სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მღვდელმსახური: "ზო­გი­ერ­თი ოჯა­ხის დან­გრე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა"

"ი­მის ნაც­ვლად, რომ ადა­მი­ან­მა გა­აა­ნა­ლი­ზოს, მიხ­ვდეს, რა შეც­დო­მა და­უშვა, სხვა­ში ეძე­ბს მი­ზეზს და არა თა­ვი­ს სუ­ლე­ლურ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­ში. ადა­მი­ა­ნი მუდ­მი­ვად დგას არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე: ირ­ჩევს მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებს, ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავრს... ხალ­ხს, ვინც მი­სი ჭი­რი­სა და ლხი­ნის მო­ზი­ა­რე უნ­და იყოს. გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე დგო­მი­სას შეც­დო­მის დაშ­ვე­ბა გა­საკ­ვი­რი სუ­ლაც არ არის, თუმ­ცა არ­სე­ბობს მცდა­რი ნა­ბი­ჯი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი ნე­ბით დგამს და გვი­ან აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მოტყ­უვ­და. დღეს სწო­რედ ამ თე­მა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა წმინ­და მო­წა­მე­თა, კვი­რი­კე­სა და ივ­ლი­ტას სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მღვდელ­მსა­ხუ­რი ლე­ვან ალა­დაშ­ვი­ლი:

- მამა ლე­ვან, ალ­ბათ ყვე­ლას ჰყავს სულ მცი­რე, ერ­თი ნაც­ნო­ბი მა­ინც, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე უა­რი თქვა სიყ­ვა­რულ­ზე და ოჯა­ხი ან­გა­რე­ბით შექ­მნა. რო­გორ აფა­სებს ამ მოვ­ლე­ნას ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ა?

- ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ არის ახა­ლი მოვ­ლე­ნა. ყო­ველ­თვის იყ­ვნენ და დღე­საც არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხის შექ­მნას მერ­კან­ტი­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბით აფა­სე­ბენ. ასე­თე­ბი იმა­ზე კი არ ფიქ­რო­ბენ, ვის უკავ­ში­რე­ბენ თა­ვი­ანთ მო­მა­ვალს, არა­მედ იმა­ზე, თუ რა სარ­გე­ბელს მო­უ­ტანთ მათ ეს ქორ­წი­ნე­ბა. მით უმე­ტეს დღეს, რო­ცა ბევ­რის­თვის ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბის სა­ზო­მად სიმ­დიდ­რეა მიჩ­ნე­უ­ლი. რა თქმა უნ­და, ვინც ამ­გვა­რი მო­საზ­რე­ბე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობს, დიდ შეც­დო­მას უშ­ვებს. უსიყ­ვა­რუ­ლოდ და უგუ­ლოდ შექ­მნი­ლი ოჯა­ხი შე­იძ­ლე­ბა არ და­ინ­გრეს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მძი­მე ჯვარს იღებს ის, ვინც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მეგ­ზურს სიმ­დიდ­რი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის მი­ხედ­ვით ირ­ჩევს. ასე­თებს ხში­რად სა­ნა­ნებ­ლად უხ­დე­ბათ თა­ვი­ან­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რად­გან ის, ვინც გულ­წრფე­ლად უყ­ვარ­დათ და ვის­ზეც ერთ დროს უა­რი თქვეს, მარ­თლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა, ხო­ლო ის, ვი­საც მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო გაჰ­ყვნენ, ან ლო­თი­ა, ან უსაქ­მუ­რი და ნარ­კო­მა­ნი და მი­სი ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბაც საპ­ნის ბუშ­ტი­ვით ქრე­ბა. მე­რე აღ­სა­რე­ბა­ზე მო­დი­ან და ტი­რი­ან. ჩემ­თა­ნაც მო­სუ­ლან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც წლე­ბის წინ და­უშ­ვეს მსგავ­სი შეც­დო­მა და დღემ­დე ძა­ლი­ან ნა­ნო­ბენ. ისი­ნი ვერ უძ­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სიძ­ნე­ლე­ებს იმის გა­მო, რომ ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი არა აქვთ.

- რას ურ­ჩევთ ამ ადა­მი­ა­ნებს?

- ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ, რომ თა­ვი აა­რი­დონ ოჯა­ხის დან­გრე­ვას, რად­გან ეს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და სხვა არა­ფე­რი. არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­თან დღეს ჯვა­რი და­ი­წე­რო და ხვალ უა­რი თქვა მას­ზე. ზოგ­ჯერ ხდე­ბა, რომ ცოლ­-ქმარს ერ­თმა­ნე­თი არ უყ­ვარს, მაგ­რამ მა­თი ოჯა­ხი არ იშ­ლე­ბა, თუნ­დაც შვი­ლე­ბის გა­მო. სხვა სა­კითხ­ი­ა, რამ­დე­ნად არის გა­გე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ასეთ ოჯახ­ში, მაგ­რამ ისი­ნი გა­რეგ­ნუ­ლად მა­ინც ინარ­ჩუ­ნე­ბენ წო­ნას­წო­რო­ბას. ხში­რად ისეც ხდე­ბა, რომ ვი­თომ დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით ქმნი­ან ოჯახს, მო­დი­ან, ჯვარ­საც იწე­რენ, მაგ­რამ ეს ოჯა­ხი ძა­ლი­ან მა­ლე იშ­ლე­ბა. ასე­თე­ბი არ გრძნო­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თუნ­დაც სა­კუ­თა­რი შვი­ლის წი­ნა­შე, სა­ბო­ლოო ნა­ყო­ფი კი სა­ვა­ლა­ლო­ა: დან­გრე­უ­ლი ოჯა­ხის შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან დი­დი სტრე­სის ქვეშ ექ­ცე­ვი­ან - დე­და ცალ­კე­ა, მა­მა - ცალ­კე და ისი­ნი არ ფიქ­რო­ბენ, რომ შვილს მარ­ტო ჩაც­მა და ჭა­მა არ უნ­და, მას ჯან­სა­ღი ოჯა­ხუ­რი გა­რე­მოც სჭირ­დე­ბა. ეს ბავ­შვე­ბი ხში­რად გულ­გა­ტე­ხილ­ნი და გა­ბო­რო­ტე­ბულ­ნი არი­ან. უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ეგო­იზ­მი - ეს ის თვი­სე­ბე­ბი­ა, რომ­ლე­ბიც ნე­ბის­მი­ერ, ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ურ­თი­ერ­თო­ბა­საც კი ან­გრევს და შლის. ამა­ვე დროს, არის გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა მე­უღ­ლე­ებს ერთ ჭერ­ქვეშ არ ეცხ­ოვ­რე­ბათ, ერ­თმა­ნეთს ღა­ლა­ტო­ბენ, რო­მე­ლი­მე ან პა­თო­ლო­გი­ა, ან ავად­მყო­ფი, ასე­თი ოჯა­ხის დან­გრე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კი­ა, რომ ბავ­შვი ნორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში აღი­ზარ­დოს, მაგ­რამ ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ასე­თი მიდ­გო­მა: "ა­ღარ მომ­წონ­ხარ, ვე­ღარ გეწყ­ო­ბი იმი­ტომ, რომ ვი­ღაც სხვა მომ­წონს" - ვი­მე­ო­რებ, ეს ეგო­იზ­მი და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა - სხვა არა­ფე­რი.

- ალ­ბათ ისიც უნ­და ით­ქვას, რომ ხში­რად მშობ­ლე­ბიც ზედ­მე­ტად ერე­ვი­ან შვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში.

- ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რი და მი­უ­ღე­ბე­ლია იმ დე­დის ან მა­მის საქ­ცი­ე­ლი, ვინც შვილს უბიძ­გებს ან­გა­რე­ბი­ა­ნი ნა­ბი­ჯი გა­დად­გას და შეძ­ლე­ბულ ადა­მი­ანს გაჰ­ყვეს ცო­ლად. ასე­თი მშობ­ლე­ბი უფ­რო თა­ვის თავ­ზე ფიქ­რო­ბენ. შვი­ლი მათ­თვის ერ­თგვა­რი გა­საც­ვლე­ლი მო­ნე­ტის როლს ას­რუ­ლებს. მო­მა­ვალ სი­ძეს ან რძალს იმის მი­ხედ­ვით აფა­სე­ბენ, სო­ცი­ა­ლურ კი­ბე­ზე რა ად­გი­ლი უკა­ვი­ა, ფი­ნან­სუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია თუ არა, რომ მე­რე თვი­თო­ნაც ისარ­გებ­ლონ მი­სი მდგო­მა­რე­ო­ბით...

უფ­ლის ნე­ბა­ა, რომ ადა­მი­ა­ნი ცხონ­დეს და თუ ადა­მი­ა­ნი ღვთის­ნი­ე­რი­ა, თუ უფ­ლის ნე­ბას ეძი­ებს და გულ­ში იმე­ო­რებს - "უ­ფა­ლო, იყავნ ნე­ბა შე­ნი", თუ ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას ცდი­ლობს, რო­მე­ლიც ღვთის­თვის სათ­ნო იქ­ნე­ბა, ყო­ველ­თვის გა­ი­მარ­ჯვებს, მაგ­რამ თუ არ იცის, რომ ოჯა­ხის შექ­მნა გარ­თო­ბა არ არის, რომ ეს დიდ თავ­გან­წირ­ვას, სხვი­სი სურ­ვი­ლე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის სა­კუ­თარ­ზე მაღ­ლა და­ყე­ნე­ბას ნიშ­ნავს, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი და გულ­გა­ტე­ხი­ლი დარ­ჩე­ბა. ასე­თე­ბი გვი­ან აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ სიყ­ვა­რუ­ლი არც სპორ­ტუ­ლი ჟი­ნი­ა, არც გარ­თო­ბა და არც აზარ­ტი, ეს გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მა­ღა­ლი კა­ტე­გო­რი­ა­ა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

მღვდელმსახური: "ზო­გი­ერ­თი ოჯა­ხის დან­გრე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა"

მღვდელმსახური: "ზო­გი­ერ­თი ოჯა­ხის დან­გრე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა"

"ი­მის ნაც­ვლად, რომ ადა­მი­ან­მა გა­აა­ნა­ლი­ზოს, მიხ­ვდეს, რა შეც­დო­მა და­უშვა, სხვა­ში ეძე­ბს მი­ზეზს და არა თა­ვი­ს სუ­ლე­ლურ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­ში. ადა­მი­ა­ნი მუდ­მი­ვად დგას არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე: ირ­ჩევს მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებს, ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავრს... ხალხს, ვინც მი­სი ჭი­რი­სა და ლხი­ნის მო­ზი­ა­რე უნ­და იყოს. გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე დგო­მი­სას შეც­დო­მის დაშ­ვე­ბა გა­საკ­ვი­რი სუ­ლაც არ არის, თუმ­ცა არ­სე­ბობს მცდა­რი ნა­ბი­ჯი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი ნე­ბით დგამს და გვი­ან აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მოტყ­უვ­და. დღეს სწო­რედ ამ თე­მა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა წმინ­და მო­წა­მე­თა, კვი­რი­კე­სა და ივ­ლი­ტას სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მღვდელ­მსა­ხუ­რი ლე­ვან ალა­დაშ­ვი­ლი:

-  მამა ლევან, ალ­ბათ ყვე­ლას ჰყავს სულ მცი­რე, ერ­თი ნაც­ნო­ბი მა­ინც, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე უა­რი თქვა სიყ­ვა­რულ­ზე და ოჯა­ხი ან­გა­რე­ბით შექ­მნა. რო­გორ აფა­სებს ამ მოვ­ლე­ნას ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ა?

-  ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ არის ახა­ლი მოვ­ლე­ნა. ყო­ველ­თვის იყ­ვნენ და დღე­საც არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხის შექ­მნას მერ­კან­ტი­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბით აფა­სე­ბენ. ასე­თე­ბი იმა­ზე კი არ ფიქ­რო­ბენ, ვის უკავ­ში­რე­ბენ თა­ვი­ანთ მო­მა­ვალს, არა­მედ იმა­ზე, თუ რა სარ­გე­ბელს მო­უ­ტანთ მათ ეს ქორ­წი­ნე­ბა. მით უმე­ტეს დღეს, რო­ცა ბევ­რის­თვის ადა­მი­ა­ნუ­რი ღირ­სე­ბის სა­ზო­მად სიმ­დიდ­რეა მიჩ­ნე­უ­ლი. რა თქმა უნ­და, ვინც ამ­გვა­რი მო­საზ­რე­ბე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობს, დიდ შეც­დო­მას უშ­ვებს. უსიყ­ვა­რუ­ლოდ და უგუ­ლოდ შექ­მნი­ლი ოჯა­ხი შე­იძ­ლე­ბა არ და­ინ­გრეს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მძი­მე ჯვარს იღებს ის, ვინც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მეგ­ზურს სიმ­დიდ­რი­სა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის მი­ხედ­ვით ირ­ჩევს. ასე­თებს ხში­რად სა­ნა­ნებ­ლად უხ­დე­ბათ თა­ვი­ან­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რად­გან ის, ვინც გულ­წრფე­ლად უყ­ვარ­დათ და ვის­ზეც ერთ დროს უა­რი თქვეს, მარ­თლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა, ხო­ლო ის, ვი­საც მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო გაჰ­ყვნენ, ან ლო­თი­ა, ან უსაქ­მუ­რი და ნარ­კო­მა­ნი და მი­სი ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბაც საპ­ნის ბუშ­ტი­ვით ქრე­ბა. მე­რე აღ­სა­რე­ბა­ზე მო­დი­ან და ტი­რი­ან. ჩემ­თა­ნაც მო­სუ­ლან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც წლე­ბის წინ და­უშ­ვეს მსგავ­სი შეც­დო­მა და დღემ­დე ძა­ლი­ან ნა­ნო­ბენ. ისი­ნი ვერ უძ­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სიძ­ნე­ლე­ებს იმის გა­მო, რომ ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი არა აქვთ.

-  რას ურ­ჩევთ ამ ადა­მი­ა­ნებს?

-  ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ, რომ თა­ვი აა­რი­დონ ოჯა­ხის დან­გრე­ვას, რად­გან ეს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და სხვა არა­ფე­რი. არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­თან დღეს ჯვა­რი და­ი­წე­რო და ხვალ უა­რი თქვა მას­ზე. ზოგ­ჯერ ხდე­ბა, რომ ცოლ­-ქმარს ერ­თმა­ნე­თი არ უყ­ვარს, მაგ­რამ მა­თი ოჯა­ხი არ იშ­ლე­ბა, თუნ­დაც შვი­ლე­ბის გა­მო. სხვა სა­კითხ­ი­ა, რამ­დე­ნად არის გა­გე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ასეთ ოჯახ­ში, მაგ­რამ ისი­ნი გა­რეგ­ნუ­ლად მა­ინც ინარ­ჩუ­ნე­ბენ წო­ნას­წო­რო­ბას. ხში­რად ისეც ხდე­ბა, რომ ვი­თომ დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით ქმნი­ან ოჯახს, მო­დი­ან, ჯვარ­საც იწე­რენ, მაგ­რამ ეს ოჯა­ხი ძა­ლი­ან მა­ლე იშ­ლე­ბა. ასე­თე­ბი არ გრძნო­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თუნ­დაც სა­კუ­თა­რი შვი­ლის წი­ნა­შე, სა­ბო­ლოო ნა­ყო­ფი კი სა­ვა­ლა­ლო­ა: დან­გრე­უ­ლი ოჯა­ხის შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან დი­დი სტრე­სის ქვეშ ექ­ცე­ვი­ან - დე­და ცალ­კე­ა, მა­მა - ცალ­კე და ისი­ნი არ ფიქ­რო­ბენ, რომ შვილს მარ­ტო ჩაც­მა და ჭა­მა არ უნ­და, მას ჯან­სა­ღი ოჯა­ხუ­რი გა­რე­მოც სჭირ­დე­ბა. ეს ბავ­შვე­ბი ხში­რად გულ­გა­ტე­ხილ­ნი და გა­ბო­რო­ტე­ბულ­ნი არი­ან. უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ეგო­იზ­მი - ეს ის თვი­სე­ბე­ბი­ა, რომ­ლე­ბიც ნე­ბის­მი­ერ, ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ურ­თი­ერ­თო­ბა­საც კი ან­გრევს და შლის. ამა­ვე დროს, არის გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა მე­უღ­ლე­ებს ერთ ჭერ­ქვეშ არ ეცხ­ოვ­რე­ბათ, ერ­თმა­ნეთს ღა­ლა­ტო­ბენ, რო­მე­ლი­მე ან პა­თო­ლო­გი­ა, ან ავად­მყო­ფი, ასე­თი ოჯა­ხის დან­გრე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კი­ა, რომ ბავ­შვი ნორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში აღი­ზარ­დოს, მაგ­რამ ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ასე­თი მიდ­გო­მა: "ა­ღარ მომ­წონ­ხარ, ვე­ღარ გეწყ­ო­ბი იმი­ტომ, რომ ვი­ღაც სხვა მომ­წონს" - ვი­მე­ო­რებ, ეს ეგო­იზ­მი და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა - სხვა არა­ფე­რი.

-  ალ­ბათ ისიც უნ­და ით­ქვას, რომ ხში­რად მშობ­ლე­ბიც ზედ­მე­ტად ერე­ვი­ან შვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში.

-  ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რი და მი­უ­ღე­ბე­ლია იმ დე­დის ან მა­მის საქ­ცი­ე­ლი, ვინც შვილს უბიძ­გებს ან­გა­რე­ბი­ა­ნი ნა­ბი­ჯი გა­დად­გას და შეძ­ლე­ბულ ადა­მი­ანს გაჰ­ყვეს ცო­ლად. ასე­თი მშობ­ლე­ბი უფ­რო თა­ვის თავ­ზე ფიქ­რო­ბენ. შვი­ლი მათ­თვის ერ­თგვა­რი გა­საც­ვლე­ლი მო­ნე­ტის როლს ას­რუ­ლებს. მო­მა­ვალ სი­ძეს ან რძალს იმის მი­ხედ­ვით აფა­სე­ბენ, სო­ცი­ა­ლურ კი­ბე­ზე რა ად­გი­ლი უკა­ვი­ა, ფი­ნან­სუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია თუ არა, რომ მე­რე თვი­თო­ნაც ისარ­გებ­ლონ მი­სი მდგო­მა­რე­ო­ბით...

უფ­ლის ნე­ბა­ა, რომ ადა­მი­ა­ნი ცხონ­დეს და თუ ადა­მი­ა­ნი ღვთის­ნი­ე­რი­ა, თუ უფ­ლის ნე­ბას ეძი­ებს და გულ­ში იმე­ო­რებს - "უ­ფა­ლო, იყავნ ნე­ბა შე­ნი", თუ ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას ცდი­ლობს, რო­მე­ლიც ღვთის­თვის სათ­ნო იქ­ნე­ბა, ყო­ველ­თვის გა­ი­მარ­ჯვებს, მაგ­რამ თუ არ იცის, რომ ოჯა­ხის შექ­მნა გარ­თო­ბა არ არის, რომ ეს დიდ თავ­გან­წირ­ვას, სხვი­სი სურ­ვი­ლე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის სა­კუ­თარ­ზე მაღ­ლა და­ყე­ნე­ბას ნიშ­ნავს, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი და გულ­გა­ტე­ხი­ლი დარ­ჩე­ბა. ასე­თე­ბი გვი­ან აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ სიყ­ვა­რუ­ლი არც სპორ­ტუ­ლი ჟი­ნი­ა, არც გარ­თო­ბა და არც აზარ­ტი, ეს გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მა­ღა­ლი კა­ტე­გო­რი­ა­ა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია