სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრინცი ჰარის მკვლელობის განზრახვისთვის ბრიტანელი ციხეში ჩასვეს
 პრინცი ჰარის მკვლელობის განზრახვისთვის ბრიტანელი ციხეში ჩასვეს

სა­სა­მარ­თლომ დიდი ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეს პრინ­ცი ჰა­რის მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვის­თვის სამი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

31 წლის აშ­რაფ ის­ლა­მი, რო­მელ­მაც ცოტა ხნით ადრე მუ­სულ­მა­ნი გახ­და და ძარ­ცვის მცდე­ლო­ბის­თვი­საა ნა­სა­მარ­თლე­ვი, 2013 წლის მა­ის­ში და­ა­კა­ვეს. იგი პო­ლი­ცი­ა­ში მი­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ პრინ­ცი ჰა­რის მკვლე­ლო­ბა ჰქონ­და გან­ზრა­ხუ­ლი. ამას­თან, დას­ძი­ნა, რომ ბრი­ტა­ნე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბა არ მოს­წონს და ამი­ტომ "მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა აქვს" იქ მომ­სა­ხუ­რე სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რი მოკ­ლას.

გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა გა­არ­კვი­ეს, რომ ის­ლა­მი ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით პრინ­ცი ჰა­რის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბი­სა და მისი მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აგ­რო­ვებ­და.

დაც­ვის მხა­რე ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ფსი­ქი­კუ­რად ჯან­მრთე­ლი არ არის. ბრალ­დე­ბის მხა­რე კი ის­ლა­მის­თვის ათი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ითხოვ­და.

სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლის გეგ­მებს "ბუნ­დო­ვა­ნი და ძნე­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლი" უწო­და და ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი მას ჩა­ნა­ფიქ­რის შეს­რუ­ლე­ბა­ში ხელს შე­უშ­ლიდ­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის­ლა­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ხი­ფა­თოდ ჩათ­ვა­ლეს. უფრო მკაც­რი სას­ჯე­ლი სა­სა­მარ­თლომ "გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად" მი­იჩ­ნია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Agence France-Presse-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

პრინცი ჰარის მკვლელობის განზრახვისთვის ბრიტანელი ციხეში ჩასვეს

 პრინცი ჰარის მკვლელობის განზრახვისთვის ბრიტანელი ციხეში ჩასვეს

სასამართლომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს პრინცი ჰარის მკვლელობის განზრახვისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

31 წლის აშრაფ ისლამი, რომელმაც ცოტა ხნით ადრე მუსულმანი გახდა და ძარცვის მცდელობისთვისაა ნასამართლევი, 2013 წლის მაისში დააკავეს. იგი პოლიციაში მივიდა და განაცხადა, რომ პრინცი ჰარის მკვლელობა ჰქონდა განზრახული. ამასთან, დასძინა, რომ ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მოქმედება არ მოსწონს და ამიტომ "მორალური უფლება აქვს" იქ მომსახურე სამეფო ოჯახის წევრი მოკლას.

გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ ისლამი ინტერნეტის საშუალებით პრინცი ჰარის ადგილმდებარეობისა და მისი მოგზაურობის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.

დაცვის მხარე ირწმუნებოდა, რომ ბრალდებული ფსიქიკურად ჯანმრთელი არ არის. ბრალდების მხარე კი ისლამისთვის ათი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

სასამართლომ ბრალდებულის გეგმებს "ბუნდოვანი და ძნელად შესაძლებელი" უწოდა და ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოები მას ჩანაფიქრის შესრულებაში ხელს შეუშლიდნენ. მიუხედავად ამისა, ისლამი საზოგადოებისთვის სახიფათოდ ჩათვალეს. უფრო მკაცრი სასჯელი სასამართლომ "გადაჭარბებულად" მიიჩნია.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა