ლოს-ანჯელესში American Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ცერემონიის ფარგლებში პოპულარული მუსიკის ჟანრში მოღვაწე შემსრულებლები ჯილდოვდებიან.
დაჯილდოების ცერემონიას არა მხოლოდ ე.წ. სელებრითები, არამედ მრავალრიცხოვანი მაყურებელიც ელოდა. ყველა ვარაუდობდა, რომ ყველა ცნობილ სახეს ლედი გაგა დაჩრდილავდა და ასეც მოხდა. მომღერალი დაჯილდოების ცერმონიაზე ცხენზე ამხედრებული გამოჩნდა. ამასთან, მომღერლის ცხენი ბუტაფორიული იყო. მომღერალს სახეზე მინიმალური მაკიაჟი ჰქონდა გაკეთებული და ეცვა კაბა, რომელიც ძალიან ჰგავდა Versace-ს სარეკლამო რგოლის კაბას.
წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავებს შორის, მომღერალმა კრისტინა აგილერამ თავისი სიგამხდრით ყველა გააოცა. მომღერალს თეთრი, ტანზე მომდგარი კაბა ეცვა, რომელიც დამსწრეებს საშუალებას აძლევდა, შეეთვალიერებინათ კრისტინას სხეულის საოცარი ტრანსფორმაციის შედეგი.
რაც შეეხება თავად დაჯილდოების ცერემონიას, საღამო კელი ოსბორნს ჯენიფერ ჰადსონს და ჰაიდი კლუმს მიყავდა.
ცერემონიის ტრიუმფატორი კი ტეილორ სვიფტი გახდა - მომღერალს 4 ქანდაკება გადაეცა. ხოლო ჯასტინ ტიმბერლეიკმა სახლში ერთით ნაკლები ჯილდო წაიღო.
წარმოგიდგენთ American Music Awards2013-ის გამარჯვებულებს:
წლის შემსრულებელი - ტეილორ სვიფტი
როკის და ალტერნატიული მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი - Imagine Dragons
საუკეთესო როკ და პოპ მომღერალი - ჯასტინ ტიმბერლეიკი
წლის გარღვევა - არიანა გრანდე
საუკეთესო პოპ და როკ ჯგუფი - One Direction
საუკეთესო პოპ და როკ ალბომი - One Direction - Take Me Home
როკის და პოპის საუკეთესო მომღერალი - ტეილორ სვიფტი
რეპისადა ჰიპ-ჰოპის საუკეთესო შემსრულებელი - Macklemore და რაიან ლუისი
რეპისა და ჰიპ-ჰოპის საუკეთესო ალბომი - Macklemore და რაიან ლუისი, The Heist
ქანთრის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი - ლუკ ბრაიანი
ქანთრის საუკეთესო მომღერალი ქალი - ტეილორ სვიფტი
საუკეთესო ალბომი ქანთრის სტილში - ტეილორ სვიფტი , Red
სოულისა და R&B-ის საუკეთესო შემსრულებელი ქალი - რიანა
სოულისა და R&B-ის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი - ჯასტინ ტიმბერლეიკი
სოულისა და R&B-ის სტილში საყვარელი ალბომი - ჯასტინ ტიმბერლეიკი , The 20/20 Experience
თანამედროვეობით შთაგონებული (Contemporary Inspirational) საუკეთესო არტისტი - მეთიუ უესტი
საუკეთესო შემსრულებელი - ელექტრონული მუსიკა - Avicii
საუკეთესო შემსრულებელი ლათინოს სტილში - მარკ ენტონი
საუკეთესო საუნდტრეკი - სურათისთვის Pitch Perfect
საუკეთესო შემსრულებელი/ჯგუფი 25-დან 45 წლამდე სამიზნე აუდიტორიისთვის - Maroon 5
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.