კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არის სიმართლის მარცვალი იმაში, რასაც ეს ქალი ამბობს" - კონსტანტინე გამსახურდია თინა მახარაძეს პასუხობს
"არის სიმართლის მარცვალი იმაში, რასაც ეს ქალი ამბობს" - კონსტანტინე გამსახურდია თინა მახარაძეს პასუხობს

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­და­ცე­მა "პრო­ფილ­ში" მსა­ხი­ობ თინა მა­ხა­რა­ძის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"მარ­თა­ლი არ ვიქ­ნე­ბი, თუკი ვი­ტყვი, რომ აღ­მაფრ­თო­ვა­ნა ინ­ტერ­ვი­უმ ამ ქალ­ბა­ტონ­თან. არ მი­ვე­სალ­მე­ბი ტრა­დი­ცი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა ნე­გა­ტი­ურ კონ­ტექ­სტში წარ­მო­ჩე­ნას მხო­ლოდ იმის გამო, რომ ფა­რი­სევ­ლე­ბი და საბ­ჭო­უ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის მქო­ნე რეტ­როგ­რა­დე­ბი იცა­ვენ მას. თა­ნაც, არა­მიმ­ზიდ­ვე­ლად აკე­თე­ბენ ხოლ­მე ამას. (ვგუ­ლის­ხმობ იმა­საც, რაც "მძი­მე კაც­თან" ისა­უბ­რა) კონ­სერ­ვა­ტო­რი ვარ და რა ვქნა....

თვალ­წინ მიდ­გას სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი სცე­ნა: უფა­ლი იესო, ძირს ჩა­მომ­ჯდა­რი რა­ღა­ცას ხა­ზავს ქვი­შა­ზე და ამ დროს მი­უყ­ვა­ნენ ქალს, რო­მე­ლიც სიძ­ვას და­ე­პყრა. კა­ნო­ნი ასე­თია, უნდა ჩავ­ქო­ლო­თო, ეტყვი­ან. რო­მე­ლიც თქვენ­ში ყვე­ლა­ზე უცოდ­ვე­ლია, იმან გა­ა­კე­თო­სო ეს. ამ სი­ტყვებ­ზე ხალ­ხი ქვებს გა­დაყ­რის და და­ი­ფან­ტე­ბა.

ახლა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ ეს ხალ­ხი ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ. მა­ცხოვ­რის ნათ­ქვამ სი­ტყვებ­ზე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მი­ნი­მუმ 10 კაცი მა­ინც მო­ი­ნა­ხე­ბო­და იმ ბრბო­ში, გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­ვი­სი სი­ყე­ყე­ჩით, დე­გე­ნე­რა­ტიზ­მით და ნა­ძი­რა­ლო­ბით, რო­მე­ლიც იტყო­და: ასე­თი მე ვარო და ქვებს ეს­რო­და მას.

ამი­ტო­მაც არის სი­მარ­თლის მარ­ცვა­ლი იმა­ში, რა­საც ეს ქალი ამ­ბობს.

არა­ნა­ი­რად არ ვა­და­რებ მაგ­და­ლი­ნელს. ვინც ქვას ეს­ვრის იმათ­ზეა სა­უ­ბა­რი...", - წერს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.

მსა­ხი­ო­ბი თინა მხა­რა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კე­თი­ლი ნე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფი­ცი­ტია. მისი თქმით, ადა­მი­ა­ნი უნდა მოქ­მე­დებ­დეს თა­ვი­სი კე­თი­ლი ნე­ბის, თა­ვი­სი სურ­ვი­ლე­ბის, ემო­ცი­ე­ბის, იმ­პულ­სე­ბის და ათ­საგ­ვა­რი სხვა რე­აქ­ცი­უ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვია და ჩვენ ამის სრუ­ლი უფ­ლე­ბა გვაქვს რო­გორც მო­რა­ლუ­რი, ასე­ვე იუ­რი­დი­უ­ლი და ამა­ში სა­კა­მა­თო არა­ფე­რია. ზუს­ტად ეს ვთქვი და კი­დევ შე­ვე­ხე ძა­ლი­ან ცუდ და მა­ხინჯ და მან­კი­ერ სტე­რე­ო­ტი­პებს, რო­გო­რიც მრავ­ლა­დაა სა­ქარ­თვე­ლო­ში. არ მეს­მის რას ნიშ­ნავს მსუ­ბუ­ქი ან მძი­მე ყო­ფაქ­ცე­ვა და არ მეს­მის დე­ფი­ნი­ცია - ბოზი, იმ გა­გე­ბით, რა გა­გე­ბი­თაც ჩვენ სო­ცი­უმ­შია დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი. თუ ადა­მი­ა­ნე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ქალი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სურ­ვი­ლის და კე­თი­ლი ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მოქ­მე­დებს, არის ბოზი, მა­შინ მე ამა­ყი ვარ, რომ მეც ვარ ბოზი. იმი­ტომ რომ, მე ვიქ­ცე­ვი ისე, რო­გორც მე მინ­და, თუმ­ცა ჩემ­თვის ზღვა­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და ამო­რა­ლუ­რო­ბას შო­რის გა­დის იქ, სა­დაც ირ­ღვე­ვა სხვი­სი პი­რა­დი სივ­რცე. შე­სა­ბა­მი­სად, მე ჩემი სა­ცი­ე­ლით არ უნდა შე­უ­რა­ცხვყო არა­ვინ არც მო­რა­ლუ­რად და არც ფი­ზი­კუ­რად. ჩემი ქმე­დე­ბა არ უნდა არ­ღვევ­დეს სხვის კე­თილ ნე­ბას. ანუ ჩვე­ნი კე­თი­ლი ნე­ბის გა­დაკ­ვე­თა არ უნდა ხდე­ბო­დეს. თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი, მე მაქვს სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვი­მოქ­მე­დო ისე, რო­გორც ეს მე მინ­და და არა ისე, რო­გორც მა­გა­ლი­თად იფიქ­რებს სი­ტყვა­ზე, ჩემი მე­ზო­ბე­ლი მა­ნა­ნა", - გა­ნა­ცხა­და თიან მა­ხა­რა­ძემ გა­და­ცე­მა "პრო­ფილ­ში" სტუმ­რო­ბი­სას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"არის სიმართლის მარცვალი იმაში, რასაც ეს ქალი ამბობს" - კონსტანტინე გამსახურდია თინა მახარაძეს პასუხობს

"არის სიმართლის მარცვალი იმაში, რასაც ეს ქალი ამბობს" - კონსტანტინე გამსახურდია თინა მახარაძეს პასუხობს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე გადაცემა "პროფილში" მსახიობ თინა მახარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

"მართალი არ ვიქნები, თუკი ვიტყვი, რომ აღმაფრთოვანა ინტერვიუმ ამ ქალბატონთან. არ მივესალმები ტრადიციულ ფასეულობათა ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას მხოლოდ იმის გამო, რომ ფარისევლები და საბჭოური მენტალიტეტის მქონე რეტროგრადები იცავენ მას. თანაც, არამიმზიდველად აკეთებენ ხოლმე ამას. (ვგულისხმობ იმასაც, რაც "მძიმე კაცთან" ისაუბრა) კონსერვატორი ვარ და რა ვქნა....

თვალწინ მიდგას სახარებისეული სცენა: უფალი იესო, ძირს ჩამომჯდარი რაღაცას ხაზავს ქვიშაზე და ამ დროს მიუყვანენ ქალს, რომელიც სიძვას დაეპყრა. კანონი ასეთია, უნდა ჩავქოლოთო, ეტყვიან. რომელიც თქვენში ყველაზე უცოდველია, იმან გააკეთოსო ეს. ამ სიტყვებზე ხალხი ქვებს გადაყრის და დაიფანტება.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ხალხი ქართველები იყვნენ. მაცხოვრის ნათქვამ სიტყვებზე, დარწმუნებული ვარ, მინიმუმ 10 კაცი მაინც მოინახებოდა იმ ბრბოში, გამორჩეული თავისი სიყეყეჩით, დეგენერატიზმით და ნაძირალობით, რომელიც იტყოდა: ასეთი მე ვარო და ქვებს ესროდა მას.

ამიტომაც არის სიმართლის მარცვალი იმაში, რასაც ეს ქალი ამბობს.

არანაირად არ ვადარებ მაგდალინელს. ვინც ქვას ესვრის იმათზეა საუბარი...", - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

მსახიობი თინა მხარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში კეთილი ნების სერიოზული დეფიციტია. მისი თქმით, ადამიანი უნდა მოქმედებდეს თავისი კეთილი ნების, თავისი სურვილების, ემოციების, იმპულსების და ათსაგვარი სხვა რეაქციული მისწრაფებების გათვალისწინებით.

"ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივია და ჩვენ ამის სრული უფლება გვაქვს როგორც მორალური, ასევე იურიდიული და ამაში საკამათო არაფერია. ზუსტად ეს ვთქვი და კიდევ შევეხე ძალიან ცუდ და მახინჯ და მანკიერ სტერეოტიპებს, როგორიც მრავლადაა საქართველოში. არ მესმის რას ნიშნავს მსუბუქი ან მძიმე ყოფაქცევა და არ მესმის დეფინიცია - ბოზი, იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენ სოციუმშია დამკვიდრებული. თუ ადამიანები ფიქრობენ, რომ ქალი, რომელიც თავისი სურვილის და კეთილი ნების გათვალისწინებით მოქმედებს, არის ბოზი, მაშინ მე ამაყი ვარ, რომ მეც ვარ ბოზი. იმიტომ რომ, მე ვიქცევი ისე, როგორც მე მინდა, თუმცა ჩემთვის ზღვარი თავისუფლებასა და ამორალურობას შორის გადის იქ, სადაც ირღვევა სხვისი პირადი სივრცე. შესაბამისად, მე ჩემი საციელით არ უნდა შეურაცხვყო არავინ არც მორალურად და არც ფიზიკურად. ჩემი ქმედება არ უნდა არღვევდეს სხვის კეთილ ნებას. ანუ ჩვენი კეთილი ნების გადაკვეთა არ უნდა ხდებოდეს. თუ ეს ყველაფერი იქნება დაცული, მე მაქვს სრული თავისუფლება ვიმოქმედო ისე, როგორც ეს მე მინდა და არა ისე, როგორც მაგალითად იფიქრებს სიტყვაზე, ჩემი მეზობელი მანანა", - განაცხადა თიან მახარაძემ გადაცემა "პროფილში" სტუმრობისას.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს