იანვარი (ლათ. Jānuārius mēnsis «იანუსის თვე») — იანუსი რომაული მითოლოგიის მიხედვით, სათავის დადების და ყოველივეს საწყისის ღვთაებად მოიაზრებოდა. აქედან მოდის იანვრის მიმართ განახლების და სიახლის სინონიმად აღქმის დამოკიდებულება. ასტროლოგიურად ეს თვე, ორ საკმაოდ განსხვავებულ ნიშანს: თხის რქას და მერწყულს აერთიანებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მერწყულის შემთხვევაში თხის რქის მმართველი სატურნი ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველობასაც ირგებს ღამით დაბადებულთა შემთხვევაში, ამიტომ თხის რქას და მერწყულს შორის ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაც შეიძლება რიგ შემთხვევაში. მათ შორის უმთავრესი კი სატურნული უპირობო სიჯიუტე და პრინციპულობაა.
როგორია 14 იანვარს დაბადებული ადამიანი
14 იანვარს დაბადებული ადამიანები განსაკუთრებულად აფასებენ სტაბილურობასა და სიმშვიდეს. მათთვის ცხოვრების უმთავრესი საზრუნავია საკუთარ თავს და ახლობლებს მაქსიმალურად მშვიდი და დაცული გარემო შეუქმნან. ამასთან ერთად, ისინი ნებისმიერ შანსს იყენებენ საიმისოდ, რომ წინ წაიწიონ კარიერულ კიბეზე და სოციალური სტატუსი აიმაღლონ. თუმცა, მუდმივი ბრძოლა ძალაუფლებისთვის, ხშირად ახვედრებს მათ შესაფერისი დონის მეტოქეებს, რის ხარჯზეც ამ ადამიანებს არაერთი დაპირისპირების გადატანა ელით.