Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოგვიტანს სატურნის გადასვლა თევზებში: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
რას მოგვიტანს სატურნის გადასვლა თევზებში: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

7 მარტს აკ­რძალ­ვე­ბი­სა და შე­ზღუდ­ვე­ბის პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი მერ­წყუ­ლი­დან თევ­ზებ­ში გა­და­დის. ვრცე­ლი სტა­ტია ამ ტრან­ზი­ტის შე­სა­ხებ დევს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ. ახლა კი გთა­ვა­ზობთ პროგ­ნოზს, ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თვის, რაც მომ­დევ­ნო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ:

ვერ­ძი

მომ­დევ­ნო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­დე­ბა თქვე­ნი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს ტრანსფორ­მა­ცია. უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეთ სა­კუ­თარ პრი­ო­რი­ტე­ტებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ში, რა არის თქვენ­თვის მთა­ვა­რი. კარ­გი იქ­ნე­ბა, ნე­ბით თუ იძუ­ლე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან. მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ ჯან­მრთე­ლო­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­წუ­ხებთ. ჩა­ი­ტა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის, გა­ჯან­სა­ღე­ბის კურ­სი. უნდა ეცა­დოთ, რომ იყოთ ჯან­მრთე­ლი ფი­ზი­კუ­რად, ფსი­ქი­კუ­რად და გო­ნებ­რი­ვად. მეტი დრო და­უთ­მეთ თქვენს თავს, ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს გაც­ნო­ბას. შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო მო­გი­წი­ოთ გან­მარ­ტო­ე­ბამ, იზო­ლი­რე­ბუ­ლად ყოფ­ნამ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ზო­გი­ერ­თი ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ემ­გზავ­როთ სწავ­ლის, მუ­შა­ო­ბის გამო. ზო­გი­ერთს კი მო­გი­წევთ ახ­ლობ­ლებ­ზე ზრუნ­ვა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მეტ დროს და­უთ­მოთ ქველ­მოქ­მე­დე­ბას, მო­ი­ნა­ხუ­ლებთ წმინ­და ად­გი­ლებს.

კურო

გა­და­ხე­დეთ თქვენს სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, მიზ­ნებ­სა და სურ­ვი­ლებს. სა­ტურ­ნი მო­გა­შო­რებთ ყვე­ლა­ფერ უსარ­გებ­ლოს და და­გი­ტო­ვებთ მხო­ლოდ იმას, რაც წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ, თუ სე­რი­ო­ზუ­ლად და გა­აზ­რე­ბუ­ლად მი­უდ­გე­ბით. ყვე­ლა­ფე­რი არა­რე­ა­ლუ­რი უნდა მო­ი­ცი­ლოთ. წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად უნდა გა­მოხ­ვი­დეთ თქვე­ნი კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან, უნდა შე­იც­ვა­ლოთ და უნდა აუ­წყოთ ფეხი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას. უნდა ის­წავ­ლოთ, უნდა გან­ვი­თარ­დეთ, იმ სფე­რო­შიც კი, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც ხართ. არ უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეთ იმით, რა­საც მი­აღ­წი­ეთ, მუდ­მი­ვად უნდა ვი­თარ­დე­ბო­დეთ. ამას­თან, უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ სტან­დარ­ტე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რის­გან და სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა­ზე უნდა იზ­რუ­ნოთ. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ თა­მა­მი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის, თუ ხვდე­ბით, რომ გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­თხოვს. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მი­ა­ტო­ვოთ საქ­მე და გა­და­წყვი­ტოთ სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი სრუ­ლი­ად სხვა სფე­რო­ში მო­სინ­ჯოთ. მო­გინ­დე­ბათ მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეგ­რძნე­ბა პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­შიც. აღარ მო­გინ­დე­ბათ კონ­ტრო­ლი და ზე­წო­ლა პარტნი­ო­რის მხრი­დან. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, მო­გი­წი­ოთ მეტ­მა მზრუნ­ვე­ლო­ბამ უცხო ბავ­შვე­ბის მი­მართ, და­ი­წყოთ მათ­თან მუ­შა­ო­ბა, გახ­დეთ ნათ­ლია, და­უ­ახ­ლოვ­დეთ გერს ან ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რე­ბელ საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ა­ში მი­ი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ტყუ­პი

ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი უნდა მო­ნა­ხოთ ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ჩა­მო­ყა­ლიბ­დით, რისი მიღ­წე­ვა გსურთ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გან­ვი­თარ­დეთ. უნდა გან­ვი­თარ­დეთ, უნდა და­წი­ნა­ურ­დეთ, უნდა მი­აღ­წი­ოთ წარ­მა­ტე­ბას სო­ცი­უმ­ში. იყა­ვით მე­ტად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და გახ­დით მი­ზან­სწრა­ფუ­ლი, რომ მი­აღ­წი­ოთ ხელ­მძღვა­ნელ პოსტს, წა­მო­ი­წყოთ ბიზ­ნე­სი. სა­ტურ­ნი ხში­რად შე­გახ­სე­ნებთ, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბას მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. თუ ოჯა­ხის შექ­მნა გაქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი, მეტი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გმარ­თებთ პარტნი­ო­რის მი­მართ. მზრუნ­ვე­ლო­ბა უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ ოჯა­ხის წევ­რე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით, ასა­კო­ვა­ნი ნა­თე­სა­ვე­ბის მი­მართ. ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვეტთ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნას, მო­გინ­დე­ბათ ფუ­ლის და­ბან­დე­ბა ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებ­ში, მათ­ში, რო­მე­ლიც ხაზს გა­უს­ვამს თქვენს სტა­ტუსს. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­წყოთ მუ­შა­ო­ბა, ან გახ­ვი­დეთ პენ­სი­ა­ზე, და ამ­გვა­რად შე­იც­ვა­ლოთ სტა­ტუ­სი. სა­ტურ­ნი არ მოგ­ცემთ იოლ გა­მარ­ჯვე­ბებს, მაგ­რამ იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის მიღ­წე­ვა­ზე და მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე. უარ­ყო­ფით ას­პექ­ტში შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა წინსვლა­ში გიშ­ლით ხელს, გთრგუ­ნავთ. არ და­არ­ღვი­ოთ წესი და კა­ნო­ნი.

კირჩხი­ბი

მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ, სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბას. მო­გინ­დე­ბათ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლოთ დიპ­ლო­მის, დი­სერ­ტა­ცი­ის, წიგ­ნის წერა. რა­საც არ უნდა აკე­თებ­დეთ, მე­ტად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლო­ბა და შე­უ­პოვ­რო­ბა. ნუ გგო­ნი­ათ, რომ იო­ლად მი­ი­ღებთ ყვე­ლა­ფერს: მკაც­რი ლექ­ტო­რე­ბი შეგ­ხვდე­ბათ, ბევ­რი სა­მუ­შაო გექ­ნე­ბათ ან შე­იძ­ლე­ბა სწავ­ლა ღირ­დეს ძვი­რი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა მო­გინ­დეთ უცხო­ეთ­ში ან სუ­ლაც უცხო ენის შეს­წავ­ლა. თუ სკო­ლის პე­და­გო­გი იყა­ვით, ახლა შე­იძ­ლე­ბა ლექ­ცი­ე­ბის წა­კი­თხვამ მო­გი­წი­ოთ. მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ უცხო­ეთ­ში გა­სამ­გზავ­რებ­ლად. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა უცხო­ელ­ზე და­ქორ­წინ­დეთ. თუ იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი გაქვთ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი, იყა­ვით მე­ტად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, და­ი­ცა­ვით თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი. არ გა­არ­თუ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვებ­თან.

ლომი

მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ფი­ნან­სებს, უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას. თუ ადრე ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბა გე­პა­ტი­ე­ბო­დათ, ახლა შე­იძ­ლე­ბა უფრო მკაც­რად მოგ­თხო­ვონ. უნდა გა­და­ი­ხა­დოთ ვა­ლე­ბი, იპო­თე­კა. თუ ადრე სხვის ხარ­ჯზე ცხოვ­რობ­დით (მშობ­ლე­ბის, სა­ხელ­მწი­ფოს, მე­უღ­ლის) ახლა თა­ვად მო­გინ­დე­ბათ მუ­შა­ო­ბა. მო­გი­წევთ სა­მემ­კვიდ­რეო, ალი­მენ­ტის სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ. და­ი­ცა­ვით ბა­ლან­სი იმას შო­რის რა­საც იღებთ და რა­საც გას­ცემთ. მოხ­დე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა, ცვლი­ლე­ბე­ბი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რის შემ­დე­გაც მოხ­დე­ბა პი­როვ­ნუ­ლი ძი­რე­უ­ლი ტრანსფორ­მა­ცია. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­ა­კონ­ტრო­ლებთ თქვენს ხარჯს, გა­მო­ნა­ხავთ შე­მო­სა­ვა­ლის ახალ ან და­მა­ტე­ბით წყა­როს.

ქალ­წუ­ლი

მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ გარ­შე­მო მყო­ფე­ბი გზღუ­და­ვენ, ზე­წო­ლას გა­ნიც­დით მათ­გან. იყა­ვით მე­ტად პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი სა­კუ­თა­რი თა­ვის და პარტნი­ო­რე­ბის მი­მართ. რა­საც არ უნდა აკე­თებ­დეთ იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი. და­ი­სა­ხეთ კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბი და იყა­ვით შრო­მის­მოყ­ვა­რე. ვერ გე­ტყვით, რომ იო­ლად მი­აღ­წევთ სა­სურ­ველს. შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ სირ­თუ­ლე­ე­ბის, შე­ზღუდ­ვე­ბის გა­და­ლახ­ვამ, რომ მიზ­ნე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. თუ მარ­ტო­ხე­ლა ხართ შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დეს ასა­კით უფ­რო­სი პარტნი­ო­რი ან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ა­ფორ­მოთ გა­მოც­დილ, სე­რი­ო­ზულ პი­როვ­ნე­ბას­თან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოთ პარტნი­ო­რის მხრი­დან ზე­წო­ლა, შე­ზღუდ­ვა. ან შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ შე­გე­ზღუ­დოთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ნუ გა­და­აბ­რა­ლებთ სხვას მომ­ხდარს, პა­სუ­ხის უნდა აგოთ ყვე­ლა­ფერ იმა­ზე, რაც ხდე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან კონ­კუ­რენ­ტე­ბი და მო­გი­წევთ მეტი ძა­ლის­ხმე­ვა, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­მარ­ჯვე­ბა. შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეთ მე­ო­რე შვი­ლი და ამის გამო მო­გე­მა­ტოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, შე­გე­ზღუ­დოთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში გა­ფორ­მე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბა გრძნო­ბებ­ზე კი არა უფრო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე, ან­გა­რე­ბა­ზე იქ­ნე­ბა დამ­ყა­რე­ბუ­ლი.

გაგ­რძე­ლე­ბა იქ­ნე­ბა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

რას მოგვიტანს სატურნის გადასვლა თევზებში: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

რას მოგვიტანს სატურნის გადასვლა თევზებში: პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

7 მარტს აკრძალვებისა და შეზღუდვების პლანეტა სატურნი მერწყულიდან თევზებში გადადის. ვრცელი სტატია ამ ტრანზიტის შესახებ დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ახლა კი გთავაზობთ პროგნოზს, ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რაც მომდევნო 3 წლის განმავლობაში უნდა გაითვალისწინოთ:

ვერძი

მომდევნო 3 წლის განმავლობაში მოხდება თქვენი შინაგანი სამყაროს ტრანსფორმაცია. უნდა ჩამოყალიბდეთ საკუთარ პრიორიტეტებსა და ღირებულებებში, რა არის თქვენთვის მთავარი. კარგი იქნება, ნებით თუ იძულებით გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან. მეტი დრო უნდა დაუთმოთ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით, თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ. ჩაიტარეთ მკურნალობის, გაჯანსაღების კურსი. უნდა ეცადოთ, რომ იყოთ ჯანმრთელი ფიზიკურად, ფსიქიკურად და გონებრივად. მეტი დრო დაუთმეთ თქვენს თავს, შინაგანი სამყაროს გაცნობას. შეიძლება გარკვეული მიზეზების გამო მოგიწიოთ განმარტოებამ, იზოლირებულად ყოფნამ. გამორიცხული არაა, ზოგიერთი ემიგრაციაში გაემგზავროთ სწავლის, მუშაობის გამო. ზოგიერთს კი მოგიწევთ ახლობლებზე ზრუნვა. კარგი იქნება, თუ მეტ დროს დაუთმოთ ქველმოქმედებას, მოინახულებთ წმინდა ადგილებს.

კურო

გადახედეთ თქვენს სამომავლო გეგმებს, მიზნებსა და სურვილებს. სატურნი მოგაშორებთ ყველაფერ უსარგებლოს და დაგიტოვებთ მხოლოდ იმას, რაც წარმატებას მოგიტანთ, თუ სერიოზულად და გააზრებულად მიუდგებით. ყველაფერი არარეალური უნდა მოიცილოთ. წარმატების მისაღწევად უნდა გამოხვიდეთ თქვენი კომფორტის ზონიდან, უნდა შეიცვალოთ და უნდა აუწყოთ ფეხი თანამედროვეობას. უნდა ისწავლოთ, უნდა განვითარდეთ, იმ სფეროშიც კი, რომლის წარმომადგენელიც ხართ. არ უნდა დაკმაყოფილდეთ იმით, რასაც მიაღწიეთ, მუდმივად უნდა ვითარდებოდეთ. ამასთან, უნდა გათავისუფლდეთ სტანდარტებისა და საზოგადოების აზრისგან და საკუთარი თავის რეალიზებაზე უნდა იზრუნოთ. ნუ შეგეშინდებათ თამამი ნაბიჯების გადადგმის, თუ ხვდებით, რომ გამარჯვება მოითხოვს. ზოგიერთმა შეიძლება მიატოვოთ საქმე და გადაწყვიტოთ საკუთარი ძალები სრულიად სხვა სფეროში მოსინჯოთ. მოგინდებათ მეტი თავისუფლების შეგრძნება პირად ურთიერთობებშიც. აღარ მოგინდებათ კონტროლი და ზეწოლა პარტნიორის მხრიდან. გამორიცხული არაა, მოგიწიოთ მეტმა მზრუნველობამ უცხო ბავშვების მიმართ, დაიწყოთ მათთან მუშაობა, გახდეთ ნათლია, დაუახლოვდეთ გერს ან ბავშვების დასახმარებელ საქველმოქმედო აქციაში მიიღოთ მონაწილეობა.

ტყუპი

ღირსეული ადგილი უნდა მონახოთ ამ საზოგადოებაში. ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ. უნდა განვითარდეთ, უნდა დაწინაურდეთ, უნდა მიაღწიოთ წარმატებას სოციუმში. იყავით მეტად დაკვირვებული და გახდით მიზანსწრაფული, რომ მიაღწიოთ ხელმძღვანელ პოსტს, წამოიწყოთ ბიზნესი. სატურნი ხშირად შეგახსენებთ, რომ თანამდებობას მეტი პასუხისმგებლობა და დაკვირვებულობა სჭირდება. თუ ოჯახის შექმნა გაქვთ გადაწყვეტილი, მეტი სერიოზულობა და ვალდებულება გმართებთ პარტნიორის მიმართ. მზრუნველობა უნდა გამოავლინოთ ოჯახის წევრების, განსაკუთრებით, ასაკოვანი ნათესავების მიმართ. ზოგიერთი გადაწყვეტთ უძრავი ქონების შეძენას, მოგინდებათ ფულის დაბანდება ძვირად ღირებულ ნივთებში, მათში, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს სტატუსს. ზოგიერთმა შეიძლება სწორედ ამ პერიოდში დაიწყოთ მუშაობა, ან გახვიდეთ პენსიაზე, და ამგვარად შეიცვალოთ სტატუსი. სატურნი არ მოგცემთ იოლ გამარჯვებებს, მაგრამ იყავით მომართული გამარჯვების მიღწევაზე და მის შენარჩუნებაზე. უარყოფით ასპექტში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ხელმძღვანელობა წინსვლაში გიშლით ხელს, გთრგუნავთ. არ დაარღვიოთ წესი და კანონი.

კირჩხიბი

მეტი დრო უნდა დაუთმოთ ინტელექტუალურ, სამეცნიერო საქმიანობას. მოგინდებათ უმაღლესი განათლების მიღება, კვალიფიკაციის ამაღლება. შეიძლება დაასრულოთ დიპლომის, დისერტაციის, წიგნის წერა. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მეტად უნდა გამოავლინოთ მიზანმიმართულობა და შეუპოვრობა. ნუ გგონიათ, რომ იოლად მიიღებთ ყველაფერს: მკაცრი ლექტორები შეგხვდებათ, ბევრი სამუშაო გექნებათ ან შეიძლება სწავლა ღირდეს ძვირი. გამორიცხული არაა, სწავლის გაგრძელება მოგინდეთ უცხოეთში ან სულაც უცხო ენის შესწავლა. თუ სკოლის პედაგოგი იყავით, ახლა შეიძლება ლექციების წაკითხვამ მოგიწიოთ. მეტი დაკვირვება გმართებთ უცხოეთში გასამგზავრებლად. ზოგიერთი შეიძლება უცხოელზე დაქორწინდეთ. თუ იურიდიული საკითხები გაქვთ მოსაგვარებელი, იყავით მეტად დაკვირვებული, დაიცავით თქვენი უფლებები. არ გაართულოთ დამოკიდებულება მეუღლის ნათესავებთან.

ლომი

მეტი ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს, უსაფრთხოების დაცვას. თუ ადრე ფინანსური ვალდებულებების გადაუხდელობა გეპატიებოდათ, ახლა შეიძლება უფრო მკაცრად მოგთხოვონ. უნდა გადაიხადოთ ვალები, იპოთეკა. თუ ადრე სხვის ხარჯზე ცხოვრობდით (მშობლების, სახელმწიფოს, მეუღლის) ახლა თავად მოგინდებათ მუშაობა. მოგიწევთ სამემკვიდრეო, ალიმენტის საკითხების მოგვარება და მეტი დაკვირვება გმართებთ. დაიცავით ბალანსი იმას შორის რასაც იღებთ და რასაც გასცემთ. მოხდება ღირებულებების გადაფასება, ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში, რის შემდეგაც მოხდება პიროვნული ძირეული ტრანსფორმაცია. კარგი იქნება, თუ გააკონტროლებთ თქვენს ხარჯს, გამონახავთ შემოსავალის ახალ ან დამატებით წყაროს.

ქალწული

მოგეჩვენებათ, რომ გარშემო მყოფები გზღუდავენ, ზეწოლას განიცდით მათგან. იყავით მეტად პასუხისმგებლიანი საკუთარი თავის და პარტნიორების მიმართ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ იყავით მიზანმიმართული, პასუხისმგებლიანი. დაისახეთ კონკრეტული მიზნები და იყავით შრომისმოყვარე. ვერ გეტყვით, რომ იოლად მიაღწევთ სასურველს. შეიძლება მოგიწიოთ სირთულეების, შეზღუდვების გადალახვამ, რომ მიზნები განახორციელოთ. თუ მარტოხელა ხართ შეიძლება მოვიდეს ასაკით უფროსი პარტნიორი ან საქმიანი ურთიერთობა გააფორმოთ გამოცდილ, სერიოზულ პიროვნებასთან. ზოგიერთმა შეიძლება იგრძნოთ პარტნიორის მხრიდან ზეწოლა, შეზღუდვა. ან შეიძლება ქორწინების შემდეგ შეგეზღუდოთ თავისუფლება. ნუ გადააბრალებთ სხვას მომხდარს, პასუხის უნდა აგოთ ყველაფერ იმაზე, რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში. გააქტიურდებიან კონკურენტები და მოგიწევთ მეტი ძალისხმევა, რომ შეინარჩუნოთ მდგომარეობა, გამარჯვება. შეიძლება გაგიჩნდეთ მეორე შვილი და ამის გამო მოგემატოთ პასუხისმგებლობა, ვალდებულებები, შეგეზღუდოთ თავისუფლება. ამ პერიოდში გაფორმებული ქორწინება გრძნობებზე კი არა უფრო ვალდებულებებზე, ანგარებაზე იქნება დამყარებული.

გაგრძელება იქნება...