სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოკო როინიშვილი ყველაზე კარგად ცოლსა და დასთან ერთობა
კოკო როინიშვილი ყველაზე კარგად ცოლსა და დასთან ერთობა

მსა­ხი­ო­ბებს - კოკო რო­ი­ნიშ­ვილ­სა და ანი იმ­ნა­ძეს ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. პა­ტა­რას სა­ხე­ლი, მა­რი­ა­მი, მა­მის დის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვეს. მა­რი­ა­მი სულ რა­ღაც 41 დღის გახ­ლდათ, როცა სახ­ლში ვეწ­ვი­ეთ, მაგ­რამ უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ფო­ტო­კა­მე­რის წინ კარ­გად იპო­ზი­ო­რა და ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა­შიც არ შე­უშ­ლია დი­დად ხელი. ახალ­გაზ­რდა წყვილ­თან სა­უ­ბა­რი მათ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნით და­ვი­წყეთ.

კოკო:

- მეც და ანი­საც სამ­ყა­როს აღ­ქმა მა­რი­ა­მის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ შეგ­ვეც­ვა­ლა, ახლა ყვე­ლა­ფერს სხვა თვა­ლით ვუ­ყუ­რებთ, შვი­ლი მარ­თლა სა­ოც­რე­ბა ყო­ფი­ლა.

ანი:

- რაც დრო გა­დის, უფრო და უფრო მე­მა­ტე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ზო­გა­დად, რთუ­ლია დე­დო­ბა, ჩემ­თვის მა­რი­ა­მი პირ­ვე­ლი შვი­ლია, მაგ­რამ ისე ვარ, თით­ქოს ამ მხრივ გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს. ალ­ბათ ეს ინ­სტინ­ქტია, დე­დო­ბა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გრძნო­ბაა, რაც ყვე­ლა­ფერს გა­კე­თე­ბი­ნებს. შვი­ლის შე­ძე­ნი­დან პირ­ველ პე­რი­ოდ­ში დე­დებს დეპ­რე­სია ემარ­თე­ბათ ხოლ­მე, შე­იძ­ლე­ბა, ამას სახ­ლში ჯდო­მაც იწ­ვევს, თუმ­ცა მე დეპ­რე­სია არ მქო­ნია. ვფიქ­რობ, დე­დებ­მა შვი­ლით საქ­მე არ უნდა გა­ირ­თუ­ლონ, არ უნდა შე­წუხ­დნენ იმით, რომ ბავ­შვის გამო სა­დღაც ვერ მი­დი­ან, პი­რი­ქით, ამ ყვე­ლა­ფერს სა­სი­ა­მოვ­ნოდ უნდა შე­ხე­დონ, თუ ბავ­შვს ვერ ტო­ვე­ბენ, ხელი უნდა მოჰ­კი­დონ და წა­იყ­ვა­ნონ.

კოკო:

- მა­რი­ა­მი ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კა­ში გა­და­სა­რე­ვი ექი­მე­ბის ხელ­ში და­ი­ბა­და, ბავ­შვს ისე ეპყრო­ბოდ­ნენ, რომ მივ­ხვდი, შვი­ლის გაზ­რდა მო­ვა­ლე­ო­ბად კი არ უნდა აქ­ციო, ამით უნდა ისი­ა­მოვ­ნო და გა­ერ­თო, ოღონდ კარ­გი გა­გე­ბით. ექიმ­მა სწო­რედ ეს გვი­თხრა, მარ­ტი­ვად უნდა მი­უდ­გეთ საქ­მეს და შვი­ლის აღ­ზრდით "გა­ერ­თო­თო", ამი­ტო­მაც ვცდი­ლობთ მე და ანი, ასე მო­ვიქ­ცეთ.

- რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვის სა­ხელს, ოჯახ­ში უკვე გყავთ მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვი­ლი, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ შვი­ლის­თვის იმა­ვე სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა?

- სა­ხე­ლი ანიმ შე­არ­ჩია.

ანი:

- ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში სხვა სა­ხე­ლებ­ზეც ვფიქ­რობ­დით, მა­რი­ა­მიც იყო ერთ-ერთი ვა­რი­ან­ტი, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლი არ გვქონ­და, ბავ­შვს რას და­ვარ­ქმევ­დით... მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ ექიმ­მა რომ მკი­თხა, ვინ და­ი­ბა­დაო, მა­რი­ა­მი-მეთ­ქი, ვუ­პა­სუ­ხე (იღი­მის).

- ალ­ბათ ანი­სა და მა­რი­ამს ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ანი შვილს მის სა­ხელს არ და­არ­ქმევ­და..

კოკო:

- ანი­სა და მა­რი­ა­მის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რძალ­მუ­ლო­ბა არა­ფერ შუ­ა­შია. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან, მა­რი­ამ­მა გაც­ნო­ბის დღი­დან ანი თა­ვი­სი­ა­ნად მი­ი­ღო და ანა­ლო­გი­უ­რად ანი­მაც. იუ­მო­რი არც ერთს არ აკ­ლია, ერთი რომ რა­ღაც "სა­ში­ნე­ლე­ბას" იტყვის, მე­ო­რეც ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად აჰ­ყვე­ბა ხოლ­მე და მინ­და გი­თხრა, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გად მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვერ­თო­ბი (იცი­ნის).

ანი:

- მი­ხა­რია, რომ მე და მა­რი­ა­მი ვმე­გობ­რობთ. არ მიყ­ვარს ზღვარ­გა­და­სუ­ლი, გათ­ქვე­ფი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ძა­ლი­ან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს ერ­თმა­ნეთ­თან, ვა­ფა­სებთ ერ­თი­მე­ო­რის საქ­მეს. ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იგ­რძნო­ბა პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი, თუმ­ცა ამა­ზე სა­ჯა­როდ არ ვლა­პა­რა­კობთ და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ ვწერთ, რო­გორ გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი... უფრო სხვა რა­ღა­ცე­ბი მოწ­მობს იმას, რომ ერ­თად კარ­გად ვართ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

კოკო როინიშვილი ყველაზე კარგად ცოლსა და დასთან ერთობა

კოკო როინიშვილი ყველაზე კარგად ცოლსა და დასთან ერთობა

მსახიობებს - კოკო როინიშვილსა და ანი იმნაძეს ქალიშვილი შეეძინათ. პატარას სახელი, მარიამი, მამის დის პატივსაცემად დაარქვეს. მარიამი სულ რაღაც 41 დღის გახლდათ, როცა სახლში ვეწვიეთ, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ფოტოკამერის წინ კარგად იპოზიორა და ინტერვიუს ჩაწერაშიც არ შეუშლია დიდად ხელი. ახალგაზრდა წყვილთან საუბარი მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანით დავიწყეთ.

კოკო:

- მეც და ანისაც სამყაროს აღქმა მარიამის დაბადების შემდეგ შეგვეცვალა, ახლა ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებთ, შვილი მართლა საოცრება ყოფილა.

ანი:

- რაც დრო გადის, უფრო და უფრო მემატება პასუხისმგებლობა. ზოგადად, რთულია დედობა, ჩემთვის მარიამი პირველი შვილია, მაგრამ ისე ვარ, თითქოს ამ მხრივ გამოცდილება მაქვს. ალბათ ეს ინსტინქტია, დედობა ძალიან ძლიერი გრძნობაა, რაც ყველაფერს გაკეთებინებს. შვილის შეძენიდან პირველ პერიოდში დედებს დეპრესია ემართებათ ხოლმე, შეიძლება, ამას სახლში ჯდომაც იწვევს, თუმცა მე დეპრესია არ მქონია. ვფიქრობ, დედებმა შვილით საქმე არ უნდა გაირთულონ, არ უნდა შეწუხდნენ იმით, რომ ბავშვის გამო სადღაც ვერ მიდიან, პირიქით, ამ ყველაფერს სასიამოვნოდ უნდა შეხედონ, თუ ბავშვს ვერ ტოვებენ, ხელი უნდა მოჰკიდონ და წაიყვანონ.

კოკო:

- მარიამი ჩაჩავას კლინიკაში გადასარევი ექიმების ხელში დაიბადა, ბავშვს ისე ეპყრობოდნენ, რომ მივხვდი, შვილის გაზრდა მოვალეობად კი არ უნდა აქციო, ამით უნდა ისიამოვნო და გაერთო, ოღონდ კარგი გაგებით. ექიმმა სწორედ ეს გვითხრა, მარტივად უნდა მიუდგეთ საქმეს და შვილის აღზრდით "გაერთოთო", ამიტომაც ვცდილობთ მე და ანი, ასე მოვიქცეთ.

- რაც შეეხება ბავშვის სახელს, ოჯახში უკვე გყავთ მარიამ როინიშვილი, რატომ გადაწყვიტეთ შვილისთვის იმავე სახელის დარქმევა?

- სახელი ანიმ შეარჩია.

ანი:

- ორსულობის პერიოდში სხვა სახელებზეც ვფიქრობდით, მარიამიც იყო ერთ-ერთი ვარიანტი, მაგრამ გადაწყვეტილი არ გვქონდა, ბავშვს რას დავარქმევდით... მშობიარობის შემდეგ ექიმმა რომ მკითხა, ვინ დაიბადაო, მარიამი-მეთქი, ვუპასუხე (იღიმის).

- ალბათ ანისა და მარიამს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანი შვილს მის სახელს არ დაარქმევდა..

კოკო:

- ანისა და მარიამის ურთიერთობაში რძალმულობა არაფერ შუაშია. არაჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, მარიამმა გაცნობის დღიდან ანი თავისიანად მიიღო და ანალოგიურად ანიმაც. იუმორი არც ერთს არ აკლია, ერთი რომ რაღაც "საშინელებას“ იტყვის, მეორეც ძალიან ჩვეულებრივად აჰყვება ხოლმე და მინდა გითხრა, რომ ყველაზე კარგად მათ საზოგადოებაში ვერთობი (იცინის).

ანი:

- მიხარია, რომ მე და მარიამი ვმეგობრობთ. არ მიყვარს ზღვარგადასული, გათქვეფილი ურთიერთობები, ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან, ვაფასებთ ერთიმეორის საქმეს. ჩვენს ურთიერთობაში იგრძნობა პატივისცემა და სიყვარული, თუმცა ამაზე საჯაროდ არ ვლაპარაკობთ და სოციალურ ქსელში არ ვწერთ, როგორ გვიყვარს ერთმანეთი... უფრო სხვა რაღაცები მოწმობს იმას, რომ ერთად კარგად ვართ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება