კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 წლის ბაიკერი წყვილის ჩამქრალი ოცნება - "მე ხომ ბექას ბაიკერი გოგო ვიყავი"
20 წლის ბაიკერი წყვილის ჩამქრალი ოცნება - "მე ხომ ბექას ბაიკერი გოგო ვიყავი"

თბი­ლის­ში, მთაწ­მინ­და­ზე მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას 20 წლის ბა­ი­კე­რის, ბექა სეხ­ნი­აშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. დე­პუ­ტატ გიგი წე­რეთ­ლის ვაჟი, 23 წლის ნუგ­ზარ წე­რე­თე­ლი ოქ­რო­ყა­ნი­დან ვერ­ცხლის­ფე­რი "ემე­ლის" ჯი­პით ბრუნ­დე­ბო­და, როცა ბა­ი­კერს შე­ე­ჯა­ხა. წე­რე­თე­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნას ნას­ვა­მი მარ­თავ­და, თუმ­ცა არც იმას უარ­ყო­ფენ, რომ მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი ბა­ი­კერ­მაც და­არ­ღვია. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ნუგ­ზარ წე­რე­თე­ლი არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ... ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლებ­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რის" წინა ნო­მერ­ში ვი­უ­წყე­ბო­დით. ამ­ჯე­რად გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ბექა სეხ­ნი­აშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბულ­თან. თე­ო­ნა სა­ჯა­ია თა­ვა­დაც ბა­ი­კე­რია, თა­ვი­ან­თი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავს და ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლებს თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი იხ­სე­ნებს.

- იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს ძა­ლი­ან კარ­გი ამინ­დი იყო. შა­ბა­თი თენ­დე­ბო­და, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბიც მე­ო­რე დღეს არ მუ­შა­ობ­დნენ და გა­დავ­წყვი­ტეთ ღამე მო­ტო­ციკ­ლე­ბით გვე­სე­ირ­ნა. ბე­ქამ აიკ­ვი­ა­ტა მთაწ­მინ­და­ზე ას­ვლა. ის გზა ყვე­ლას გვიყ­ვარ­და, კარ­გი სა­ვარ­ჯი­შო მო­სახ­ვე­ვე­ბია. 12 სა­ათ­ზე, 12 ბა­ი­კე­რი რუს­თა­ვე­ლი­დან მთაწ­მინ­დის­კენ და­ვი­ძა­რით. ღა­მით იმი­ტომ გა­მოვ­დი­ვართ, ნაკ­ლე­ბი მან­ქა­ნა მოძ­რა­ობს და გზა თა­ვი­სუ­ფა­ლია. კო­ლო­ნა ნელა მი­დი­ო­და. ამ დროს დიდი სიჩ­ქა­რით მო­მა­ვა­ლი "ემე­ლის" ჯიპი ისე შე­მო­ვარ­და, ვერც კი და­ვი­ნა­ხე. ბექა ჩემ უკან მო­დი­ო­და, ყვე­ლა­ფე­რი ისე სწრა­ფად მოხ­და, რე­ა­გი­რე­ბაც ვერ მო­ას­წრო. წა­მი­ე­რად და­ვი­ნა­ხე შე­ჯა­ხე­ბა და ამ ფაქ­ტმა ისე იმოქ­მე­და, მო­ტი­ციკლზე კონ­ტრო­ლი დავ­კარ­გე, ხელი გა­ვუშ­ვი და არც გა­მო­მირ­თავს ძრა­ვა, ისე გად­მოვ­ხტი... ხეს შემ­სკდა­რი ბე­ქას მო­ტო­ციკ­ლი რომ და­ვი­ნა­ხე, ის­ტე­რი­კა­ში ჩავ­ვარ­დი.

ვკი­ო­დი, ბექა, ბექა, ხან ერთ მხა­რეს გა­ვი­ქე­ცი, ხან მე­ო­რე მხა­რეს. იქვე კლდეც იყო და გა­ვი­ფიქ­რე, ხომ არ გა­და­ვარ­და-მეთ­ქი. ამ დროს შევ­ნიშ­ნე, ბი­ჭე­ბი თავ­ში ხე­ლებს იშენ­დნენ... მივ­ვარ­დი, შო­რი­დან ბე­ქას მო­ტე­ხი­ლი ფეხი და­ვი­ნა­ხე, მთლი­ა­ნად ამოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და... მას­თან არ მი­მიშ­ვეს, ბი­ჭებ­მა გა­მო­მათ­რი­ეს, მი­თხრეს, სუნ­თქავს, ნუ გე­ში­ნი­აო. მეც ცო­ცხა­ლი მე­გო­ნა... დღეს ვფიქ­რობ, ბე­ქას რომ არ მი­მა­კა­რეს, ალ­ბათ, ასე სჯობ­და, ამ­დენს ვერ გა­და­ვი­ტან­დი. ცო­ცხა­ლი მე­გო­ნა, ვი­დე­ქი და ვლო­ცუ­ლობ­დი. ამ დროს მეს­მო­და ნუგ­ზარ წე­რე­თე­ლი საქ­მეს რო­გორ არ­ჩევ­და, ბი­ჭებს აქეთ ეჩხუ­ბე­ბო­და... იმ­დე­ნად შემძრა მის­მა ქცე­ვამ, ორ­ჯერ შე­ვე­პა­სუ­ხე, ვუყ­ვი­რო­დი, მა­შინ ბექა ცო­ცხა­ლი მე­გო­ნა... მალე სას­წრა­ფო ამო­ვი­და და ბე­ქას ლენ­ტე­ბი მო­ახ­ვი­ეს, მა­შინ მივ­ხვდი, ბექა აღარ მყავ­და, მერე აღა­რა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებ­და... წე­რე­თელს იმ დღეს სხვა ტონი რომ აერ­ჩია, დღეს ალ­ბათ, სხვა გან­წყო­ბა მექ­ნე­ბო­და. მამა-შვი­ლი თა­ვის მარ­თლე­ბას ცდი­ლობს. იმ­დე­ნად უნა­მუ­სოდ სწა­მე­ბენ ცილს გარ­დაც­ვლილს, რომ გა­ჩუ­მე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

გიგი წე­რე­თე­ლი ამ­ბობს, ჩემი შვი­ლი დიდი სიჩ­ქა­რით არ მოძ­რა­ობ­დაო, ეს სიც­რუ­ეა! მო­ტო­ციკლს გვერ­დუ­ლად და­ე­ჯა­ხა მისი შვი­ლის მან­ქა­ნა, ბექა არ შესკდო­მია მათ.

რო­გორც ჩანს, ბე­ქამ ბოლო მო­მენ­ტში და­ი­ნა­ხა და ვერ მო­ას­წრო მა­ნევ­რი­რე­ბა. იმ­დე­ნად ჩქა­რა მოძ­რა­ობ­და და ისე ძლი­ერ მო­ის­რო­ლა ბექა, რომ სამი მეტ­რის მო­შო­რე­ბით კლდეს მი­ე­ნარ­ცხა. ისე იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, აა­წყვეს. და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი არ ერ­ქვა ამას, როცა ექ­სპერ­ტი­ზი­დან შინ მი­ას­ვე­ნეს, სხე­უ­ლის თით­ქმის ყვე­ლა ნა­წი­ლი მი­კე­რე­ბუ­ლი ჰქონ­და...

იმ­დე­ნად ძლი­ე­რი დარ­ტყმა იყო, ას­ფალ­ტიც კი ამო­თხა­რა იმ მან­ქა­ნამ, სა­ბუ­რა­ვი მოს­ძვრა და ამის მერე კი­დევ 70 მეტ­რით გა­ხოხ­და. მისი ად­ვო­კა­ტი კი უსინ­დი­სოდ გა­ი­ძა­ხის, მან­ქა­ნა ნელა მოძ­რა­ობ­დაო...

- ამ­ბო­ბენ, ბე­ქაც გა­და­სუ­ლი იყო თა­ვი­სი სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან...

- მე არ ვამ­ბობ, რომ ბექა მარ­თა­ლია, მაგ­რამ ნუგ­ზარ წე­რე­თე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო ფხი­ზე­ლი, რომ არ ემოძ­რა­ვა არა­ნორ­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რით, ეს ტრა­გე­დია არ დატ­რი­ალ­დე­ბო­და. მერ­წმუ­ნეთ, ფე­ხით გამ­ვლე­ლიც რომ ყო­ფი­ლი­ყო იმ ად­გი­ლას, მა­საც ასე­ვე მოკ­ლავ­და. ნას­ვა­მი მძღო­ლი პო­ტენ­ცი­უ­რი მკვლე­ლია. ნუგ­ზარ წე­რე­თელს ჰგო­ნია, რომ მა­მი­კო გა­და­არ­ჩენს. სამ­წუ­ხა­როდ, უსა­მარ­თლო ქვე­ყა­ა­ში ვცხოვ­რობთ და დიდი კა­ცე­ბის შვი­ლებს შე­უძ­ლი­ათ ის აკე­თონ, რაც სურთ. ბექა სეხ­ნი­აშ­ვი­ლი რომ მჯდა­რი­ყო მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან და მო­ეკ­ლა ნუგ­ზარ წე­რე­თე­ლი, აქამ­დე ცი­ხე­ში იქ­ნე­ბო­და. დღეს ნუგ­ზარ წე­რე­თე­ლი გა­რეთ და­დის, ამ­ბო­ბენ, ტვი­ნის შერ­ყე­ვა აქ­ვსო. იმის თავი ხომ ჰქონ­და, ამ სა­ში­ნე­ლე­ბის ჩამ­დენს, საქ­მე გა­ერ­ჩია?! გა­მა­ოგ­ნა მის­მა რე­აქ­ცი­ამ, ძა­ლი­ან ცივი იყო, თით­ქოს ყო­ველ­დღე ხდე­ბა ასე­თი რამ. მახ­სოვს, მისი მან­ქა­ნი­დან გად­მო­სუ­ლი გო­გო­ნე­ბი რა დღე­ში იყ­ვნენ, ტი­როდ­ნენ, მან­ქა­ნას ხელს ურტყამ­დნენ, ძა­ლი­ან გა­ნიც­დიდ­ნენ. ნუგ­ზარ წე­რე­თელ­მა ერთ-ერთ გო­გოს მი­მარ­თა, თუ ჩემ­თან ხარ, ჩემ­თან იყა­ვი, თუ არა­და წადი, სა­დაც გინ­დაო. მის­გან თა­ნაგ­რძნო­ბა არ გვიგ­რძნია...

- ად­ვო­კა­ტის თქმით, სას­წრა­ფოც წე­რე­თელ­მა გა­მო­ი­ძა­ხა, არც გაქ­ცე­ვა უც­დია...

- ტყუ­ი­ლია, სას­წრა­ფო ჩვენ­მა მე­გო­ბარ­მა გა­მო­ი­ძა­ხა. სად უნდა მი­მა­ლუ­ლი­ყო, მის მან­ქა­ნას სა­ბუ­რა­ვი გასძვრა და რო­გორ გა­იქ­ცე­ო­და? თან 12 ბა­ი­კე­რი იყო ამ ტრა­გე­დი­ის თვითმხილ­ვე­ლი. მას იქ ლან­ძღვის მეტი არა­ფე­რი უკე­თე­ბია...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

20 წლის ბაიკერი წყვილის ჩამქრალი ოცნება - "მე ხომ ბექას ბაიკერი გოგო ვიყავი"

20 წლის ბაიკერი წყვილის ჩამქრალი ოცნება - "მე ხომ ბექას ბაიკერი გოგო ვიყავი"

თბილისში, მთაწმინდაზე მომხდარ ტრაგედიას 20 წლის ბაიკერის, ბექა სეხნიაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. დეპუტატ გიგი წერეთლის ვაჟი, 23 წლის ნუგზარ წერეთელი ოქროყანიდან ვერცხლისფერი "ემელის" ჯიპით ბრუნდებოდა, როცა ბაიკერს შეეჯახა. წერეთელი ავტომანქანას ნასვამი მართავდა, თუმცა არც იმას უარყოფენ, რომ მოძრაობის წესები ბაიკერმაც დაარღვია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ნუგზარ წერეთელი არ დაუკავებიათ... ტრაგედიის დეტალებზე "კვირის პალიტრის" წინა ნომერში ვიუწყებოდით. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს ბექა სეხნიაშვილის შეყვარებულთან. თეონა საჯაია თავადაც ბაიკერია, თავიანთი სიყვარულის ამბავს და ტრაგედიის დეტალებს თვალცრემლიანი იხსენებს.

- იმ საბედისწერო დღეს ძალიან კარგი ამინდი იყო. შაბათი თენდებოდა, ჩვენი მეგობრებიც მეორე დღეს არ მუშაობდნენ და გადავწყვიტეთ ღამე მოტოციკლებით გვესეირნა. ბექამ აიკვიატა მთაწმინდაზე ასვლა. ის გზა ყველას გვიყვარდა, კარგი სავარჯიშო მოსახვევებია. 12 საათზე, 12 ბაიკერი რუსთაველიდან მთაწმინდისკენ დავიძარით. ღამით იმიტომ გამოვდივართ, ნაკლები მანქანა მოძრაობს და გზა თავისუფალია. კოლონა ნელა მიდიოდა. ამ დროს დიდი სიჩქარით მომავალი "ემელის" ჯიპი ისე შემოვარდა, ვერც კი დავინახე. ბექა ჩემ უკან მოდიოდა, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რეაგირებაც ვერ მოასწრო. წამიერად დავინახე შეჯახება და ამ ფაქტმა ისე იმოქმედა, მოტიციკლზე კონტროლი დავკარგე, ხელი გავუშვი და არც გამომირთავს ძრავა, ისე გადმოვხტი... ხეს შემსკდარი ბექას მოტოციკლი რომ დავინახე, ისტერიკაში ჩავვარდი.

ვკიოდი, ბექა, ბექა, ხან ერთ მხარეს გავიქეცი, ხან მეორე მხარეს. იქვე კლდეც იყო და გავიფიქრე, ხომ არ გადავარდა-მეთქი. ამ დროს შევნიშნე, ბიჭები თავში ხელებს იშენდნენ... მივვარდი, შორიდან ბექას მოტეხილი ფეხი დავინახე, მთლიანად ამოტრიალებული ჰქონდა... მასთან არ მიმიშვეს, ბიჭებმა გამომათრიეს, მითხრეს, სუნთქავს, ნუ გეშინიაო. მეც ცოცხალი მეგონა... დღეს ვფიქრობ, ბექას რომ არ მიმაკარეს, ალბათ, ასე სჯობდა, ამდენს ვერ გადავიტანდი. ცოცხალი მეგონა, ვიდექი და ვლოცულობდი. ამ დროს მესმოდა ნუგზარ წერეთელი საქმეს როგორ არჩევდა, ბიჭებს აქეთ ეჩხუბებოდა... იმდენად შემძრა მისმა ქცევამ, ორჯერ შევეპასუხე, ვუყვიროდი, მაშინ ბექა ცოცხალი მეგონა... მალე სასწრაფო ამოვიდა და ბექას ლენტები მოახვიეს, მაშინ მივხვდი, ბექა აღარ მყავდა, მერე აღარაფერი მაინტერესებდა... წერეთელს იმ დღეს სხვა ტონი რომ აერჩია, დღეს ალბათ, სხვა განწყობა მექნებოდა. მამა-შვილი თავის მართლებას ცდილობს. იმდენად უნამუსოდ სწამებენ ცილს გარდაცვლილს, რომ გაჩუმება არ შეიძლება.

გიგი წერეთელი ამბობს, ჩემი შვილი დიდი სიჩქარით არ მოძრაობდაო, ეს სიცრუეა! მოტოციკლს გვერდულად დაეჯახა მისი შვილის მანქანა, ბექა არ შესკდომია მათ.

როგორც ჩანს, ბექამ ბოლო მომენტში დაინახა და ვერ მოასწრო მანევრირება. იმდენად ჩქარა მოძრაობდა და ისე ძლიერ მოისროლა ბექა, რომ სამი მეტრის მოშორებით კლდეს მიენარცხა. ისე იყო დაზიანებული, ფაქტობრივად, ააწყვეს. დასახიჩრებული არ ერქვა ამას, როცა ექსპერტიზიდან შინ მიასვენეს, სხეულის თითქმის ყველა ნაწილი მიკერებული ჰქონდა...

იმდენად ძლიერი დარტყმა იყო, ასფალტიც კი ამოთხარა იმ მანქანამ, საბურავი მოსძვრა და ამის მერე კიდევ 70 მეტრით გახოხდა. მისი ადვოკატი კი უსინდისოდ გაიძახის, მანქანა ნელა მოძრაობდაო...

- ამბობენ, ბექაც გადასული იყო თავისი სავალი ნაწილიდან...

- მე არ ვამბობ, რომ ბექა მართალია, მაგრამ ნუგზარ წერეთელი რომ ყოფილიყო ფხიზელი, რომ არ ემოძრავა არანორმალური სიჩქარით, ეს ტრაგედია არ დატრიალდებოდა. მერწმუნეთ, ფეხით გამვლელიც რომ ყოფილიყო იმ ადგილას, მასაც ასევე მოკლავდა. ნასვამი მძღოლი პოტენციური მკვლელია. ნუგზარ წერეთელს ჰგონია, რომ მამიკო გადაარჩენს. სამწუხაროდ, უსამართლო ქვეყააში ვცხოვრობთ და დიდი კაცების შვილებს შეუძლიათ ის აკეთონ, რაც სურთ. ბექა სეხნიაშვილი რომ მჯდარიყო მანქანის საჭესთან და მოეკლა ნუგზარ წერეთელი, აქამდე ციხეში იქნებოდა. დღეს ნუგზარ წერეთელი გარეთ დადის, ამბობენ, ტვინის შერყევა აქვსო. იმის თავი ხომ ჰქონდა, ამ საშინელების ჩამდენს, საქმე გაერჩია?! გამაოგნა მისმა რეაქციამ, ძალიან ცივი იყო, თითქოს ყოველდღე ხდება ასეთი რამ. მახსოვს, მისი მანქანიდან გადმოსული გოგონები რა დღეში იყვნენ, ტიროდნენ, მანქანას ხელს ურტყამდნენ, ძალიან განიცდიდნენ. ნუგზარ წერეთელმა ერთ-ერთ გოგოს მიმართა, თუ ჩემთან ხარ, ჩემთან იყავი, თუ არადა წადი, სადაც გინდაო. მისგან თანაგრძნობა არ გვიგრძნია...

- ადვოკატის თქმით, სასწრაფოც წერეთელმა გამოიძახა, არც გაქცევა უცდია...

- ტყუილია, სასწრაფო ჩვენმა მეგობარმა გამოიძახა. სად უნდა მიმალულიყო, მის მანქანას საბურავი გასძვრა და როგორ გაიქცეოდა? თან 12 ბაიკერი იყო ამ ტრაგედიის თვითმხილველი. მას იქ ლანძღვის მეტი არაფერი უკეთებია...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია