ევროკავშირთან ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ რუსეთიდან ეკონომიკური რისკები თეორიულად არსებობს, - განაცხადა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "პალიტრა ტვ"- ს გადაცემა "ემას შოუში".
"თუ გავითვალისწინებთ იმ პრაქტიკას, რაც უკვე დავინახეთ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება. ჩვენ ბიზნესს ვაფრთხილებთ, რომ რუსეთი არ არის ის ბაზარი, რომელზეც 100 %-იანი გათვლა გააკეთონ და მხოლოდ და მხოლოდ განიხილონ ეს ბაზარი როგორც დივერსიფიკაციის საშუალება და არა როგორც ერთადერთი ბაზარი. აქედან გამომდინარე, სამწუხარო იქნება, რომ რუსეთი თუ კიდევ ერთხელ ამ ნაბიჯს გადადგამს, თუმცა, იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რაც გვაქვს კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით, დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, ეს ასე არ მოხდება, თუმცა, გამორიცხული არაფერი არ არის", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.