სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კაკაბაძე - "ხუდონჰესს არ გვაპატიებს შთამომავლობა"
ირაკლი კაკაბაძე - "ხუდონჰესს არ გვაპატიებს შთამომავლობა"

მწე­რა­ლი და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ხუ­დო­ნ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას აპ­რო­ტეს­ტებს.

"ხუ­დო­ნ­ჰე­სის პრო­ექ­ტი არა­ნა­ი­რად არ წა­ად­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს. სა­ჭი­როა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყური უგ­დოს ხალ­ხს და გა­რე­მოს დამ­ცვე­ლებს. უკვე 25 წე­ლია რაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ხუ­დო­ნ­ჰე­სის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის. მე­რაბ კოს­ტა­ვა­დან, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­დან, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­დან და­წყე­ბუ­ლი და სვა­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. არ მივ­ცეთ უცხო მო­ნათ­მფლო­ბელს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ და­ა­სა­ხიჩ­როს ჩვე­ნი ბუ­ნე­ბა. ჩვე­ნი მთა­ვა­რი სიმ­დიდ­რე ჩვე­ნი ბუ­ნე­ბაა.

ჩვენ ხუ­დო­ნ­ჰე­სის აშე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოვ­დი­ვართ უკვე 1988 წლი­დან. მის მერე არც ერთ ექ­სპერტს თუ ენერ­გე­ტი­კის სპე­ცი­ა­ლისტს არ შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია ისე­თი გეგ­მა, რო­მე­ლიც რო­მე­ლი­მე ჩვენ­განს მა­ინც მო­ე­წო­ნე­ბო­და (ვგუ­ლის­ხმობ არა მარ­ტო გა­რე­მოს დამ­ცვე­ლებს, არა­მედ ყვე­ლა ამ სფე­როს­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პირს). ანუ არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა არ მო­უ­ძებ­ნი­ათ. მი­თუ­მე­ტეს ახლა თურ­მე ეს ხდე­ბა არა სა­ხელ­მწი­ფო ინ­ვეს­ტი­რე­ბით (რის წი­ნა­აღ­მდე­გაც აგ­რეთ­ვე ვი­ყა­ვი 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში), არა­მედ რაჯ ტა­ტას ოჯა­ხის კერ­ძო ინ­ვეს­ტი­ცი­ით - ანუ თურ­ქეთ­ში გა­ყიდ­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი თან­ხის დიდი ნა­წი­ლი ამ ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კორ­პო­რა­ცი­ის ჯი­ბე­ში ჩავა. რად გვინ­და სვა­ნე­თის და და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ხე­ლა რის­კში ჩაგ­დე­ბა რაჯ ტა­ტას ოჯა­ხის და მულ­ტი-ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის კი­დევ უფრო გამ­დიდ­რე­ბის­თვის?.. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვაა.

მარ­ქსის "კა­პი­ტა­ლიც" კი, რო­მე­ლიც მარ­ქსის უძ­ლი­ე­რე­სი ნა­წარ­მო­ე­ბი არაა - ეგეც რომ ჰქონ­დეთ წე­სი­ე­რად წა­კი­თხუ­ლი - და კი­თხვა რომ იცოდ­ნენ სა­ერ­თოდ - ეს იქ­ნე­ბო­და ძა­ლი­ან კარ­გი. ჯერ მი­შამ გა­ნა­ახ­ლა ეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი პრო­ექ­ტი და ის შე­ეკ­რა ტა­ტას ოჯახს და ახლა ქო­ცე­ბიც აყვნენ ფერ­ხულ­ში. იმე­დია, ჭკუ­ას გა­მო­ი­ჩენს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ხუ­დო­ნ­ჰესს არ გვა­პა­ტი­ებს შთა­მო­მავ­ლო­ბა", - წერს კა­კა­ბა­ძე.

კა­კა­ბა­ძის პოსტს სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია ეხ­მა­უ­რე­ბა და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის შე­ხე­დუ­ლე­ბას იზი­ა­რებს.

"გი­გან­ტუ­რი ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და მათ შო­რის ხუ­დო­ნ­ჰე­სის შე­სა­ხებ წერ­და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია თა­ვის ლექსში: "ამ ენ­გურ­ჰე­სით და ჟინ­ვალ­ჰე­სით, / სურთ სა­ქარ­თვე­ლოს აუ­გონ წესი. / ჩვენს ბრგე ცი­ხე­ებს, ტან­კე­ნარ ტაძ­რებს / ეს სა­უ­კუ­ნე სპობს უახ­ლე­სი. / მალე გვექ­ნე­ბა მი­ნა­ძე­ჰე­სი, / დაშ­ლის ვარ­ძი­ას, ზარზმას და ხერ­თვისს. / მოთ­ქმა-გო­დე­ბა ჯა­ვა­ხის, მეს­ხის / აბო­ბოქ­რე­ბულ ტალ­ღებს შე­ერ­თვის. / ამ ხუ­დო­ნ­ჰე­სით, ნა­მოხ­ვა­ნ­ჰე­სით / სვა­ნეთს და ლე­ჩხუმს სურთ დას­ცენ მეხი, / რომ სა­მუ­და­მოდ ჩვენს მთი­ა­ნეთ­ში / ამო­უკ­ვე­თონ ქარ­თველ კაცს ფეხი. / ამ ენ­გურ­ჰე­სით და ჟინ­ვალ­ჰე­სით / სურთ სა­ქარ­თვე­ლოს აუ­გონ წესი, / თან გვარ­წმუ­ნე­ბენ, იცავ­სო ძეგ­ლებს / ეს სა­უ­კუ­ნე უდი­ა­დე­სი", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

სვა­ნეთ­ში, სო­ფელ ხა­იშ­ში ხუ­დო­ნ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ფი­ცის და­დე­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ. ისი­ნი გუ­შინ ხა­ი­შის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში შე­იკ­რიბ­ნენ და ფიცი და­დეს. მათი რი­ცხვი 200-ზე მე­ტია.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი სკო­ლის პე­და­გო­გი აკა­კი ზუმ­ბა­ძე აცხა­დებს, ფიცს დე­ბენ არა მარ­ტო ხა­ი­შის, არა­მედ მთე­ლი სვა­ნე­თის მცხოვ­რებ­ლე­ბი. ფი­ცის ტექ­სტი შემ­დე­გია: "ვფი­ცავ, არ და­ვი­შუ­რებ ძალ-ღო­ნეს და ჭკუა-გო­ნე­ბას, რომ ხა­ი­შის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი, სო­ფე­ლი და სა­საფ­ლა­ო­ე­ბი წყალ­ქვეშ არ მო­ექ­ცეს. ფი­ცის სი­ნამ­დვი­ლეს ვა­დას­ტუ­რებ ხელ­მო­წე­რით".

გარ­და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი­სა, ხა­იშ­ში ხუ­დო­ნ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რი­ვებს სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ. მათ შო­რის იყ­ვნენ ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, ნინო ჩხო­ბა­ძე, გია ხე­ვი­აშ­ვი­ლი, მი­რონ ფირ­ცხე­ლა­ნი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ისი­ნი არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ და­თან­ხმდე­ბი­ან ხუ­დო­ნ­ჰე­სის აშე­ნე­ბას. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, იყო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! კომ­პენ­სა­ცი­ებ­ზე, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა არ ყო­ფი­ლა. თუმ­ცა, მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, რა თან­ხაც არ უნდა შეს­თა­ვა­ზონ, ხუ­დო­ნ­ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ და­თან­ხმდე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ირაკლი კაკაბაძე - "ხუდონჰესს არ გვაპატიებს შთამომავლობა"

ირაკლი კაკაბაძე - "ხუდონჰესს არ გვაპატიებს შთამომავლობა"

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებს.

"ხუდონჰესის პროექტი არანაირად არ წაადგება საქართველოს. საჭიროა ხელისუფლებამ ყური უგდოს ხალხს და გარემოს დამცველებს. უკვე 25 წელია რაც ქართველი ხალხი ხუდონჰესის წინააღმდეგ იბრძვის. მერაბ კოსტავადან, ზვიად გამსახურდიადან, ზურაბ ჟვანიადან დაწყებული და სვანეთის მოსახლეობის უმრავლესობით დამთავრებული. არ მივცეთ უცხო მონათმფლობელს იმის საშუალება, რომ დაასახიჩროს ჩვენი ბუნება. ჩვენი მთავარი სიმდიდრე ჩვენი ბუნებაა.

ჩვენ ხუდონჰესის აშენების წინააღმდეგ გამოვდივართ უკვე 1988 წლიდან. მის მერე არც ერთ ექსპერტს თუ ენერგეტიკის სპეციალისტს არ შემოუთავაზებია ისეთი გეგმა, რომელიც რომელიმე ჩვენგანს მაინც მოეწონებოდა (ვგულისხმობ არა მარტო გარემოს დამცველებს, არამედ ყველა ამ სფეროსთან დაახლოებულ პირს). ანუ არანაირი გამართლება არ მოუძებნიათ. მითუმეტეს ახლა თურმე ეს ხდება არა სახელმწიფო ინვესტირებით (რის წინააღმდეგაც აგრეთვე ვიყავი 25 წლის განმავლობაში), არამედ რაჯ ტატას ოჯახის კერძო ინვესტიციით - ანუ თურქეთში გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის დიდი ნაწილი ამ ტრანსნაციონალური კორპორაციის ჯიბეში ჩავა. რად გვინდა სვანეთის და დასავლეთ საქართველოს ამხელა რისკში ჩაგდება რაჯ ტატას ოჯახის და მულტი-ნაციონალების კიდევ უფრო გამდიდრებისთვის?.. ძალიან სერიოზული კითხვაა.

მარქსის "კაპიტალიც" კი, რომელიც მარქსის უძლიერესი ნაწარმოები არაა - ეგეც რომ ჰქონდეთ წესიერად წაკითხული - და კითხვა რომ იცოდნენ საერთოდ - ეს იქნებოდა ძალიან კარგი. ჯერ მიშამ განაახლა ეს დანაშაულებრივი პროექტი და ის შეეკრა ტატას ოჯახს და ახლა ქოცებიც აყვნენ ფერხულში. იმედია, ჭკუას გამოიჩენს ახალი ხელისუფლება. ხუდონჰესს არ გვაპატიებს შთამომავლობა", - წერს კაკაბაძე.

კაკაბაძის პოსტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია ეხმაურება და უფლებადამცველის შეხედულებას იზიარებს.

"გიგანტური ჰესების მშენებლობაზე და მათ შორის ხუდონჰესის შესახებ წერდა ზვიად გამსახურდია თავის ლექსში: "ამ ენგურჰესით და ჟინვალჰესით, / სურთ საქართველოს აუგონ წესი. / ჩვენს ბრგე ციხეებს, ტანკენარ ტაძრებს / ეს საუკუნე სპობს უახლესი. / მალე გვექნება მინაძეჰესი, / დაშლის ვარძიას, ზარზმას და ხერთვისს. / მოთქმა-გოდება ჯავახის, მესხის / აბობოქრებულ ტალღებს შეერთვის. / ამ ხუდონჰესით, ნამოხვანჰესით / სვანეთს და ლეჩხუმს სურთ დასცენ მეხი, / რომ სამუდამოდ ჩვენს მთიანეთში / ამოუკვეთონ ქართველ კაცს ფეხი. / ამ ენგურჰესით და ჟინვალჰესით / სურთ საქართველოს აუგონ წესი, / თან გვარწმუნებენ, იცავსო ძეგლებს / ეს საუკუნე უდიადესი", - წერს გამსახურდია.

სვანეთში, სოფელ ხაიშში ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივები ფიცის დადებას განაგრძობენ. ისინი გუშინ ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში შეიკრიბნენ და ფიცი დადეს. მათი რიცხვი 200-ზე მეტია.

როგორც ადგილობრივი სკოლის პედაგოგი აკაკი ზუმბაძე აცხადებს, ფიცს დებენ არა მარტო ხაიშის, არამედ მთელი სვანეთის მცხოვრებლები. ფიცის ტექსტი შემდეგია: "ვფიცავ, არ დავიშურებ ძალ-ღონეს და ჭკუა-გონებას, რომ ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, სოფელი და სასაფლაოები წყალქვეშ არ მოექცეს. ფიცის სინამდვილეს ვადასტურებ ხელმოწერით".

გარდა ადგილობრივებისა, ხაიშში ხუდონჰესის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ადგილობრივებს სოლიდარობას უცხადებენ. მათ შორის იყვნენ ლაშა ჩხარტიშვილი, ნინო ჩხობაძე, გია ხევიაშვილი, მირონ ფირცხელანი.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან ხუდონჰესის აშენებას. მათივე ინფორმაციით, იყო შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! კომპენსაციებზე, თუმცა კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა. თუმცა, მოსახლეობის თქმით, რა თანხაც არ უნდა შესთავაზონ, ხუდონჰესის მშენებლობას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს