მამრობითი სქესის ნებისმიერი წარმომადგენელი, კონკრეტული ფსიქოტიპის მქონე ინდივიდია. ამიტომ ზოგს თუ ქალის სითამამე თრგუნავს და აღიზიანებს, არიან მამრები ვისაც პირიქით თამამი ქალი მოსწონს და იზიდავს. მოდით გავიგოთ რა თვისებებს ვერ იტანენ ქალში მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:
ვერძები - თამამ, ზედმეტად ინიციატივიან და აქტიურ ქალებს ვერ იტანენ.
კუროებს - არასტაბილური, თავქარიანი და ექსტრავაგანტური აზროვნების მქონე მანდილოსნები აფრთხობთ.
ტყუპს - სიტყვაძუნწ, სერიოზულ და ტრადიციების მოყვარულ ქალებზე აქვს "ალერგია".
კირჩხიბს - დამოუკიდებელი, ზედმეტად ხელგაშლილი და კომუნიკაბელური ქალები აღიზიანებს.
ლომს - მეწვრილმანე, ანგარებიანი და ცბიერი ქალების მიმართ აქვს ანტიპათია.
ქალწული - ქაოსური, არაჰიგიენური და მფლანგველი ქალისგან გაიქცევა თავქუდმოგლეჯილი.
სასწორს - უხეში, ვულგარული და უტაქტო ქალების ეშინია.
მორიელების დიდი ნაწილი - ორმაგი თამაშის მოყვარულ, სულმოკლე და ცვალებადი ხასიათის ქალებს უცხადებს ყოველთვის ომს.
მშვილდოსანი სათოფეზე არ ეკარება - "მოწოდებით დიასახლის", სერიოზული ურთიერთობების მოყვარულ და პრეტენზიულ ქალებს.
იხილეთ სტატიის გაგრძელება