სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში მძღოლები ძველ მანქანებს იშორებენ
საქართველოში მძღოლები ძველ მანქანებს იშორებენ

ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მო­ლო­დინ­ში შე­და­რე­ბით ახა­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი გაძ­ვირ­დე­ბა, ხოლო უფრო ძვე­ლი მან­ქა­ნე­ბის ფასი მკვეთ­რად და­იკ­ლებს. ამი­ტო­მაც ავ­ტომფლო­ბელ­თა ნა­წილ­მა თა­და­რი­გი და­ი­ჭი­რა და ძვე­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის მო­შო­რე­ბას ცდი­ლობს. მათ ასე­თი მან­ქა­ნის გა­ყიდ­ვა საკ­მა­ოდ ია­ფად უწევთ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში 20 წელ­ზე მეტი ხნის 320 ათას­ზე მეტი ავ­ტო­მან­ქა­ნაა. დიდი ალ­ბა­თო­ბით, მათი უმე­ტე­სო­ბა ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ვერ გა­ივ­ლის. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ისი­ნი ჯარ­თად იქ­ცეს ან მე­ო­რა­დი ნა­წი­ლე­ბის ბაზ­რო­ბა­ზე ამო­ყოს თავი.

ავ­ტო­ექ­სპერტ და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, მე­ო­რა­დი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი პო­ტენ­ცი­უ­რი ჯარ­თია. ამ­დე­ნად, ქარ­თვე­ლი მძღო­ლე­ბის­თვის ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა საკ­მა­ოდ რთულ პრო­ცე­სად იქ­ცე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, მძღო­ლე­ბის ნა­წილ­მა თა­და­რი­გი და­ი­ჭი­რა და ძვე­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის მო­შო­რე­ბას ცდი­ლობს. მფლო­ბელს ასე­თი მან­ქა­ნის გა­ყიდ­ვა საკ­მა­ოდ ია­ფად უწევს. ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის­თვის მან­ქა­ნე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად გა­სა­წევ ხარჯს, ბევ­რი ახ­ლის შე­ძე­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს. მარ­თა­ლია, ასე­თი ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­ძე­ნა არც მყიდ­ვე­ლის­თვის არის ხელ­საყ­რე­ლი და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მა, წე­სით, უნდა არ­სე­ბობ­დეს, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში საქ­მე სხვაგ­ვა­რა­დაა. რო­გორც მძღო­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, გა­ყიდ­ვა არ უჭირთ.

დღეს­დღე­ო­ბით ყვე­ლა­ზე მე­ტად 2000-02 წლამ­დე გა­მოშ­ვე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბი იყი­დე­ბა. ავ­ტო­ბაზ­რო­ბებ­ზე ასეთ მან­ქა­ნებს მრავ­ლად წა­ა­წყდე­ბით, მათი ნაკ­ლე­ბო­ბა არც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შია. სპე­ცი­ა­ლურ ვებ-სა­ი­ტებ­ზე კი ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი მრავ­ლად გვხვდე­ბა.

ძვე­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის სა­წყი­სი ფასი 600-700 დო­ლა­რია, ხოლო შე­და­რე­ბით ახა­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მი­ნი­მუმ 5000 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა და ბრენ­დი­სა და ხა­რის­ხის შე­სა­ბა­მი­სად მა­ტუ­ლობს.

მეს­ხიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­ბა­ზარ­ზე მკვეთ­რი სა­ფა­სო ცვლი­ლე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მისი შე­ფა­სე­ბით, რაც დრო გავა, რა­დი­კა­ლუ­რად და­იკ­ლებს ძვე­ლი მან­ქა­ნე­ბის ფასი, ხოლო ახა­ლი მკვეთ­რად გაძ­ვირ­დე­ბა.

"ავ­ტო­მან­ქა­ნებს მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლი ყი­დის იმი­ტომ, რომ შე­ი­ძი­ნოს ახა­ლი და ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის­თვის მო­ემ­ზა­დოს. ვინც ყი­დუ­ლობს, სხვა ფული არ აქვს და რის­კზე მი­დის. შე­და­რე­ბით ახალ­გა­მოშ­ვე­ბულ ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ზე მო­თხოვ­ნა ავ­ტო­მა­ტუ­რად მო­ი­მა­ტებს. მძღო­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის მისი შე­ძე­ნა მარ­ტი­ვი საქ­მე არ იქ­ნე­ბა. ასა­კი­ა­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი დაშ­ლილ ნა­წი­ლებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს, თუმ­ცა ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მო­ლო­დინ­ში მყიდ­ვე­ლი მა­საც შე­მო­აკ­ლდე­ბა.

გან­სა­კუთ­რე­ბით 2007-08 წლებ­ში გა­მოშ­ვე­ბულ მან­ქა­ნებ­ზე მო­ი­მა­ტებს მო­თხოვ­ნა, ხოლო ძვე­ლე­ბის ფასი მკვეთ­რად და­იკ­ლებს. ამას­წი­ნათ კა­ხეთ­ში ვი­ყა­ვი. იქ ყვე­ლა მე­ო­რე ოჯახ­შია საბ­ჭო­უ­რი წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ვერ გა­ივ­ლის. ტექ­ნი­კუ­რად მათი გა­მარ­თვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ამი­ტომ მფლო­ბე­ლებს მათი გა­ჩე­რე­ბა მო­უ­წევთ.

20 წელ­ზე მეტი ხნის 320 ათა­სი ავ­ტო­მან­ქა­ნაა ქვე­ყა­ნა­ში და მათი წეს­რიგ­ში მოყ­ვა­ნა მფლო­ბე­ლებს თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე ძვი­რი და­უჯ­დე­ბათ. დიდ­ზე დიდი ნა­წი­ლი პო­ტენ­ცი­უ­რი ჯარ­თია", - აცხა­დებს მეს­ხიშ­ვი­ლი.

ექ­სპერ­ტის აზ­რით, უმ­ჯო­ბე­სია, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დეს, რომ ის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სი გახ­დეს.

"ვფიქ­რობ, ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში რთუ­ლი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა და ბევ­რი მძღო­ლის­თვის სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გით დას­რულ­დე­ბა. მუდ­მი­ვად უნდა გვახ­სოვ­დეს სტა­ტის­ტი­კა და ამ თე­მა­ზე სიფრ­თხი­ლით ვი­სა­უბ­როთ. ახა­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გაძ­ვირ­დე­ბა. ის, რო­მე­ლიც ახლა 6000-7000 ღირს, მი­ნი­მუმ 1000-1500 დო­ლა­რით გაძ­ვირ­დე­ბა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, გან­ვა­დე­ბაც უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დეს, რად­გან ნაღ­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით მან­ქა­ნის შე­ძე­ნა ბევრ მყიდ­ველს გა­უ­ჭირ­დე­ბა", - ამ­ბობს და­ვით მეს­ხიშ­ვი­ლი.

ქარ­თვე­ლი მძღო­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ძვე­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი თა­ვი­დან მო­ი­შო­რეს, ამ­ბო­ბენ, რომ გა­ყიდ­ვა არ გა­ჭირ­ვე­ბი­ათ. მათი ნა­წი­ლი ახ­ლის შე­ძე­ნას არ ჩქა­რობს, ნა­წი­ლიც - გან­ვა­დე­ბის იმე­და­დაა.

"მე და ჩემი ავ­ტო­მან­ქა­ნა ლა­მის ერ­თად დავ­ბერ­დით. 17 წლის წინ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი "ფორ­დი" მყავ­და და მისი ნა­წი­ლე­ბის შე­კე­თე­ბა სის­ტე­მა­ტუ­რად მი­წევ­და. 600 დო­ლა­რად გავ­ყი­დე, ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის­თვის მისი მომ­ზა­დე­ბა 2 ამ­დე­ნი და­მიჯ­დე­ბო­და და მან­ქა­ნის შე­ნახ­ვას არა­ნა­ი­რი აზრი არ ჰქონ­და.

ნორ­მა­ლუ­რი ავ­ტო­მან­ქა­ნის შე­სა­ძე­ნად, სულ მცი­რე 4000-5000 დო­ლა­რი მჭირ­დე­ბა, რის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც არ მაქვს. გა­მო­დის, რომ წლო­ბით მო­მი­წევს მან­ქა­ნის გა­რე­შე ყოფ­ნა. ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია გან­ვა­დე­ბით ვი­სარ­გებ­ლო. თან­ხის შეგ­რო­ვე­ბას სხვა სა­შუ­ა­ლე­ბით ვერ შევ­ძლებ", - ამ­ბობს "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ბესო ხავ­თა­სი.

"ავ­ტო­მან­ქა­ნა ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი­ვი­თაა, რაც უფრო დიდ­ხანს გყავს, ეჩ­ვე­ვი და მის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბა გი­ჭირს. ასე და­მე­მარ­თა მეც, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც გა­ყიდ­ვა ვარ­ჩიე. ერთი-ორ­ჯერ ავ­ტო­ბაზ­რო­ბა­ზე ვი­ყა­ვი, პა­რა­ლე­ლუ­რად, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც ვა­თავ­სებ გან­ცხა­დე­ბას. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი გა­მო­მეხ­მა­უ­რა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რი მყიდ­ვე­ლი ჯერ არ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

ძვე­ლი გა­მოშ­ვე­ბის "ოპე­ლი" მყავს, რო­მელ­საც 1500 დო­ლა­რად ვყი­დი. მი­უ­ხე­და­ვად მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, ბევ­რმა გა­მოთ­ქვა შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი, ჯერ­ჯე­რო­ბით ფას­ში ვერ მოვ­რიგ­დით. ცო­ტა­საც გა­დავ­ხე­დავ და 1200 დო­ლა­რა­დაც გავ­ყი­დი. მთა­ვა­რია, დრო­ზე მო­ვი­შო­რო, რომ ახა­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის ყიდ­ვა მო­ვას­წრო. მო­დელს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, 2008 წლამ­დე გა­მოშ­ვე­ბულს შე­ვი­ძენ, რომ ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის გავ­ლა გა­მი­ად­ვილ­დეს", - ამ­ბობს ლუკა ხო­ჯა­ვა, მძღო­ლი.

მარი ჩი­ტა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

საქართველოში მძღოლები ძველ მანქანებს იშორებენ

საქართველოში მძღოლები ძველ მანქანებს იშორებენ

ტექდათვალიერების მოლოდინში შედარებით ახალი ავტომანქანები გაძვირდება, ხოლო უფრო ძველი მანქანების ფასი მკვეთრად დაიკლებს. ამიტომაც ავტომფლობელთა ნაწილმა თადარიგი დაიჭირა და ძველი ავტომანქანების მოშორებას ცდილობს. მათ ასეთი მანქანის გაყიდვა საკმაოდ იაფად უწევთ.

საქართველოში 20 წელზე მეტი ხნის 320 ათასზე მეტი ავტომანქანაა. დიდი ალბათობით, მათი უმეტესობა ტექდათვალიერებას ვერ გაივლის. არ არის გამორიცხული, ისინი ჯართად იქცეს ან მეორადი ნაწილების ბაზრობაზე ამოყოს თავი.

ავტოექსპერტ დავით მესხიშვილის შეფასებით, მეორადი ავტომანქანების დიდი ნაწილი პოტენციური ჯართია. ამდენად, ქართველი მძღოლებისთვის ტექდათვალიერება საკმაოდ რთულ პროცესად იქცევა. შესაბამისად, მძღოლების ნაწილმა თადარიგი დაიჭირა და ძველი ავტომანქანების მოშორებას ცდილობს. მფლობელს ასეთი მანქანის გაყიდვა საკმაოდ იაფად უწევს. ტექდათვალიერებისთვის მანქანების მოსამზადებლად გასაწევ ხარჯს, ბევრი ახლის შეძენას ამჯობინებს. მართალია, ასეთი ავტომანქანის შეძენა არც მყიდველისთვის არის ხელსაყრელი და რეალიზაციის პრობლემა, წესით, უნდა არსებობდეს, მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. როგორც მძღოლები ამბობენ, გაყიდვა არ უჭირთ.

დღესდღეობით ყველაზე მეტად 2000-02 წლამდე გამოშვებული მანქანები იყიდება. ავტობაზრობებზე ასეთ მანქანებს მრავლად წააწყდებით, მათი ნაკლებობა არც სოციალურ ქსელებშია. სპეციალურ ვებ-საიტებზე კი ასეთი განცხადებები მრავლად გვხვდება.

ძველი ავტომანქანების საწყისი ფასი 600-700 დოლარია, ხოლო შედარებით ახალი ავტომანქანის ღირებულება მინიმუმ 5000 დოლარიდან იწყება და ბრენდისა და ხარისხის შესაბამისად მატულობს.

მესხიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ავტობაზარზე მკვეთრი საფასო ცვლილებაა მოსალოდნელი. მისი შეფასებით, რაც დრო გავა, რადიკალურად დაიკლებს ძველი მანქანების ფასი, ხოლო ახალი მკვეთრად გაძვირდება.

"ავტომანქანებს მოსახლეობის ერთი ნაწილი ყიდის იმიტომ, რომ შეიძინოს ახალი და ტექდათვალიერებისთვის მოემზადოს. ვინც ყიდულობს, სხვა ფული არ აქვს და რისკზე მიდის. შედარებით ახალგამოშვებულ ავტომანქანებზე მოთხოვნა ავტომატურად მოიმატებს. მძღოლების დიდი ნაწილისთვის მისი შეძენა მარტივი საქმე არ იქნება. ასაკიანი ავტომანქანები დაშლილ ნაწილებში გადაინაცვლებს, თუმცა ტექდათვალიერების მოლოდინში მყიდველი მასაც შემოაკლდება.

განსაკუთრებით 2007-08 წლებში გამოშვებულ მანქანებზე მოიმატებს მოთხოვნა, ხოლო ძველების ფასი მკვეთრად დაიკლებს. ამასწინათ კახეთში ვიყავი. იქ ყველა მეორე ოჯახშია საბჭოური წარმოების ავტომანქანები, რომლებიც ტექდათვალიერებას ვერ გაივლის. ტექნიკურად მათი გამართვა წარმოუდგენელია. ამიტომ მფლობელებს მათი გაჩერება მოუწევთ.

20 წელზე მეტი ხნის 320 ათასი ავტომანქანაა ქვეყანაში და მათი წესრიგში მოყვანა მფლობელებს თვითღირებულებაზე ძვირი დაუჯდებათ. დიდზე დიდი ნაწილი პოტენციური ჯართია", - აცხადებს მესხიშვილი.

ექსპერტის აზრით, უმჯობესია, ავტომანქანების ტექდათვალიერება ეტაპობრივად მოხდეს, რომ ის მფლობელებისთვის ნაკლებად მტკივნეული პროცესი გახდეს.

"ვფიქრობ, ტექდათვალიერება საქართველოში რთული პროცესი იქნება და ბევრი მძღოლისთვის სავალალო შედეგით დასრულდება. მუდმივად უნდა გვახსოვდეს სტატისტიკა და ამ თემაზე სიფრთხილით ვისაუბროთ. ახალი ავტომანქანები აუცილებლად გაძვირდება. ის, რომელიც ახლა 6000-7000 ღირს, მინიმუმ 1000-1500 დოლარით გაძვირდება. არ გამოვრიცხავ, განვადებაც უფრო პოპულარული გახდეს, რადგან ნაღდი ანგარიშსწორებით მანქანის შეძენა ბევრ მყიდველს გაუჭირდება", - ამბობს დავით მესხიშვილი.

ქართველი მძღოლები, რომლებმაც ძველი ავტომანქანები თავიდან მოიშორეს, ამბობენ, რომ გაყიდვა არ გაჭირვებიათ. მათი ნაწილი ახლის შეძენას არ ჩქარობს, ნაწილიც - განვადების იმედადაა.

"მე და ჩემი ავტომანქანა ლამის ერთად დავბერდით. 17 წლის წინ გამოშვებული "ფორდი" მყავდა და მისი ნაწილების შეკეთება სისტემატურად მიწევდა. 600 დოლარად გავყიდე, ტექდათვალიერებისთვის მისი მომზადება 2 ამდენი დამიჯდებოდა და მანქანის შენახვას არანაირი აზრი არ ჰქონდა.

ნორმალური ავტომანქანის შესაძენად, სულ მცირე 4000-5000 დოლარი მჭირდება, რის შესაძლებლობაც არ მაქვს. გამოდის, რომ წლობით მომიწევს მანქანის გარეშე ყოფნა. ერთადერთი გამოსავალია განვადებით ვისარგებლო. თანხის შეგროვებას სხვა საშუალებით ვერ შევძლებ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ბესო ხავთასი.

"ავტომანქანა ერთგული ადამიანივითაა, რაც უფრო დიდხანს გყავს, ეჩვევი და მისთვის თავის დანებება გიჭირს. ასე დამემართა მეც, მაგრამ ბოლოს მაინც გაყიდვა ვარჩიე. ერთი-ორჯერ ავტობაზრობაზე ვიყავი, პარალელურად, სოციალურ ქსელებშიც ვათავსებ განცხადებას. რამდენიმე ადამიანი გამომეხმაურა, მაგრამ რეალური მყიდველი ჯერ არ გამოჩენილა.

ძველი გამოშვების "ოპელი" მყავს, რომელსაც 1500 დოლარად ვყიდი. მიუხედავად მისი მდგომარეობისა, ბევრმა გამოთქვა შეძენის სურვილი, ჯერჯერობით ფასში ვერ მოვრიგდით. ცოტასაც გადავხედავ და 1200 დოლარადაც გავყიდი. მთავარია, დროზე მოვიშორო, რომ ახალი ავტომანქანის ყიდვა მოვასწრო. მოდელს მნიშვნელობა არ აქვს, 2008 წლამდე გამოშვებულს შევიძენ, რომ ტექდათვალიერების გავლა გამიადვილდეს", - ამბობს ლუკა ხოჯავა, მძღოლი.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია