სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორ კვირაში თბილისში გზების პრობლემა აღარ იქნება?!.
ორ კვირაში თბილისში გზების პრობლემა აღარ იქნება?!.

"გზებს თუ არ მი­ხე­დეს, ცო­ტაც და, შე­ვარ­დნა­ძის წლებ­ში დავ­ბრუნ­დე­ბით... ისეთ დღე­შია მან­ქა­ნა, რომ თვე­ში ორ­ჯერ "პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში" ვართ. სა­ღა­მოს, სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი რომ მი­ა­წყდე­ბი­ან ხოლ­მე, მთე­ლი ორი სა­ა­თი ვე­ლო­დე­ბი რიგს, მან­ქა­ნა რომ შე­ვა­კე­თო... ისე­დაც ხომ ვზა­რალ­დე­ბით, მან­ქა­ნე­ბი ლა­მის ნა­წილ-ნა­წილ იშ­ლე­ბა და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი სა­მუ­შაო დროც გვე­კარ­გე­ბა", - შე­მომ­ჩივ­ლა ერთ-ერთი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მძღოლ­მა თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩის გავ­ლი­სას...

ამ ქუ­ჩით სი­ა­რუ­ლი ყო­ველ­დღე მი­წევს და უკ­მა­ყო­ფი­ლო მგზავ­რე­ბის ბუ­ზღუნ­მა, 9-წლი­ა­ნი "ჰიტი" - "ას­ფალ­ტი ვჭა­მოთ?!." - უკვე გა­და­ფა­რა...

მძღო­ლე­ბის თქმით, ას­ფალ­ტი გზებ­ზე ზამ­თარ­ში ამო­ი­ყა­რა, თუმ­ცა კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბა არც შარ­შან ზა­ფხულს იყო. რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას, იქ, სა­დაც ყვა­ვი­ლე­ბი იყი­დე­ბა, გზე­ბი წა­რა­მა­რა ფუჭ­დე­ბა, რა­საც მძღო­ლე­ბის თქმით, გა­ვარ­ვა­რე­ბულ ას­ფალტზე ცივი წყლის დას­ხმა იწ­ვევს. ას­ფალტს ჯერ ბზა­რე­ბი უჩ­ნდე­ბა, შემ­დეგ კი - იყ­რე­ბა. გზე­ბის გა­ფუ­ჭე­ბა ზამ­თრის ყინ­ვებ­მა და გა­და­უ­ღე­ბელ­მა წვი­მებ­მაც გა­მო­იწ­ვია...

თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი. მათი თქმით, თუ პრობ­ლე­მე­ბი უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში არ აღ­მო­ი­ფხვრა, შე­საძ­ლოა, მათ მე­რი­ას და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მან­ქა­ნე­ბის კომ­პენ­სა­ცია მოს­თხო­ვონ...

მა­რი­ამ ჯა­ფა­რი­ძე, მძღო­ლი:

- თით­ქმის ყო­ველ­დღე რუს­თა­ვი-თბი­ლი­სის ტრა­სის გავ­ლა მი­წევს და ამ ბოლო დროს, საკ­მა­ოდ მძი­მე ვი­თა­რე­ბაა. ზამ­თარ­ში, ცუდი ამინ­დე­ბი რომ იყო და გა­და­უ­ღებ­ლად წვიმ­და, უხა­რის­ხოდ "და­კე­რე­ბუ­ლი" ას­ფალ­ტი თით­ქმის ყველ­გან ამო­ი­ყა­რა, რის გა­მოც, ზო­გან იმ­ხე­ლა ღრმუ­ლე­ბი გაჩ­ნდა, კარ­გად რომ ჩა­ი­ხე­დო, ამე­რი­კას ან გრენ­ლან­დი­ას და­ი­ნა­ხავ... ამას წი­ნათ ვნა­ხე, ერთი პა­ტა­რა მან­ქა­ნა ჩა­ვარ­დნი­ლა ორ­მო­ში, ისე­თი ღრმა ორმო იყო, ერთი სა­ბუ­რა­ვი ჩა­ჭე­დი­ლი ჰქონ­და. ხე­ლით ას­წი­ეს და გვერ­დზე გა­დად­გეს.

- გზე­ბის ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა რამ­დე­ნად აზი­ა­ნებს ავ­ტო­მან­ქა­ნას?

- ძა­ლი­ან აზი­ა­ნებს. მეც "ჩა­ვარ­ტყი" ორ­მო­ში და სა­ბუ­რა­ვის დის­კი გა­იბ­ზა­რა... რო­გორც ხე­ლო­სან­მა ამიხ­სნა, ჩემს ავ­ტო­მან­ქა­ნას უხა­რის­ხო დის­კი რომ ჰქო­ნო­და, შე­საძ­ლოა, გა­ტე­ხი­ლი­ყო. სა­ხე­ლოს­ნო­ში მი­სულს უამ­რა­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნა დამ­ხვდა. იქ მყოფ­თა უმე­ტე­სო­ბას, უგ­ზო­ო­ბის გამო ჰქონ­და მან­ქა­ნა მოშ­ლი­ლი... რაც გზე­ბი გა­ფუჭ­და, ვცდი­ლობ, ისე ვა­ტა­რო (ალ­ბათ ყვე­ლა მძღო­ლი ასე იქ­ცე­ვა), რომ ორ­მოს ავა­რი­დო, ზიგ­ზა­გე­ბით სი­ა­რუ­ლი მი­წევს. ზოგ­ჯერ სა­პი­რის­პი­რო ზოლ­ზე გა­დავ­სულ­ვარ და ორ­მა­გი ხაზი გა­და­მიკ­ვე­თავს, რაც მოზ­რდილ ჯა­რი­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს ან კი­დევ უცებ და­მი­მუხ­რუ­ჭე­ბია, ორ­მო­ზე უფრო "რბი­ლად" რომ გა­და­მევ­ლო. ამ დროს კი შე­საძ­ლოა, უკან მო­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა შე­მო­მას­კდეს. ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, მან­ქა­ნაც იმ­ტვრე­ვა, მისი გა­კე­თე­ბა კი იაფი ნამ­დვი­ლად არ ღირს. ამი­ტომ ვცდი­ლობ, თავი ავა­რი­დო, რის ფა­სად - სხვა საქ­მეა... კარ­გი იქ­ნე­ბა, არ­სე­ბობ­დეს კა­ნო­ნი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა გექ­ნე­ბა, უჩივ­ლო იმ უწყე­ბას, ვინც ვალ­დე­ბუ­ლია, გზე­ბი შე­ა­კე­თოს. მა­შინ უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­დე­ბოდ­ნენ საქ­მეს, რად­გან ავ­ტო­მან­ქა­ნის მათი მი­ზე­ზით და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბოდ­ნენ, შე­ე­კე­თე­ბი­ნათ...

ირაკ­ლი კა­პა­ნა­ძე, მძღო­ლი:

- ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე მი­წევს სი­ა­რუ­ლი. ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩის ბო­ლო­ში ვცხოვ­რობ და სა­ბურ­თა­ლოს ქუ­ჩა­ზე ვმუ­შა­ობ. ამ ბოლო დროს ისეთ დღე­შია გზე­ბი, ვცდი­ლობ, ყუ­რა­დღე­ბით და და­ბალი სიჩ­ქა­რით ვი­ა­რო, მაგ­რამ მა­ინც და­ვა­ზი­ა­ნე ავ­ტო­მან­ქა­ნა. კარ­ტო­ზი­ას ქუ­ჩა­ზე ისე­თი ორ­მოა, ოთხი მან­ქა­ნა ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ჩა­ვარ­და... ვა­კე­თებ­თო, მაგ­რამ არ და­ად­გა საშ­ვე­ლი. არა­და, იმ დღეს "პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში" რომ მი­ვე­დი, ხე­ლო­სან­მა მი­თხრა, - ერთი კვი­რა და­მი­ტო­ვე, თა­ვის მო­სა­ფხა­ნად არ მცა­ლი­აო. ისე­თი სამ­სა­ხუ­რი მაქვს, მან­ქა­ნის გა­რე­შე ხელ­ფეხ­შეკ­რუ­ლი ვარ. სა­ხელ­მწი­ფო უნდა ზრუ­ნავ­დეს თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, პი­რი­ქით კი იქ­ცე­ვა და გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით მა­ზა­რა­ლებს...

ლე­ვან ჩა­ლა­ძე, ქა­ლა­ქის კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე:

- მეს­მის მო­სახ­ლეო­ბის აღ­შფო­თე­ბა, ამი­ტომ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ზე ინ­ტენ­სიუ­რად ვმუ­შა­ობთ. კომ­პა­ნი­ამ, რო­მე­ლიც ამა­ზე მუ­შა­ობს, ხელ­შეკ­რუ­ლება მთელ ქა­ლაქ­ზე გა­ა­ფორ­მა და ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა პრობ­ლე­მა ეტა­პობ­რი­ვად უნდა მო­აგ­ვა­როს. კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხურ­მა შე­ად­გი­ნა ცხრი­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც აქ­ცენ­ტი ცხელ წერ­ტი­ლებ­ზე კეთ­დე­ბა. ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ზე, სა­დაც ღრმუ­ლე­ბი­სა და ორ­მო­ე­ბის პრობ­ლე­მა იყო, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, ას­ფალ­ტის ხე­ლა­ხა­ლი სა­ფა­რი და­ი­გო... იქ, სა­დაც სა­მუ­შა­ო­ე­ბი დარ­ჩე­ნი­ლია, ღამე ვმუ­შა­ობთ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ცო­ბი რომ არ წარ­მო­იქ­მნას და ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ო­ბა არ შე­ფერ­ხდეს.

- პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის ვადა 2 კვი­რაა?

- მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა გა­ნა­ცხა­და, ნორ­მა­ლუ­რი ამინ­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ერთი თვე გვჭირ­დე­ბა, პრობ­ლე­მა მთლი­ა­ნად რომ ამოვ­წუ­რო­თო. და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რა გა­ვი­და (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 24 მარტს. - ავტ.) და ვცდი­ლობთ, დარ­ჩე­ნილ ორ კვი­რა­ში ჩა­ვე­ტი­ოთ...

- ბევ­რმა აღ­ნიშ­ნა, რომ ას­ფალ­ტის საფ­რის მალე გა­ფუ­ჭე­ბა მისი უხა­რის­ხო­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.

- არა, ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი. ბოლო 3-4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­გე­ბულ გზებს ბუ­ნებ­რი­ვი მი­ზე­ზე­ბის გამო პრობ­ლე­მა არ შეჰ­ქმნია. სხვა დროს, გზე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი შე­კე­თე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი ხა­რის­ხის ას­ფალ­ტის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ორ­მო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე 5 ორ­გა­ნი­ზა­ცია მუ­შა­ობს. გარ­და ამი­სა, ტენ­დერე­ბი გვაქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. მას­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი კი ას­ფალ­ტის საფ­რის შეც­ვლა­ზე ან ხე­ლახ­ლა და­გე­ბა­ზე იმუ­შა­ვე­ბენ.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ორ კვირაში თბილისში გზების პრობლემა აღარ იქნება?!.

ორ კვირაში თბილისში გზების პრობლემა აღარ იქნება?!.

"გზებს თუ არ მიხედეს, ცოტაც და, შევარდნაძის წლებში დავბრუნდებით... ისეთ დღეშია მანქანა, რომ თვეში ორჯერ "პროფილაქტიკაში" ვართ. საღამოს, სამსახურიდან წამოსული ადამიანები რომ მიაწყდებიან ხოლმე, მთელი ორი საათი ველოდები რიგს, მანქანა რომ შევაკეთო... ისედაც ხომ ვზარალდებით, მანქანები ლამის ნაწილ-ნაწილ იშლება და რამდენიმე საათი სამუშაო დროც გვეკარგება", - შემომჩივლა ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა თამარაშვილის ქუჩის გავლისას...

ამ ქუჩით სიარული ყოველდღე მიწევს და უკმაყოფილო მგზავრების ბუზღუნმა, 9-წლიანი "ჰიტი" - "ასფალტი ვჭამოთ?!." - უკვე გადაფარა...

მძღოლების თქმით, ასფალტი გზებზე ზამთარში ამოიყარა, თუმცა კარგი მდგომარეობა არც შარშან ზაფხულს იყო. რამდენიმე ადგილას, იქ, სადაც ყვავილები იყიდება, გზები წარამარა ფუჭდება, რასაც მძღოლების თქმით, გავარვარებულ ასფალტზე ცივი წყლის დასხმა იწვევს. ასფალტს ჯერ ბზარები უჩნდება, შემდეგ კი - იყრება. გზების გაფუჭება ზამთრის ყინვებმა და გადაუღებელმა წვიმებმაც გამოიწვია...

თბილისის ქუჩებში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ ავტომანქანების მფლობელები. მათი თქმით, თუ პრობლემები უახლოეს ხანებში არ აღმოიფხვრა, შესაძლოა, მათ მერიას დაზიანებული მანქანების კომპენსაცია მოსთხოვონ...

მარიამ ჯაფარიძე, მძღოლი:

- თითქმის ყოველდღე რუსთა­ვი-თბილისის ტრასის გავლა მიწევს და ამ ბოლო დროს, საკმაოდ მძიმე ვითარებაა. ზამთარში, ცუდი ამინდები რომ იყო და გადაუღებლად წვიმდა, უხარისხოდ "დაკერებული" ასფალტი თითქმის ყველგან ამოიყარა, რის გამოც, ზოგან იმხელა ღრმულები გაჩნდა, კარგად რომ ჩაიხედო, ამერიკას ან გრენლანდიას დაინახავ... ამას წინათ ვნახე, ერთი პატარა მანქანა ჩავარდნილა ორმოში, ისეთი ღრმა ორმო იყო, ერთი საბურავი ჩაჭედილი ჰქონდა. ხელით ასწიეს და გვერდზე გადადგეს.

- გზების ასეთი მდგომარეობა რამდენად აზიანებს ავტომანქანას?

- ძალიან აზიანებს. მეც "ჩავარტყი" ორმოში და საბურავის დისკი გაიბზარა... როგორც ხელოსანმა ამიხსნა, ჩემს ავტომანქანას უხარისხო დისკი რომ ჰქონოდა, შესაძლოა, გატეხილიყო. სახელოსნოში მისულს უამრავი ავტომანქანა დამხვდა. იქ მყოფთა უმეტესობას, უგზოობის გამო ჰქონდა მანქანა მოშლილი... რაც გზები გაფუჭდა, ვცდილობ, ისე ვატარო (ალბათ ყველა მძღოლი ასე იქცევა), რომ ორმოს ავარიდო, ზიგზაგებით სიარული მიწევს. ზოგჯერ საპირისპირო ზოლზე გადავსულვარ და ორმაგი ხაზი გადამიკვეთავს, რაც მოზრდილ ჯარიმას ითვალისწინებს ან კიდევ უცებ დამიმუხრუჭებია, ორმოზე უფრო "რბილად" რომ გადამევლო. ამ დროს კი შესაძლოა, უკან მომავალი მანქანა შემომასკდეს. ამ ყველაფერთან ერთად, მანქანაც იმტვრევა, მისი გაკეთება კი იაფი ნამდვილად არ ღირს. ამიტომ ვცდილობ, თავი ავარიდო, რის ფასად - სხვა საქმეა... კარგი იქნება, არსებობდეს კანონი, რომლის თანახმადაც შესაძლებლობა გექნება, უჩივლო იმ უწყებას, ვინც ვალდებულია, გზები შეაკეთოს. მაშინ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდნენ საქმეს, რადგან ავტომანქანის მათი მიზეზით დაზიანების შემთხვევაში, ვალდებული იქნებოდნენ, შეეკეთებინათ...

ირაკლი კაპანაძე, მძღოლი:

- ცენტრალურ ქუჩებზე მიწევს სიარული. ქავთარაძის ქუჩის ბოლოში ვცხოვრობ და საბურთალოს ქუჩაზე ვმუშაობ. ამ ბოლო დროს ისეთ დღეშია გზები, ვცდილობ, ყურადღებით და და­ბალი სიჩქარით ვიარო, მაგრამ მაინც და­ვაზიანე ავტომანქანა. კარტოზიას ქუ­ჩა­ზე ისეთი ორმოა, ოთხი მანქანა ერთმანეთის მიყოლებით ჩავარდა... ვაკეთებთო, მაგ­რამ არ დაადგა საშველი. არადა, იმ დღეს "პროფილაქტიკაში" რომ მივედი, ხელოსანმა მითხრა, - ერთი კვირა და­მიტოვე, თავის მოსაფხანად არ მცალიაო. ისეთი სამსახური მაქვს, მანქანის გარეშე ხელფეხშეკრული ვარ. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს თავის მოქალაქეებზე, პირიქით კი იქცევა და გულგრილი დამოკიდებულებით მაზარალებს...

ლევან ჩალაძე, ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე:

- მესმის მოსახლეო­ბის აღშფოთება, ამი­ტომ პრობლემის მოგ­ვარებაზე ინტენსიუ­რად ვმუშაობთ. კომ­პანიამ, რომელიც ამაზე მუშაობს, ხელშეკ­რუ­ლება მთელ ქალაქზე გააფორმა და ორი კვირის განმავლობაში ყველა პრობლემა ეტაპობრივად უნდა მოაგვაროს. კეთილმოწყობის სამსახურმა შეადგინა ცხრილი, რომლის მიხედვითაც აქცენტი ცხელ წერტილებზე კეთდება. ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც ღრმულებისა და ორმოების პრობლემა იყო, რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ასფალტის ხელახალი საფარი დაიგო... იქ, სადაც სამუშაოები დარჩენილია, ღამე ვმუშაობთ, დღის განმავლობაში საცობი რომ არ წარმოიქმნას და ქალაქში მოძრაობა არ შეფერხდეს.

- პრობლემის მოგვარების ვადა 2 კვირაა?

- მერის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, ნორმალური ამინდების შემთხვევაში, ერთი თვე გვჭირდება, პრობლემა მთლიანად რომ ამოვწუროთო. დაახლოებით ორი კვირა გავიდა (ინტერვიუ ჩაწერილია 24 მარტს. - ავტ.) და ვცდილობთ, დარჩენილ ორ კვირაში ჩავეტიოთ...

- ბევრმა აღნიშნა, რომ ასფალტის საფრის მალე გაფუჭება მისი უხარისხობით იყო გამოწვეული.

- არა, ვერ დავეთანხმები. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში დაგებულ გზებს ბუნებრივი მიზეზების გამო პრობლემა არ შეჰქმნია. სხვა დროს, გზების პერიოდული შეკეთება, ნებისმიერი ხარისხის ასფალტის შემთხვევაში აუცილებელია. ორმოების პრობლემების მოგვარებაზე 5 ორგანიზაცია მუშაობს. გარდა ამისა, ტენდერები გვაქვს გამოცხადებული. მასში გამარჯვებული კომპანიები კი ასფალტის საფრის შეცვლაზე ან ხელახლა დაგებაზე იმუშავებენ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია