მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

16

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 20:32-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 20:49-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2022 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: ვინ დაწყვილდება და ვის ელის განქორწინება?
2022 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: ვინ დაწყვილდება და ვის ელის განქორწინება?

სა­სიყ­ვა­რუ­ლო ას­ტრო­ლო­გია ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი თე­მაა და სა­ინ­ტე­რე­სოა, ვის ელის 2022 წელს ქორ­წი­ნე­ბა ან გან­ქორ­წი­ნე­ბა, ვინ შეხ­ვდე­ბა ერ­თა­დერ­თსა და გა­ნუ­მე­ო­რე­ბელს და ვის ელის რო­მან­ტი­კა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. 2022 წლის სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა ნიშ­ნის­თვის.

ვერ­ძი

წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, თუ ეგო­იზმსა და სი­ჯი­უ­ტეს და­ა­მარ­ცხებთ, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ჰარ­მო­ნია და­ი­სად­გუ­რებს. ახალ და უკვე არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მე­ტად მო­გე­თხო­ვე­ბათ კომ­პრო­მი­სი. 2022 წლის ნო­ემ­ბრი­დან თქვე­ნი მარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მარ­სი რეტ­როგ­რა­დუ­ლი გახ­დე­ბა და სა­სურ­ვე­ლია, ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბა ამ პე­რი­ო­დის­თვის მოგ­ვა­რე­ბუ­ლი გქონ­დეთ. ბედ­ნი­ე­რი კავ­ში­რის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი გახ­დე­ბა ნდო­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ურ­თი­ერ­თო­ბა გახ­დე­ბა ნაკ­ლებ პერ­სპექ­ტი­უ­ლი და უინ­ტე­რე­სო. მარ­ტო­ხე­ლე­ბი მო­ე­რი­დეთ ცბი­ერ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქტს. არ აპა­ტი­ოთ მას ტყუ­ი­ლი. ამას­თან, გირ­ჩევთ, გა­და­ა­მოწ­მოთ მას­ზე ინ­ფორ­მა­ცია და ისიც, რას გე­უბ­ნე­ბათ. ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა ქორ­წი­ნე­ბა, როცა ვე­ნე­რა ვერ­ძში იქ­ნე­ბა 2-27 მა­ი­სის პე­რი­ოდ­ში. რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარ­სი იქ­ნე­ბა ტყუპ­ში და მხო­ლოდ თქვენ შეძ­ლებთ სი­ტუ­ა­ცი­ის გო­ნივ­რუ­ლად მარ­თვას. ამ პე­რი­ოდ­ში ნუ მი­ი­ღებთ კარ­დი­ნა­ლურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. ნუ და­ი­წყებთ ახალ ურ­თი­ერ­თო­ბას ან ნუ გა­და­წყვეტთ და­შო­რე­ბას. ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­ე­ფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა.

კურო

თქვე­ნი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა და­გეხ­მა­რე­ბათ პი­რად ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბა­ში. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით. გან­სა­კუთ­რე­ბით 28 მა­ი­სი­დან, როცა ვე­ნე­რა თქვენს ნი­შან­ში გად­მო­ვა. 22 ივ­ლი­სამ­დე გა­აქ­ტი­ურ­დით ფლირ­ტის, რო­მა­ნე­ბი­სა და სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­დას­ვა­ლე­ბის­თვის. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა და­ახ­ლოვ­დეთ ერ­თმა­ნეთ­თან სუ­ლი­ე­რა­დაც და ფი­ზი­კუ­რა­დაც. უქ­მე­ებ­ზე მა­ინც გან­მარ­ტოვ­დით მშვიდ და რო­მან­ტი­კულ ად­გი­ლას. ერ­თად დას­ვე­ნე­ბა და მოგ­ზა­უ­რო­ბა კი­დევ უფრო შე­გა­კავ­ში­რებთ.

ტყუ­პი

2022 წლის აპ­რი­ლი, ივ­ნი­სი და ივ­ლი­სი სა­უ­კე­თე­სოა ნაც­ნო­ბო­ბი­სა და სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლის­თვის. მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა სე­რი­ო­ზულ თხის რქას, ორი­გი­ნა­ლურ მერ­წყულს და რო­მან­ტი­კულ თევ­ზებს. თქვე­ნი მე­წყვი­ლე შე­იძ­ლე­ბა იყოს შე­მოქ­მე­დი­თი ნა­ტუ­რა, სა­ინ­ტე­რე­სო ჰო­ბის მფლო­ბე­ლი ან უგ­ზო­უკვლოდ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა. 21 აგ­ვის­ტო­დან ტყუპს მარ­სი ეს­ტუმ­რე­ბა და მო­ი­მა­ტებს სწრა­ფი ნაც­ნო­ბო­ბა, სპონ­ტა­ნუ­რი ქორ­წი­ნე­ბა, მაგ­რამ კავ­ში­რი ხან­გრძლი­ვი არ იქ­ნე­ბა. თუ ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი და მყა­რი ქორ­წი­ნე­ბა გსურთ, წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში და­წყვილ­დით.

კირჩხი­ბი

მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სიყ­ვა­რუ­ლით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით. არ გე­მუქ­რე­ბათ არც მარ­ტო­ო­ბა და არც იმედ­გაც­რუ­ე­ბა. ახალ სა­სიყ­ვა­რულ პარტნი­ო­რებს მარ­ტი­ვად გა­იც­ნობთ და და­უ­ახ­ლოვ­დე­ბით. ხოლო თუ მო­ინ­დო­მებთ, ურ­თი­ერ­თო­ბას სე­რი­ო­ზულ­სა და ხან­გრძლივს გახ­დით. გა­იც­ნობთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც თქვენს ყვე­ლა კრი­ტე­რი­ულს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ხოლო თუ ვნე­ბა, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გსურთ, 2022 წელს, ცე­ცხლის წარ­მო­მად­გენ­ლებს და­უ­კავ­ში­რეთ ბედი. უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გამო არ შე­გექ­მნათ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი სამ­სა­ხურ­ში ან ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი. მო­ე­რი­დეთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რის გამო ფუ­ლის და­ბან­დე­ბას მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მის­თვის ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას. 18 ივ­ლი­სი­დან 19 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით ვე­ნე­რა - სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ნე­ტა კირჩხიბ­ში იქ­ნე­ბა და ეს სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ქორ­წი­ნე­ბის­თვის. ვარ­სკვლა­ვე­ბი რო­მან­ტი­კულ ნაც­ნო­ბო­ბას და პა­ემ­ნებს გიმ­ზა­დე­ბენ. ამ პე­რი­ოდ­ში­ვე გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

ლომი

პლუ­ტო­ნი­სა და მზის ას­პექ­ტი თავ­ბრუ­დამ­ხვევ თავ­გა­და­სა­ვალს გპირ­დე­ბათ. სა­ი­დუ­ლო­ე­ბე­ბით მო­ცუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­გი­ზი­და­ვენ ან შე­იძ­ლე­ბა, ვნე­ბი­ა­ნი რო­მა­ნის რე­ჟი­სო­რი თა­ვად გახ­დეთ. გირ­ჩევთ, ვნე­ბის მო­რევ­ში თა­ვით არ გა­და­ეშ­ვათ და არ და­კარ­გოთ კავ­ში­რი რე­ა­ლო­ბას­თან. თუმ­ცა, არც უფრო სიმ­პა­თი­ურ ადა­მი­ან­თან გექ­ნე­ბათ რო­მა­ნი, მით მეტ კონ­კუ­რენ­ტთან მო­გი­წევთ გამ­კლა­ვე­ბა. ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და თქვე­ნი მბრძა­ნებ­ლუ­რი ტონი კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. მცი­რე უსი­ა­მოვ­ნე­ბა და და­ძა­ბუ­ლო­ბა და­შო­რე­ბამ­დე მი­გიყ­ვანთ. სა­ბე­დის­წე­რო ურ­თი­ერ­თო­ბა გე­ლით წყლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. გან­სა­კუთ­რე­ბით, აპ­რილ­ში, ივ­ლის­ში და ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში. სუ­ლი­ე­რი მღელ­ვა­რე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნოც იქ­ნე­ბა და უსი­ა­მოვ­ნოც. თუ მცი­რე უსი­ა­მოვ­ნე­ბებს გა­და­ლა­ხავთ, თქვე­ნი კავ­ში­რი მყა­რი იქ­ნე­ბა. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა 11 აგ­ვის­ტო­დან 4 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, როცა ვე­ნე­რა თქვენს ნი­შანს ეს­ტუმ­რე­ბა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი მდიდ­რულ და თე­ატ­რა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­საც გა­მარ­თავთ.

ქალ­წუ­ლი

მარ­ტო­ხე­ლებს გე­ლით შეხ­ვედ­რა ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა თქვენ­გან ხა­სი­ა­თით, ტემ­პე­რა­მენ­ტით; აქვს მდი­და­რი ფან­ტა­ზია და არის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ თქვე­ნი ახა­ლი პარტნი­ო­რი ცე­ცხლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყოს. მის გვერ­დით ყოფ­ნას თუ გა­და­წყვეტთ, უნდა და­ა­ფა­სოთ და აპა­ტი­ოთ მცი­რე სი­სუს­ტე­ე­ბი. იყა­ვით გა­აზ­რე­ბუ­ლი და და­ა­რე­გუ­ლი­რეთ სიყ­ვა­რუ­ლი და სამ­სა­ხუ­რი, ოჯა­ხი და კა­რი­ე­რა. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ახა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლის გამო სარ­ფი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე თქვათ უარი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით მი­ი­ღეთ. ნუ ენ­დო­ბით გარ­შე­მო მყო­ფე­ბის რჩე­ვებს. რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში. მათ შო­რის პრო­ფე­სი­ულ წრე­ებ­ში. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბით 5-28 სექ­ტემ­ბრის პე­რი­ოდ­ში.

სას­წო­რი

წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბას მი­ი­პყრობთ და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბას მი­იქ­ცევთ. 11-23 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბით, სწო­რედ ამ დროს ეს­ტუმ­რე­ბა თქვენს ნი­შანს ვე­ნე­რაც და მერ­კუ­რიც. იქ­ნე­ბით. ეს სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია, რომ მარ­ტო­ხე­ლებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­დად­გათ. ხში­რად და­ეს­წა­რით წვე­უ­ლე­ბებს და ნურც გაც­ნო­ბის სა­იტ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბა­ზე იტყვით უარს. 2022 წელი სა­უ­კე­თე­სოა ბუ­დის შექ­მნის, ბავ­შვის გა­ჩე­ნის­თვის. ზო­გი­ერ­თი ახა­ლი ბი­ნის შე­ძე­ნას გა­და­წყვეტს. 29 სექ­ტემ­ბრი­დან 22 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით მო­ა­წყვეთ დიდი ოჯა­ხუ­რი წვე­უ­ლე­ბა. აგ­რეთ­ვე კარ­გი პე­რი­ო­დია ქორ­წი­ნე­ბის­თვის, ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყე­ბად. დი­ნა­მი­კუ­რი და ვნე­ბი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გე­ლით ჰა­ე­რის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. მო­ე­რი­დეთ კონ­ფლიქ­ტებს თე­ბერ­ვალ­სა და დე­კემ­ბერ­ში. გან­ქორ­წი­ნე­ბა ქო­ნე­ბის გა­ყო­ფით დიდ უსი­ა­მოვ­ნე­ბას მო­გი­ტანთ.

მო­რი­ე­ლი

პირ­ველ რიგ­ში უნდა გა­იხ­სე­ნოთ ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სოთ ისი­ნი. გა­ა­ნა­ლი­ზეთ წარ­სუ­ლი, შე­ა­ფა­სეთ თქვე­ნი ქმე­დე­ბე­ბი ობი­ექ­ტუ­რად. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ნა­ახ­ლოთ ყო­ფილ­თან, თუ გრძნო­ბე­ბი ისევ "ცო­ცხა­ლია". აპ­რი­ლი­დან ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით რეტ­როგ­რა­დუ­ლი პლუ­ტო­ნი თხის რქა­ში იქ­ნე­ბა და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, აღად­გი­ნოთ ის, რაც და­კარ­გუ­ლი გე­გო­ნათ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი მო­ე­რი­დეთ კონ­ფლიქტს, იზ­რუ­ნეთ წყვილ­ში ჰარ­მო­ნი­ი­სა და ნდო­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე. არ გირ­ჩევთ პარტნი­ორ­ზე ბა­ტო­ნო­ბის უფ­ლე­ბას. რეტ­როგ­რა­დუ­ლი პლუ­ტო­ნის დრო გა­მო­ი­ყე­ნეთ პი­რა­დი ტრანსფორ­მა­ცი­ის­თვის. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ნო­ლი­დან აღად­გი­ნოთ ყვე­ლა­ფე­რი. ინი­ცი­ა­ტი­ვა და სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უ­ბა­რი და­გეხ­მა­რე­ბათ კა­რი­ე­რა­ში მწვერ­ვა­ლე­ბის და­პყრო­ბა­ში. ვნე­ბი­ა­ნო­ბა და სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა მო­ი­მა­ტებს 23 ოქ­ტომ­ბრი­დან 15 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით, როცა სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა თქვენს ნი­შან­ში იქ­ნე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ფლირ­ტი, პა­ემ­ნე­ბი, სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სა­ვა­ლი. ქორ­წი­ნე­ბა ამ პე­რი­ოდ­ში ვნე­ბა­სა და ნდო­ბა­ზე იქ­ნე­ბა დამ­ყა­რე­ბუ­ლი.

მშვილ­დო­სა­ნი

მო­უ­ლოდ­ნე­ლი ნაც­ნო­ბო­ბა შე­იძ­ლე­ბა სა­ბე­დის­წე­რო­ში გა­და­ი­ზარ­დოს. გან­სა­კუთ­რე­ბით წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში. ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ერთი ნახ­ვით შე­გიყ­ვარ­დეთ. რო­მა­ნი კი გახ­დეს ლა­მა­ზი, რო­მან­ტი­კუ­ლი. რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რა გე­ლით წყლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ან იქ, სა­დაც წყლის დიდი ენერ­გი­აა (აუზი, სა­ნა­პი­რო, პლა­ჟი). თუ უკვე გყავთ მე­წყვი­ლე, მე­ტად და­ა­ფა­სეთ და გა­ა­ნე­ბივ­რეთ იგი. ნუ აწყე­ნი­ნებთ მას 28 ივ­ლი­სი­დან 24 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით, როცა "დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის" პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი, - თქვე­ნი მმარ­თვე­ლი რეტ­როგ­რა­დულ იქ­ნე­ბა ვერ­ძში. ამ პე­რი­ოდ­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კონ­ფლიქ­ტე­ბი და გა­უ­გებ­რო­ბე­ბი. თქვე­ნი კრი­ტი­კუ­ლი და მკვეთ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი მომ­წამ­ვლე­ლი შხა­მი­ვით მოქ­მე­დებს თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­ზე. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა სა­ბო­ლო­ოდ და­შორ­დეთ ერ­თმა­ნეთს.

თხის რქა

თქვე­ნი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა - სა­ტურ­ნი მო­ი­თხოვს თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სე­რი­ო­ზუ­ლე­ბას და ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბას. სა­ტურ­ნის ტრან­ზი­ტი მერ­წყულ­ში დიდხ­ნი­ან ოჯა­ხურ კავ­ში­რებ­საც კი გა­მოც­დის სან­დო­ო­ბა­ზე. ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს: ეგო­იზ­მი, ტყუ­ი­ლი ან ღა­ლა­ტი. 5 ივ­ლი­სი­დან 23 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით სა­ინ­ტე­რე­სო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გამ­ჟღავ­ნდეს თქვენ­ზე. მარ­ტო­ხე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია გრძნო­ბე­ბის აფეთ­ქე­ბა და ფლირ­ტი. გარ­და ამი­სა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია შეხ­ვედ­რა ყო­ფილ­თან და ძვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის აღ­დგე­ნა. არ გირ­ჩევთ პრობ­ლე­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნას. თუ ადა­მი­ანს მავ­ნე თვი­სე­ბე­ბი აქვს, მის გა­მოს­წო­რე­ბას ვერ შეძ­ლებთ. რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით მა­ის­ში, ივ­ნის­სა და დე­კემ­ბერ­ში, სა­სურ­ველ კან­დი­დატს შეხ­ვდე­ბით ამ პე­რი­ოდ­ში გახ­ში­რე­ბულ სე­მი­ნა­რებ­ზე, პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ზე, მივ­ლი­ნე­ბის დროს, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე, სწავ­ლი­სა და ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბის დროს.

მერ­წყუ­ლი

2022 წელს ზედ­მი­წევ­ნით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უნდა იყოთ პარტნი­ო­რის არ­ჩე­ვი­სას. ეს ეხე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო და საქ­მი­ან პარტნი­ორ­საც. ნუ და­უ­კავ­ში­რებთ ბედს სა­ეჭ­ვო და პრობ­ლე­მურ ადა­მი­ა­ნებს. აგ­რეთ­ვე მათ, ვი­საც აქვს ვა­ლე­ბი და ნა­სა­მარ­თლე­ო­ბა. არც და­ქორ­წი­ნე­ბულ ადა­მი­ან­თან რო­მა­ნი მო­გი­ტანთ ბედ­ნი­ე­რე­ბას. გა­ზა­ფხულ­ზე ვე­ნე­რა მერ­წყულ­სა და თევ­ზებ­ში იქ­ნე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მო­ი­მა­ტებს რო­მან­ტი­კუ­ლო­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა. ზო­გის­თვის შეხ­ვედ­რა შე­იძ­ლე­ბა მის­ტი­კუ­რი იყოს. სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით სას­წორ­თან, თხის რქას­თან ან თევ­ზებ­თან. თა­ვად შეხ­ვედ­რა მო­სა­ლოდ­ნე­ლია ან ლა­მაზ ად­გი­ლას, ან სიყ­ვა­რუ­ლის დღე­სას­წა­უ­ლის დროს (მაგ., მე­გობ­რის, ნა­თე­სა­ვის ქორ­წი­ლი).

თევ­ზე­ბი

მო­ე­რი­დეთ ინ­ფან­ტი­ლურ და ეგო­ისტ ადა­მი­ა­ნებ­თან და­წყვი­ლე­ბას. აგ­რეთ­ვე მათ­თან, ვი­საც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში 28 ივ­ლი­სი­დან 4 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით მო­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ბუნ­დოვ­ნე­ბა, რად­გან ამ პე­რი­ოდ­ში თევ­ზე­ბის მმარ­თვე­ლი ნეპ­ტუ­ნი რეტ­როგ­რა­დუ­ლი იქ­ნე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში უსი­ა­მოვ­ნე­ბებ­ში რომ არ გა­ეხ­ვი­ოთ და პარტნი­ო­რი უკეთ და­ი­ნა­ხოთ, მო­იხ­სე­ნით "ვარ­დის­ფე­რი სათ­ვა­ლე", მო­ე­რი­დეთ იდე­ა­ლიზმს სიყ­ვა­რულ­ში. ამ პე­რი­ოდ­ში არ გირ­ჩევთ ქორ­წი­ნე­ბას, ის არ იქ­ნე­ბა ხან­გრძლი­ვი, თუ პარტნი­ო­რი თქვენ­ზე 12 წლით უფ­რო­სი არაა. ბედ­ნი­ე­რი კავ­ში­რის შე­საქ­მნე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ პე­რი­ო­დი 5 აპ­რი­ლი­დან პირ­ვე­ლი მა­ი­სის ჩათ­ვლით, როცა ვე­ნე­რა თევ­ზებ­ში იქ­ნე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში სიყ­ვა­რუ­ლით ტკბო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლო­დე­ბათ; შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს კი - ბედ­ნი­ე­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა. კავ­ში­რი იქ­ნე­ბა მყა­რი და ვნე­ბი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი - ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს!
ავტორი:

2022 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: ვინ დაწყვილდება და ვის ელის განქორწინება?

2022 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: ვინ დაწყვილდება და ვის ელის განქორწინება?

სასიყვარულო ასტროლოგია ყველაზე პოპულარული თემაა და საინტერესოა, ვის ელის 2022 წელს ქორწინება ან განქორწინება, ვინ შეხვდება ერთადერთსა და განუმეორებელს და ვის ელის რომანტიკა მთელი წლის განმავლობაში. 2022 წლის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

ვერძი

წლის პირველ ნახევარში, თუ ეგოიზმსა და სიჯიუტეს დაამარცხებთ, პირად ცხოვრებაში ჰარმონია დაისადგურებს. ახალ და უკვე არსებულ ურთიერთობაში მეტად მოგეთხოვებათ კომპრომისი. 2022 წლის ნოემბრიდან თქვენი მართველი პლანეტა მარსი რეტროგრადული გახდება და სასურველია, ყველა უსიამოვნება ამ პერიოდისთვის მოგვარებული გქონდეთ. ბედნიერი კავშირის მთავარი ფაქტორი გახდება ნდობა. წინააღმდეგ სიტუაციაში ურთიერთობა გახდება ნაკლებ პერსპექტიული და უინტერესო. მარტოხელები მოერიდეთ ცბიერ ადამიანებთან კონტაქტს. არ აპატიოთ მას ტყუილი. ამასთან, გირჩევთ, გადაამოწმოთ მასზე ინფორმაცია და ისიც, რას გეუბნებათ. ბედნიერების მომტანი იქნება ქორწინება, როცა ვენერა ვერძში იქნება 2-27 მაისის პერიოდში. რეტროგრადული მარსი იქნება ტყუპში და მხოლოდ თქვენ შეძლებთ სიტუაციის გონივრულად მართვას. ამ პერიოდში ნუ მიიღებთ კარდინალურ გადაწყვეტილებებს. ნუ დაიწყებთ ახალ ურთიერთობას ან ნუ გადაწყვეტთ დაშორებას. ნებისმიერი გადაწყვეტილება არაეფექტური იქნება.

კურო

თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა დაგეხმარებათ პირად ცხოვრების მოწყობაში. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. განსაკუთრებით 28 მაისიდან, როცა ვენერა თქვენს ნიშანში გადმოვა. 22 ივლისამდე გააქტიურდით ფლირტის, რომანებისა და სასიყვარულო თავგადასვალებისთვის. დაქორწინებულები მაქსიმალურად უნდა დაახლოვდეთ ერთმანეთთან სულიერადაც და ფიზიკურადაც. უქმეებზე მაინც განმარტოვდით მშვიდ და რომანტიკულ ადგილას. ერთად დასვენება და მოგზაურობა კიდევ უფრო შეგაკავშირებთ.

ტყუპი

2022 წლის აპრილი, ივნისი და ივლისი საუკეთესოა ნაცნობობისა და სასიყვარულო თავგადასავლისთვის. მიაქციეთ ყურადღება სერიოზულ თხის რქას, ორიგინალურ მერწყულს და რომანტიკულ თევზებს. თქვენი მეწყვილე შეიძლება იყოს შემოქმედითი ნატურა, საინტერესო ჰობის მფლობელი ან უგზოუკვლოდ განათლებული პიროვნება. 21 აგვისტოდან ტყუპს მარსი ესტუმრება და მოიმატებს სწრაფი ნაცნობობა, სპონტანური ქორწინება, მაგრამ კავშირი ხანგრძლივი არ იქნება. თუ ბედნიერი ოჯახი და მყარი ქორწინება გსურთ, წლის პირველ ნახევარში დაწყვილდით.

კირჩხიბი

მთელი წლის განმავლობაში სიყვარულით განებივრებული იქნებით. არ გემუქრებათ არც მარტოობა და არც იმედგაცრუება. ახალ სასიყვარულ პარტნიორებს მარტივად გაიცნობთ და დაუახლოვდებით. ხოლო თუ მოინდომებთ, ურთიერთობას სერიოზულსა და ხანგრძლივს გახდით. გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენს ყველა კრიტერიულს დააკმაყოფილებს. ხოლო თუ ვნება, შთაბეჭდილებები და არასერიოზული ურთიერთობა გსურთ, 2022 წელს, ცეცხლის წარმომადგენლებს დაუკავშირეთ ბედი. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობების გამო არ შეგექმნათ უსიამოვნებები სამსახურში ან ფინანსური კრიზისი. მოერიდეთ სასიყვარულო პარტნიორის გამო ფულის დაბანდებას მის საქმიანობაში, მისთვის ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. 18 ივლისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით ვენერა - სიყვარულის პლანეტა კირჩხიბში იქნება და ეს საუკეთესო პერიოდია სიყვარულისა და ქორწინებისთვის. ვარსკვლავები რომანტიკულ ნაცნობობას და პაემნებს გიმზადებენ. ამ პერიოდშივე გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

ლომი

პლუტონისა და მზის ასპექტი თავბრუდამხვევ თავგადასავალს გპირდებათ. საიდულოებებით მოცული ადამიანები მიგიზიდავენ ან შეიძლება, ვნებიანი რომანის რეჟისორი თავად გახდეთ. გირჩევთ, ვნების მორევში თავით არ გადაეშვათ და არ დაკარგოთ კავშირი რეალობასთან. თუმცა, არც უფრო სიმპათიურ ადამიანთან გექნებათ რომანი, მით მეტ კონკურენტთან მოგიწევთ გამკლავება. ეჭვიანობა და თქვენი მბრძანებლური ტონი კარგს არაფერს მოგიტანთ. მცირე უსიამოვნება და დაძაბულობა დაშორებამდე მიგიყვანთ. საბედისწერო ურთიერთობა გელით წყლის სტიქიის წარმომადგენლებთან. განსაკუთრებით, აპრილში, ივლისში და ოქტომბერ-ნოემბერში. სულიერი მღელვარება სასიამოვნოც იქნება და უსიამოვნოც. თუ მცირე უსიამოვნებებს გადალახავთ, თქვენი კავშირი მყარი იქნება. სასიყვარულო ურთიერთობა ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება 11 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, როცა ვენერა თქვენს ნიშანს ესტუმრება. შეყვარებულები მდიდრულ და თეატრალურ ქორწინებასაც გამართავთ.

ქალწული

მარტოხელებს გელით შეხვედრა ადამიანთან, რომელიც სრულიად განსხვავდება თქვენგან ხასიათით, ტემპერამენტით; აქვს მდიდარი ფანტაზია და არის შემოქმედებითი. გამორიცხული არაა, რომ თქვენი ახალი პარტნიორი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი იყოს. მის გვერდით ყოფნას თუ გადაწყვეტთ, უნდა დააფასოთ და აპატიოთ მცირე სისუსტეები. იყავით გააზრებული და დაარეგულირეთ სიყვარული და სამსახური, ოჯახი და კარიერა. გამორიცხული არაა, ახალი სასიყვარულო თავგადასავლის გამო სარფიან ხელშეკრულებაზე თქვათ უარი. გადაწყვეტილებები ინტუიციაზე დაყრდნობით მიიღეთ. ნუ ენდობით გარშემო მყოფების რჩევებს. რომანტიკული ნაცნობობა გელით ხალხმრავალ ადგილებში. მათ შორის პროფესიულ წრეებში. პირად ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იქნებით 5-28 სექტემბრის პერიოდში.

სასწორი

წლის განმავლობაში ყველაზე კომუნიკაბელური ადამიანების ყურადღებას მიიპყრობთ და საინტერესო ადამიანების ყურადღებას მიიქცევთ. 11-23 ოქტომბრის შუალედში ყველაზე პოპულარული იქნებით, სწორედ ამ დროს ესტუმრება თქვენს ნიშანს ვენერაც და მერკურიც. იქნებით. ეს საუკეთესო პერიოდია, რომ მარტოხელებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ. ხშირად დაესწარით წვეულებებს და ნურც გაცნობის საიტზე დარეგისტრირებაზე იტყვით უარს. 2022 წელი საუკეთესოა ბუდის შექმნის, ბავშვის გაჩენისთვის. ზოგიერთი ახალი ბინის შეძენას გადაწყვეტს. 29 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით მოაწყვეთ დიდი ოჯახური წვეულება. აგრეთვე კარგი პერიოდია ქორწინებისთვის, ახალი ურთიერთობის დასაწყებად. დინამიკური და ვნებიანი ურთიერთობა გელით ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებთან. მოერიდეთ კონფლიქტებს თებერვალსა და დეკემბერში. განქორწინება ქონების გაყოფით დიდ უსიამოვნებას მოგიტანთ.

მორიელი

პირველ რიგში უნდა გაიხსენოთ ძველი ურთიერთობები და ობიექტურად შეაფასოთ ისინი. გაანალიზეთ წარსული, შეაფასეთ თქვენი ქმედებები ობიექტურად. ზოგიერთმა შეიძლება ურთიერთობა განაახლოთ ყოფილთან, თუ გრძნობები ისევ "ცოცხალია". აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით რეტროგრადული პლუტონი თხის რქაში იქნება და გამორიცხული არაა, აღადგინოთ ის, რაც დაკარგული გეგონათ. დაქორწინებულები მოერიდეთ კონფლიქტს, იზრუნეთ წყვილში ჰარმონიისა და ნდობის დაბრუნებაზე. არ გირჩევთ პარტნიორზე ბატონობის უფლებას. რეტროგრადული პლუტონის დრო გამოიყენეთ პირადი ტრანსფორმაციისთვის. ზოგიერთმა შეიძლება ნოლიდან აღადგინოთ ყველაფერი. ინიციატივა და სერიოზული საუბარი დაგეხმარებათ კარიერაში მწვერვალების დაპყრობაში. ვნებიანობა და სექსუალურობა მოიმატებს 23 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, როცა სიყვარულის პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანში იქნება. ამ პერიოდში მოსალოდნელია ფლირტი, პაემნები, სასიყვარულო თავგადასავალი. ქორწინება ამ პერიოდში ვნებასა და ნდობაზე იქნება დამყარებული.

მშვილდოსანი

მოულოდნელი ნაცნობობა შეიძლება საბედისწეროში გადაიზარდოს. განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში. ადამიანი შეიძლება ერთი ნახვით შეგიყვარდეთ. რომანი კი გახდეს ლამაზი, რომანტიკული. რომანტიკული შეხვედრა გელით წყლის სტიქიის წარმომადგენლებთან ან იქ, სადაც წყლის დიდი ენერგიაა (აუზი, სანაპირო, პლაჟი). თუ უკვე გყავთ მეწყვილე, მეტად დააფასეთ და გაანებივრეთ იგი. ნუ აწყენინებთ მას 28 ივლისიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, როცა "დიდი ბედნიერების" პლანეტა იუპიტერი, - თქვენი მმართველი რეტროგრადულ იქნება ვერძში. ამ პერიოდში გახშირებული იქნება კონფლიქტები და გაუგებრობები. თქვენი კრიტიკული და მკვეთრი გამონათქვამები მომწამვლელი შხამივით მოქმედებს თქვენს საყვარელ ადამიანზე. გამორიცხული არაა საბოლოოდ დაშორდეთ ერთმანეთს.

თხის რქა

თქვენი მმართველი პლანეტა - სატურნი მოითხოვს თქვენი ურთიერთობის გასერიოზულებას და ოფიციალურ ქორწინებას. სატურნის ტრანზიტი მერწყულში დიდხნიან ოჯახურ კავშირებსაც კი გამოცდის სანდოობაზე. ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი შეიძლება გახდეს: ეგოიზმი, ტყუილი ან ღალატი. 5 ივლისიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით საინტერესო საიდუმლოებები შეიძლება გამჟღავნდეს თქვენზე. მარტოხელების ცხოვრებაში მოსალოდნელია გრძნობების აფეთქება და ფლირტი. გარდა ამისა, მოსალოდნელია შეხვედრა ყოფილთან და ძველი სიყვარულის აღდგენა. არ გირჩევთ პრობლემური ურთიერთობების აღდგენას. თუ ადამიანს მავნე თვისებები აქვს, მის გამოსწორებას ვერ შეძლებთ. რომანტიკული ნაცნობობა გელით მაისში, ივნისსა და დეკემბერში, სასურველ კანდიდატს შეხვდებით ამ პერიოდში გახშირებულ სემინარებზე, პრეზენტაციებზე, მივლინების დროს, კონფერენციებზე, სწავლისა და ბიზნესის გაფართოების დროს.

მერწყული

2022 წელს ზედმიწევნით დაკვირვებული უნდა იყოთ პარტნიორის არჩევისას. ეს ეხება სასიყვარულო და საქმიან პარტნიორსაც. ნუ დაუკავშირებთ ბედს საეჭვო და პრობლემურ ადამიანებს. აგრეთვე მათ, ვისაც აქვს ვალები და ნასამართლეობა. არც დაქორწინებულ ადამიანთან რომანი მოგიტანთ ბედნიერებას. გაზაფხულზე ვენერა მერწყულსა და თევზებში იქნება და ურთიერთობაში მოიმატებს რომანტიკულობა, შემოქმედებითობა. ზოგისთვის შეხვედრა შეიძლება მისტიკური იყოს. საინტერესო ნაცნობობა გელით სასწორთან, თხის რქასთან ან თევზებთან. თავად შეხვედრა მოსალოდნელია ან ლამაზ ადგილას, ან სიყვარულის დღესასწაულის დროს (მაგ., მეგობრის, ნათესავის ქორწილი).

თევზები

მოერიდეთ ინფანტილურ და ეგოისტ ადამიანებთან დაწყვილებას. აგრეთვე მათთან, ვისაც მატერიალური პრობლემები აქვს. დაწყვილებულების ცხოვრებაში 28 ივლისიდან 4 დეკემბრის ჩათვლით მომატებული იქნება ბუნდოვნება, რადგან ამ პერიოდში თევზების მმართველი ნეპტუნი რეტროგრადული იქნება. ამ პერიოდში უსიამოვნებებში რომ არ გაეხვიოთ და პარტნიორი უკეთ დაინახოთ, მოიხსენით "ვარდისფერი სათვალე", მოერიდეთ იდეალიზმს სიყვარულში. ამ პერიოდში არ გირჩევთ ქორწინებას, ის არ იქნება ხანგრძლივი, თუ პარტნიორი თქვენზე 12 წლით უფროსი არაა. ბედნიერი კავშირის შესაქმნელად გამოიყენეთ პერიოდი 5 აპრილიდან პირველი მაისის ჩათვლით, როცა ვენერა თევზებში იქნება. ამ პერიოდში სიყვარულით ტკბობის შესაძლებლობა მოგეცემათ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ; შეყვარებულებს კი - ბედნიერი თანაცხოვრების დაწყება. კავშირი იქნება მყარი და ვნებიანი.