სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალენ დე ბენუა: "სამყაროს ბოლო ჟამი სინამდვილეში უკვე დადგა"
ალენ დე ბენუა: "სამყაროს ბოლო ჟამი სინამდვილეში უკვე დადგა"

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ფრან­გი მწერ­ლი­სა და ფი­ლო­სო­ფო­სის ალენ დე ბე­ნუ­ას ნაშ­რო­მის თარ­გმანს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც სამ­ყა­როს ბოლო ჟამს შე­ე­ხე­ბა.

"ალენ დე ბე­ნუა, (Alain de Benoist) თა­ნა­მედ­რო­ვე ფრან­გი ფი­ლო­სო­ფო­სი, მწე­რა­ლი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი სამ­ყა­როს ბოლო ჟამ­ზე. სა­თა­ურ­მა არ შეგ­ვა­ში­ნოს: თუ დაკ­ვირ­ვე­ბით წა­ვი­კი­თხავთ, ავ­ტო­რი გა­მო­სა­ვალ­ზეც მსჯე­ლობს. (თარ­გმა­ნი ჩე­მია)", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

***

"სამ­ყა­როს ბოლო ჟამი სი­ნამ­დვი­ლე­ში უკვე დად­გა. ეს მოხ­და არა კონ­კრე­ტულ დღეს, არა­მედ რა­მო­დე­ნი­მე ათწლე­ულ­ში გა­ი­წე­ლა. სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც გაქ­რა, იყო ის, რო­მელ­შიც ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ იცო­და წერა და კი­თხვა. სამ­ყა­რო, რო­მელ­შიც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­ნი იყ­ვნენ გმი­რე­ბით, არა მსხვერ­პლე­ბით. სამ­ყა­რო, რო­მელ­შიც პო­ლი­ტი­კუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ იქ­ცე­ოდ­ნენ სუ­ლის და­საფ­ქველ დაზ­გე­ბად. სამ­ყა­რო, რო­მელ­შიც ჩვენ მეტი რო­ლის მო­დე­ლი გვქონ­და, ვიდ­რე უფ­ლე­ბე­ბი. სამ­ყა­რო, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და გა­გე­ბა თუ რას გუ­ლის­ხმობ­და პას­კა­ლი, რო­დე­საც წერ­და, რომ გარ­თო­ბე­ბი გვა­შო­რე­ბენ რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი ცხოვ­რე­ბის­გან. სამ­ყა­რო, სა­დაც სა­ზღვრე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს აძ­ლევ­დნენ მათ, ვინც თა­ვი­სი სა­კუ­თა­რი კა­ნო­ნე­ბით და სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და.

დიახ, ამ სამ­ყა­როს თა­ვი­სი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და, და ზოგ­ჯერ ეს სა­ზა­რე­ლი სამ­ყა­რო იყო, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი­სა უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში რე­გუ­ლირ­დე­ბო­და საზ­რის­თა სიმ­რავ­ლის მიერ, რო­მე­ლიც თა­ვის ორი­ენ­ტი­რებს სთა­ვა­ზობ­და მათ. მო­გო­ნე­ბის ხა­რისხში ეს იყო სამ­ყა­რო, ბევ­რი ჩვენთგა­ნის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი. ზო­გი­ერთს უნდა, რომ იგი გარ­და­ვი­დეს. და ეს სამ­ყა­რო მეტი აღა­რა­სო­დეს დაბ­რუნ­დე­ბა.

ახა­ლი სამ­ყა­რო - თხე­ვა­დია. დრო და სივ­რცე გა­უქ­მე­ბუ­ლია. სა­კუ­თარ ტრა­დი­ცი­ულ შუ­ა­მავ­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სულ უფრო მეტა დე­ნა­დი და სეგ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა, რაც უფრო აად­ვი­ლებს მის გა­ნივ­თე­ბას. ზო­გი­ერ­თი მას­ში "გა­დაწ­ვის" გზით ცხოვ­რობს. მსხვი­ლი კო­ლექ­ტი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის გაქ­რო­ბას­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც სხვა­დას­ხვა მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბე­ბის მა­ტა­რებ­ლე­ბი იყ­ვნენ, ეგო-ს რე­ლი­გი­ამ, და­ფუძ­ნე­ბულ­მა პი­რა­დი ნარ­ცი­სუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­უ­ზღუ­დავ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა სა­კუ­თა­რი თავი არაფ­რის­გან წარ­მოქ­ნას - მიგ­ვიყ­ვა­ნა სა­ყო­ველ­თაო დე­ტე­რი­ტო­რი­ა­ლი­ზა­ცი­ას­თან, რო­მე­ლიც დღეს ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი მი­დის სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა ორი­ენ­ტი­რის გაქ­რო­ბის გზით. ეს ადა­მი­ანს სულ უფრო ელას­ტი­ურს ხდის, პი­რო­ბითს, მო­წყვლადს და მომ­თა­ბა­რეს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

გან­მან­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი "მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის" სა­ფარ­ველ­ქვეშ, "სულ რა­ღაც ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის მან­ძილ­ზე იდე­ო­ლო­გი­ურ­მა ოს­მოს­მა ად­გი­ლი და­ი­კა­ვა მე­მარ­ჯვე­ნე ფი­ნან­სებ­სა და მე­მარ­ცხე­ნე მულ­ტი­კულ­ტუ­რა­ლიზმს შო­რის." (მე­თიუ ბოკ-კოტი) და­ა­კავ­ში­რა რა ეკო­ნო­მი­კუ­რი ლი­ბე­რა­ლიზ­მი სო­ცი­ა­ლურ ლი­ბე­რა­ლიზ­მთან, ხოლო სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა - კულ­ტუ­რის პე­რი­ფე­რი­ულ ელე­მენ­ტებ­თან. და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სურ­ვი­ლის იდე­ო­ლო­გი­ის მერ­კან­ტი­ლუ­რი გა­და­მუ­შა­ვე­ბის­თვის და სპე­კუ­ლა­ცი­ის­თვის ტრა­დი­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მე­ბის გა­დაგ­ვა­რე­ბის ირ­გვლივ. სა­ერ­თო აზრი მდგო­მა­რე­ობს ზო­გა­დი საზ­რი­სე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ში, რომ­ლე­ბიც უარს ამ­ბო­ბენ იმოქ­მე­დონ ბაზ­რის ლო­გი­კის შე­სა­ბა­მი­სად.

ამა­სო­ბა­ში, ზო­გი­ერ­თი რე­ა­ლუ­რი ანტრო­პო­ლო­გი­უ­რი გარ­დაქ­მნა მარ­თლაც მოხ­და. ისი­ნი ზე­მოქ­მე­დე­ბენ ჩვენს მე-სთან მი­მარ­თე­ბებ­ზე, ასე­ვე სხვებ­თან, სხე­ულ­თან, ტექ­ნო­ლო­გი­ას­თან მი­მარ­თე­ბებ­ზე. ხვალ ამ გარ­დაქ­მნებს შე­უძ­ლი­ათ უფრო მე­ტად წაგ­ვწი­ონ წინ ელექტრო­ნი­კი­სა და სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლე­ბის და­გეგ­მი­ლი ურ­თი­ერ­თშერ­წყმის­კენ.

რო­დე­საც მოხ­ვე­ჭის სურ­ვი­ლი ერ­თა­დერთ მო­ტი­ვა­ცი­ად იქ­ცე­ვა ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნის ხარ­ჯზე, მისი ქმე­დე­ბის რე­ზულ­ტა­ტი აღ­მოჩ­ნდე­ბა მერ­კან­ტი­ლუ­რო­ბის სუ­ლის თან­და­თა­ნო­ბით გან­ვრცო­ბა, რო­მელ­საც თა­ვის მხრივ მივ­ყა­ვართ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ო­ბის და­ცე­მის­კენ ჩვე­უ­ლებ­რივ კლი­ენ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამ კონ­ტექ­სტში "პო­ლი­ტი­კუ­რი კო­რექ­ტუ­ლო­ბა" რო­დია შემ­თხვე­ვი­თო­ბა და სა­სა­ცი­ლო უც­ნა­უ­რო­ბე­ბი, არა­მედ მძლავ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა აზ­რის პრო­ცე­სის ტრანსფორ­მი­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც სულ უფრო მე­ტად შე­ზღუ­დავს ზო­გად სივ­რცეს ორ­მხრივ მო­ვა­ლე­ო­ბა­თა გე­ნე­რა­ტო­რის სა­ხით და შე­უძ­ლე­ბელს გახ­დის მნიშ­ვნე­ლო­ბა­თა სამ­ყა­როს მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში გაქ­რა.

ჩვენ ვხდე­ბით მოწ­მე­ნი "მარ­თვის" რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა - ერ­თგვა­რი ფი­ნან­სუ­რი ცე­ზა­რიზ­მი­სა, რო­მე­ლიც მი­დის იქამ­დე, რომ გა­ბა­ტონ­დეს ერებ­ზე და იყო­ლი­ოს ისი­ნი ში­შის ქვეშ.

თა­ვის მხრივ თე­რა­პევ­ტუ­ლი და მარ­თვის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, არის რა სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის მე­ნე­ჯე­რი და გვევ­ლი­ნე­ბა უზე­ნა­ეს ზე­დამ­ხედ­ვე­ლად, მუ­შა­ობს ყვე­ლა ბა­რი­ე­რის მოხ­სნა­ზე, რო­მე­ლიც წეს­რიგს ქა­ო­სის­გან ყოფს. მარ­თვა ამ­კვიდ­რებს თა­ვის ძა­ლა­უფ­ლე­ბას, სრუ­ლი­ად გა­მიზ­ნუ­ლად ნერ­გავს რა სუბ-ქა­ო­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ას არაფ­რის­კენ მისი სა­მო­მავ­ლო მოძ­რა­ო­ბის ფონ­ზე, გან­ზო­გა­დო­ე­ბულ უდ­რო­ო­ბას­თან ერ­თად და ამი­თი ქმნის ცივი სა­მო­ქა­ლა­ქო ომის სი­ტუ­ა­ცი­ას.

მსხვერ­პლის სო­ცი­ო­ლო­გია უარ­ყოფს თა­ვად სო­ცი­ა­ლუ­რი კლა­სის ცნე­ბას, მის ად­გილ­ზე აყე­ნებს რა "გა­მო­ნაკ­ლისს" და "ბრძო­ლას დის­კრი­მი­ნი­ა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ", ასე­ვე ეკო­ნო­მი­კურ "მეც­ნი­ე­რე­ბას", რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ცნე­ბას და მის კა­ტე­გო­რი­ებს მო­ნარ­ჩე­ნის პრინ­ცი­პით მო­ი­აზ­რებს.

იმავდრო­უ­ლად უფრო მე­ტად, ვიდ­რე სხვა დროს, კლა­სობ­რი­ვი ბრძო­ლა თა­ვი­სი სის­რუ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ევ­რო­პა­ში "მტკი­ცე ეკო­ნო­მი­კის" პო­ლი­ტი­კის გავ­ლე­ნით მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­ცე­სი­ა­ში, თუ არა დეპ­რე­სი­ა­ში გა­დას­ვლის პრო­ცე­სი. მა­სობ­რი­ვი უმუ­შევ­რო­ბა იზ­რდე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მომ­სა­ხუ­რე­ბის დე­მო­ნა­ტა­ჟი სო­ცი­ა­ლუ­რი სი­კე­თე­ე­ბის შემ­ცი­რე­ბას იწ­ვევს, მა­შინ რო­დე­საც მსყიდ­ვე­ლო­ბი­თი უნა­რე­ბი გა­ნაგ­რძობს დაქ­ვე­ი­თე­ბას. ევ­რო­პის მო­სახ­ლე­ო­ბის ერთ მე­ო­თხედს (120 მი­ლი­ო­ნი) დღეს სი­ღა­ტა­კე­ში გა­და­ვარ­დნა ემუქ­რე­ბა.

წარ­სულ­ში რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი ხდე­ბო­და ბევ­რად ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზე­ბის გამო, ვიდ­რე დღე­ვან­დე­ლი პრობ­ლე­მე­ბია. აუტ­სორ­სინგს, მუშა-მო­სამ­სა­ხუ­რე­თა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბებს და ე.წ."სო­ცი­ა­ლურ რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ას" შე­უძ­ლი­ათ გა­მო­იწ­ვი­ონ სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტეს­ტე­ბი - მაგ­რამ არ­სად ჰო­რი­ზონტზე არ ჩანს სო­ლი­და­რო­ბის გა­ფიც­ვე­ბი, რომ არა­ფე­რი ვთქვათ სა­ყო­ველ­თაო გა­ფიც­ვა­ზე. ერ­თა­დერ­თი საზ­რუ­ნა­ვია სა­კუ­თა­რი სა­მუ­შა­ოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

რა­ტომ იტა­ნენ ამ კრი­ზისს ამ ზო­მამ­დე პა­სი­უ­რად? ნუთუ ერე­ბი ამ ზო­მამ­დე გა­მო­ი­ფიტ­ნენ და დაბრმავ­დნენ, ამ ზო­მამ­დე ას­ცდნენ გეზს? ნუთუ მათ მი­ი­ღეს ის იდეა, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ არ­სე­ბობს?

ერე­ბი ცხოვ­რო­ბენ სა­სიკ­ვდი­ლო გა­მო­უ­ვა­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ყვე­ლა რა­ღა­ცას ელო­დე­ბა. მაგ­რამ ეს არ მოხ­დე­ბა, რად­გან კა­პი­ტა­ლიზ­მი მთე­ლი ობი­ექ­ტუ­რო­ბით თა­ვის აბ­სო­ლუ­ტურ ის­ტო­რი­ულ სა­ზღვრებს აღ­წევს.

ჩვენ გავ­დი­ვართ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის კრი­ზისს, რო­მე­ლიც ზე­მოქ­მე­დებს კა­პი­ტა­ლის­ტურ სის­ტე­მა­ზე დაგ­რო­ვე­ბის და წარ­მო­ე­ბის დო­ნე­ზე, რაც ადრე არა­სო­დეს მომ­ხდა­რა. მე-19 სა­უ­კუ­ნის კრი­ზი­სე­ბის გა­და­ლახ­ვა შე­იძ­ლე­ბო­და, რად­გან კა­პი­ტა­ლი ჯე­რაც არ და­უფ­ლე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვლავ­წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას. 1929 წლის კრი­ზი­სი და­იძ­ლია ფორ­დიზ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, კე­ი­სი­ა­ნურ რე­გუ­ლი­რე­ბას­თან კავ­შირ­ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის გამო. ეხ­ლან­დე­ლი კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­სა­მე სამრწე­ვე­ლო რე­ვო­ლუ­ცი­ის ფონ­ზე არის უკვე სტრუქ­ტუ­რუ­ლი კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და ფი­ნან­სუ­რი ბაზ­რე­ბის ტო­ტა­ლურ გა­ფარ­თო­ე­ბას­თან ერ­თად და და­ე­მა­ტა სა­ხელ­მწი­ფოს ვა­ლებს.

მისი ერთ-ერთი უშუ­ა­ლო შე­დე­გია ის, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად და­ნებ­და Goldman Sachs-ის (ანუ აშშ-ს უდი­დე­სი ბან­კის, კ.გ.) წა­მო­მად­გენ­ლებს. მაგ­რამ არც ერთ მსგავს სტრუქ­ტუ­რას არ შე­უძ­ლია გა­დაჭ­რას ეს პრობ­ლე­მა, ვი­ნა­ი­დან არ არის მე­ქა­ნიზ­მი, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბო­და დღე­ვან­დე­ლი კრი­ზი­სის გა­და­ლახ­ვა. ფი­ნან­სუ­რი ბუშ­ტე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო კრე­დი­ტი და ფუ­ლის ბეჭდ­ვა - ანუ ფიქ­ტი­უ­რი ფუ­ლა­დი კა­პი­ტა­ლის ბეჭდ­ვა - ვერ გა­და­წყვეტს სუბსტან­ცი­ის კა­პი­ტა­ლის და­კარ­გვის პრობ­ლე­მას. რე­ა­ლუ­რი ზრდის გა­რე­შე, იმის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, რომ ვი­ღაც მოძ­რა­ობს უკონ­ტრო­ლო ინფლა­ცი­ის­კენ ან ფარ­თო სო­ცი­ა­ლუ­რი დე­ფოლ­ტის­კენ - ამ ყვე­ლა­ფერს სა­ბო­ლოო ჯამ­ში და­ას­რუ­ლებს კა­ტას­ტრო­ფა.

ისეთ დრო­ში, რო­გო­რიც ჩვე­ნია, არ­სე­ბო­ბენ 4 ტი­პის ადა­მი­ა­ნე­ბი.

ზო­გი­ერ­თებს შეგ­ნე­ბუ­ლად სურთ ქა­ო­სი­სა და სიბ­ნე­ლის უფსკრულ­ში ჩა­ძირ­ვა.

ზო­გი­ერ­თე­ბი ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ მზად არი­ან მო­ით­მი­ნონ ყვე­ლა­ფე­რი.

ამას გარ­და არი­ან ასე­ვე "დი­ნო­ზავ­რე­ბი" მარ­ჯვნივ, რომ­ლე­ბიც მოთ­ქვა­მენ დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო. რო­გორც არ უნდა იყოს, მათ წა­მო­უდ­გე­ნი­ათ, რომ ძველ წეს-წყო­ბი­ლე­ბას და­იბ­რუ­ნე­ბენ, - და აქე­დან გა­სა­გე­ბია, რა­ტომ მარ­ცხდე­ბი­ან ისი­ნი გა­მუდ­მე­ბით.

მაგ­რამ არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც ხე­ლა­ხა­ლი და­სა­წყი­სის­კენ მი­ის­წრა­ფი­ან. ისი­ნი, ვინ სიბ­ნე­ლე­ში ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ სიბ­ნე­ლეს არ ეკუთ­ვნი­ან. ისი­ნი, ვინც ის­წრა­ფი­ან, ხე­ლახ­ლა წარ­მოშ­ვან სი­ნათ­ლე. ისი­ნი, ვინც იცი­ან, რომ სი­ნამ­დვი­ლის ფარ­გლებს მიღ­მა ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მათ უყ­ვართ ჯორჯ ორუ­ე­ლის ცი­ტი­რე­ბა: "სა­ყო­ველ­თაო სიც­რუ­ის დრო­ში სი­მარ­თლის ლა­პა­რა­კი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი აქ­ტია".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ალენ დე ბენუა: "სამყაროს ბოლო ჟამი სინამდვილეში უკვე დადგა"

ალენ დე ბენუა: "სამყაროს ბოლო ჟამი სინამდვილეში უკვე დადგა"

ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფრანგი მწერლისა და ფილოსოფოსის ალენ დე ბენუას ნაშრომის თარგმანს აქვეყნებს, რომელიც სამყაროს ბოლო ჟამს შეეხება.

"ალენ დე ბენუა, (Alain de Benoist) თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი და ინტელექტუალი სამყაროს ბოლო ჟამზე. სათაურმა არ შეგვაშინოს: თუ დაკვირვებით წავიკითხავთ, ავტორი გამოსავალზეც მსჯელობს. (თარგმანი ჩემია)", - წერს გამსახურდია.

***

"სამყაროს ბოლო ჟამი სინამდვილეში უკვე დადგა. ეს მოხდა არა კონკრეტულ დღეს, არამედ რამოდენიმე ათწლეულში გაიწელა. სამყარო, რომელიც გაქრა, იყო ის, რომელშიც ბავშვების უმრავლესობამ იცოდა წერა და კითხვა. სამყარო, რომელშიც აღფრთოვანებულნი იყვნენ გმირებით, არა მსხვერპლებით. სამყარო, რომელშიც პოლიტიკური მექანიზმები არ იქცეოდნენ სულის დასაფქველ დაზგებად. სამყარო, რომელშიც ჩვენ მეტი როლის მოდელი გვქონდა, ვიდრე უფლებები. სამყარო, სადაც შეიძლებოდა გაგება თუ რას გულისხმობდა პასკალი, როდესაც წერდა, რომ გართობები გვაშორებენ რეალური ადამიანური ცხოვრებისგან. სამყარო, სადაც საზღვრები უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდნენ მათ, ვინც თავისი საკუთარი კანონებით და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა.

დიახ, ამ სამყაროს თავისი ნაკლოვანებები ჰქონდა, და ზოგჯერ ეს საზარელი სამყარო იყო, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრება უამრავი ადამიანისა უკიდურეს შემთხვევაში რეგულირდებოდა საზრისთა სიმრავლის მიერ, რომელიც თავის ორიენტირებს სთავაზობდა მათ. მოგონების ხარისხში ეს იყო სამყარო, ბევრი ჩვენთგანისთვის კარგად ნაცნობი. ზოგიერთს უნდა, რომ იგი გარდავიდეს. და ეს სამყარო მეტი აღარასოდეს დაბრუნდება.

ახალი სამყარო - თხევადია. დრო და სივრცე გაუქმებულია. საკუთარ ტრადიციულ შუამავლობას მოკლებული საზოგადოება სულ უფრო მეტა დენადი და სეგმენტირებული ხდება, რაც უფრო აადვილებს მის განივთებას. ზოგიერთი მასში "გადაწვის" გზით ცხოვრობს. მსხვილი კოლექტიური პროექტების გაქრობასთან ერთად, რომლებიც ოდესღაც სხვადასხვა მსოფლმხედველობების მატარებლები იყვნენ, ეგო-ს რელიგიამ, დაფუძნებულმა პირადი ნარცისული თავისუფლების შეუზღუდავ თავისუფლებაზე, რომელიც საშუალებას იძლევა საკუთარი თავი არაფრისგან წარმოქნას - მიგვიყვანა საყოველთაო დეტერიტორიალიზაციასთან, რომელიც დღეს ხელიხელჩაკიდებული მიდის სამყაროში ყველა ორიენტირის გაქრობის გზით. ეს ადამიანს სულ უფრო ელასტიურს ხდის, პირობითს, მოწყვლადს და მომთაბარეს თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე.

განმანთავისუფლებელი "მოდერნიზაციის" საფარველქვეშ, "სულ რაღაც ნახევარი საუკუნის მანძილზე იდეოლოგიურმა ოსმოსმა ადგილი დაიკავა მემარჯვენე ფინანსებსა და მემარცხენე მულტიკულტურალიზმს შორის." (მეთიუ ბოკ-კოტი) დააკავშირა რა ეკონომიკური ლიბერალიზმი სოციალურ ლიბერალიზმთან, ხოლო საბაზრო ეკონომიკა - კულტურის პერიფერიულ ელემენტებთან. და ეს ყველაფერი გაკეთდა, უპირველეს ყოვლისა, სურვილის იდეოლოგიის მერკანტილური გადამუშავებისთვის და სპეკულაციისთვის ტრადიციული სოციალური ფორმების გადაგვარების ირგვლივ. საერთო აზრი მდგომარეობს ზოგადი საზრისების ლიკვიდაციაში, რომლებიც უარს ამბობენ იმოქმედონ ბაზრის ლოგიკის შესაბამისად.

ამასობაში, ზოგიერთი რეალური ანტროპოლოგიური გარდაქმნა მართლაც მოხდა. ისინი ზემოქმედებენ ჩვენს მე-სთან მიმართებებზე, ასევე სხვებთან, სხეულთან, ტექნოლოგიასთან მიმართებებზე. ხვალ ამ გარდაქმნებს შეუძლიათ უფრო მეტად წაგვწიონ წინ ელექტრონიკისა და საკუთარი სხეულების დაგეგმილი ურთიერთშერწყმისკენ.

როდესაც მოხვეჭის სურვილი ერთადერთ მოტივაციად იქცევა ყველა დანარჩენის ხარჯზე, მისი ქმედების რეზულტატი აღმოჩნდება მერკანტილურობის სულის თანდათანობით განვრცობა, რომელსაც თავის მხრივ მივყავართ მოქალაქეობრიობის დაცემისკენ ჩვეულებრივ კლიენტებთან მიმართებაში. ამ კონტექსტში "პოლიტიკური კორექტულობა" როდია შემთხვევითობა და სასაცილო უცნაურობები, არამედ მძლავრი საშუალებაა აზრის პროცესის ტრანსფორმირებისთვის, რომელიც სულ უფრო მეტად შეზღუდავს ზოგად სივრცეს ორმხრივ მოვალეობათა გენერატორის სახით და შეუძლებელს გახდის მნიშვნელობათა სამყაროს მიღებას, რომელიც თანამედროვეობაში გაქრა.

ჩვენ ვხდებით მოწმენი "მართვის" რეალიზაციისა - ერთგვარი ფინანსური ცეზარიზმისა, რომელიც მიდის იქამდე, რომ გაბატონდეს ერებზე და იყოლიოს ისინი შიშის ქვეშ.

თავის მხრივ თერაპევტული და მართვის განმახორციელებელი სახელმწიფო, არის რა სოციალური ინჟინერიის მენეჯერი და გვევლინება უზენაეს ზედამხედველად, მუშაობს ყველა ბარიერის მოხსნაზე, რომელიც წესრიგს ქაოსისგან ყოფს. მართვა ამკვიდრებს თავის ძალაუფლებას, სრულიად გამიზნულად ნერგავს რა სუბ-ქაოტურ სიტუაციას არაფრისკენ მისი სამომავლო მოძრაობის ფონზე, განზოგადოებულ უდროობასთან ერთად და ამითი ქმნის ცივი სამოქალაქო ომის სიტუაციას.

მსხვერპლის სოციოლოგია უარყოფს თავად სოციალური კლასის ცნებას, მის ადგილზე აყენებს რა "გამონაკლისს" და "ბრძოლას დისკრიმინიაციის წინააღმდეგ", ასევე ეკონომიკურ "მეცნიერებას", რომელიც ადამიანის ცნებას და მის კატეგორიებს მონარჩენის პრინციპით მოიაზრებს.

იმავდროულად უფრო მეტად, ვიდრე სხვა დროს, კლასობრივი ბრძოლა თავისი სისრულით მიმდინარეობს.

ევროპაში "მტკიცე ეკონომიკის" პოლიტიკის გავლენით მიმდინარეობს რეცესიაში, თუ არა დეპრესიაში გადასვლის პროცესი. მასობრივი უმუშევრობა იზრდება, სახელმწიფოებრივი მომსახურების დემონატაჟი სოციალური სიკეთეების შემცირებას იწვევს, მაშინ როდესაც მსყიდველობითი უნარები განაგრძობს დაქვეითებას. ევროპის მოსახლეობის ერთ მეოთხედს (120 მილიონი) დღეს სიღატაკეში გადავარდნა ემუქრება.

წარსულში რევოლუციები ხდებოდა ბევრად ნაკლებად მნიშვნელოვანი მიზეზების გამო, ვიდრე დღევანდელი პრობლემებია. აუტსორსინგს, მუშა-მოსამსახურეთა შეურაცხმყოფელი გათავისუფლებებს და ე.წ."სოციალურ რესტრუქტურიზაციას" შეუძლიათ გამოიწვიონ სოციალური პროტესტები - მაგრამ არსად ჰორიზონტზე არ ჩანს სოლიდარობის გაფიცვები, რომ არაფერი ვთქვათ საყოველთაო გაფიცვაზე. ერთადერთი საზრუნავია საკუთარი სამუშაოს შენარჩუნება.

რატომ იტანენ ამ კრიზისს ამ ზომამდე პასიურად? ნუთუ ერები ამ ზომამდე გამოიფიტნენ და დაბრმავდნენ, ამ ზომამდე ასცდნენ გეზს? ნუთუ მათ მიიღეს ის იდეა, რომ ალტერნატივა არ არსებობს?

ერები ცხოვრობენ სასიკვდილო გამოუვალობის მდგომარეობაში. ყველა რაღაცას ელოდება. მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან კაპიტალიზმი მთელი ობიექტურობით თავის აბსოლუტურ ისტორიულ საზღვრებს აღწევს.

ჩვენ გავდივართ აბსოლუტურად უპრეცედენტო მასშტაბის კრიზისს, რომელიც ზემოქმედებს კაპიტალისტურ სისტემაზე დაგროვების და წარმოების დონეზე, რაც ადრე არასოდეს მომხდარა. მე-19 საუკუნის კრიზისების გადალახვა შეიძლებოდა, რადგან კაპიტალი ჯერაც არ დაუფლებოდა საზოგადოებრივი კვლავწარმოების ყველა საშუალებას. 1929 წლის კრიზისი დაიძლია ფორდიზმის საშუალებით, კეისიანურ რეგულირებასთან კავშირში მეორე მსოფლიო ომის გამო. ეხლანდელი კრიზისი, რომელიც მიმდინარეობს მესამე სამრწეველო რევოლუციის ფონზე არის უკვე სტრუქტურული კრიზისი, რომელიც გავრცელდა ფინანსური ბაზრების ტოტალურ გაფართოებასთან ერთად და დაემატა სახელმწიფოს ვალებს.

მისი ერთ-ერთი უშუალო შედეგია ის, რომ პოლიტიკური ხელისუფლება ფაქტობრივად დანებდა Goldman Sachs-ის (ანუ აშშ-ს უდიდესი ბანკის, კ.გ.) წამომადგენლებს. მაგრამ არც ერთ მსგავს სტრუქტურას არ შეუძლია გადაჭრას ეს პრობლემა, ვინაიდან არ არის მექანიზმი, რომლითაც შეიძლებოდა დღევანდელი კრიზისის გადალახვა. ფინანსური ბუშტები, სახელმწიფო კრედიტი და ფულის ბეჭდვა - ანუ ფიქტიური ფულადი კაპიტალის ბეჭდვა - ვერ გადაწყვეტს სუბსტანციის კაპიტალის დაკარგვის პრობლემას. რეალური ზრდის გარეშე, იმისგან დამოუკიდებლად, რომ ვიღაც მოძრაობს უკონტროლო ინფლაციისკენ ან ფართო სოციალური დეფოლტისკენ - ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში დაასრულებს კატასტროფა.

ისეთ დროში, როგორიც ჩვენია, არსებობენ 4 ტიპის ადამიანები.

ზოგიერთებს შეგნებულად სურთ ქაოსისა და სიბნელის უფსკრულში ჩაძირვა.

ზოგიერთები ნებსით თუ უნებლიედ მზად არიან მოითმინონ ყველაფერი.

ამას გარდა არიან ასევე "დინოზავრები" მარჯვნივ, რომლებიც მოთქვამენ დღევანდელი სიტუაციის გამო. როგორც არ უნდა იყოს, მათ წამოუდგენიათ, რომ ძველ წეს-წყობილებას დაიბრუნებენ, - და აქედან გასაგებია, რატომ მარცხდებიან ისინი გამუდმებით.

მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ხელახალი დასაწყისისკენ მიისწრაფიან. ისინი, ვინ სიბნელეში ცხოვრობენ, მაგრამ სიბნელეს არ ეკუთვნიან. ისინი, ვინც ისწრაფიან, ხელახლა წარმოშვან სინათლე. ისინი, ვინც იციან, რომ სინამდვილის ფარგლებს მიღმა ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა. მათ უყვართ ჯორჯ ორუელის ციტირება: "საყოველთაო სიცრუის დროში სიმართლის ლაპარაკი რევოლუციური აქტია".

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს