სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას იხსენებს კონსტანტინე გამსახურდია ბავშვობასა და მამაზე
რას იხსენებს კონსტანტინე გამსახურდია ბავშვობასა და მამაზე

სულ ახ­ლა­ხან კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ ვიქ­ტო­რი­ა­ნულ ეპო­ქა­ში მოღ­ვა­წე პრე­რა­ფა­ე­ლის­ტი მხატ­ვრე­ბის პო­ე­ზია თარ­გმნა და წიგ­ნად გა­მოს­ცა... სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ინ­ტე­ლი­გენ­ტი კა­ცის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. "ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, შემ­დეგ კი ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა..." - ამ­ბობს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში. ერ­თფე­როვ­ნე­ბა არ უყ­ვარს, ამი­ტომ ბედი ყველ­გან სცა­და, მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კა­შიც. ახლა კი ტა­ი­მა­უ­ტი აქვს...

- ამ ეტაპ­ზე არც სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში ვარ და აღარც არა­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ­ში. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი კა­ცის ცხოვ­რე­ბა მაქვს. ხან­და­ხან მიწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რის სტა­ტუ­სით, სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ან რო­მე­ლი­მე სხვა სას­წავ­ლე­ბელ­ში ლექ­ცი­ებს ვკი­თხუ­ლობ. წიგ­ნი და კი­თხვა ჩემ­თვის შო­რე­უ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ზოგ­ჯერ ლექ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს....

- შო­რი­დან და­ვი­წყოთ სა­უ­ბა­რი, თქვე­ნი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბას თუ გა­დავ­ხე­დავთ, ალ­ბათ, არც ისე უშფოთვე­ლი ბავ­შვო­ბა გქონ­დათ...

- ბავ­შვო­ბის რა­ღაც მცი­რე მო­ნაკ­ვე­თი მარ­თლაც ლაღი და უშფოთვე­ლი მქონ­და, იმ პე­რი­ოდს ვგუ­ლის­ხმობ, რო­დე­საც საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ა­ზე, ანუ ბა­ბუ­ა­ჩემ­ზე ზე­წო­ლა შე­წყვი­ტა და ქარ­თველ კლა­სი­კო­სად აღი­ა­რეს. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მახ­სოვს ჩემი დიდი სი­ხა­რუ­ლი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით... ბა­ბუა ამ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეს, რა თქმა უნდა, ჩვე­უ­ლი სიმ­შვი­დით, სი­დინ­ჯი­თა და ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე შეხ­ვდა... ასე­თი დიდი სი­ხა­რუ­ლის კვალ­დაკ­ვალ, მუდ­მი­ვად იყო სტრე­სი, შიში, თავ­დას­ხმე­ბი, თვალ­თვა­ლი ჩვენს ოჯახ­ზე. "კა­გე­ბეს" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შუ­ა­ღა­მეს შე­მოც­ვივ­დე­ბოდ­ნენ სახ­ლში და კუ­თხე-კუნ­ჭულს ჩხრეკ­დნენ. 13 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც სკო­ლი­დან ტრო­ლე­ი­ბუ­სით ვბრუნ­დე­ბო­დი, უც­ნობ­მა ჩხუ­ბი და ყვი­რი­ლი და­მი­წყო, ჯი­ბი­დან ფულს მპა­რავ­დიო... ბევ­რჯერ ქუ­ჩა­შიც დამ­ხვედ­რი­ან... ბრძო­ლის თით­ქმის ყვე­ლა­ნა­ირ მე­თოდს შეჩ­ვე­უ­ლი გახ­ლდით, მაგ­რამ ასე­თი ფაქ­ტე­ბი მო­ზარ­დის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე, რა თქმა უნდა, ცუ­დად აი­სა­ხე­ბო­და. კვი­რა­ში ერთხელ მა­ინც იყო მუ­ქა­რის ზა­რე­ბი, გა­გა­ნად­გუ­რებ­თო...

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ო­დი. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის 23-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. მას­წავ­ლებ­ლე­ბიც სა­ოც­რად კარ­გე­ბი იყ­ვნენ, რაც ძა­ლი­ან მშვე­ლი­და. დიდ კონ­სტან­ტი­ნეს სკო­ლა­შიც სა­ო­ცარ პა­ტივს სცემ­დნენ, მაგ­რამ რო­დე­საც მა­მა­ჩე­მი, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია და­ა­პა­ტიმ­რეს, პედ­კო­ლექ­ტი­ვის აზრი ორად გა­ი­ყო - ერ­თმა ნა­წილ­მა "ხალ­ხის მტრის" შვი­ლად შემ­რა­ცხა, მე­ო­რე, საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლი, უკვე დი­სი­დენ­ტუ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი და სო­ლი­და­რო­ბას მი­ცხა­დებ­და... კლა­სე­ლებ­თან დღემ­დე შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. ჩემს კლას­ში სწავ­ლობ­და ცე­კას ერთ-ერთი მდივ­ნის ვაჟი, გი­ორ­გი ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი, ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბის მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრის თა­მარ ლაშ­ქა­რაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი. ორი­ვე მათ­გა­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის, მა­მი­სა და ბე­ბი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. ჩვენ­თან მე­გობ­რობ­და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის შვი­ლიშ­ვი­ლი გაგა ინა­უ­რი, რო­მე­ლიც ასე­ვე კრი­ტი­კუ­ლად იყო გან­წყო­ბი­ლი საბ­ჭო­თა წყო­ბი­ლე­ბის მი­მართ... ერ­თად ვკი­თხუ­ლობ­დით ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილს, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს, ალექ­სან­დრე ყაზ­ბეგს, ქარ­თუ­ლი სი­ტყვის სხვა დი­დოს­ტა­ტებს და აზ­რებ­საც ვცვლი­დით... მათ თა­ნად­გო­მას მუდ­მი­ვად ვგრძნობ­დი. ეს ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მა­ჩე­მის დი­სი­დენ­ტო­ბის წლებ­ში, რო­დე­საც მა­მას წა­რა­მა­რა იჭერ­დნენ. "კა­გე­ბეს" და­უ­ღა­ლა­ვი ბრძო­ლის კვალ­დაკ­ვალ, იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად გვერ­დში გვედგნენ. კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ა­შიც კი იყ­ვნენ ისე­თე­ბი, ვინც გვმფარ­ვე­ლობ­და, რად­გან ისი­ნი დიდ კონ­სტან­ტი­ნეს­თან მე­გობ­რობ­დნენ. მა­გა­ლი­თად, ქალ­ბა­ტო­ნი ვიქ­ტო­რია სი­რა­ძე, რო­მე­ლიც ცე­კა­ში რან­გით მე­სა­მე პირი იყო... მუდ­მი­ვად ვგრძნობ­დი, რომ ბა­ბუ­ას ყვე­ლა პა­ტივს სცემ­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რას იხსენებს კონსტანტინე გამსახურდია ბავშვობასა და მამაზე

რას იხსენებს კონსტანტინე გამსახურდია ბავშვობასა და მამაზე

სულ ახლახან კონსტანტინე გამსახურდიამ ვიქტორიანულ ეპოქაში მოღვაწე პრერაფაელისტი მხატვრების პოეზია თარგმნა და წიგნად გამოსცა... სამშობლოში დაბრუნდა და როგორც თავად ამბობს, ჩვეულებრივი, ინტელიგენტი კაცის ცხოვრებით ცხოვრობს. ''ჯერჯერობით არაფერი განსაკუთრებული, შემდეგ კი ვნახოთ, რა იქნება...'' - ამბობს კონსტანტინე გამსახურდია ჩვენთან საუბარში. ერთფეროვნება არ უყვარს, ამიტომ ბედი ყველგან სცადა, მათ შორის, პოლიტიკაშიც. ახლა კი ტაიმაუტი აქვს...

- ამ ეტაპზე არც სახელმწიფო სამსახურში ვარ და აღარც არასახელმწიფოებრივში. ჩვეულებრივი, ინტელექტუალი კაცის ცხოვრება მაქვს. ხანდახან მიწვეული ლექტორის სტატუსით, სახელმწიფო უნივერსიტეტში, თავისუფალ უნივერსიტეტში ან რომელიმე სხვა სასწავლებელში ლექციებს ვკითხულობ. წიგნი და კითხვა ჩემთვის შორეული არასდროს ყოფილა და ბედნიერი ვარ, რომ ზოგჯერ ლექციების ჩატარების საშუალება მაქვს....

- შორიდან დავიწყოთ საუბარი, თქვენი ოჯახის ცხოვრებას თუ გადავხედავთ, ალბათ, არც ისე უშფოთველი ბავშვობა გქონდათ...

- ბავშვობის რაღაც მცირე მონაკვეთი მართლაც ლაღი და უშფოთველი მქონდა, იმ პერიოდს ვგულისხმობ, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ კონსტანტინე გამსახურდიაზე, ანუ ბაბუაჩემზე ზეწოლა შეწყვიტა და ქართველ კლასიკოსად აღიარეს. პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს ჩემი დიდი სიხარული ამასთან დაკავშირებით... ბაბუა ამ სასიამოვნო სიახლეს, რა თქმა უნდა, ჩვეული სიმშვიდით, სიდინჯითა და ემოციების გარეშე შეხვდა... ასეთი დიდი სიხარულის კვალდაკვალ, მუდმივად იყო სტრესი, შიში, თავდასხმები, თვალთვალი ჩვენს ოჯახზე. ''კაგებეს'' თანამშრომლები შუაღამეს შემოცვივდებოდნენ სახლში და კუთხე-კუნჭულს ჩხრეკდნენ. 13 წლის ვიყავი, როდესაც სკოლიდან ტროლეიბუსით ვბრუნდებოდი, უცნობმა ჩხუბი და ყვირილი დამიწყო, ჯიბიდან ფულს მპარავდიო... ბევრჯერ ქუჩაშიც დამხვედრიან... ბრძოლის თითქმის ყველანაირ მეთოდს შეჩვეული გახლდით, მაგრამ ასეთი ფაქტები მოზარდის ფსიქოლოგიაზე, რა თქმა უნდა, ცუდად აისახებოდა. კვირაში ერთხელ მაინც იყო მუქარის ზარები, გაგანადგურებთო...

საბედნიეროდ, ძალიან კარგად მახსენდება სკოლაში სწავლის პერიოდი. ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საშუალო სკოლა დავამთავრე. მასწავლებლებიც საოცრად კარგები იყვნენ, რაც ძალიან მშველიდა. დიდ კონსტანტინეს სკოლაშიც საოცარ პატივს სცემდნენ, მაგრამ როდესაც მამაჩემი, ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, პედკოლექტივის აზრი ორად გაიყო - ერთმა ნაწილმა ''ხალხის მტრის'' შვილად შემრაცხა, მეორე, საკმაოდ დიდი ნაწილი, უკვე დისიდენტურად იყო განწყობილი და სოლიდარობას მიცხადებდა... კლასელებთან დღემდე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩემს კლასში სწავლობდა ცეკას ერთ-ერთი მდივნის ვაჟი, გიორგი ანდრონიკაშვილი, ასევე განათლების მაშინდელი მინისტრის თამარ ლაშქარაშვილის შვილიშვილი. ორივე მათგანი ოჯახის წევრების, მამისა და ბებიის პოლიტიკური პოზიციის წინააღმდეგი იყო. ჩვენთან მეგობრობდა უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის შვილიშვილი გაგა ინაური, რომელიც ასევე კრიტიკულად იყო განწყობილი საბჭოთა წყობილების მიმართ... ერთად ვკითხულობდით ივანე ჯავახიშვილს, მიხეილ ჯავახიშვილს, ალექსანდრე ყაზბეგს, ქართული სიტყვის სხვა დიდოსტატებს და აზრებსაც ვცვლიდით... მათ თანადგომას მუდმივად ვგრძნობდი. ეს ძალიან მჭირდებოდა, განსაკუთრებით მამაჩემის დისიდენტობის წლებში, როდესაც მამას წარამარა იჭერდნენ. ''კაგებეს'' დაუღალავი ბრძოლის კვალდაკვალ, იყვნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად გვერდში გვედგნენ. კომუნისტურ პარტიაშიც კი იყვნენ ისეთები, ვინც გვმფარველობდა, რადგან ისინი დიდ კონსტანტინესთან მეგობრობდნენ. მაგალითად, ქალბატონი ვიქტორია სირაძე, რომელიც ცეკაში რანგით მესამე პირი იყო... მუდმივად ვგრძნობდი, რომ ბაბუას ყველა პატივს სცემდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია