პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაუჩინარებული თუ გათხოვილი: 12 წლის გოგონას დედა ზეწოლაზე საუბრობს (ექსკლუზივი)
გაუჩინარებული თუ გათხოვილი: 12 წლის გოგონას დედა ზეწოლაზე საუბრობს (ექსკლუზივი)

2014 წლის 20 თე­ბერ­ვალს ქუ­თა­ის­ში 12 წლის გო­გო­ნა გა­უ­ჩი­ნარ­და. სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი დღემ­დე უშე­დე­გოდ გრძელ­დე­ბო­და, დღეს კი, Ambebi.ge-სთვის გო­გო­ნას შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი. კერ­ძოდ, ქუ­თა­ი­სის შსს-ს სამ­მარ­თვე­ლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა გა­თხოვ­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სრუ­ლი­ად არ არის და­მამ­შვი­დე­ბე­ლი გო­გო­ნას ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის, ვი­ნა­ი­დან მათ­თვის ამ დრომ­დე უც­ნო­ბია გო­გო­ნას ჯან­მრთე­ლო­ბი­სა თუ ფსო­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ოჯა­ხის წევ­რებ­მა არც 12 წლის გო­გო­ნას ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ იცი­ან.

Ambebi.ge-ს ქუ­თა­ი­სის ბი­უ­როს ჟურ­ნა­ლის­ტი მა­რი­ამ სუ­ლა­ბე­რი­ძის დე­დას, ეთერ გვე­ნე­ტა­ძეს და­უ­კავ­შირ­და. მისი თქმით, მისი შვი­ლი, 12 წლის მა­რი­ა­მი ნე­ბით არ გა­თხო­ვი­ლა. მა­რი­ა­მის დედა მცი­რე­წლო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას ითხოვს.

ეთერ გვე­ნე­ტა­ძე Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ გო­გო­ნა მას რამ­დენ­ჯერ­მე და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა სად და ვის­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა, ეს დე­დის­თვის კვლავ უც­ნო­ბია.

ეთერ გვე­ნე­ტა­ძე:

- ჩემი შვი­ლი არ გა­თხო­ვი­ლა. მას­ზე ვი­ღაც ახორ­ცი­ე­ლებს ზე­წო­ლას და ამი­ტო­მაც ამ­ბობს, გავ­თხოვ­დიო... მე ქა­ლა­ქის ტე­ლე­ფო­ნით მე­კონ­ტაქ­ტე­ბა და ამი­ტომ ვერ ვა­ხერ­ხებ ვერც ნომ­რის და ვერც მისი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის დად­გე­ნას.

მა­რი­ამ სუ­ლა­ბე­რი­ძე ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი შვი­ლია. ის ქუ­თა­ი­სის #24 სა­ჯა­რო სკო­ლის მეშ­ვი­დე კლას­ში სწავ­ლობს. რო­გორც გო­გო­ნას დედა, ეთერ გვე­ნე­ტა­ძე აცხა­დებს, მან იცო­და, რომ მო­ზარდს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და და მე­სი­ჯებს წერ­და, ამი­ტომ ტე­ლე­ფო­ნი წა­არ­თვა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას

გაუჩინარებული თუ გათხოვილი: 12 წლის გოგონას დედა ზეწოლაზე საუბრობს (ექსკლუზივი)

გაუჩინარებული თუ გათხოვილი: 12 წლის გოგონას დედა ზეწოლაზე საუბრობს (ექსკლუზივი)

2014 წლის 20 თებერვალს ქუთაისში 12 წლის გოგონა გაუჩინარდა. სამძებრო ღონისძიებები დღემდე უშედეგოდ გრძელდებოდა, დღეს კი, Ambebi.ge-სთვის გოგონას შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. კერძოდ, ქუთაისის შსს-ს სამმართველოს ინფორმაციით, გოგონა გათხოვდა.

გავრცელებული ინფორმაცია სრულიად არ არის დამამშვიდებელი გოგონას ოჯახის წევრებისთვის, ვინაიდან მათთვის ამ დრომდე უცნობია გოგონას ჯანმრთელობისა თუ ფსოქოლოგიური მდგომარეობის შესახებ. ოჯახის წევრებმა არც 12 წლის გოგონას ადგილმდებარეობის შესახებ იციან.

Ambebi.ge-ს ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტი მარიამ სულაბერიძის დედას, ეთერ გვენეტაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, მისი შვილი, 12 წლის მარიამი ნებით არ გათხოვილა. მარიამის დედა მცირეწლოვანი ქალიშვილის პოვნაში დახმარებას ითხოვს.

ეთერ გვენეტაძე Ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ გოგონა მას რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა სად და ვისთან ერთად იმყოფება, ეს დედისთვის კვლავ უცნობია.

ეთერ გვენეტაძე:

- ჩემი შვილი არ გათხოვილა. მასზე ვიღაც ახორციელებს ზეწოლას და ამიტომაც ამბობს, გავთხოვდიო... მე ქალაქის ტელეფონით მეკონტაქტება და ამიტომ ვერ ვახერხებ ვერც ნომრის და ვერც მისი ადგილმდებარეობის დადგენას.

მარიამ სულაბერიძე ოჯახის ერთადერთი შვილია. ის ქუთაისის #24 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში სწავლობს. როგორც გოგონას დედა, ეთერ გვენეტაძე აცხადებს, მან იცოდა, რომ მოზარდს შეყვარებული ჰყავდა და მესიჯებს წერდა, ამიტომ ტელეფონი წაართვა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია