალა მეცლებოდა და მთელი დღე ვეღარაფერს ვაკეთებდი - თავბრუ მესხმოდა და ცუდად ვიყავი. რაც უფრო ხშირად მეორდებოდა მსგავსი რამ, მით უფრო მემატებოდა მისგან მომდინარე გაუცნობიერებელი შიში. არც კი ვიცი, რატომ მეშინოდა, ვის ან რას ვხედავდი მასში... ერთი რამ ცხადია - როგორც კი დავფეხმძიმდი, შიში გამიორმაგდა.

- ქმარს არ უთხარით ამის შესახებ?

- რა თქმა უნდა. გაიცინა და მითხრა: ანგელინა ბებია ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს, მაგან რა უნდა დაგიშავოსო? ! ვერ გამიგო, უფრო მეტიც - ერთ დღეს, ფანერის კედელი მოხსნა და - ანგელინა ბებიამ ბინა გვაჩუქაო, - მახარა. ამაში თითქოს გასაკვირი არაფერი იყო - მოხუცს არავინ ჰყავდა. მარტო ცხოვრებას, ცხადია, ჩვენთან ყოფნა ერჩია... თავიდან, თავს არ გვაბეზრებდა. იცოდა, რომ არ მომწონდა და სულ მერიდებოდა, სანამ სამსახურში არ წავიდოდი, თავისი ოთახიდან არ გამოდიოდა... ერთ დღეს, ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. მივხვდი - კარის ჭუჭრუტანიდან მიყურებდა. ყურადღება არ მივაქციე. მაგვიანდებოდა. კარი გავიხურე და რადგან ლიფტი არ მუშაობდა, ფეხით დავაპირე კიბეზე ჩასვლა. რაღაცას ფეხი წამოვკარი და კიბეზე დავგორდი. ისეთი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს სულს ვღაფავდი. ჩემს ყვირილზე მეზობლები გამოცვივდნენ. "სასწრაფო დახმარება" გამოიძახეს. ექიმებმა ჩემი საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტეს. ეზოდან საკაცით რომ გავყავდი, ანგელინა ბებიას მოვკარი თვალი. სადარბაზოს კართან იდგა და მომჩერებოდა. ისეთი ბოროტი მზერა ჰქონდა, რომ კანკალი დამაწყებინა...

- სხვები თუ ამჩნევდნენ ასეთი სატანური მზერა რომ ჰქონდა?

- არა, ჩემ გარდა, არავის უთქვამს მსგავსი რამ. უფრო მეტიც, რომ ავიჩემე: მომაშორეთ მაგ ქალს, ნამდვილი ენერგოვამპირია-მეთქი, - დედაჩემმაც კი მისაყვედურა: ქალმა ოროთახიანი ბინა გაჩუქა, შენ კი საღად ვერ აზროვნებო... ასე იყო თუ ისე, ბავშვი დავკარგე, რის შემდეგაც ძალიან ნერვიული გავხდი. ვიცოდი, ამ მოხუცის გამო შეიძლებოდა, ქმართან სერიოზული უსიამოვნება მქონოდა: ქმარი არ მაპატიებდა, ცუდად თუ მოვექცეოდი, არადა, მისი დანახვაც არ მინდოდა. მალე დეპრესიაში ჩავვარდი. ცნობილ ფსიქიატრთან დავიწყე მკურნალობა. მასაც ვუამბე, რასაც ანგელინა ბებიას მიმართ ვგრძნობდი. მომისმინა, მაგრამ არ დამიჯერა. მე კი მინდოდა, ვინმეს ჩემი სიტყვების სიმართლე ერწმუნა. ერთხელ, თავი ძალიან მტკიოდა. დასაძინებლად ადრე დავწექი, ჩამეძინა. ძილშიც კი ვიგრძენი მისი მზერა. თვალი რომ გავახილე, დავინახე – ჩემს საწოლთან ხის სკამზე დასკუპულიყო და მომჩერებოდა. გადავწყვიტე, თვალი თვალში გამეყარა მისთვის – მინდოდა, ჩემი ეჭვების სისწორეში დავრწმუნებულიყავი. არ ვიცი, რამდენ ხანს ვუცქირე თვალმოუცილებლად, მაგრამ ის კი ნამდვილად მახსოვს, როგორ მომერია ძილი. მეგონა, ჩამეძინა – თურმე, გონება დამიკარგავს, მან ჩემგან თითქოს სასიცოცხლო ენერგია შეისრუტა... ამის შემდეგ, ერთი თვე ფეხზე ვეღარ დავდექი, ანგელინა ბებია სულ თავთან მეჯდა, მზრუნველი ბებიასავით წუთით არ მცილდებოდა. ექიმებმა ჩემს ავადმყოფობას ვერაფერი გაუგეს. ბოლოს დედაჩემმა თქვა: იქნებ, მართლა ამ მოხუცის ბრალია ჩემი შვილის ავადმყოფობაო? - და თავის სახლში წამიყვანა. მალე გამოვჯანმრთელდი. ეჭვი აღარ მეპარებოდა – მოხუცი ენერგოვამპირი იყო. დედასთან დარჩენა გადავწყვიტე. ქმრის ხვეწნა-მუდარამ განზრახვაზე ხელი ვერ ამაღებინა. სამი თვის შემდეგ, ჩემი ქმარი მოვიდა და თან ანგელინა ბებია მოიყვანა. მის დანახვაზე ფერი მეცვალა. მან კი გულში ჩამიკრა და მითხრა: მომენატრე, შვილივით მიყვარხარ და შენთვის მხოლოდ კარგი მინდაო. მისი სიტყვები მეუცნაურა. მივხვდი - იცოდა, მისგან რასაც ვგრძნობდი.

- საიდან შეიძლებოდა გაეგო?

- ჩემი ქმრისთვის უკითხავს: შინ რატომ არ ბრუნდებაო? - და ზურას აღარ დაუმალავს სიმართლე. ანგელინა ბებიას ბევრი უტირია და უთხოვია, მასთან წამიყვანეო. ჩემთვის სახეში არც შემოუხედავს. ისე მიამბო ძალიან სევდიანი ამბავი. სამედიცინო ტექნიკუმში სწავლობდა და თურმე თავისი პედაგოგი შეჰყვარებია. იმ კაცს უთქვამს: შემომხედავ თუ არა, მუხლები მეკვეთება, თითქოს ენერგია წამართვიო... შეყვარებულ გოგოს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. იმ კაცს კი სამი თვის შემდეგ, ანგელინასკენ საცემრად გაუწევია: კუდიანი ხარ, რაც შენ გაგიცანი, მას შემდეგ კაცად აღარ ვვარგივარ. დავავადმყოფდიო... საბრალო ანგელინას დაუჯერებია, რომ თვალებით უბედურება მოჰქონდა, ამიტომ აღარც გათხოვილა და მეგობრებსაც ჩამოსცილებია.

- მხოლოდ იმ ერთ ადამიანზე მოქმედებდა მისი მზერა უარყოფითად?

- დიახ. სანამ მე არ გამიცნო, მისთვის აღარავის უთქვამს, კუდიანი ხარო. როგორც თვითონ მითხრა, იმ კაცის შემდეგ, ვინც მთელი სულით და გულით შეიყვარა, პირველი მე ვიყავი. რომ დაგინახე, დავიფიცე, რომ თავს შეგაყვარებდი და სულს შენს ხელში დავლევდიო, - მითხრა... მის მიმართ საოცარი სიბრალული ვიგრძენი, მაგრამ დახმარება არაფრით შემეძლო - ის ჩემზე ცუდად მოქმედებდა და თუ მინდოდა, ჯანმრთელი ვყოფილიყავი, მისგან შორს უნდა მეცხოვრა...

საინტერესოა, რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი პარანორმალური მოვლენა გაგრკვეულ კანონზომიერებას ექვემდებარება? გვესაუბრება პარაფსიქოლოგი ანატოლი პირველი:

- ნებისმიერი ადამიანი გზაჯვარედინზე მდგარ მოგზაურს ჰგავს, რომელმაც არ იცის, საით წავიდეს, რომელი გზა აირჩიოს, რომელი გზა მიიყვანს დასახულ მიზნამდე. ალბათ ყველას აინტერესებს, თუ რატომ ხდება, რომ ერთი ადამიანი სწორ გზას ადგება, მეორე კი შუა გზიდან გადაუხვევს და უკან ბრუნდება, ვინ ან რა აიძულებს, სწორი თუ არასწორი არჩევანის გაკეთებას. მეცნიერთა აზრით, ეს ძალა, კარმა გახლავთ: კარმა ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვა-მადლის აწონა და ამის შედეგად მიღებული ჯილდოა. ხომ გაგიგონიათ - ამ კაცს მძიმე კარმა აქვსო. მძიმე კარმა იმ ადამიანსაც აქვს, რომელმაც ანგელინა ბებიის შესახებ გიამბოთ და თავად ანგელინასაც. ის ენერგოვამპირია, ე.ი. ჯოჯოხეთისთვისაა გამწესებული და ცოდვების მოკიხთვა მისთვის ამქვეყნადვეა დაწყებული. ცოდვები მოეკითხება იმასაც, ვინც ენერგოვამპირის ზეგავლენის ქვეშ მოექცა: ორივე, ღმრთისგან დასჯილი და ცოდვებით დამძიმებული ადამიანია. ენერგოვამპირის განკურნება ამქვეყნად არ არსებობს. ის რეინკარნაციასაც არ ექვემდებარება.

- რას გულისხმობთ?

- როცა სული განიცდის რეინკარნაციას, ის კვლავ ბრუნდება დედამიწაზე. ზოგი ადამიანი წინა ცხოვრებაში შეიძლება, ცხოველი ან მცენარე იყო, შემდეგ კი, ადამიანად დაიბადა. ენერგოვამპირი ხელახლა ვერ დაიბადება.

- როგორ უნდა ამოვიცნოთ ენერგოვამპირი?

- მცდარია მოსაზრება, თითქოს ენერგოვამპირები ჩვენ სიკვდილის პირას მიგვიყვანენ. ასეთი ენერგოვამპირები ქუჩებში არ დასეირნობენ, რადგან ამხელა ძალას რომ მიაღწიოს, მას, ვისაც სხვისგან სასიცოცხლო ენერგიის მიღების უნარი შესწევს, ტიტანური შრომა უწევს. ამაზე ლაპარაკი ახლა არც ღირს. ჯობს, ყოველდღიურობას დავუბრუნდეთ და ჩვეულებრივ, "სუსტ" ენერგოვამპირებზე ვისაუბროთ. თუ ადამიანი ცუდ ხასიათზე გაყენებთ, თუ მასთან საუბრის შემდეგ, მსუბუქ თავის ტკივილსა და სისუსტეს გრძნობთ, ე.ი. ის თქვენთვის ენერგოვამპირია. ამაში საგანგაშო არაფერია, რადგან არსებობს თავდაცვის უმარტივესი მექანიზმი: გაწყვიტეთ ყოველგვარი ურთიერთობა ასეთ ადამიანთან.

- მაგრამ როცა ენერგოვამპირი უახლოესი ადამიანი ან ოჯახის წევრია?

- თუ ენერგოვამპირი შვილია, მაშინ უნდა ჩავატაროთ "სისხლის ჯგუფის შეცვლის რიტუალი" და მისგან მიღებული ნეგატიური ზემოქმედება მინიმუმამდე შემცირდება. ამ რიტუალს მხოლოდ გამოცდილი პარაფსიქოლოგი ატარებს. სისხლის ჯგუფი ადამიანის უმნიშვნელოვანესი თვისებების მარეგულირებელია. მაგალითად, იაპონიაში ნებისმიერ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნისას, კანდიდატურის სისხლის ჯგუფსაც აქცევენ ყურადღებას. ამის მიზეზი ის არის, რომ მათ სწამთ კარმის კანონების, სისხლის ჯგუფით კი ვლინდება, როგორი კარმა აქვს ადამიანს. უპრობლემოდ დგინდება ისიც, თუ როგორი ძალის ენერგოვამპირია და როგორ შეიძლება მის წინააღმდეგ ბრძოლა.

- რატომ ან როგორ ჩნდებიან ენერგოვამპირები?

- ძველი აღმოსავლეთის სწავლულების აზრით, ის ცხრა თვე, რასაც ბავშვი დედის საშოში ატარებს, სხვადასხვა პლანეტის ზემოქმედებით გამოირჩევა. თუ მომავალი დედა უარყოფითი ზემოქმედების ქვეშ მოექცევა, აუცილებლად მაგიური თვისებებით "შემკულ" ბავშვს გააჩენს. ორსულობის მეორე თვე მთვარის თვედ იწოდება. ეს ქვეცნობიერი ინსტინქტებისა და ემოციური სფეროს ფორმირების დროა. ორსულობის მერვე თვის მფარველი ურანია. იგი მომავალ ჩვილს რთულ ამოცანებს უსახავს. "უვითარებს" ნათელმხილველობის ცენტრს. ნაყოფში ყალიბდება დამცავი კოსმოსური ცენტრი, ასტრალური სხეული და "ანტენები", რომელიც კოსმოსიდან იღებს ვიბრაციას.

თუ ორსულობის მერვე თვეში ქალი საგრძნობლად დაშორდება ღმერთს, თუ ახალი მთვარეა და ნაკიანი წელიწადია, არსებობს იმის ალბათობა, რომ ახალშობილი, ენერგოვამპირი იქნება. თუ მამა მონათლულია, მსგავსი რამ მოსალოდნელი არ არის.

- ამბობენ, პოლიტიკოსები ენერგოვამპირებივით ზემოქმედებენ მასებზეო...

- ამაში დევს ჭეშმარიტების მარცვალი. მე შევესწარი ასეთ ფაქტს: აფხაზეთიდან დევნილები საშინელ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ პრეზიდენტის მიმართ. მეგონა, როცა შევარდნაძეს შეხვდებოდნენ, შეურაცხყოფას მიაყენებდნენ. შეხვედრაზე იმ ქალებმა, რომლებიც განსაკუთრებით ილანძღებოდნენ, კინაღამ ხელები დაუკოცნეს პრეზიდენტს. ფაქტია, რომ მან დიდი ზემოქმედება მოახდინა. ამგვარი რამ პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელია. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო ჰიპნოზია, ვიდრე სხვებისგან ენერგიის მითვისების ტექნიკა.

ანატოლი პირველმა რამდენიმე ადამიანთან დამაკავშირა და მითხრა – ისინი გიამბობენ ნამდვილი, თბილისელი ენერგოვამპირების შესახებო, მაგრამ ჩვენთან საუბარს მხოლოდ ერთი მათგანი დათანხმდა და ისიც ტელეფონით.

მაკა ბექაური:

- ერთ დღეს სიონის ეკლესიასთან შუახნის კაცი - არკადი გამომელაპარაკა, მერე კაფეში დამპატიჟა. ბოლოს კი სახლამდე მანქანით მიმიყვანა. გამომშვიდობებისას ექვსი სანთელი მაჩუქა და მითხრა, ყოველ საღამოს თითო სანთელი დაანთე და ჩემზე იფიქრეო. გაოცებული დავრჩი, ნუთუ მოვეწონე-მეთქი?! - ვკითხე საკუთარ თავს და როგორც კი დაძინება გადავწყვიტე, სანთელი დავანთე. მოკიაფე ალს მივაჩერდი და შევეცადე, მისი სახე წარმომედგინა. თვალი რომ გავახილე, წამოდგომა ვერ შევძელი, თავს ისე ცუდად ვგრძნობდი და ისეთი ძალაგამოცდილი ვიყავი, სხეული აღარ მემორჩილებოდა... მცირე ხნის შემდეგ არკადიმ დამირეკა. მომაჯადოებული ხმა ჰქონდა. მონუსხულივით ვუსმენდი. მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა, ქორწილამდე ვინმესთან სექსი მქონოდა, მაინც შევპირდი ამაღამ შენთან მოვალ-მეთქი. მართლაც, რვა საათი გახდა თუ არა, იმ მისმამართზე მივედი, რომელიც არკადიმ დამისახელა. ის ღამე ერთად გავატარეთ. თითქმის უცნობ მამაკაცს დავნებდი. შინ რომ დავბრუნდი, ნერვიულობისგან ვკანკალებდი. უკვე ვხვდებოდი რაც ჩავიდინე. გამწარებული და სასოწარკვეთილი მხულებზე დავეცი. არკადის ნაჩუქარი სანთელი დავანთე და ლოცვა დავიწყე. დილით გულწასული მიპოვეს. დედაჩემის კივილმა მთელი სადარბაზო ფეხზე დააყენა, იფიქრა, შვილი მომიკვდაო... მომდევნო ორი დღე საწოლიდან ვეღარ ავდექი. თუმცა, იმდენი კი მოვახერხე, რომ დედისთვის სიმართლე დამემალა.

- არკადის აღარ დაურეკავს?

- როგორ არა! ყოველ საღამოს მირეკავდა, მეუბნებოდა: სანთელი დაანთე, ჩემზე იფიქრე და ჩემს სიახლოვეს იგრძნობო. ყოველი ახალი სანთლის დანთებისას, თავს სულ უფრო ცუდად ვგრძნობდი. დედასაც კი ვუთხარი: ასე მგონია, დიხანს აღარ ვიცოცხლებ-მეთქი. გაოცდა. ისე იქცევი, თითქოს სულში სატანა ჩაგისახლდაო, - მითხრა. მახსოვს, ხუთშაბათი იყო, ღამდებოდა, მეხუთე სანთელი დავანთე და ლოცვა დავიწყე. არც კი ვიცი,M რამ მაიძულა, სამართებელი ამეღო და ვენები გადამესერა. ვგრძნობდი როგორ გამოდიოდა ჩემი სხეულიდან სასიცოცხლო ენერგია, თანდათან ვსუსტდებოდი და თვალებსაც ვეღარ ვახელდი, მაგრამ ეს პროცესი განუსაზღვრელ სიამოვნებას მანიჭებდა. მერე გრძნობა დავკარგე... რა თქმა უნდა, საავადმყოფოში წამიყვანეს. მერე დედამ შინ ის სანთელი იპოვა, რომელიც არკადიმ მაჩუქა. მღვდელს მიუტანა. მამა ზაზა გაოცდა თურმე: ბავშვი სატანების ხელში ჩავარდნილა, შავ ძაფზე ჩამოქნილი სანთლის დანთების ნება როგორ დართეთო?! ეკლესიაში წამიყვანეს. რადგან სიარული არ შემეძლო, ბიძამ ხელში ამიყვანა და ისე შემიყვანა საყდარში. იქიდან კი საკუთარი ფეხით წამოვედი... არკადი აღარ შემხვედრია. უფრო სწორად, ჩემთან საუბარი აღარ უცდია, თორემ ერთხელ, ქაშუეთის ეკლესიასთან დავინახე, ხელში შავ ძაფზე ჩამოქნილი სანთლები ეჭირა... მას შემდეგ სამი წელი გავიდა. ჯერჯერობით სიმშვიდეს არაფერი მირღვვს, რადგან რწმენით შევიქმენი ის მტკიცე ზღუდე, რომელსაც ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ გადმოლახავს. რწმენაა ის უტყუარი იარაღი, რომელიც გვიცავს და სულიერად გვამაღლებს.

- რას ფიქრობენ ექიმი-ფსიქიატრები? თუ ჰქონიათ შემთხვევა, როცა მათი პაციენტი ენერგოვამპირი აღმოჩენილა? მათთან საუბრისას რომელიმე ავადმყოფს თუ უთქვამს, რომ შეხება ჰქონია ენერგოვამპირთან? ამის შესახებ ერთ-ერთ ფსიქიატრს გავესაუბრეთ.

- კომუნისტურ ეპოქაში მათ შესახებ არ საუბრობდნენ დაყოველგვარი "საეჭვო" ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. საზოგადოების ფართო ფენებმა არც იცოდნენ ენერგოვამპირების არსებობის შესახებ. ამ ტერმინის შინაარსიც კი არ ესმოდათ. თუმცა, ენერგოვამპირები ყოველთვის არსებობდნენ და სწორედ კომუნისტურ ეპოქაში ხდებოდა მათი ორგანიზებული გამოყენება. ამბობენ, უშიროების სამსახურები ასეთ ადამიანებს დღესაც იყენებენ მასებზე ზემოქმედების მოსახდენადო. ამიტომ, როცა პოლიტიკოსები გვესაუბრებიან, თუ ქვეცნობიერად დავუშვებთ, რომ ისინი ენერგოვამპირები არიან, მართლაც ვიგრძნობთ სისუსტეს და ამავე დროს, აღტკინებას. ნებისმიერი პოლიტიკოსი ე.წ. ენერგოვამპირია, სხვანაირად ის მასებს საკუთარ მინუსებს ვერ დაუმალავს. პოლიტიკოსი ნუსხავს და "აბრმავებს" მასას, ისევე, როგორც ენერგოვამპირი. დასამალი არ არის რომ მოსკოვში არსებობს უზარმაზარი ლაბორატორია, სადაც უცნაურ ფენომენებს იკვლევენ. იქ ჩემი პაციენტიც იმყოფებოდა.

- როგორ მოხვდა იმ კლინიკაში თქვენი პაციენტი?

- თბილისშიც ცხოვრობენ ასეთი ადამიანები. მათთან დაგაკავშირებთ. ისინი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან, რომლებიც სპეციალურ სამსახურთან თანამშრომლობენ დამუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ასეთი ადამიანი იყო ჩემი პაციენტიც. პირობითად, გია დავარქვათ. ის მოსკოვში სწავლობდა და ჰქონდა ასეთი განსაკუთრებული უნარი: ზუსტად შეეძლო დაესახელებინა, როდის, რომელ საათზე და რა სიტუაციაში დაიღუპებოდა ადამიანი. ცდა სამას ადამიანზე ჩატარდა. ცდომილება ნულის ტოლი იყო... შემდეგ გია თბილისში დაბრუნდა. მოხვდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც დაასრულა კიდეც სიცოცხლე. პირველად რომ ვესაუბრე, ვიგრძენი, რომ ძილი მომერია. ფსიქიატრები დამეთანხმებიან, რომ ამგვარი რამ ჩვენთვის დაუშვებელია. ამიტომ შევეცადე, გიასთან მეორედ შესვლისას, უფრო მობილიზებული ვყოფილიყავი. მაგრამ იგივე განმეორდა. მერე კოლეგას ვთხოვე, დამხმარებოდა. გიას პალატიდან რომ გამოვიდა, მითხრა: თავს ცუდად ვგრძნობ, მუშაობას ვეღარ შევძლებო... ცხადია, ამის შემდეგ გიას მიმართ ჩემი ინტერესი გაასკეცდა. რაც უფრო მეტ დროს ვატარებდი მასთან, უფრო მეტად ვგრძნობდი, რომ ჩემზე საოცარ ზემოქმედებას ახდენდა, ამიტომ ვცდილობდი, მისთვის თვალებში არ მეცქირა. ერთხელ თვითონ მითხრა: მუტანტივით ვარ - ვინც მომწონს, ვისაც ვენდობი, ყველას ენერგიას ვისრუტავო. სწორედ მაშინ ვკითხე საკუთარ თავს: ნუთუ, ენერგოვამპირია-მეთქი?

- ე.ი. ზემოქმედებას მხოლოდ თქვენზე ახდენდა?

- დიახ. ჩემზე და კიდევ ერთ ექიმზე მოქმედებდა ასე უარყოფითად. 1986 წელი იყო. მაშინ ახალბედა ექიმი ვიყავი და ბევრ რამეს ეჭვის თვალით ვუყურებდი, ამიტომ საკუთარ თავში დავიწყე იმის მიზეზის ძებნა, თუ რატომ იყო გია ჩემთვის ენერგოვამპირი, სხვებისთვის კი - არა. სწორედ მაშინ დავუკაშვირდი მოსკოვის საიდუმლო ლაბორატორიაში მომუშავე ერთ ნაცნობ ფსიქიატრს. მან ჩემი ეჭვების გაფანტვა სცადა - მსგავსი არაფერი შეგვინიშნავსო - მითხრა. თბილისში დაბრუნებული, გიას პალატაში შევვარდი, მაგრამ ის უკვე აღარ დამხვდა – გაქცეულიყო. სამი თვის შემდეგ, უკან დააბრუნეს. უკვე ძალზე დასუსტებული იყო. რომ დამინახა, ტირილი დაიწყო...

- რატომ?

- არ ვიცი, ჩემთვის არაფერი აუხსნია. მაგრამ თანდათან, ის კარგად ხდებოდა, მე - ცუდად. იქნებ, ეს წარმოუდგენლადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ მე, ექიმმა-ფსიქიატრმა, მკურნალობა დავიწყე. ამიტომაც გთხოვეთ, ჩემი ნამდვილი ვინაობა არ გაგემჟღავნებინათ.... ისე დავსუსტდი, რომ მუშაობა ვეღარ შევძელი და სოფელში დასთან წავედი დასასვენებლად. ცხრა თვით გავეცალე ფსიქიატრიულ საავადმყოფოს. ეს ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო. ერთ საღამოს, ეზოში ვსეირნობდი. მოულოდნელად, მესრის მიღმა, ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი. გია მიყურებდა... მეგონა, ფსიქიატრიულიდან გაიქცა-მეთქი, ამიტომ მეორე დღესვე, უკან დავბრუნდი. ცუდი ამბავი დამხვდა: გია დაღუპულა. სილუეტი კი, მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი აღმოჩნდა... მაშინ დავრწმუნდი, რომ გიაში ენერგოვამპირის აღმოჩენა მე ვისურვე და მოვახერხე კიდეც: ენერგოვამპირის კი არა - საკუთარი წარმოსახვის მსხვერპლი გავხდი...

ეკლესიას ჰიპნოზის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. საინტერესოა, როგორია დამოკიდებულება ენერგოვამპირების მიმართ? აღიარებს თუ არა ეკლესია ენერგოვამპირების არსებობას?

მამა ზაზა, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი:

- ენერგოვამპირების მოქმედებას ეკლესია საშინლად გმობს. არ შეიძლება, ამგვარი მეთოდით ხალხზე ზემოქმედების მოხდენა. დაუშვებელია ადამიანის გონებასა და გრძნობაზე თუნდაც უმნიშვნელო ზეწოლა.

- როგორ უნდა ვებრძოლოთ ენერგოვამპირებს?

- რწმენით. ადამიანმა, რომელმაც იგრძნო მისი ზეგავლენა, ეკლესიური ცხოვრების გზა უნდა აირჩიოს. მოსანათლი აუცილებლად უნდა მოინათლოს... მხოლოდ რწმენით შეიძლება ნებისმიერი სატანური ძალის უკუგდება.

- თქვენს მრევლში თუ აღმოგიჩენიათ ენერგოვამპირები?

- არასდროს. მორწმუნე ადამიანს არ შეიძლება, ისეთი თვალები ჰქონდეს, რომ სხვას ზიანი მოუტანოს... ასე რომ, ენერგოვამპირებს ვურჩევ, ხსნა რწმენაში პოვონ, ილოცონ თავიანთი სულების გადასარჩენად.

ჟურნალი "გზა"

N47, 20.117 2003

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია