Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - ჩემი გუნდი აბსოლუტურად სწორად შევარჩიე
ბიძინა ივანიშვილი - ჩემი გუნდი აბსოლუტურად სწორად შევარჩიე

ჩემი გუნ­დი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რად შე­ვარ­ჩიე და ამა­ში არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ უფრო დავ­რწმუნ­დი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში, პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, არას­წო­რად შერ­ჩე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დით დღე­ვან­დლამ­დე მშვი­დო­ბი­ა­ნად მოს­ვლა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

"დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს იმას, რომ ჩვენ ერ­თად მტკი­ცედ ვდგა­ვართ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის გა­დამ­წყვეტ ბრძო­ლა­ში. ეს ბრძო­ლა ჩვენ ბო­ლომ­დე უნდა მი­ვიყ­ვა­ნოთ და პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის დიდი გა­მარ­ჯვე­ბით და­ვაგ­ვირ­გვი­ნოთ. შარ­შან მე დაგ­პირ­დით, რომ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებ­დი ქვე­ყა­ნას მო­ძა­ლა­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან. დაგ­პირ­დით, რომ ჩვენ ამას შევ­ძლებ­დით მშვი­დო­ბი­ა­ნად, კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლებ­ში. ჩემი მი­ზა­ნი იყო დაგ­ვემ­თავ­რე­ბი­ნა ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა. ეს იყო ჩემი მთა­ვა­რი და­ნა­პი­რე­ბი და მე ეს და­ნა­პი­რე­ბი შე­ვას­რუ­ლე. დღეს, ჩვენ ყვე­ლა­ნი თა­ვი­სუ­ფალ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ. მე მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა­სი, ვინც ამ ბრძო­ლა­ში ბო­ლომ­დე გა­მომ­ყვა. თქვე­ნი გამ­ბე­და­ო­ბის გა­რე­შე ჩვენ ამ გა­მარ­ჯვე­ბას ვერ მი­ვაღ­წევ­დით. მად­ლო­ბე­ლი ვარ ჩემი გუნ­დის, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რად შე­ვარ­ჩიე და ამა­ში არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ კი­დევ უფრო დავ­რწმუნ­დი. რომ არა სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი, რომ არა მათი მა­ღა­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი თვით­შეგ­ნე­ბა, ჩვენ დღე­ვან­დელ დღემ­დე მშვი­დო­ბი­ა­ნად მოს­ვლა ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და. ეს ერთი წელი ბეწ­ვის ხიდ­ზე ვი­ა­რეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც და ხალ­ხმაც. ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ ცხოვ­რე­ბა კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის რე­ჟიმ­ში, რაც სრუ­ლი­ად უცხო იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და შე­უძ­ლებ­ლა­დაც გვეჩ­ვე­ნე­ბო­და. ჩვენ ეს შევ­ძე­ლით და სიძ­ლი­ე­რეც სწო­რედ ეს არის", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვი­დან აი­ცი­ლა სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა. "ეს იყო ჩვე­ნი გუნ­დის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება. პირ­ვე­ლად, ამ 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრე­ზი­დენ­ტი ამ­თავ­რებს თა­ვის სა­კონ­სტი­ტუ­ციო ვა­დას და ჩვენ ვირ­ჩევთ ახალ პრე­ზი­დენტს. ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბი­სათ­ვის. ჩვენ ისე მო­ვი­პო­ვეთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ისე შევ­ცვა­ლეთ ჩვე­ნი ყოფა, ისე და­ვი­წყეთ ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ ერთი უკად­რი­სი საქ­ცი­ე­ლი არ ჩაგ­ვი­დე­ნია", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"თუ ჯართს არ ჩავაბარებ საჭმლის გარეშე დავრჩებით" - 11 წლის ალექსანდრე ალავერდაშვილი

ბიძინა ივანიშვილი - ჩემი გუნდი აბსოლუტურად სწორად შევარჩიე

ბიძინა ივანიშვილი - ჩემი გუნდი აბსოლუტურად სწორად შევარჩიე

ჩემი გუნდი აბსოლუტურად სწორად შევარჩიე და ამაში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უფრო დავრწმუნდი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სპორტის სასახლეში, პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, არასწორად შერჩეული პოლიტიკური გუნდით დღევანდლამდე მშვიდობიანად მოსვლა ძალიან რთული იქნებოდა.

"დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ერთად მტკიცედ ვდგავართ ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში. ეს ბრძოლა ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და პრეზიდენტის არჩევნების დიდი გამარჯვებით დავაგვირგვინოთ. შარშან მე დაგპირდით, რომ გავათავისუფლებდი ქვეყანას მოძალადე ხელისუფლებისგან. დაგპირდით, რომ ჩვენ ამას შევძლებდით მშვიდობიანად, კონსტიტუციის ფარგლებში. ჩემი მიზანი იყო დაგვემთავრებინა ავტორიტარული რეჟიმი და თავისუფლება მოგვეპოვებინა. ეს იყო ჩემი მთავარი დანაპირები და მე ეს დანაპირები შევასრულე. დღეს, ჩვენ ყველანი თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მე მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ ბრძოლაში ბოლომდე გამომყვა. თქვენი გამბედაობის გარეშე ჩვენ ამ გამარჯვებას ვერ მივაღწევდით. მადლობელი ვარ ჩემი გუნდის, რომელიც აბსოლუტურად სწორად შევარჩიე და ამაში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი. რომ არა სწორად შერჩეული პოლიტიკური გუნდი, რომ არა მათი მაღალი სახელმწიფოებრივი თვითშეგნება, ჩვენ დღევანდელ დღემდე მშვიდობიანად მოსვლა ძალიან გაგვიჭირდებოდა. ეს ერთი წელი ბეწვის ხიდზე ვიარეთ ხელისუფლებამაც და ხალხმაც. ჩვენ მოვახერხეთ ცხოვრება კოჰაბიტაციის რეჟიმში, რაც სრულიად უცხო იყო ჩვენი ქვეყნისთვის და შეუძლებლადაც გვეჩვენებოდა. ჩვენ ეს შევძელით და სიძლიერეც სწორედ ეს არის", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ახალმა ხელისუფლებამ თავიდან აიცილა სერიოზული დაპირისპირება. "ეს იყო ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნება. პირველად, ამ 20 წლის განმავლობაში, პრეზიდენტი ამთავრებს თავის საკონსტიტუციო ვადას და ჩვენ ვირჩევთ ახალ პრეზიდენტს. ეს უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის. ჩვენ ისე მოვიპოვეთ თავისუფლება, ისე შევცვალეთ ჩვენი ყოფა, ისე დავიწყეთ ცვლილებები, რომ ერთი უკადრისი საქციელი არ ჩაგვიდენია", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა