სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უძნელდებათ ადამიანებს სოდომური ცოდვების აღიარება?
რატომ უძნელდებათ ადამიანებს სოდომური ცოდვების აღიარება?

წმინ­და წე­რი­ლი­დან ვი­ცით, რომ უფალ­მა ერ­თი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა სო­დო­მი­სა და გო­მო­რის მცხოვ­რებ­ნი გო­გირ­დო­ვა­ნი ცე­ცხლის წვი­მით, მათ შო­რის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი უკი­დუ­რე­სი უს­ჯუ­ლო­ე­ბი­სა და უკე­თუ­რე­ბის გამო. იმ ად­გი­ლას, სა­დაც სო­დო­მი და გო­მო­რი მდე­ბა­რე­ობ­და, აღ­მო­ცენ­და მა­რი­ლი­ა­ნი - მკვდა­რი ზღვა, სა­დაც დღემ­დე ვე­რა­ნა­ი­რი სულ­დგმუ­ლი ვერ ცო­ცხლობს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ ერთხელ მი­ა­ნიშ­ნებს სო­დომ-გო­მო­რუ­ლი ცოდ­ვე­ბის უკი­დუ­რეს სიმ­ძი­მე­ზე...

- ვიდ­რე უშუ­ა­ლოდ სო­დო­მუ­რი ცოდ­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­უ­ბარს, იქ­ნებ რამ­დე­ნი­მე სი­ტყვით გან­გვი­მარ­ტოთ, რა­ტომ ინე­ბა უფალ­მა სო­დომ-გო­მო­რის გო­გირ­დო­ვა­ნი ცე­ცხლის წვი­მით გა­ნად­გუ­რე­ბა? რა შე­იძ­ლე­ბა განვჭვრი­ტოთ ცე­ცხლის სა­ხით მო­სულ სას­ჯელ­ში?

დე­კა­ნო­ზი პეტ­რე გი­ორ­გა­ძე:

- ცე­ცხლი გან­საწ­მენ­დე­ლია. ამ­გვა­რი სას­ჯე­ლით უფა­ლი ცე­ცხლით წმენ­დს იმ ად­გილს, რო­მე­ლიც უს­ჯუ­ლო­ე­ბით წა­ი­ბილ­წა. სო­დომ-გო­მო­რის გა­ნად­გუ­რე­ბის შემ­დეგ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაჩ­ნდა მა­რი­ლო­ვა­ნი მკვდა­რი ზღვა, სა­დაც ვერც ერთი სულ­დგმუ­ლი ვერ ცო­ცხლობს. მკვდარ ზღვა­საც ამი­ტომ უწო­დე­ბენ. მა­მე­ბი ჯო­ჯო­ხეთ­ზე სა­უბ­რი­სას ხში­რად ასა­ხე­ლე­ბენ გო­გირ­დო­ვან ტბას, ცე­ცხლო­ვან წყალს, რაც სას­ჯე­ლად აქვთ იქ მოხ­ვედ­რი­ლებს. გო­გირ­დო­ვა­ნი ცე­ცხლის წვი­მა ალ­ბათ მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ ჯო­ჯო­ხე­თუ­რი სას­ჯე­ლი მო­ვი­და, - სო­დომ-გო­მო­რე­ლებს, რომ­ლებ­მაც პა­ტა­რა ჯო­ჯო­ხე­თი მო­ა­წყვეს ამ მხა­რე­ში, სას­ჯე­ლიც ჯო­ჯო­ხე­თუ­რი და­ე­დოთ, - ცე­ცხლი და გო­გირ­დი აწ­ვიმ­დათ.

- მარ­თა­ლია, სო­დო­მი­სა და გო­მო­რის მხა­რე და მისი მკვიდ­რნი, გარ­და მარ­თა­ლი ლო­ტი­სა, უფალ­მა ერ­თი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა, აღ­გა­ვა პი­რი­სა­გან მი­წი­სა, მათ შო­რის აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ცოდ­ვე­ბი შემ­დგომ­ში მა­ინც გავ­რცელ­და ადა­მი­ან­თა შო­რის, რომ­ლე­ბიც სო­დო­მად, სო­დომ-გო­მო­რის ცოდ­ვე­ბად იწო­დე­ბა. რა არის ამის მი­ზე­ზი?

- მას შემ­დეგ, რაც უფალ­მა წარ­მო­ნაქ­მენ­ში­ვე აღ­მო­ფხვრა სო­დომ-გო­მო­რუ­ლი ცოდ­ვა, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ღვთის შე­მოქ­მე­დე­ბის ნა­ყო­ფია, არ უნდა გას­ჭირ­ვე­ბო­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა - არ გაჰ­კა­რე­ბო­და ამ ცოდ­ვებს, თუმ­ცა ის იმ­დე­ნად მიდ­რე­კი­ლია სი­ა­მოვ­ნე­ბის­კენ და გა­და­დის სო­დო­მურ ცოდ­ვა­ში, რომ ან ვერ ამ­ჩნევს, ან შე­ჩე­რე­ბა უჭირს.

- შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნებს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეთ სო­დომ-გო­მო­რუ­ლი ცოდ­ვე­ბის სიმ­ძი­მე, თუმ­ცა მათ ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ამ ცოდ­ვე­ბის აღი­ა­რე­ბა უჭირთ. სა­უ­ბა­რი მაქვს ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებ­ზე, მრევ­ლის წევ­რებ­ზე...

- ამის მი­ზე­ზი ამ­პარ­ტავ­ნე­ბაა. ჩვენ ადა­მი­ა­ნის­გან არ ვი­თხოვთ, დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­როს, რო­გორ ჩა­ი­დი­ნა ცოდ­ვა. მთა­ვა­რია, აღი­ა­როს, რომ სო­დო­მუ­რი და გო­მო­რუ­ლი ცოდ­ვით მო­უხ­და და­ცე­მა. ადა­მი­ა­ნი ფიქ­რობს, რას იტყვის მას­ზე მო­ძღვა­რი. ცხა­დია, მას ბო­რო­ტი აწ­ვდის ასეთ აზ­რებს, რომ მო­ძღვარ­თან არ მი­ვი­დეს და არ აღი­ა­როს მის წი­ნა­შე. შე­იძ­ლე­ბა, თა­ვი­დან უფრო თქვას ადა­მი­ან­მა. რაც დრო გა­დის და ადა­მი­ა­ნი მრევ­ლის ერთ-ერთი აქ­ტი­უ­რი წევ­რი ხდე­ბა, უფრო უჭირს აღი­ა­რე­ბა. აღ­სა­რე­ბამ­დე ბო­რო­ტი ჩას­ძა­ხის, რომ არ თქვას. ეს ფა­რავს ღვთის სინ­დი­სის ძა­ხილს - თქვი, აღი­ა­რე ბო­ლომ­დეო. შემ­დეგ ის აწუ­ხებს, რომ არ თქვა. ამი­ტომ ჯო­ბია, თავი აი­ძუ­ლო და თქვა, აღი­ა­რო. რაც უფრო მცი­რე ცოდ­ვებს გვე­უბ­ნე­ბა ღვთის­მსა­ხურთ ადა­მი­ა­ნი, მით ზე­და­პი­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს დე­და­ეკ­ლე­სი­ი­სა და ჩვენ მი­მართ. რაც უფრო მძი­მე ცოდ­ვებს გვან­დობს, ეს ნიშ­ნავს, რომ სე­რი­ო­ზუ­ლად და­ფიქ­რე­ბუ­ლა ეს ადა­მი­ა­ნი და გვენ­დო­ბა. იმე­დი აქვს ამ ცოდ­ვე­ბის­გან გან­კურ­ნე­ბი­სა.

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რატომ უძნელდებათ ადამიანებს სოდომური ცოდვების აღიარება?

რატომ უძნელდებათ ადამიანებს სოდომური ცოდვების აღიარება?

წმინდა წერილიდან ვიცით, რომ უფალმა ერთიანად გაანადგურა სოდომისა და გომორის მცხოვრებნი გოგირდოვანი ცეცხლის წვიმით, მათ შორის გავრცელებული უკიდურესი უსჯულოებისა და უკეთურების გამო. იმ ადგილას, სადაც სოდომი და გომორი მდებარეობდა, აღმოცენდა მარილიანი - მკვდარი ზღვა, სადაც დღემდე ვერანაირი სულდგმული ვერ ცოცხლობს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიანიშნებს სოდომ-გომორული ცოდვების უკიდურეს სიმძიმეზე...

- ვიდრე უშუალოდ სოდომური ცოდვების შესახებ გავაგრძელებთ საუბარს, იქნებ რამდენიმე სიტყვით განგვიმარტოთ, რატომ ინება უფალმა სოდომ-გომორის გოგირდოვანი ცეცხლის წვიმით განადგურება? რა შეიძლება განვჭვრიტოთ ცეცხლის სახით მოსულ სასჯელში?

დეკანოზი პეტრე გიორგაძე:

- ცეცხლი განსაწმენდელია. ამგვარი სასჯელით უფალი ცეცხლით წმენდს იმ ადგილს, რომელიც უსჯულოებით წაიბილწა. სოდომ-გომორის განადგურების შემდეგ იმ ტერიტორიაზე გაჩნდა მარილოვანი მკვდარი ზღვა, სადაც ვერც ერთი სულდგმული ვერ ცოცხლობს. მკვდარ ზღვასაც ამიტომ უწოდებენ. მამები ჯოჯოხეთზე საუბრისას ხშირად ასახელებენ გოგირდოვან ტბას, ცეცხლოვან წყალს, რაც სასჯელად აქვთ იქ მოხვედრილებს. გოგირდოვანი ცეცხლის წვიმა ალბათ მიანიშნებდა, რომ ჯოჯოხეთური სასჯელი მოვიდა, - სოდომ-გომორელებს, რომლებმაც პატარა ჯოჯოხეთი მოაწყვეს ამ მხარეში, სასჯელიც ჯოჯოხეთური დაედოთ, - ცეცხლი და გოგირდი აწვიმდათ.

- მართალია, სოდომისა და გომორის მხარე და მისი მკვიდრნი, გარდა მართალი ლოტისა, უფალმა ერთიანად გაანადგურა, აღგავა პირისაგან მიწისა, მათ შორის აღმოცენებული ცოდვები შემდგომში მაინც გავრცელდა ადამიანთა შორის, რომლებიც სოდომად, სოდომ-გომორის ცოდვებად იწოდება. რა არის ამის მიზეზი?

- მას შემდეგ, რაც უფალმა წარმონაქმენშივე აღმოფხვრა სოდომ-გომორული ცოდვა, ადამიანს, რომელიც ღვთის შემოქმედების ნაყოფია, არ უნდა გასჭირვებოდა გადაწყვეტილების მიღება - არ გაჰკარებოდა ამ ცოდვებს, თუმცა ის იმდენად მიდრეკილია სიამოვნებისკენ და გადადის სოდომურ ცოდვაში, რომ ან ვერ ამჩნევს, ან შეჩერება უჭირს.

- შესაძლოა, ადამიანებს გაცნობიერებული ჰქონდეთ სოდომ-გომორული ცოდვების სიმძიმე, თუმცა მათ ყველაზე მეტად სწორედ ამ ცოდვების აღიარება უჭირთ. საუბარი მაქვს ეკლესიის წიაღში მყოფ ადამიანებზე, მრევლის წევრებზე...

- ამის მიზეზი ამპარტავნებაა. ჩვენ ადამიანისგან არ ვითხოვთ, დეტალურად აღწეროს, როგორ ჩაიდინა ცოდვა. მთავარია, აღიაროს, რომ სოდომური და გომორული ცოდვით მოუხდა დაცემა. ადამიანი ფიქრობს, რას იტყვის მასზე მოძღვარი. ცხადია, მას ბოროტი აწვდის ასეთ აზრებს, რომ მოძღვართან არ მივიდეს და არ აღიაროს მის წინაშე. შეიძლება, თავიდან უფრო თქვას ადამიანმა. რაც დრო გადის და ადამიანი მრევლის ერთ-ერთი აქტიური წევრი ხდება, უფრო უჭირს აღიარება. აღსარებამდე ბოროტი ჩასძახის, რომ არ თქვას. ეს ფარავს ღვთის სინდისის ძახილს - თქვი, აღიარე ბოლომდეო. შემდეგ ის აწუხებს, რომ არ თქვა. ამიტომ ჯობია, თავი აიძულო და თქვა, აღიარო. რაც უფრო მცირე ცოდვებს გვეუბნება ღვთისმსახურთ ადამიანი, მით ზედაპირული დამოკიდებულება აქვს დედაეკლესიისა და ჩვენ მიმართ. რაც უფრო მძიმე ცოდვებს გვანდობს, ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად დაფიქრებულა ეს ადამიანი და გვენდობა. იმედი აქვს ამ ცოდვებისგან განკურნებისა.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია