კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოკო გამსახურდია - გასაკვირია ის ხბოს აღტაცება, რომლითაც ქართველობა უყურებს "დიდებულ საუკუნეს"
კოკო გამსახურდია - გასაკვირია ის ხბოს აღტაცება, რომლითაც ქართველობა უყურებს "დიდებულ საუკუნეს"

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქუ­ლი ტელე-სე­რი­ა­ლე­ბის ჩვე­ნე­ბას აპ­რო­ტეს­ტებს და წერს, რომ დიდი ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბულ სე­რი­ალს თურ­ქეთ­ში არა­ვინ აჩ­ვე­ნებ­და.

"სულ­თა­ნი სუ­ლე­ი­მა­ნის ეპო­ქა მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლია ოს­მა­ლე­თის ის­ტო­რი­ა­ში, ამი­ტო­მაც უწო­დეს პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალს "დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნე". თუმ­ცა არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ არც სუ­ლე­ი­მა­ნი, არც ოთხ ზღვა­ზე გა­და­ჭი­მუ­ლი იმ­პე­რი­ის სხვა მმარ­თვე­ლე­ბი ცნობ­დნენ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­მე­ფოს "სა­ქარ­თვე­ლოს" სა­ხე­ლით. მათ­თვის ეს ქვე­ყა­ნა ხან თა­ვი­ანთ ნა­წი­ლად მო­ი­აზ­რე­ბო­და, ხა­ნაც მათი მტრის, ირა­ნის ნა­წი­ლად. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ხან სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლოდ ებ­რძოდ­ნენ, ხა­ნაც და­ზავ­დე­ბოდ­ნენ ხოლ­მე და შუ­ა­ზე გა­ი­ყოფ­დნენ აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს.

ამი­ტო­მაც გა­საკ­ვი­რია ის ხბოს აღ­ტა­ცე­ბა, რომ­ლი­თაც ჩვე­ნი ქარ­თვე­ლო­ბა უყუ­რებს ამ სე­რი­ალს. იგი­ვე იქ­ნე­ბო­და მსგავ­სი გან­წყო­ბით შეგ­ვე­ხე­და სე­რი­ა­ლის­თვის "ნი­კო­ლოზ პირ­ვე­ლი" - ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს ტახ­ტზე მყოფ რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ­ზე, რო­მე­ლიც მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მე­ფობ­და. სა­ფილ­მოდ გა­მოდ­გე­ბო­და მა­გა­ლი­თად, მა­ი­კო ორ­ბე­ლი­ა­ნის ეპი­ზო­დი - ეს ის ქა­ლია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტით მყოფ იმ­პე­რა­ტორს ქარ­თველ­მა თა­ვად-აზ­ნა­უ­რო­ბამ პირ­და­პირ სა­ძი­ნე­ბელ­ში მიჰ­გვა­რა.

წი­ნა­და­დე­ბა მაქვს ქარ­თვე­ლებ­მაც გა­და­ვი­ღოთ სე­რი­ა­ლე­ბი "და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი", "ბაში-აჩუ­კი" და "სო­ლო­მონ პირ­ვე­ლი". ვნა­ხოთ, გა­უშ­ვებს თუ არა მათ რო­მე­ლი­მე თურ­ქუ­ლი ტე­ლე­არ­ხი. ასე­ვე მა­ინ­ტე­რე­სებს მო­უთ­მენ­ლად და­ე­ლო­დე­ბი­ან თუ არა თურ­ქი დი­ა­სახ­ლი­სე­ბი და ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ყო­ვე­ლი ახა­ლი სე­რი­ის და­წყე­ბას", - წერს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.

თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლი "დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნე", ისე­ვე რო­გორც სხვა მრა­ვა­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. თურ­ქულ­მა სე­რი­ა­ლებ­მა ბრა­ზი­ლი­უ­რი, პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი, ვე­ნე­სუ­ე­ლუ­რი და არ­გენ­ტი­ნუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი ჩა­ა­ნაც­ვლა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vava
0

ჩვენი ნატოელი მოკავშირე დავით აღმაშენებლს გადაგვაღებინებს, დიდგორობა აგვიკრძალა

ელისო
0

დიდებული საუკუნის სანახავად ნამდვილად არ გავაცდენ დროს. თურქული პროპაგანდით არ გამოვირეცხათ ტვინს...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

კოკო გამსახურდია - გასაკვირია ის ხბოს აღტაცება, რომლითაც ქართველობა უყურებს "დიდებულ საუკუნეს"

კოკო გამსახურდია - გასაკვირია ის ხბოს აღტაცება, რომლითაც ქართველობა უყურებს "დიდებულ საუკუნეს"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოში თურქული ტელე-სერიალების ჩვენებას აპროტესტებს და წერს, რომ დიდი ქართველი მეფეების შესახებ გადაღებულ სერიალს თურქეთში არავინ აჩვენებდა.

"სულთანი სულეიმანის ეპოქა მართლაც გამორჩეულია ოსმალეთის ისტორიაში, ამიტომაც უწოდეს პოპულარულ სერიალს "დიდებული საუკუნე". თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც სულეიმანი, არც ოთხ ზღვაზე გადაჭიმული იმპერიის სხვა მმართველები ცნობდნენ დამოუკიდებელ სამეფოს "საქართველოს" სახელით. მათთვის ეს ქვეყანა ხან თავიანთ ნაწილად მოიაზრებოდა, ხანაც მათი მტრის, ირანის ნაწილად. ისინი ერთმანეთს ხან სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ, ხანაც დაზავდებოდნენ ხოლმე და შუაზე გაიყოფდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს.

ამიტომაც გასაკვირია ის ხბოს აღტაცება, რომლითაც ჩვენი ქართველობა უყურებს ამ სერიალს. იგივე იქნებოდა მსგავსი განწყობით შეგვეხედა სერიალისთვის "ნიკოლოზ პირველი" - ყველაზე დიდხანს ტახტზე მყოფ რუსეთის იმპერატორზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში მეფობდა. საფილმოდ გამოდგებოდა მაგალითად, მაიკო ორბელიანის ეპიზოდი - ეს ის ქალია, რომელიც საქართველოში ვიზიტით მყოფ იმპერატორს ქართველმა თავად-აზნაურობამ პირდაპირ საძინებელში მიჰგვარა.

წინადადება მაქვს ქართველებმაც გადავიღოთ სერიალები "დავით აღმაშენებელი", "ბაში-აჩუკი" და "სოლომონ პირველი". ვნახოთ, გაუშვებს თუ არა მათ რომელიმე თურქული ტელეარხი. ასევე მაინტერესებს მოუთმენლად დაელოდებიან თუ არა თურქი დიასახლისები და ახალგაზრდა ქალბატონები ყოველი ახალი სერიის დაწყებას", - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

თურქული სერიალი "დიდებული საუკუნე", ისევე როგორც სხვა მრავალი თურქული სერიალი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თურქულმა სერიალებმა ბრაზილიური, პორტუგალიური, ვენესუელური და არგენტინული სერიალები ჩაანაცვლა.

"მე, კრიმინალი და მოძალადე..." - როგორ ეხმაურება ფარულ აუდიოჩანაწერებში ნახსენები ამიკო ბერას ინტერვიუს

"ძალიან ამორალური და დაბალი დონე...ისედაც ბოლო ჟამისკენ მივდივართ..." - რას წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ბერასთან დაკავშირებულ კომენტარებზე

"ვინ იფიქრებს იმ მღვდლებზე, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩნენ... არც ჯვრისწერები ტარდება, არც ნათლობებზე იკლავენ თავს" - რას წერს პეტრე კოლხი?