პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 იდუმალი ადგილი პლანეტაზე, სადაც არ შეგიშვებენ
5 იდუმალი ადგილი პლანეტაზე, სადაც არ შეგიშვებენ

წარ­მო­გიდ­გენთ იმ ად­გი­ლებს, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რივ, ტუ­რის­ტე­ბის­თვის და­ხუ­რუ­ლია.

1. ლას­კოს გა­მოქ­ვა­ბუ­ლი

საფ­რან­გე­თის სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით, 1940 წელს აღ­მო­ჩე­ნი­ლი ლას­კოს გა­მოქ­ვა­ბუ­ლი პა­ლე­ო­ლი­თის ხა­ნის ნა­ხა­ტე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი. გა­მოქ­ვა­ბულ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი პირ­ველ­ყო­ფი­ლი მხატ­ვრო­ბა 17 300 წლით თა­რიღ­დე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­მოქ­ვა­ბუ­ლის კედ­ლებ­ზე ცხო­ვე­ლე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბია და­ტა­ნი­ლი. ჩვენ­თვის სამ­წუ­ხა­როდ და ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლის­თვის "სა­ბედ­ნი­ე­როდ", თქვენ ვე­რას­დროს შეძ­ლებთ ამ გა­მოქ­ვა­ბულ­ში მოხ­ვედ­რას, რად­გან ეს ად­გი­ლი 1963 წელს და­ი­ხუ­რა - გა­მოქ­ვა­ბუ­ლი მნახ­ვე­ლე­ბის ვი­ზი­ტე­ბის შე­დე­გად, ნა­წი­ლობ­რივ ზი­ან­დე­ბო­და. გა­მოქ­ვა­ბულ­ში ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც მისი პო­ტენ­ცი­უ­რი გა­ნად­გუ­რე­ბა. რო­გორც წესი, გა­მოქ­ვა­ბულს ერთი მცვე­ლი კვი­რა­ში ერთხელ რამ­დე­ნი­მე წუ­თით აკი­თხავს.

2. კუნ­ძუ­ლი პო­ვეგლია

პო­ვეგლია ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­შიშ, იდუ­მალ და მოჩ­ვე­ნე­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ კუნ­ძუ­ლად ით­ვლე­ბა. ის იტა­ლი­ის ჩრდი­ლო­ე­თით, ვე­ნე­ცი­ა­სა და ლი­დოს შო­რის მდე­ბა­რე­ობს. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კუნ­ძუ­ლი იყო სნე­ულ­თა და მო­მაკ­ვდავ­თა ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. 1448 წელს ვე­ნე­ცი­ა­ში ბუ­ბო­ნუ­რი ჭი­რის ეპი­დე­მი­ამ იფეთ­ქა, კუნ­ძუ­ლი კი კა­რან­ტი­ნის ად­გი­ლად იქცა და იქ მო­მაკ­ვდავ და და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს აგ­ზავ­ნიდ­ნენ. კუნ­ძუ­ლის ცენ­ტრში კი უკვე გარ­დაც­ვლი­ლებს უზარ­მა­ზარ კო­ცონ­ზე წვავ­დნენ. იგი­ვე ფუნ­ქცია შე­ი­ძი­ნა კუნ­ძულ­მა 1630 წელ­საც, რო­დე­საც შავი ჭი­რის ეპი­დე­მი­ამ კვლავ იფეთ­ქა.

მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში კუნ­ძუ­ლი კვლავ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, რო­გორც სა­კა­რან­ტი­ნო ად­გი­ლი, მაგ­რამ 1922 წელს იქ არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი გა­და­კეთ­და სუ­ლით ავად­მყოფ­თა თავ­შე­საფ­რად. ასე გაგ­რძელ­და 1968 წლამ­დე, ვიდ­რე იქ ყვე­ლა­ფე­რი არ და­ი­ხუ­რა და კუნ­ძუ­ლი არ გა­უ­კა­ცურ­და. ამ­ჟა­მად კუნ­ძუ­ლი ტუ­რის­ტე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის და­ხუ­რუ­ლია. ბოლო დროს იტა­ლი­უ­რი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი შე­ე­ცად­ნენ კუნ­ძუ­ლის აღ­დგე­ნას, თუმ­ცა პრო­ექ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბით გა­ჩერ­და.

3. ვა­ტი­კა­ნის სა­ი­დუმ­ლო არ­ქი­ვი

ვა­ტი­კან­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­ი­დუმ­ლო არ­ქი­ვი შე­ი­ცავს სა­ხელ­მწი­ფო დუ­კუ­მენ­ტებს, კო­რეს­პონ­დენ­ცი­ებს, პა­პის სა­ბუ­ღალ­ტრო წიგ­ნებს და სხვა დო­კუ­მენ­ტებს, რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ამ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­აგ­რო­ვა. მე-17 სა­უ­კუ­ნე­ში რო­მის პა­პის, პავ­ლე V-ს ბრძა­ნე­ბით სა­ი­დუმ­ლო არ­ქი­ვე­ბი ვა­ტი­კა­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კას გა­მო­ე­ყო, რის შემ­დე­გაც მკვლე­ვა­რებს შე­ე­ზღუ­დათ დო­კუ­მენ­ტებ­ზე წვდო­მა. არ­ქი­ვი აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­ხუ­რუ­ლი იყო 1881 წლამ­დე. ამ წელს რო­მის პაპ­მა ლეო XIII-მ დო­კუ­მენ­ტე­ბი მკვლე­ვა­რე­ბის­თვის გახ­სნა.

და­სა­ხე­ლე­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სი­ტყვა "სა­ი­დუმ­ლო" არ აღ­ნიშ­ნავს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე გა­გე­ბას. მისი გა­გე­ბა უფრო ახ­ლო­საა სი­ტყვას­თან "კერ­ძო", რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებს, რომ არ­ქი­ვი წარ­მო­ად­გენს პა­პის სა­კუთ­რე­ბას და არ ეკუთ­ვნის ვინ­მე სხვა პირს. სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ ნე­ბის­მი­ე­რი დო­კუ­მენ­ტი, რად­გან არ­ქი­ვი სა­ი­დუმ­ლო არ არის. თუმ­ცა, თქვენ ვერ შეძ­ლებთ უშუ­ა­ლოდ არ­ქივ­ში შეს­ვლას. თქვენ მო­გი­წევთ კონ­კრე­ტუ­ლი დო­კუ­მენ­ტი გა­მო­ი­თხო­ვოთ, რის შემ­დე­გაც მას მო­გაწ­ვდი­ან. თუმ­ცა თქვენ ვერ იხი­ლავთ დო­კუ­მენ­ტებს, რო­მელ­საც 75 წლი­ა­ნი ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა არ გას­ვლია.

4. მა­რი­ამ ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი ეთი­ო­პი­ა­ში

ეთი­ო­პი­ა­ში მდე­ბა­რე სი­ო­ნის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარ­ში არა­ვის უშ­ვე­ბენ, რად­გან რო­გორც ამ­ტკი­ცე­ბენ, ეკ­ლე­სი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბიბ­ლი­უ­რი ობი­ექ­ტი - აღ­თქმის კი­დო­ბა­ნი. მას­ში ინა­ხე­ბო­და ქვის ნა­ტე­ხე­ბი, რომ­ლებ­ზეც 10 მცნე­ბა ეწე­რა. კი­დობ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­ულ მღვდელს აქვს უფ­ლე­ბა შე­ვი­დეს ეკ­ლე­სი­ა­ში.

5. მეტ­რო-2

მეტ­როს სა­ვა­რა­უ­დო სა­ი­დუმ­ლო მი­წის­ქვე­შა სის­ტე­მა რუ­სეთ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, სტა­ლი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში აიგო და კო­დურ სა­ხელ­წო­დე­ბას - "Д-6 КГБ" ატა­რებ­და. ამ­ბო­ბენ, რომ "მეტ­რო-2"-ს დღემ­დე სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­მარ­თვე­ლო და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მარ­თავს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის მი­ხედ­ვით, "მეტ­რო-2"-ის სიგ­რძე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მეტ­როს სიგ­რძეს აჭარ­ბებს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას 4 გვი­რა­ბი აქვს, რო­მე­ლიც თით­ქოს­და მი­წის ქვეშ 50-200 მ სიღ­რმე­ზე მდე­ბა­რე­ობს. მეტ­რო აკავ­ში­რებს კრემლს "ეფ-ეს-ბეს" მთა­ვარ ოფის­თან, ვნუ­კო­ვოს სამ­თავ­რო­ბო აე­რო­პორტთან და სხვა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის ად­გი­ლებ­თან.

სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა სან­დო თუ არა­სან­დო ინ­ფორ­მა­ცია "მეტ­რო-2"-ის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტე­ბით ან ფო­ტო­ე­ბით არ დას­ტურ­დე­ბა. არ არ­სე­ბობს "მეტ­რო-2" ის არ­სე­ბო­ბის რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. მაგ­რამ თუკი ეს ად­გი­ლი ბუ­ნე­ბა­ში არ­სე­ბობს, დიდი ალ­ბა­თო­ბით თქვენ იქ არა­ვინ შე­გიშ­ვებთ.

5 იდუმალი ადგილი პლანეტაზე, სადაც არ შეგიშვებენ

5 იდუმალი ადგილი პლანეტაზე, სადაც არ შეგიშვებენ

წარმოგიდგენთ იმ ადგილებს, რომელიც ჩვეულებრივ, ტურისტებისთვის დახურულია.

1. ლასკოს გამოქვაბული

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით, 1940 წელს აღმოჩენილი ლასკოს გამოქვაბული პალეოლითის ხანის ნახატებითაა ცნობილი. გამოქვაბულში აღმოჩენილი პირველყოფილი მხატვრობა 17 300 წლით თარიღდება. როგორც ცნობილია, გამოქვაბულის კედლებზე ცხოველების გამოსახულებებია დატანილი. ჩვენთვის სამწუხაროდ  და ისტორიული ადგილისთვის "საბედნიეროდ", თქვენ ვერასდროს შეძლებთ ამ გამოქვაბულში მოხვედრას, რადგან ეს ადგილი 1963 წელს დაიხურა - გამოქვაბული მნახველების ვიზიტების შედეგად, ნაწილობრივ ზიანდებოდა. გამოქვაბულში ადამიანის არსებობა განიხილება, როგორც მისი პოტენციური განადგურება. როგორც წესი, გამოქვაბულს ერთი მცველი კვირაში ერთხელ რამდენიმე წუთით აკითხავს.

2. კუნძული პოვეგლია

პოვეგლია ერთ-ერთ ყველაზე საშიშ, იდუმალ და მოჩვენებებით დასახლებულ კუნძულად ითვლება. ის იტალიის ჩრდილოეთით, ვენეციასა და ლიდოს შორის მდებარეობს. საუკუნეების განმავლობაში კუნძული იყო სნეულთა და მომაკვდავთა ადგილსამყოფელი. 1448 წელს ვენეციაში ბუბონური ჭირის ეპიდემიამ იფეთქა, კუნძული კი კარანტინის ადგილად იქცა და იქ მომაკვდავ და დაინფიცირებულ ადამიანებს აგზავნიდნენ. კუნძულის ცენტრში კი უკვე გარდაცვლილებს უზარმაზარ კოცონზე წვავდნენ. იგივე ფუნქცია შეიძინა კუნძულმა 1630 წელსაც, როდესაც შავი ჭირის ეპიდემიამ კვლავ იფეთქა.

მე-20 საუკუნეში კუნძული კვლავ გამოიყენებოდა, როგორც საკარანტინო ადგილი, მაგრამ 1922 წელს იქ არსებული შენობები გადაკეთდა სულით ავადმყოფთა თავშესაფრად. ასე გაგრძელდა 1968 წლამდე, ვიდრე იქ ყველაფერი არ დაიხურა და კუნძული არ გაუკაცურდა. ამჟამად კუნძული ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის დახურულია. ბოლო დროს იტალიური სამშენებლო კომპანიები შეეცადნენ კუნძულის აღდგენას, თუმცა პროექტები სხვადასხვა მიზეზებით გაჩერდა.

3. ვატიკანის საიდუმლო არქივი

ვატიკანში განთავსებული საიდუმლო არქივი შეიცავს სახელმწიფო დუკუმენტებს, კორესპონდენციებს, პაპის საბუღალტრო წიგნებს და სხვა დოკუმენტებს, რომელიც ეკლესიამ საუკუნეების განმავლობაში დააგროვა. მე-17 საუკუნეში რომის პაპის, პავლე V-ს ბრძანებით საიდუმლო არქივები ვატიკანის ბიბლიოთეკას გამოეყო, რის შემდეგაც მკვლევარებს შეეზღუდათ დოკუმენტებზე წვდომა. არქივი აბსოლუტურად დახურული იყო 1881 წლამდე. ამ წელს რომის პაპმა ლეო XIII-მ დოკუმენტები მკვლევარებისთვის გახსნა.

დასახელებაში გამოყენებული სიტყვა "საიდუმლო" არ აღნიშნავს კონფიდენციალურობის თანამედროვე გაგებას. მისი გაგება უფრო ახლოსაა სიტყვასთან "კერძო", რომელიც მიუთითებს, რომ არქივი წარმოადგენს პაპის საკუთრებას და არ ეკუთვნის ვინმე სხვა პირს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი დოკუმენტი, რადგან არქივი საიდუმლო არ არის. თუმცა, თქვენ ვერ შეძლებთ უშუალოდ არქივში შესვლას. თქვენ მოგიწევთ კონკრეტული დოკუმენტი გამოითხოვოთ, რის შემდეგაც მას მოგაწვდიან. თუმცა თქვენ ვერ იხილავთ დოკუმენტებს, რომელსაც 75 წლიანი ხანდაზმულობის ვადა არ გასვლია.  

4. მარიამ ღვთისმშობლის ტაძარი ეთიოპიაში

ეთიოპიაში მდებარე სიონის ღვთისმშობლის ტაძარში არავის უშვებენ, რადგან როგორც ამტკიცებენ, ეკლესიაში მდებარეობს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიბლიური ობიექტი - აღთქმის კიდობანი. მასში ინახებოდა ქვის ნატეხები, რომლებზეც 10 მცნება ეწერა. კიდობნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხოლოდ სპეციალურად შერჩეულ მღვდელს აქვს უფლება შევიდეს ეკლესიაში.

5. მეტრო-2

მეტროს სავარაუდო საიდუმლო მიწისქვეშა სისტემა რუსეთში, სავარაუდოდ, სტალინის მმართველობის პერიოდში აიგო და კოდურ სახელწოდებას - "Д-6 КГБ" ატარებდა. ამბობენ, რომ "მეტრო-2"-ს დღემდე სპეციალური სამმართველო და თავდაცვის სამინისტრო მართავს. გავრცელებული ხმების მიხედვით, "მეტრო-2"-ის სიგრძე საზოგადოებრივი მეტროს სიგრძეს აჭარბებს. როგორც ამბობენ, მას 4 გვირაბი აქვს, რომელიც თითქოსდა მიწის ქვეშ 50-200 მ სიღრმეზე მდებარეობს. მეტრო აკავშირებს კრემლს "ეფ-ეს-ბეს" მთავარ ოფისთან, ვნუკოვოს სამთავრობო აეროპორტთან და სხვა ნაციონალური მნიშვნელობის ადგილებთან.

სამწუხაროდ, ყველა სანდო თუ არასანდო ინფორმაცია "მეტრო-2"-ის შესახებ დოკუმენტებით ან ფოტოებით არ დასტურდება.  არ არსებობს "მეტრო-2" ის არსებობის რაიმე მტკიცებულება. მაგრამ თუკი ეს ადგილი ბუნებაში არსებობს, დიდი ალბათობით თქვენ იქ არავინ შეგიშვებთ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს