კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა მიდგომაა, უნიკალური ძეგლი საჯიჯგნად მიუგდო ნაყოფიას" - კოკო გამსახურდია მიზანდარის დათხოვნაზე
"რა მიდგომაა, უნიკალური ძეგლი საჯიჯგნად მიუგდო ნაყოფიას" - კოკო გამსახურდია მიზანდარის დათხოვნაზე

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მა­რი­ნე მი­ზან­და­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და­თხოვ­ნის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"მა­რი­ნა მი­ზან­დარს პი­რა­დად არ ვიც­ნობ. მაგ­რამ ვიცი, რომ საკ­მა­ოდ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტია. წარ­მა­ტე­ბუ­ლად და­იც­ვა დი­სერ­ტა­ცია ძა­ლი­სის ან­ტი­კურ მო­ზა­ი­კებ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბელ­გი­ა­ში (ისე­ვე რო­გორც არა­ერ­თი ემიგ­რან­ტი ქარ­თვე­ლი) პრო­ფე­სი­ით არ მუ­შა­ობ­და, მა­ინც ახერ­ხებ­და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბა­ში სტა­ტი­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას.

იგი ცნო­ბი­ლია, რო­გორც მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კა­ნო­ნებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ებს თუ სტა­ტი­ებს ბო­ლომ­დე შტუ­დი­რებ­და, მენ­ტო­რე­ბის­გან და თა­ნა­შემ­წე­ე­ბის­გან და­უხ­მა­რებ­ლად - კარ­გად ფლობს რა ინ­გლი­სურს და ფრან­გულს. ან რა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მიდ­გო­მაა, უნი­კა­ლუ­რი ძეგლი სა­ჯიჯგნად მი­უგ­დო ნა­ყო­ფი­ას, გე­ნე­რა­ლოვს თუ პოსტსაბ­ჭო­ე­თის სხვა ოლი­გარ­ქებს. ჰოდა ამის მერე ადგე და ეს ქალი პირ­და­პირ გა­ა­ძე­ვო თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, ეს სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის ნორ­მებ­ში რა­ღაც ვერ ჯდე­ბა.

ისე გა­მო­ვი­და, რომ გერ­მა­ნე­ლე­ბი იცა­ვენ საყ­დრი­სის სა­ბა­დოს, რო­გორც უნი­კა­ლუ­რი ძეგლის სტა­ტუსს, ქარ­თვე­ლებს კი მისი გა­ნად­გუ­რე­ბა სურთ. ამა­ზე მეტი ბე­დის ირო­ნია რაღა გინ­და....", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

მა­რი­ნე მი­ზან­და­რი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას, კერ­ძოდ, საყ­დრი­სის თე­მას უკავ­ში­რებს. ამის შე­სა­ხებ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ მა­რი­ნე მი­ზან­დარ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის თემა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი იყო, რა­მაც ძა­ლი­ან გა­ამ­წვა­ვა ბო­ლოს მდგო­მა­რე­ო­ბა, ხოლო საყ­დრი­სის თე­მამ სა­გან­გე­ბოდ. იყო დიდი ლობი სა­წარ­მოს მხრი­დან, იყო გარ­კვე­უ­ლი ზე­წო­ლაც და ამ­დე­ნად, ძი­რი­თა­დი უთან­ხმო­ე­ბის სა­გა­ნი ის იყო, რომ ჩვენ­მა უწყე­ბამ, რო­მელ­საც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს თა­ვი­სი დარ­გი და­იც­ვას, ვერ და­იც­ვა სა­თა­ნა­დოდ და დღემ­დე ვერ იცავს", - გა­ნა­ცხა­და მი­ზან­დარ­მა.

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე აპი­რებს სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­როს მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბა, რად­გან მი­იჩ­ნევს, რომ ამ ბრძა­ნე­ბა­ში ბევ­რი ბუნ­დო­ვა­ნი სა­კი­თხია. რაც შე­ე­ხე­ბა მო­მა­ვალ საქ­მი­ა­ნო­ბას, მი­ზან­დარ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ჯერ არ გა­და­უ­წყვე­ტია, სად გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ კულ­ტუ­რის სფე­რო­ში დარ­ჩე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"რა მიდგომაა, უნიკალური ძეგლი საჯიჯგნად მიუგდო ნაყოფიას" - კოკო გამსახურდია მიზანდარის დათხოვნაზე

"რა მიდგომაა, უნიკალური ძეგლი საჯიჯგნად მიუგდო ნაყოფიას" - კოკო გამსახურდია მიზანდარის დათხოვნაზე

ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე მარინე მიზანდარის თანამდებობიდან დათხოვნის ფაქტს ეხმაურება.

"მარინა მიზანდარს პირადად არ ვიცნობ. მაგრამ ვიცი, რომ საკმაოდ კვალიფიციური სპეციალისტია. წარმატებულად დაიცვა დისერტაცია ძალისის ანტიკურ მოზაიკებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბელგიაში (ისევე როგორც არაერთი ემიგრანტი ქართველი) პროფესიით არ მუშაობდა, მაინც ახერხებდა ხელოვნებათმცოდნეობაში სტატიების გამოქვეყნებას.

იგი ცნობილია, როგორც მიზანდასახული ადამიანი, რომელიც კანონებს, საერთაშორისო კონვენციებს თუ სტატიებს ბოლომდე შტუდირებდა, მენტორებისგან და თანაშემწეებისგან დაუხმარებლად - კარგად ფლობს რა ინგლისურს და ფრანგულს. ან რა სახელმწიფოებრივი მიდგომაა, უნიკალური ძეგლი საჯიჯგნად მიუგდო ნაყოფიას, გენერალოვს თუ პოსტსაბჭოეთის სხვა ოლიგარქებს. ჰოდა ამის მერე ადგე და ეს ქალი პირდაპირ გააძევო თანამდებობიდან, ეს სახელმწიფო დაწესებულების ფუნქციონირების ნორმებში რაღაც ვერ ჯდება.

ისე გამოვიდა, რომ გერმანელები იცავენ საყდრისის საბადოს, როგორც უნიკალური ძეგლის სტატუსს, ქართველებს კი მისი განადგურება სურთ. ამაზე მეტი ბედის ირონია რაღა გინდა....", - წერს გამსახურდია.

მარინე მიზანდარი თანამდებობიდან გათავისუფლებას კულტურულ მემკვიდრეობას, კერძოდ, საყდრისის თემას უკავშირებს. ამის შესახებ კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მარინე მიზანდარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"კულტურული მემკვიდრეობის თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რამაც ძალიან გაამწვავა ბოლოს მდგომარეობა, ხოლო საყდრისის თემამ საგანგებოდ. იყო დიდი ლობი საწარმოს მხრიდან, იყო გარკვეული ზეწოლაც და ამდენად, ძირითადი უთანხმოების საგანი ის იყო, რომ ჩვენმა უწყებამ, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს თავისი დარგი დაიცვას, ვერ დაიცვა სათანადოდ და დღემდე ვერ იცავს", - განაცხადა მიზანდარმა.

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე აპირებს სასამართლოში გაასაჩივროს მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რადგან მიიჩნევს, რომ ამ ბრძანებაში ბევრი ბუნდოვანი საკითხია. რაც შეეხება მომავალ საქმიანობას, მიზანდარმა აღნიშნა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, სად გააგრძელებს მუშაობას, თუმცა აღნიშნა, რომ კულტურის სფეროში დარჩება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს