საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"19 და­სა­ხე­ლე­ბის ნა­ყი­ნი­დან 9 და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი აღმოჩნდა"
"19 და­სა­ხე­ლე­ბის ნა­ყი­ნი­დან 9 და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი აღმოჩნდა"

ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში დღეს­დღე­ო­ბით ნა­ყი­ნის დი­დი არ­ჩე­ვა­ნი­ა, თუმ­ცა სხვა სა­კითხ­ი­ა, რამ­დე­ნად სან­დო და ხა­რის­ხი­ა­ნია ნა­ყი­ნი, რო­მელ­საც ვყი­დუ­ლობთ - ამ კითხ­ვით "სა­ქარ­თვე­ლოს მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რე მა­დო­ნა კო­ი­ძეს მივ­მარ­თეთ:

- ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ქსელ­ში შე­ი­ძი­ნა 19 და­სა­ხე­ლე­ბის ნა­ყი­ნი და რამ­დე­ნი­მე ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­ნა­თავ­სა. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღეთ: 19 ნი­მუ­ში­დან ცხრა მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა - ანუ, თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი. მკითხ­ვე­ლი ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბა, რომ ეს სა­გან­გა­შო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი­ა, მით უმე­ტეს, რომ ნა­ყინს ყვე­ლა­ზე ხში­რად ბავ­შვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი მი­ირ­თმე­ვენ.

- ხომ ვერ ჩა­მოგ­ვით­ვლი­დით ნა­ყი­ნის იმ სა­ხე­ო­ბებს, რო­მელ­თა ხა­რის­ხიც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის დროს უარ­ყო­ფი­თად შე­ფას­და?

- პირ­ველ რიგ­ში უნ­და და­ვა­სა­ხე­ლო კას­პის "ბა­ჩო", რო­მელ­საც შპს "გან­თი­ა­დი" აწარ­მო­ებს. ეს ნა­ყი­ნი უკ­ვე სა­მი წე­ლი­წა­დია ჩვენს კვლე­ვა­ში ხვდე­ბა, რო­გორც და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი, რაც იმა­ზე მეტყ­ვე­ლებს, რომ სა­წარ­მო­ში კა­ნო­ნით და­წე­სე­ბუ­ლ ნორ­მებს არ იცა­ვენ და იქ ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა­ა. იმე­დი მაქვს, რომ ეს სა­წარ­მო გა­კონ­ტროლ­დე­ბა და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბებს გა­ა­ტა­რებს. აქ­ვე უნ­და გა­მოვ­ყო სომ­ხე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი "გრანდ ჰენ­დის" მი­ერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ნა­ყი­ნი "ზებ­რა". უხა­რის­ხო პრო­დუქ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მოხ­ვდა ქო­ბუ­ლეთ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ორი და­სა­ხე­ლე­ბის ნა­ყი­ნი, სა­ხელ­წო­დე­ბით "ა­ის­ბე­რ­გი" და "ჯუ­ჯა".

ასე­ვე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი ნა­ყი­ნი "ო­ა­ზი­სი" და შპს "კრის­ტა­ლის" მი­ერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ნა­ყი­ნი, რო­მელ­საც "კრის­ტა­ლი" ჰქვი­ა. უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო სომ­ხუ­რი კომ­პა­ნია "აშ­კა­რად­-კა­თის" მი­ერ წარ­მო­ე­ბულ­მა ნა­ყინ­მა "დრა­ი­ვი" და შპს "თა­მა­რას" ნა­წარ­მმა, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ტალ­ღა"... პრო­დუქ­ცია და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ კო­ლი­ფორ­მუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბით, ასე­ვე მე­ზო­ფი­ლუ­რი, აე­რო­ბუ­ლი და ფა­კულ­ტა­ტუ­რი ანა­ე­რო­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბით. კო­ლი­ფორ­მუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი არის ნაწ­ლა­ვის ჯგუ­ფის ტი­პის ბაქ­ტე­რი­ე­ბი. არ მინ­და, მომ­ხმა­რე­ბე­ლი შე­ვა­ში­ნო, მაგ­რამ ცნო­ბი­ლი სკან­და­ლი, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში ხორ­ცი­სა და რძის პრო­დუქ­ტის გა­მო ატყ­და, სწო­რედ ამით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.­ ეს არის ნაწ­ლა­ვური ბაქ­ტე­რი­ე­ბი. თუ პრო­დუქ­ტის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი და­ირ­ღვა, მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა მა­ტუ­ლობს და ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი საფ­რთხე შე­ექ­მნას - მო­ი­წამ­ლოს და ­გა­მოვ­ლინ­დეს ყვე­ლა ის სიმპტო­მი, რაც კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ი­სათ­ვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

- რას გვე­ტყ­ო­დით ქარ­თული კომ­პა­ნი­ებ­ის მიერ წარ­მო­ე­ბულ ნა­ყინ­ზე?

- მე ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს, რომ წლე­ვან­დელ კვლე­ვა­ში სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბა და ბევ­რი პრო­დუქ­ტი, წინა წლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წელს და­დე­ბი­თად შე­ფას­და. მო­წი­ნა­ვე ქარ­ხნე­ბი, რო­გო­რი­ცაა "გურ­ჯა­ა­ნი", "თო­ლი­ა", სამ­ტრე­დი­ის ნა­ყი­ნის სა­წარ­მო, თე­ლა­ვის, გო­რის, ქუ­თა­ი­სი­სა და ტყი­ბუ­ლის ქარ­ხნე­ბი საკ­მა­ოდ ხა­რის­ხი­ან ნა­ყინს აწარ­მო­ე­ბენ. აქ­ვე უნ­და და­ვა­სა­ხე­ლო ახ­ლად გახ­სნი­ლი ქარ­ხა­ნა ზუგ­დიდ­ში, რომ­ლის მი­ერ წარ­მო­ე­ბულ­მა პრო­დუქ­ცი­ა­მაც და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

"19 და­სა­ხე­ლე­ბის ნა­ყი­ნი­დან 9 და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი აღმოჩნდა"

"19 და­სა­ხე­ლე­ბის ნა­ყი­ნი­დან 9 და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი აღმოჩნდა"

ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში დღეს­დღე­ო­ბით ნა­ყი­ნის დი­დი არ­ჩე­ვა­ნი­ა, თუმ­ცა სხვა სა­კითხ­ი­ა, რამ­დე­ნად სან­დო და ხა­რის­ხი­ა­ნია ნა­ყი­ნი, რო­მელ­საც ვყი­დუ­ლობთ - ამ კითხ­ვით "სა­ქარ­თვე­ლოს მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რე მა­დო­ნა კო­ი­ძეს მივ­მარ­თეთ:

- ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ქსელ­ში შე­ი­ძი­ნა 19 და­სა­ხე­ლე­ბის ნა­ყი­ნი და რამ­დე­ნი­მე ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­ნა­თავ­სა. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღეთ: 19 ნი­მუ­ში­დან ცხრა მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რად და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა - ანუ, თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი. მკითხ­ვე­ლი ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბა, რომ ეს სა­გან­გა­შო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი­ა, მით უმე­ტეს, რომ ნა­ყინს ყვე­ლა­ზე ხში­რად ბავ­შვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი მი­ირ­თმე­ვენ.

- ხომ ვერ ჩა­მოგ­ვით­ვლი­დით ნა­ყი­ნის იმ სა­ხე­ო­ბებს, რო­მელ­თა ხა­რის­ხიც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის დროს უარ­ყო­ფი­თად შე­ფას­და?

- პირ­ველ რიგ­ში უნ­და და­ვა­სა­ხე­ლო კას­პის "ბა­ჩო", რო­მელ­საც შპს "გან­თი­ა­დი" აწარ­მო­ებს. ეს ნა­ყი­ნი უკ­ვე სა­მი წე­ლი­წა­დია ჩვენს კვლე­ვა­ში ხვდე­ბა, რო­გორც და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი, რაც იმა­ზე მეტყ­ვე­ლებს, რომ სა­წარ­მო­ში კა­ნო­ნით და­წე­სე­ბუ­ლ ნორ­მებს არ იცა­ვენ და იქ ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა­ა. იმე­დი მაქვს, რომ ეს სა­წარ­მო გა­კონ­ტროლ­დე­ბა და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბებს გა­ა­ტა­რებს. აქ­ვე უნ­და გა­მოვ­ყო სომ­ხე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი "გრანდ ჰენ­დის" მი­ერ წარ­მოებუ­ლი ნა­ყი­ნი "ზებ­რა". უხარისხო პრო­დუქ­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მოხ­ვდა ქო­ბუ­ლეთ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ორი და­სა­ხე­ლე­ბის ნა­ყი­ნი, სა­ხელ­წო­დე­ბით "ა­ის­ბე­რ­გი" და "ჯუ­ჯა".

ასე­ვე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი ნა­ყი­ნი "ო­ა­ზი­სი" და შპს "კრის­ტა­ლის" მი­ერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ნა­ყი­ნი, რო­მელ­საც "კრის­ტა­ლი" ჰქვი­ა. უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო სომ­ხუ­რი კომ­პა­ნია "აშ­კა­რად­-კა­თის" მი­ერ წარ­მო­ე­ბულ­მა ნა­ყინ­მა "დრა­ი­ვი" და შპს "თა­მა­რას" ნა­წარ­მმა, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ტალ­ღა"... პრო­დუქ­ცია და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ კო­ლი­ფორ­მუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბით, ასე­ვე მე­ზო­ფი­ლუ­რი, აე­რო­ბუ­ლი და ფა­კულ­ტა­ტუ­რი ანა­ე­რო­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბით. კო­ლი­ფორ­მუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბი არის ნაწ­ლა­ვის ჯგუ­ფის ტი­პის ბაქ­ტე­რი­ე­ბი. არ მინ­და, მომ­ხმა­რე­ბე­ლი შე­ვა­ში­ნო, მაგ­რამ ცნო­ბი­ლი სკან­და­ლი, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში ხორ­ცი­სა და რძის პრო­დუქ­ტის გა­მო ატყ­და, სწო­რედ ამით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.­ ეს არის ნაწ­ლა­ვური ბაქ­ტე­რი­ე­ბი. თუ პრო­დუქ­ტის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი და­ირ­ღვა, მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა მა­ტუ­ლობს და ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი საფ­რთხე შე­ექ­მნას - მო­ი­წამ­ლოს და ­გა­მოვ­ლინ­დეს ყვე­ლა ის სიმპტომი, რაც კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ი­სათ­ვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

- რას გვეტყ­ო­დით ქარ­თული კომ­პა­ნი­ებ­ის მიერ წარმოებულ ნაყინზე?

- მე ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს, რომ წლე­ვან­დელ კვლე­ვა­ში სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბა და ბევ­რი პრო­დუქ­ტი, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს და­დე­ბი­თად შე­ფას­და. მო­წი­ნა­ვე ქარ­ხნე­ბი, რო­გო­რი­ცაა "გურ­ჯა­ა­ნი", "თო­ლი­ა", სამ­ტრე­დი­ის ნა­ყი­ნის სა­წარ­მო, თე­ლა­ვის, გო­რის, ქუ­თა­ი­სი­სა და ტყი­ბუ­ლის ქარ­ხნე­ბი საკ­მა­ოდ ხა­რის­ხი­ან ნა­ყინს აწარ­მო­ე­ბენ. აქ­ვე უნ­და და­ვა­სა­ხე­ლო ახ­ლად გახ­სნი­ლი ქარ­ხა­ნა ზუგ­დიდ­ში, რომ­ლის მი­ერ წარ­მო­ე­ბულ­მა პრო­დუქ­ცი­ა­მაც და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია