სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი "ბლოკ ჯორჯიას" ერთი თვის ვადას აძლევს
ირაკლი ღარიბაშვილი "ბლოკ ჯორჯიას" ერთი თვის ვადას აძლევს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "ბლოკ ჯორ­ჯი­ას" დევ­ნილ­თა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის დროს დაშ­ვე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად ერთი თვის ვა­დას აძ­ლევს.

პრე­მი­ე­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ზუგ­დიდ­ში, დევ­ნილ­თა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროს გა­ნა­ცხა­და.

"სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ებს აქვთ ხარ­ვე­ზე­ბი და სწო­რად შე­არ­ჩი­ეთ კომ­პა­ნი­ე­ბი. აქ სიჩ­ქა­რე და ფუქ­სა­ვა­ტო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მთა­ვა­რია ხა­რის­ხი­ა­ნად აშენ­დეს. მშე­ნე­ბა­რე კომ­პა­ნი­ე­ბი და­ის­ჯე­ბი­ან. მო­ვი­თხოვ, გა­მო­ას­წო­რონ ხარ­ვე­ზე­ბი, სას­წრა­ფოდ გა­მო­ას­წო­რე­ბი­ნეთ", - მი­მარ­თა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მი­ნის­ტრ და­ვით და­რახვე­ლი­ძეს.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბულ დევ­ნი­ლებს გა­ე­სა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ახა­ლი მთავ­რო­ბა მათ სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ად არ ჰყოფს.

რო­გორც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია და­ეხ­მა­როს ყვე­ლას, ვინც დევ­ნი­ლად იქცა.

"ეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი თქვენ­თვის შენ­დე­ბა. ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ, თქვენ უკვე გექ­ნე­ბათ სა­კუ­თა­რი ჭერი - ბი­ნე­ბი სა­კუთ­რე­ბა­ში გად­მო­გე­ცე­მათ. მეს­მის, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­კუ­თარ სახ­ლში ცხოვ­რე­ბა. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ისიც, რომ კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე უმე­ტე­სად დევ­ნი­ლე­ბი არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლი. ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ, ამ მხრი­ვაც ამოგდ­გო­მო­დით მხარ­ში. ეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი არის იმის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი, რომ ჩვენ, მთავ­რო­ბა დევ­ნი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით სპე­კუ­ლი­რე­ბა­ზე კი არ ვფიქ­რობთ, არა­მედ გა­მუდ­მე­ბით ვმუ­შა­ობთ თქვენ­თვის ღირ­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის შე­საქ­მნე­ლად", - მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა შეკ­რე­ბილ დევ­ნი­ლებს.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში 2000 დევ­ნი­ლი ოჯა­ხი - სა­შუ­ა­ლოდ 8000 ადა­მი­ა­ნი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თით უკვე დაკ­მა­ყო­ფილ­და.

პრე­მი­ერ­მა გრძელ­ვა­დი­ა­ნი გან­სახ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ მა­ის­ში ფარ­თო მას­შტა­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყე­ბა თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში.

2015 წელს კი და­ი­წყე­ბა კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა ვარ­კე­თილ­ში, ასე­ვე მას­შტა­ბუ­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი იგეგ­მე­ბა გორ­ში და ბა­თუმ­ში.

"ჩვენ ყო­ველ­თვის გვახ­სოვ­ხართ და ძალ-ღო­ნეს არ ვი­შუ­რებთ იმი­სათ­ვის, რომ თქვენ ღირ­სე­უ­ლად იცხოვ­როთ. მინ­და იცო­დეთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო თქვენ გვერ­დი­თაა", - მი­მარ­თა პრე­მი­ერ­მა დევ­ნი­ლებს.

სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე 150 ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­გან 120 ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლეა, ხოლო 30 - დევ­ნი­ლი. სა­მუ­შა­ო­ე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლის შემ­დეგ და­მა­ტე­ბით 50 დევ­ნი­ლი და­საქმდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი, გერ­მა­ნი­ის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის და გან­ვი­თა­რე­ბის საკ­რე­დი­ტო ბან­კის (KFW) და­ფი­ნან­სე­ბით, ზუგ­დიდ­ში, იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თათ­ვის 8 ახალ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს აშე­ნებს, რის შე­დე­გა­დაც დევ­ნილ ოჯა­ხებს 256 ბინა გა­და­ე­ცე­მა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს მშე­ნებ­ლო­ბა­ზე დახ­ვდნენ დევ­ნი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი არ ჰქონ­დათ. მათ ცოტა ხნის წინ ზუგ­დიდ­ში, 74-ბი­ნი­ან კორ­პუს­ში ბი­ნე­ბი გა­და­ე­ცათ,რის­თვი­საც პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ირაკლი ღარიბაშვილი "ბლოკ ჯორჯიას" ერთი თვის ვადას აძლევს

ირაკლი ღარიბაშვილი "ბლოკ ჯორჯიას" ერთი თვის ვადას აძლევს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამშენებლო კომპანია "ბლოკ ჯორჯიას" დევნილთა საცხოვრებელი ბინების მშენებლობის დროს დაშვებული ხარვეზების გამოსასწორებლად ერთი თვის ვადას აძლევს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობების დათვალიერების დროს განაცხადა.

"სამშენებლო კომპანიებს აქვთ ხარვეზები და სწორად შეარჩიეთ კომპანიები. აქ სიჩქარე და ფუქსავატობა არ შეიძლება, მთავარია ხარისხიანად აშენდეს. მშენებარე კომპანიები დაისჯებიან. მოვითხოვ, გამოასწორონ ხარვეზები, სასწრაფოდ გამოასწორებინეთ", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრ დავით დარახველიძეს.

პრემიერ-მინისტრი მშენებლობაზე დასაქმებულ დევნილებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა მათ სხვადასხვა კატეგორიად არ ჰყოფს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს ყველას, ვინც დევნილად იქცა.

"ეს საცხოვრებელი კომპლექსი თქვენთვის შენდება. ამდენი წლის შემდეგ, თქვენ უკვე გექნებათ საკუთარი ჭერი - ბინები საკუთრებაში გადმოგეცემათ. მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ სახლში ცხოვრება. მისასალმებელია ისიც, რომ კომპლექსის მშენებლობაზე უმეტესად დევნილები არიან დასაქმებული. ჩვენ შევეცადეთ, ამ მხრივაც ამოგდგომოდით მხარში. ეს საცხოვრებელი კომპლექსი არის იმის ნათელი მაგალითი, რომ ჩვენ, მთავრობა დევნილების მდგომარეობით სპეკულირებაზე კი არ ვფიქრობთ, არამედ გამუდმებით ვმუშაობთ თქვენთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეკრებილ დევნილებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ახალი ხელისუფლების პირობებში 2000 დევნილი ოჯახი - საშუალოდ 8000 ადამიანი, საცხოვრებელი ფართით უკვე დაკმაყოფილდა.

პრემიერმა გრძელვადიანი განსახლების პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მაისში ფართო მასშტაბის მშენებლობა დაიწყება თბილისსა და ქუთაისში.

2015 წელს კი დაიწყება კომპლექსის მშენებლობა ვარკეთილში, ასევე მასშტაბური მშენებლობები იგეგმება გორში და ბათუმში.

"ჩვენ ყოველთვის გვახსოვხართ და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ იმისათვის, რომ თქვენ ღირსეულად იცხოვროთ. მინდა იცოდეთ, რომ სახელმწიფო თქვენ გვერდითაა", - მიმართა პრემიერმა დევნილებს.

სამშენებლო სამუშაოებზე 150 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 120 ადგილობრივი მოსახლეა, ხოლო 30 - დევნილი. სამუშაოების ახალ ეტაპზე გადასვლის შემდეგ დამატებით 50 დევნილი დასაქმდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების საკრედიტო ბანკის (KFW) დაფინანსებით, ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 8 ახალ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს, რის შედეგადაც დევნილ ოჯახებს 256 ბინა გადაეცემა.

ირაკლი ღარიბაშვილს მშენებლობაზე დახვდნენ დევნილები, რომლებსაც 20 წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართი არ ჰქონდათ. მათ ცოტა ხნის წინ ზუგდიდში, 74-ბინიან კორპუსში ბინები გადაეცათ,რისთვისაც პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა