სამართალი
Faceამბები
მსოფლიო

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
პოლიტიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალური ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილის, გენერალ ნაირაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ
სკანდალური ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილის, გენერალ ნაირაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გავ­რცელ­და ვი­დეო რგო­ლი, სა­დაც ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, დათა ახა­ლია, ერეკ­ლე კო­დუა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ერთ-ერთი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს არი­ან აღ­ბეჭ­დი­ლი.

"გუ­რია ნი­უს­მა" გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დეო კადრში, სამ­ხედ­რო ატა­შე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, გე­ნე­რა­ლი და­ვით ნა­ი­რაშ­ვი­ლი ამო­იც­ნო. გა­მო­ცე­მა მას კო­მენ­ტა­რის­თვის დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და­უ­კავ­შირ­და, რა­ზეც ნა­ი­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არ სურ­და მისი სა­ხე­ლის და­ფიქ­სი­რე­ბა. თუმ­ცა მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, "გუ­რია ნი­უს­მა" ინ­ტერ­ვიუ მა­ინც გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

-ბა­ტო­ნო და­ვით, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გავ­რცელ­და ვი­დე­ო­კად­რე­ბი, სა­დაც ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად, ერთ-ერთი თქვენ ხართ. რა­ტომ იყა­ვით იქ, რას გეგ­მავ­დით, რა ხდე­ბა ვი­დეო კად­რებ­ში?

- არა­ფე­რი არ ხდე­ბა. ეს არის მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხე­ბა. მე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი შტაბს. მა­გის "სას­ტა­ვი" რომ გა­იქ­ცნენ, სამი კაცი რომ იყ­ვნენ, გახ­სოვთ?! უბ­რა­ლოდ, ისი­ნი გა­იქ­ცნენ და ვანო გა­ღი­ზი­ან­და ამ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხზე. იგუ­ლის­ხმა ან და­ი­ჭი­რეთ, ან რა­ღა­ცა ქე­ნით, მო­მიყ­ვა­ნეთ ეს ხალ­ხიო. მეტი არა­ფე­რი.

-ბა­ტო­ნო და­ვით, ამ წუ­თის­თვის ბრი­ტა­ნეთ­ში თქვე­ნი რე­გა­ლია რა არის?

- არა­ფე­რი არ უნდა და­წე­რო. მე თქვენ უბ­რა­ლოდ გე­უბ­ნე­ბით ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას. მაგ­რამ, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად. კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, მე არ მაქვს უფ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ერ ამ­ბავ­ზე გავ­ცე კო­მენ­ტა­რი. უბ­რა­ლოდ გე­უბ­ნე­ბით: ის იდი­ო­ტუ­რი აჟი­ო­ტა­ჟი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს, რა­მე­ნა­ი­რად მო­იხ­სნას. მეტი არა­ფე­რი. თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი ვი­თომ რა­ღაც ამ­ბა­ვია. არა­ფე­რი არ არის. იქ, ჩემს გარ­და, 1000 კაცი იყო. ვინც ახლა თბი­ლის­შია. იმათ და­უ­რე­კეთ.

-კადრში ჩანს დათა ახა­ლა­ია. ნამ­დვი­ლად არ ვიცი, რო­გორ უნდა და­ვუ­კავ­შირ­დე, თო­რემ და­ვუ­რე­კავ­დი.

- მი­შას და­უ­რე­კეთ ამე­რი­კა­ში. ის თა­ვი­სუფ­ლად მოგ­ცემთ კო­მენ­ტარს. ან გიგი უგუ­ლა­ვას და­უ­რე­კეთ, მან ყვე­ლა­ფე­რი იცის მშვე­ნივ­რად. კო­დუა თბი­ლის­შია?

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

სკანდალური ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილის, გენერალ ნაირაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ

სკანდალური ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილის, გენერალ ნაირაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ

სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეო რგოლი, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, დათა ახალია, ერეკლე კოდუა და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს არიან აღბეჭდილი.

"გურია ნიუსმა" გავრცელებულ ვიდეო კადრში, სამხედრო ატაშე დიდ ბრიტანეთში, გენერალი დავით ნაირაშვილი ამოიცნო. გამოცემა მას კომენტარისთვის დიდ ბრიტანეთში დაუკავშირდა, რაზეც ნაირაშვილმა განაცხადა, რომ არ სურდა მისი სახელის დაფიქსირება. თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, "გურია ნიუსმა" ინტერვიუ მაინც გამოაქვეყნა.

-ბატონო დავით, სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად, ერთ-ერთი თქვენ ხართ. რატომ იყავით იქ, რას გეგმავდით, რა ხდება ვიდეო კადრებში?

- არაფერი არ ხდება. ეს არის მუხროვანის ამბოხება. მე ვხელმძღვანელობდი შტაბს. მაგის "სასტავი" რომ გაიქცნენ, სამი კაცი რომ იყვნენ, გახსოვთ?! უბრალოდ, ისინი გაიქცნენ და ვანო გაღიზიანდა ამ კონკრეტულ საკითხზე. იგულისხმა ან დაიჭირეთ, ან რაღაცა ქენით, მომიყვანეთ ეს ხალხიო. მეტი არაფერი.

-ბატონო დავით, ამ წუთისთვის ბრიტანეთში თქვენი რეგალია რა არის?

- არაფერი არ უნდა დაწერო. მე თქვენ უბრალოდ გეუბნებით ამ ინფორმაციას. მაგრამ, არაოფიციალურად. კანონის თანახმად, მე არ მაქვს უფლება, ნებისმიერ ამბავზე გავცე კომენტარი. უბრალოდ გეუბნებით: ის იდიოტური აჟიოტაჟი, რომელიც არსებობს, რამენაირად მოიხსნას. მეტი არაფერი. თითიდან გამოწოვილი ვითომ რაღაც ამბავია. არაფერი არ არის. იქ, ჩემს გარდა, 1000 კაცი იყო. ვინც ახლა თბილისშია. იმათ დაურეკეთ.

-კადრში ჩანს დათა ახალაია. ნამდვილად არ ვიცი, როგორ უნდა დავუკავშირდე, თორემ დავურეკავდი.

- მიშას დაურეკეთ ამერიკაში. ის თავისუფლად მოგცემთ კომენტარს. ან გიგი უგულავას დაურეკეთ, მან ყველაფერი იცის მშვენივრად. კოდუა თბილისშია?

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა