სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბედი ელოდა საქართველოს ჰიტლერის გამარჯვების შემთხვევაში
რა ბედი ელოდა საქართველოს ჰიტლერის გამარჯვების შემთხვევაში

რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მა ttolk.ru მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ფა­შის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის დრო­შით მებ­რძოლ ქარ­თვე­ლებ­ზე სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი, გერ­მა­ნი­ის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მი­ღე­ბის იმე­დად, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს მათ მხა­რეს იბ­რძოდ­ნენ.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, დიდი სა­მა­მუ­ლო ომის დროს გერ­მა­ნი­ის მხა­რეს და­ახ­ლო­ე­ბით 100 000 კავ­კა­სი­ე­ლი იბ­რძო­და. "გერ­მა­ნე­ლე­ბი მზად იყ­ვნენ, ყვე­ლა კავ­კა­სი­უ­რი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მი­ე­ცათ", - წერს სა­ი­ტი.

"კავ­კა­სი­ის ემიგ­რა­ცი­ამ 1930-იან წლებ­ში შექ­მნა ქმე­დი­თი პო­ლი­ტი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბი. ამას­თან, ძი­რი­თად ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბად ქარ­თვე­ლე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ. 1934 წლის ივ­ნის­ში ბრი­უ­სელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ხელი მო­ა­წე­რეს "კავ­კა­სი­ის კონ­ფე­დე­რა­ცი­ის პაქტს" და აირ­ჩი­ეს ხელ­მძღვა­ნე­ლი საბ­ჭო. 1930-იანი წლე­ბის ბო­ლოს კავ­კა­სი­ე­ლებ­მა ფსო­ნი გერ­მა­ნი­ა­ზე და­დეს. შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა გერ­მა­ნი­ა­მაც. 1938 წელს ბერ­ლინ­ში შე­იქ­მნა "კავ­კა­სი­ის ემიგ­რა­ცი­ის საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლო", ხოლო 1939 წელს რომ­ში გა­ი­მარ­თა ბერ­ლი­ნის, პრა­ღის და ვარ­შა­ვის ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სხდო­მა, რო­მელ­ზეც მი­ი­ღეს "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის" და­არ­სე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

საბ­ჭო­თა კავ­შირ­თან ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, ქარ­თულ­მა ემიგ­რა­ცი­ამ და­ი­წყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ფორ­მი­რე­ბა. ამას­თან, ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში წამ­ყვა­ნი როლი ითა­მა­შა არა გერ­მა­ნულ­მა ვერ­მახტმა, არა­მედ ქარ­თულ­მა ემიგ­რა­ცი­ამ. ვერ­მახ­ტის ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პოლ­კოვ­ნი­კი, თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი გე­ნე­რალ-გუ­ბერ­ნა­ტო­რი შალ­ვა მაღ­ლა­კე­ლი­ძე.

უკვე 1942 წლის და­სა­წყის­ში ქარ­თულ ლე­გი­ონ­ში თით­ქმის 20 000 მებ­რძო­ლი, მათ შო­რის 3 000 ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი იყო. ცალ­კე შე­იძ­ლე­ბა აღი­ნიშ­ნოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის კავ­კა­სი­უ­რი ბა­ტა­ლი­ო­ნი "ბერ­გმა­ნი", რომ­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა მთი­ან რე­ლი­ეფ­ზე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა იყო. მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ო­და 700 ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი ქარ­თვე­ლი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი, სო­მე­ხი და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ე­ლი მებ­რძო­ლი. გარ­და ამი­სა, "ბერ­გმა­ნის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ო­და 130 ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი (ძი­რი­თა­დად ფრან­გუ­ლი და პო­ლო­ნუ­რი არ­მი­ის ყო­ფი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი) და 300 გერ­მა­ნე­ლი. 

მთლი­ა­ნო­ბა­ში, კავ­კა­სი­ის ხალ­ხე­ბი­დან ჰიტ­ლე­რის მხა­რეს იბ­რძო­და:

ქვე­ი­თი ჯა­რის ბა­ტა­ლი­ონ­ში - 11 000 სო­მე­ხი, 13 600 აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი, 14 000 ქარ­თვვე­ლი და 10 100 ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლი (სულ 48 700 კაცი).

სამ­შე­ნებ­ლო და ლო­ჯის­ტი­კის ნა­წი­ლებ­ში - 7 000 სო­მე­ხი, 4 795 აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი, 6 800 ქარ­თვე­ლი და 3 000 ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლი.

გერ­მა­ნი­ის ნა­წი­ლებ­ში კავ­კა­სი­ე­ლე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა იყო 102 295 ადა­მი­ა­ნი",- წერს რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა.

რა ელო­და სა­ქარ­თვე­ლოს ჰიტ­ლე­რის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში?

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ჰქონ­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მი­წე­ბის სა­მო­მავ­ლო მო­წყო­ბის სა­ერ­თო გეგ­მა. გერ­მა­ნი­ის თი­თო­ე­ულ უწყე­ბას ჰქონ­და თა­ვი­სი ცალ­კე­უ­ლი ვერ­სი­ე­ბი. იგი­ვე იყო სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­შიც.

"მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ჰქონ­და თა­ვი­სი ხედ­ვა კავ­კა­სი­ის ომის შემ­დგო­მი მო­წყო­ბი­სა. მისი ავ­ტო­რი იყო ფრიდ­რიხ ვერ­ნერ ფონ დერ შუ­ლენ­ბურ­გი. პირ­ველ მსოფ­ლიო ომამ­დე ის თბი­ლის­ში გერ­მა­ნი­ის ვიცე-კონ­სუ­ლი იყო... ის კარ­გად იც­ნობ­და კავ­კა­სი­ას.

შუ­ლენ­ბურ­გი მხარს უჭერ­და მო­საზ­რე­ბას, რომ სსრკ-ს ყვე­ლა და­მორ­ჩი­ლე­ბულ ქვე­ყა­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბას შე­ზღუ­დუ­ლი როლი უნდა ჰქო­ნო­და, მთა­ვა­რი როლი უნდა ეთა­მა­შა გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლი რი­ბენ­ტრო­პი შუ­ლენ­ბურ­გის იდე­ას ემ­ხრო­ბო­და", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­იტ­ზე.

ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რეს­პუბ­ლი­კე­ბის ომის­შემ­დგო­მი მო­წყო­ბის შე­სა­ხებ შუ­ლენ­ბერ­გის იდე­ის აღ­წე­რა და­ტო­ვა შუ­ლენ­ბურ­გის დამ­ხმა­რემ - ჰანს ფონ ჰერ­ვარ­ტმა:

"შუ­ლენ­ბურგს სურ­და, რუ­სე­ბის და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის თვით­გა­მორ­კვე­ვის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ. ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა მხო­ლოდ რუ­სე­ბის­ვე ხე­ლით შე­იძ­ლე­ბო­და. საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი უნდა გა­და­სუ­ლი­ყო სა­მო­ქა­ლა­ქო ომში.

თავ­და­პირ­ვე­ლად გერ­მა­ნი­ამ ხელი უნდა შე­უ­წყოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე თვით­მმარ­თვე­ლო­ბის შექ­მნას. რა­საც უნდა მოჰ­ყვეს რუ­სუ­ლი ან­ტი­საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შექ­მნა. ამის შემ­დეგ მხა­რი უნდა და­ე­ჭი­როს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მთავ­რო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი მთავ­რო­ბე­ბი გერ­მა­ნი­ამ უნდა აღი­ა­როს, რო­გორც მო­კავ­ში­რე­ე­ბი. მათ შო­რის უნდა შე­იქ­მნას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სომ­ხე­თი და სა­ქარ­თვე­ლო. გერ­მა­ნი­ის ეგი­დით და თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს ამ მთავ­რო­ბე­ბის ევ­რო­პულ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში შეს­ვლა", - ნათ­ქვა­მია სა­იტ­ზე.

მი­უ­ხე­და­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, არ­სე­ბობს სა­პი­რის­პი­რო პო­ზი­ცი­აც, რომ გერ­მა­ნია რე­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არაფ­რის გა­კე­თე­ბას არ აპი­რებ­და.

ლაშა ბაქ­რა­ძე, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლობ­და ქარ­თულ-გერ­მა­ნულ ურ­თი­ერ­თო­ბებს პირ­ველ და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომებ­ში, რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს: "გერ­მა­ნე­ლებს არა­ნა­ი­რი და­პი­რე­ბე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი­სა და კავ­კა­სი­ე­ლე­ბის­თვის არ მი­უ­ცი­ათ. ქარ­თუ­ლი სა­მე­კავ­ში­რეო შტა­ბი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა, მათ აღი­ა­რეს 1945 წლის 17 მარტს, როცა უკვე ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წყვე­ტი­ლი იყო. ქარ­თვე­ლე­ბი მთე­ლი ორი წლის მან­ძილ­ზე ითხოვ­ნენ ამას."

რაც შე­ე­ხე­ბა შალ­ვა მაღ­ლა­კე­ლი­ძეს, მან სა­ქარ­თვე­ლო 1921 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში რუ­სე­თის შე­მოჭ­რის შემ­დეგ და­ტო­ვა.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ომის პე­რი­ოდ­ში მაღ­ლა­კე­ლი­ძე ნა­ცის­ტე­ბის ჯარ­ში მსა­ხუ­რობ­და და ვერ­მახ­ტის ქარ­თულ ლე­გი­ონს მე­თა­უ­რობ­და, რო­მე­ლიც ქარ­თველ პატ­რი­ოტ­თა მიერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და საბ­ჭო­თა კავ­შირ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მი­საღ­წე­ვად. 1944 წელს მაღ­ლა­კე­ლი­ძეს ვერ­მახ­ტის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ის ცხოვ­რობ­და და მოღ­ვა­წე­ობ­და და­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ა­ში. 1949-54 წლებ­ში კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის სამ­ხედ­რო მრჩევ­ლად მსა­ხუ­რობ­და. 1954 წელს საბ­ჭო­თა სუკ-ის აგენ­ტებ­მა შე­ი­პყრეს. გარ­და­იც­ვა­ლა 83 წლი­სა.

ასე­ვე იხი­ლეთ: ცნო­ბი­ლი დი­სი­დენ­ტის მო­გო­ნე­ბე­ბი ვერ­მახ­ტის გე­ნე­რალ შალ­ვა მაღ­ლა­კე­ლი­ძე­ზე

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ttolk.ru-ს მი­ხედ­ვით.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რა ბედი ელოდა საქართველოს ჰიტლერის გამარჯვების შემთხვევაში

რა ბედი ელოდა საქართველოს ჰიტლერის გამარჯვების შემთხვევაში

რუსული ინტერნეტ-გამოცემა ttolk.ru მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის დროშით მებრძოლ ქართველებზე სტატიას აქვეყნებს. როგორც ცნობილია, ქართველი ემიგრანტები, გერმანიისგან დამოუკიდებლობის მიღების იმედად, მეორე მსოფლიო ომის დროს მათ მხარეს იბრძოდნენ.

როგორც გამოცემა წერს, დიდი სამამულო ომის დროს გერმანიის მხარეს დაახლოებით 100 000 კავკასიელი იბრძოდა. "გერმანელები მზად იყვნენ, ყველა კავკასიური სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობა მიეცათ", - წერს საიტი.

"კავკასიის ემიგრაციამ 1930-იან წლებში შექმნა ქმედითი პოლიტიკური სტრუქტურები. ამასთან, ძირითად ორგანიზატორებად ქართველები გამოდიოდნენ. 1934 წლის ივნისში ბრიუსელში საქართველოს, აზერბაიჯანის და ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს "კავკასიის კონფედერაციის პაქტს" და აირჩიეს ხელმძღვანელი საბჭო. 1930-იანი წლების ბოლოს კავკასიელებმა ფსონი გერმანიაზე დადეს. შემხვედრი ნაბიჯი გადადგა გერმანიამაც. 1938 წელს ბერლინში შეიქმნა "კავკასიის ემიგრაციის საქმეთა სამმართველო", ხოლო 1939 წელს რომში გაიმართა ბერლინის, პრაღის და ვარშავის ქართული ორგანიზაციების სხდომა, რომელზეც მიიღეს "საქართველოს ეროვნული კომიტეტის" დაარსების გადაწყვეტილება.

საბჭოთა კავშირთან ომის დაწყების შემდეგ, ქართულმა ემიგრაციამ დაიწყო შეიარაღებული გაერთიანების ფორმირება.  ამასთან, ქართული ლეგიონის ჩამოყალიბებაში წამყვანი როლი ითამაშა არა გერმანულმა ვერმახტმა, არამედ ქართულმა ემიგრაციამ. ვერმახტის ქართული ლეგიონის ჩამოყალიბებას სათავეში ჩაუდგა დამოუკიდებელი საქართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, თბილისის ყოფილი გენერალ-გუბერნატორი შალვა მაღლაკელიძე.

უკვე 1942 წლის დასაწყისში ქართულ ლეგიონში თითქმის 20 000 მებრძოლი, მათ შორის 3 000 ქართველი ემიგრანტი იყო.  ცალკე შეიძლება  აღინიშნოს განსაკუთრებული დანიშნულების კავკასიური ბატალიონი "ბერგმანი", რომლის დანიშნულება მთიან რელიეფზე საბრძოლო მოქმედებების წარმოება იყო. მის შემადგენლობაში შედიოდა 700 ტყვედ ჩავარდნილი ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი და ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლი. გარდა ამისა, "ბერგმანის" შემადგენლობაში შედიოდა 130 ქართველი ემიგრანტი (ძირითადად ფრანგული და პოლონური არმიის ყოფილი ჯარისკაცები) და 300 გერმანელი. 

მთლიანობაში, კავკასიის ხალხებიდან ჰიტლერის მხარეს იბრძოდა:

ქვეითი ჯარის ბატალიონში - 11 000 სომეხი, 13 600 აზერბაიჯანელი, 14 000 ქართვველი და 10 100 ჩრდილოკავკასიელი (სულ 48 700 კაცი).

სამშენებლო და ლოჯისტიკის ნაწილებში - 7 000 სომეხი, 4 795 აზერბაიჯანელი, 6 800 ქართველი და 3 000 ჩრდილოკავკასიელი.

გერმანიის ნაწილებში კავკასიელების საერთო რაოდენობა იყო 102 295 ადამიანი",- წერს რუსული გამოცემა.

რა ელოდა საქართველოს ჰიტლერის გამარჯვების შემთხვევაში?

როგორც გამოცემა წერს, გერმანიის ხელისუფლებას არ ჰქონდა საბჭოთა კავშირის მიწების სამომავლო მოწყობის საერთო გეგმა. გერმანიის თითოეულ უწყებას ჰქონდა თავისი ცალკეული ვერსიები. იგივე იყო საქართველოსთან მიმართებაშიც.

"მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა თავისი ხედვა კავკასიის ომის შემდგომი მოწყობისა. მისი ავტორი იყო ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი. პირველ მსოფლიო ომამდე ის თბილისში გერმანიის ვიცე-კონსული იყო... ის კარგად იცნობდა კავკასიას.

შულენბურგი მხარს უჭერდა მოსაზრებას, რომ სსრკ-ს ყველა დამორჩილებულ ქვეყანასთან მიმართებაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის მიმართულებას შეზღუდული როლი უნდა ჰქონოდა, მთავარი როლი უნდა ეთამაშა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი რიბენტროპი შულენბურგის იდეას ემხრობოდა", - აღნიშნულია საიტზე.

ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ომისშემდგომი მოწყობის შესახებ შულენბერგის იდეის აღწერა დატოვა შულენბურგის დამხმარემ - ჰანს ფონ ჰერვარტმა:

"შულენბურგს სურდა, რუსების და უკრაინელებისთვის თვითგამორკვევის უფლება მიეცათ. ის დარწმუნებული იყო, რომ საბჭოთა კავშირზე გამარჯვება მხოლოდ რუსებისვე ხელით შეიძლებოდა. საბრძოლო მოქმედებები უნდა გადასულიყო სამოქალაქო ომში.

თავდაპირველად გერმანიამ ხელი უნდა შეუწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თვითმმართველობის შექმნას. რასაც უნდა მოჰყვეს  რუსული ანტისაბჭოთა ხელისუფლების შექმნა.  ამის შემდეგ მხარი უნდა დაეჭიროს ნაციონალური უმცირესობების მთავრობების ჩამოყალიბებას.  აღნიშნული მთავრობები გერმანიამ უნდა აღიაროს, როგორც მოკავშირეები. მათ შორის უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სომხეთი და საქართველო. გერმანიის ეგიდით და თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს ამ მთავრობების ევროპულ გაერთიანებაში შესვლა", - ნათქვამია საიტზე.

მიუხედავად აღნიშნულისა, არსებობს საპირისპირო პოზიციაც, რომ გერმანია რეალურად საქართველოსთვის არაფრის გაკეთებას არ აპირებდა.

ლაშა ბაქრაძე, რომელიც გერმანიაში სწავლობდა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, რადიო "თავისუფლებასთან" საუბრისას აღნიშნავს:  "გერმანელებს არანაირი დაპირებები ქართველებისა და კავკასიელებისთვის არ მიუციათ. ქართული სამეკავშირეო შტაბი, როგორც საქართველოს წარმომადგენლობა, მათ აღიარეს 1945 წლის 17 მარტს, როცა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ქართველები მთელი ორი წლის მანძილზე ითხოვნენ ამას."

რაც შეეხება შალვა მაღლაკელიძეს, მან საქართველო 1921 წელს, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ დატოვა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ,  ომის პერიოდში მაღლაკელიძე ნაცისტების ჯარში მსახურობდა და ვერმახტის ქართულ ლეგიონს მეთაურობდა, რომელიც ქართველ პატრიოტთა მიერ ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად და საქართველოს დამოუკიდებლობის მისაღწევად. 1944 წელს მაღლაკელიძეს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დასავლეთ გერმანიაში. 1949-54 წლებში კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩევლად მსახურობდა. 1954 წელს საბჭოთა სუკ-ის აგენტებმა შეიპყრეს. გარდაიცვალა 83 წლისა.

ასევე იხილეთ: ცნობილი დისიდენტის მოგონებები ვერმახტის გენერალ შალვა მაღლაკელიძეზე

მომზადებულია ttolk.ru-ს მიხედვით.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"პარტიას თუ დავაარსებ, "სიტყვა და საქმე" მინდა დავარქვა" - რას წერს სალომე სამადაშვილი ენმ-დან ოფიციალურად წასვლის შემდეგ?

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"