მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს რიცხვი 41 და რომელი ავტომობილით მგზავრობა ურჩია დევიდ ბექჰემმა ლონდონში მყოფ ქართველს?
რას ნიშნავს რიცხვი 41 და რომელი ავტომობილით მგზავრობა ურჩია დევიდ ბექჰემმა ლონდონში მყოფ ქართველს?

ერ­თა­დერ­თი ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში - გო­რან ბრე­გო­ვი­ჩის კონ­ცერ­ტზე მოხ­ვედ­რა იყო. სტუ­დენ­ტო­ბი­სას, კუს­ტუ­რი­ცა­თი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა შე­ვი­ტყვე, რომ არ­სე­ბობს კომ­პო­ზი­ტო­რი, რო­მე­ლიც სულ­ში ჩამ­წვდომ მუ­სი­კას წერს და მას გო­რან ბრე­გო­ვი­ჩი ჰქვია. მას მერე სულ მის კონ­ცერ­ტზე მოხ­ვედ­რა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, მაგ­რამ სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ მჯე­რო­და ამ ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბის. ერთ დღეს კი "პა­ლიტ­რა­მე­დი­ი­დან" რე­პორ­ტა­ჟის გა­სა­კე­თებ­ლად გამ­გზავ­ნეს. მა­შინ ვირ­წმუ­ნე ოც­ნე­ბის ახ­დე­ნის, მაგ­რამ მას შემ­დეგ აღა­რა­ფერ­ზე მი­ოც­ნე­ბია - ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი ერ­თა­დერ­თი ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა რომ არ გა­მე­უ­ფე­რუ­ლე­ბი­ნა.

ეს ამ­ბა­ვი ახლა ერ­თმა ჩემ­მა "ფე­ის­ბუკ"-მე­გო­ბარ­მა, სა­ჯა­რო ფი­გუ­რამ, რუ­სე­თი­დან დევ­ნილ­მა, დი­სი­დენ­ტმა ჟურ­ნა­ლის­ტმა, ოლეგ სან­დრო (ეს სა­ხე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ და­ირ­ქვა) პან­ფი­ლოვ­მა გა­მახ­სე­ნა, თა­ვი­სი ცოტა არ იყოს, ღი­მი­ლის მომმგვრე­ლი პოს­ტით (სტი­ლი და­ცუ­ლია): Послушал сегодня одного журналиста иностранца, который за месяц проехал на велосипеде пол-Грузии, и понял что цифра 41 означает не что иное, как количество оставшихся перед выборами мечтателей...

მო­მი­ტე­ვეთ, ბა­ტო­ნი ოლეგ სან­დროს მშობ­ლი­ურ ენას ვეცი პა­ტი­ვი და მისი პოს­ტი ორი­გი­ნალ­ში­ვე გად­მო­ვა­კო­პი­რე. ახლა კი, ჩემი მშობ­ლი­უ­რი ენის დიდი პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, პოს­ტის ქარ­თულ თარ­გმანს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ:

"დღეს ერთ უცხო­ელ ჟურ­ნა­ლისტს მო­ვუს­მი­ნე, რო­მელ­მაც ერთი თვის მან­ძილ­ზე ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო შე­მო­ი­ა­რა და მიხ­ვდა, რომ რი­ცხვი 41, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნი­ლი მე­ოც­ნე­ბე ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის აღმნიშ­ვნე­ლია".

რომ გი­თხრათ, ამ პოს­ტის კო­მენ­ტა­რით ვინ­მემ თავი გა­ი­გი­ჟა-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. მან "ლა­ი­ქე­ბი" უფრო მო­აგ­რო­ვა, მაგ­რამ ახლა ოლეგ სან­დროს მიერ და­დე­ბუ­ლი ერთი ძვე­ლი პოს­ტი გა­მახ­სენ­და:

რა ხდე­ბა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის ემ­ზა­დე­ბაო? პოს­ტი "მე­ცხრე არ­ხის" და­ხურ­ვის­თა­ნა­ვე გაჩ­ნდა მის კე­დელ­ზე. მა­ლე­ვე ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე პო­ლი­ტი­კი­დან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­სა­ლოდ­ნელ წას­ვლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით აივ­სო. დღეს კი რას ვხე­დავ? ჯერ წე­რენ, - თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბას წერს გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზეო, ცოტა ქვე­მოთ კი - იმა­ვე ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბის და­წე­რას სო­ზარ სუ­ბა­რიც აპი­რებს თურ­მე. ჰოდა, მეც დავ­ფიქ­რდი. ბოლო დროს შე­ვა­ტყვე, თავ­ში ერ­თა­დერ­თი სი­ტყვა - "ევა­კუ­ა­ცია" მიტ­რი­ა­ლებს და ოლეგ სან­დროს ხმა ჩა­მეს­მის. ჰოდა, მგო­ნი, ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ამ ვი­თა­რე­ბი­დან - აპო­ლი­ტი­კუ­რო­ბაა. თქვენც და სა­კუ­თარ თავ­საც ამას ვურ­ჩევ. არც იმე­დი გა­გიც­რუვ­დე­ბათ და არც ოც­ნე­ბე­ბი გა­გი­უ­ფე­რულ­დე­ბათ...

ისე, გა­დად­გო­მა­ზე ვსა­უბ­რობ და არ შე­მიძ­ლია, ქუ­თა­ი­სის უკვე ყო­ფი­ლი მე­რის, დი­მიტ­რი კო­პა­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა არ ვახ­სე­ნო, რო­მე­ლიც მან თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის მიზ­ნით და­წე­რა. ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გან­ცხა­დე­ბაა: გთხოვთ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ სა­კუ­თა­რი ნე­ბით დავ­ტო­ვო ჩემ მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბაო. კო­პა­ლი­ან­მა გან­ცხა­დე­ბა 11 სექ­ტემ­ბერს, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის, თა­მაზ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე და­წე­რა. რა არის ამა­ში უც­ნა­უ­რი, არა? ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გან­ცხა­დე­ბაა, მაგ­რამ ის სრუ­ლი­ად "ფე­ის­ბუკ"-სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ღა­დაო თე­მად იქცა, კო­პა­ლი­ა­ნის მიერ ბა­ტი­ფე­ხუ­რად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­წე­რის გამო (ისე, მარ­თლა ისე­თი ხელ­წე­რით და­უ­წე­რია, ღი­მილს მოგგვრის). სას­კო­ლო რვე­უ­ლი­დან ამო­ხე­ულ, ბოლო მერ­ხზე მჯდა­რი ონავ­რის მიერ უკვე ვინ იცის, მე­რამ­დე­ნედ, კლა­სის დამ­რი­გებ­ლის­თვის მი­ცე­მულ პი­რო­ბას ჰგავს, - მეტს აღარ ვი­ცელ­ქე­ბო, - თა­ვი­სი სი­ტყვა­ძუნ­წო­ბი­თა და ალაგ-ალაგ და­დღაბ­ნი­ლი მელ­ნით. ხალ­ხსაც მეტი რა უნდა, მიმ­შვე­ნებს ახლა ეს დას­კა­ნე­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა კე­დელს, თა­ვი­სი კო­მენ­ტა­რე­ბით. ვი­ღაც კი­თხუ­ლობს, ეს ის არ არის, ამე­რი­კი­დან რომ მო­ევ­ლი­ნა ქუ­თა­ისს მხსნე­ლა­დო? გან­ცხა­დე­ბის და­წე­რა მა­ინც ეს­წავ­ლა ამე­რი­კა­შიო!.. - ისე, თუ ამე­რი­კა­ში სწავ­ლობ­და, გა­სა­გე­ბი­ცაა, რა­ტო­მაც უჭირს მშობ­ლი­ურ ენა­ზე სუფ­თად და ლა­მა­ზად წე­რაო, - გა­ა­მარ­თლა ვი­ღაც, შე­და­რე­ბით ჰუ­მა­ნურ­მა ადა­მი­ან­მა. ერ­თმა კი ორ­თოგ­რა­ფი­ის მსხვერ­პლი, ამე­რი­კი­დან ჩა­მო­ტა­ნილ პრო­დუქტს შე­ა­და­რა, რო­მე­ლიც სა­ბა­ჟო­ზე შე­მოწ­მე­ბას გა­დის. უვარ­გი­სო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მას თურ­მე უკან აბ­რუ­ნე­ბენ. ჰოდა, კო­პა­ლი­ა­ნიც იმ პრო­დუქ­ტი­ვით არი­სო. ღი­მი­ლით ჩა­ვი­კი­თხე ყვე­ლა კო­მენ­ტა­რი და უკა­ნას­კნე­ლის წა­კი­თხვი­სას ეს ღი­მი­ლიც გა­მიქ­რა: მგო­ნი, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრად უპი­რე­ბენ კო­პა­ლი­ანს და­ნიშ­ვნა­სო.

ისე, ზე­მოთ თა­მაზ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ვახ­სე­ნე და მისი მოგ­ვა­რე, სუფ­თად წვერ­გა­პარ­სუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გა­მახ­სენ­და, უფრო სწო­რად - 25 წლის წი­ნან­დე­ლი ფოტო, სა­დაც ის სუფ­რა­ზე მო­ქე­ი­ფეა გა­და­ღე­ბუ­ლი, გიგა ბო­კე­რი­ას­თან ერ­თად ("ფე­ის­ბუ­კე­ლებს" რამე სუ­რათს გა­მო­ა­პა­რებ?). ჰოდა, ამ ფო­ტო­საც უმალ მო­უ­ძებ­ნეს ღირ­სე­უ­ლი სა­თა­უ­რი: "კო­ა­ბი­ტა­ცი­ის ად­რე­უ­ლი ეტა­პი". ად­რე­უ­ლი თუ პრე­კო­ა­ბი­ტა­ცი­უ­რი არ ვიცი, მაგ­რამ თა­ვად პრე­მი­ერს უთ­ქვამს (ამა­საც "ფე­ის­ბუკ"-ბა­გე­ნი ღა­ღა­დე­ბენ), რომ მას თა­ვი­სი მთავ­რო­ბის ბევ­რი ჩი­ნოვ­ნი­კი ჰყო­ლია შემ­ჩნე­უ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ჰოდა, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფოტო- თუ ვერ­ბა­ლუ­რი მა­სა­ლა არ აკ­ლდე­ბა მე­დი­ა­სივ­რცეს. მერე რა, რომ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის არა­პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი­დან არის?! მთა­ვა­რი ხომ ერ­თად ყოფ­ნის ფაქ­ტია. უფრო მე­ტიც - მთე­ლი "ფე­ის­ბუ­კი" მარ­ჩი­ე­ლობს, ვისი ხე­ლია დას­ვე­ნე­ბუ­ლი ბო­კე­რი­ას მხარ­ზე (ფო­ტოგ­რაფს მისი გა­და­ღე­ბა რა­ტომ­ღაც, სა­ჭი­როდ არ ჩა­უთ­ვლია)? ვა­ტყობ, ეს ხალ­ხი ამ ჩხრე­კა-ჩხრე­კა­ში ისე შორს წავა, რომ მალე ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დელ რა­ი­მე სუ­რათს გა­მო­უ­ძებ­ნის ჩვენს პო­ლი­ტი­კო­სებს, "პლავ­კებ­ში" გა­და­ღე­ბულს, ზღვა­ზე ან - უფრო უა­რე­სი... გახ­სოვთ, ადრე წე­სად, რომ ჰქონ­დათ - ტიტ­ლი­კა­ნა ბავ­შვს, ზე­წარ­ზე და­გო­რე­ბულს რომ უღებ­დნენ სუ­რათს? ჰოდა, თუ მალე ასე­თი სუ­რა­თი და­უ­დეს ჩვენს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­საც, მა­შინ სულმთლად დავ­ღუ­პულ­ვართ და ეგ არის.

Is it f...g Shevardnadzes country?! ასე თურ­მე ალ პა­ჩი­ნოს მო­უხ­სე­ნე­ბია ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. მხატ­ვარ მა­მუ­კა გი­ორ­გა­ძის მო­ნა­თხრობ­მა, "ფე­ის­ბუკ"-მპოს­ტა­ვებს საქ­მე გა­უ­ჩი­ნა, პოს­ტა­ვენ და პოს­ტა­ვენ. იცით, რაში იყო თურ­მე საქ­მე?.. ამე­რი­კა­ში, მა­მუ­კა "არ­მა­ნის" მა­ღა­ზი­ა­ში შე­სუ­ლა და იქ პი­რის­პირ შეს­ჯა­ხე­ბია ალ პა­ჩი­ნოს. ალ­საც შე­უ­ნიშ­ნავს მა­მუ­კა, ჟა­კეტს რომ იზო­მავ­და. პა­ჩი­ნო სა­ოც­რად კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა და უკი­თხავს, - მოგ­წონ­სო (ჟა­კეტ­ზე, რა თქმა უნდა)? მერე ისიც გა­მო­უ­კი­თხავს, სა­ი­დან ხარო, და როცა გა­უ­გო­ნია ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის პა­სუ­ხი, დე­დამ...ი შე­ვარ­დნა­ძის ქვეყ­ნი­დან ხარო?! - უთ­ქვამს. დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას კი ის ჟა­კე­ტი უყი­დია სა­ჩუქ­რად მა­მუ­კას­თვის და ზედ სა­კუ­თა­რი ავ­ტოგ­რა­ფიც და­უ­ტო­ვე­ბია. მოკ­ლედ, ახლა ამ პოსტზე გა­კე­თე­ბულ ყვე­ლა კო­მენ­ტარს ნუ ჩა­მო­მათ­ვლე­ვი­ნებთ.

ეს ამ­ბა­ვი კი, გინდ და­ი­ჯე­რეთ, გინდ - არა, მე კი ერთ კო­მენ­ტარს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, რო­მელ­მაც ლა­მის პოსტზე მე­ტად გა­მა­ხა­ლი­სა. მისი ავ­ტო­რი, ინ­ტერ­ნეტ­ში ვინ­მე Maxus Van Dert-ად და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლია: "მეც შემ­ხვდა ლონ­დონ­ში ყოფ­ნი­სას "როლს-რო­ი­სის" სა­ლონ­ში დე­ვიდ ბექ­ჰე­მი და მკი­თხა, მოგ­წონს ეს მან­ქა­ნაო? - დიახ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ძვი­რია-მეთ­ქი, - ვუ­პა­სუ­ხე ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელს. - სა­ი­დან ხარო? - მკი­თხა დე­ვიდ­მა. - სა­ქარ­თვე­ლო­დან-მეთ­ქი, - გა­ვე­ცი პა­სუ­ხი. Is it f...g Ivanishvilis and Kaladzes country?! - მი­თხრა და და­მემ­შვი­დო­ბა. სა­ლო­ნის და­ტო­ვე­ბი­სას გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რი მო­მი­ახ­ლოვ­და და კონ­ვერ­ტი მო­მა­წო­და, რო­მელ­შიც წე­რი­ლი და ორი გა­სა­ღე­ბი იდო: ერთი - "როლს-რო­ი­სის", ხოლო მე­ო­რე - "ზა­პო­რო­ჟე­ცის"; წე­რილ­ში კი ეწე­რა: "თუ აქ, ბრი­ტა­ნეთ­ში და­ა­პი­რებ დარ­ჩე­ნას, "როლს-რო­ი­სი" გა­მო­ი­ყე­ნე, ხოლო თუ უკან აპი­რებ შენს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას... "ზა­პო­რო­ჟეცს" გირ­ჩევ"...

მო­მა­ვალ Facebook მო­ნი­ტო­რამ­დე

ქეთი ნი­კო­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რას ნიშნავს რიცხვი 41 და რომელი ავტომობილით მგზავრობა ურჩია დევიდ ბექჰემმა ლონდონში მყოფ ქართველს?

რას ნიშნავს რიცხვი 41 და რომელი ავტომობილით მგზავრობა ურჩია დევიდ ბექჰემმა ლონდონში მყოფ ქართველს?

ერთადერთი ახდენილი ოცნება ჩემს ცხოვრებაში - გორან ბრეგოვიჩის კონცერტზე მოხვედრა იყო. სტუდენტობისას, კუსტურიცათი აღფრთოვანებულმა შევიტყვე, რომ არსებობს კომპოზიტორი, რომელიც სულში ჩამწვდომ მუსიკას წერს და მას გორან ბრეგოვიჩი ჰქვია. მას მერე სულ მის კონცერტზე მოხვედრაზე ვოცნებობდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ მჯეროდა ამ ოცნების ასრულების. ერთ დღეს კი "პალიტრამედიიდან" რეპორტაჟის გასაკეთებლად გამგზავნეს. მაშინ ვირწმუნე ოცნების ახდენის, მაგრამ მას შემდეგ აღარაფერზე მიოცნებია - ბავშვობის დროინდელი ერთადერთი ახდენილი ოცნება რომ არ გამეუფერულებინა.

ეს ამბავი ახლა ერთმა ჩემმა "ფეისბუკ"-მეგობარმა, საჯარო ფიგურამ, რუსეთიდან დევნილმა, დისიდენტმა ჟურნალისტმა, ოლეგ სანდრო (ეს სახელი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაირქვა) პანფილოვმა გამახსენა, თავისი ცოტა არ იყოს, ღიმილის მომმგვრელი პოსტით (სტილი დაცულია): Послушал сегодня одного журналиста иностранца, который за месяц проехал на велосипеде пол-Грузии, и понял что цифра 41 означает не что иное, как количество оставшихся перед выборами мечтателей...

მომიტევეთ, ბატონი ოლეგ სანდროს მშობლიურ ენას ვეცი პატივი და მისი პოსტი ორიგინალშივე გადმოვაკოპირე. ახლა კი, ჩემი მშობლიური ენის დიდი პატივისცემის ნიშნად, პოსტის ქართულ თარგმანს შემოგთავაზებთ:

"დღეს ერთ უცხოელ ჟურნალისტს მოვუსმინე, რომელმაც ერთი თვის მანძილზე ნახევარი საქართველო შემოიარა და მიხვდა, რომ რიცხვი 41, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოში დარჩენილი მეოცნებე ადამიანების რაოდენობის აღმნიშვნელია".

რომ გითხრათ, ამ პოსტის კომენტარით ვინმემ თავი გაიგიჟა-მეთქი, მოგატყუებთ. მან "ლაიქები" უფრო მოაგროვა, მაგრამ ახლა ოლეგ სანდროს მიერ დადებული ერთი ძველი პოსტი გამახსენდა:

რა ხდება, ბიძინა ივანიშვილი ევაკუაციისთვის ემზადებაო? პოსტი "მეცხრე არხის" დახურვისთანავე გაჩნდა მის კედელზე. მალევე ინტერნეტსივრცე პოლიტიკიდან პრემიერ-მინისტრის მოსალოდნელ წასვლაზე გავრცელებული ინფორმაციით აივსო. დღეს კი რას ვხედავ? ჯერ წერენ, - თეა წულუკიანი განცხადებას წერს გადადგომის თაობაზეო, ცოტა ქვემოთ კი - იმავე შინაარსის განცხადების დაწერას სოზარ სუბარიც აპირებს თურმე. ჰოდა, მეც დავფიქრდი. ბოლო დროს შევატყვე, თავში ერთადერთი სიტყვა - "ევაკუაცია" მიტრიალებს და ოლეგ სანდროს ხმა ჩამესმის. ჰოდა, მგონი, ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებიდან - აპოლიტიკურობაა. თქვენც და საკუთარ თავსაც ამას ვურჩევ. არც იმედი გაგიცრუვდებათ და არც ოცნებები გაგიუფერულდებათ...

ისე, გადადგომაზე ვსაუბრობ და არ შემიძლია, ქუთაისის უკვე ყოფილი მერის, დიმიტრი კოპალიანის განცხადება არ ვახსენო, რომელიც მან თანამდებობიდან გადადგომის მიზნით დაწერა. ერთი ჩვეულებრივი განცხადებაა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკუთარი ნებით დავტოვო ჩემ მიერ დაკავებული თანამდებობაო. კოპალიანმა განცხადება 11 სექტემბერს, საკრებულოს თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის სახელზე დაწერა. რა არის ამაში უცნაური, არა? ერთი ჩვეულებრივი განცხადებაა, მაგრამ ის სრულიად "ფეისბუკ"-საზოგადოების საღადაო თემად იქცა, კოპალიანის მიერ ბატიფეხურად შესრულებული ნაწერის გამო (ისე, მართლა ისეთი ხელწერით დაუწერია, ღიმილს მოგგვრის). სასკოლო რვეულიდან ამოხეულ, ბოლო მერხზე მჯდარი ონავრის მიერ უკვე ვინ იცის, მერამდენედ, კლასის დამრიგებლისთვის მიცემულ პირობას ჰგავს, - მეტს აღარ ვიცელქებო, - თავისი სიტყვაძუნწობითა და ალაგ-ალაგ დადღაბნილი მელნით. ხალხსაც მეტი რა უნდა, მიმშვენებს ახლა ეს დასკანერებული განცხადება კედელს, თავისი კომენტარებით. ვიღაც კითხულობს, ეს ის არ არის, ამერიკიდან რომ მოევლინა ქუთაისს მხსნელადო? განცხადების დაწერა მაინც ესწავლა ამერიკაშიო!.. - ისე, თუ ამერიკაში სწავლობდა, გასაგებიცაა, რატომაც უჭირს მშობლიურ ენაზე სუფთად და ლამაზად წერაო, - გაამართლა ვიღაც, შედარებით ჰუმანურმა ადამიანმა. ერთმა კი ორთოგრაფიის მსხვერპლი, ამერიკიდან ჩამოტანილ პროდუქტს შეადარა, რომელიც საბაჟოზე შემოწმებას გადის. უვარგისობის შემთხვევაში მას თურმე უკან აბრუნებენ. ჰოდა, კოპალიანიც იმ პროდუქტივით არისო. ღიმილით ჩავიკითხე ყველა კომენტარი და უკანასკნელის წაკითხვისას ეს ღიმილიც გამიქრა: მგონი, განათლების მინისტრად უპირებენ კოპალიანს დანიშვნასო.

ისე, ზემოთ თამაზ მარგველაშვილი ვახსენე და მისი მოგვარე, სუფთად წვერგაპარსული საპრეზიდენტო კანდიდატი გამახსენდა, უფრო სწორად - 25 წლის წინანდელი ფოტო, სადაც ის სუფრაზე მოქეიფეა გადაღებული, გიგა ბოკერიასთან ერთად ("ფეისბუკელებს" რამე სურათს გამოაპარებ?). ჰოდა, ამ ფოტოსაც უმალ მოუძებნეს ღირსეული სათაური: "კოაბიტაციის ადრეული ეტაპი". ადრეული თუ პრეკოაბიტაციური არ ვიცი, მაგრამ თავად პრემიერს უთქვამს (ამასაც "ფეისბუკ"-ბაგენი ღაღადებენ), რომ მას თავისი მთავრობის ბევრი ჩინოვნიკი ჰყოლია შემჩნეული "ნაციონალებთან" ახლო ურთიერთობასა და ბიზნესსაქმიანობაში. ჰოდა, ამის დამადასტურებელი ფოტო- თუ ვერბალური მასალა არ აკლდება მედიასივრცეს. მერე რა, რომ ზოგიერთი მათგანი ამ ადამიანების არაპოლიტიკური წარსულიდან არის?! მთავარი ხომ ერთად ყოფნის ფაქტია. უფრო მეტიც - მთელი "ფეისბუკი" მარჩიელობს, ვისი ხელია დასვენებული ბოკერიას მხარზე (ფოტოგრაფს მისი გადაღება რატომღაც, საჭიროდ არ ჩაუთვლია)? ვატყობ, ეს ხალხი ამ ჩხრეკა-ჩხრეკაში ისე შორს წავა, რომ მალე ბავშვობის დროინდელ რაიმე სურათს გამოუძებნის ჩვენს პოლიტიკოსებს, "პლავკებში" გადაღებულს, ზღვაზე ან - უფრო უარესი... გახსოვთ, ადრე წესად, რომ ჰქონდათ - ტიტლიკანა ბავშვს, ზეწარზე დაგორებულს რომ უღებდნენ სურათს? ჰოდა, თუ მალე ასეთი სურათი დაუდეს ჩვენს პრეზიდენტობის კანდიდატსაც, მაშინ სულმთლად დავღუპულვართ და ეგ არის.

Is it f...g Shevardnadzes country?! ასე თურმე ალ პაჩინოს მოუხსენებია ჩვენი ქვეყანა. მხატვარ მამუკა გიორგაძის მონათხრობმა, "ფეისბუკ"-მპოსტავებს საქმე გაუჩინა, პოსტავენ და პოსტავენ. იცით, რაში იყო თურმე საქმე?.. ამერიკაში, მამუკა "არმანის" მაღაზიაში შესულა და იქ პირისპირ შესჯახებია ალ პაჩინოს. ალსაც შეუნიშნავს მამუკა, ჟაკეტს რომ იზომავდა. პაჩინო საოცრად კომუნიკაბელური ადამიანი ყოფილა და უკითხავს, - მოგწონსო (ჟაკეტზე, რა თქმა უნდა)? მერე ისიც გამოუკითხავს, საიდან ხარო, და როცა გაუგონია ჩვენი თანამემამულის პასუხი, დედამ...ი შევარდნაძის ქვეყნიდან ხარო?! - უთქვამს. დამშვიდობებისას კი ის ჟაკეტი უყიდია საჩუქრად მამუკასთვის და ზედ საკუთარი ავტოგრაფიც დაუტოვებია. მოკლედ, ახლა ამ პოსტზე გაკეთებულ ყველა კომენტარს ნუ ჩამომათვლევინებთ.

ეს ამბავი კი, გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მე კი ერთ კომენტარს შემოგთავაზებთ, რომელმაც ლამის პოსტზე მეტად გამახალისა. მისი ავტორი, ინტერნეტში ვინმე Maxus Van Dert-ად დარეგისტრირებული მომხმარებელია: "მეც შემხვდა ლონდონში ყოფნისას "როლს-როისის" სალონში დევიდ ბექჰემი და მკითხა, მოგწონს ეს მანქანაო? - დიახ, მაგრამ ძალიან ძვირია-მეთქი, - ვუპასუხე ცნობილ ფეხბურთელს. - საიდან ხარო? - მკითხა დევიდმა. - საქართველოდან-მეთქი, - გავეცი პასუხი. Is it f...g Ivanishvilis and Kaladzes country?! - მითხრა და დამემშვიდობა. სალონის დატოვებისას გაყიდვების მენეჯერი მომიახლოვდა და კონვერტი მომაწოდა, რომელშიც წერილი და ორი გასაღები იდო: ერთი - "როლს-როისის", ხოლო მეორე - "ზაპოროჟეცის"; წერილში კი ეწერა: "თუ აქ, ბრიტანეთში დააპირებ დარჩენას, "როლს-როისი" გამოიყენე, ხოლო თუ უკან აპირებ შენს სამშობლოში დაბრუნებას... "ზაპოროჟეცს" გირჩევ"...

მომავალ Facebook მონიტორამდე

ქეთი ნიკოლავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)