კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
90 000-ზე მეტი დაურეგისტრირებელი ამომრჩეველი 27 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს
90 000-ზე მეტი დაურეგისტრირებელი ამომრჩეველი 27 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს

ამომ­რჩევ­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოხ­სნილ­ნი არი­ან, ან რო­მელ­თა რე­გის­ტრა­ცი­აც ძა­ლა­და­კარ­გუ­ლა­დაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ. სა­უ­ბა­რია 90 000 - ზე მეტ ამომ­რჩე­ველ­ზე.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში უკვე ინი­ცი­რე­ბუ­ლია. მის გან­ხილ­ვას დე­პუ­ტა­ტე­ბი ხვა­ლი­დან, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით იწყე­ბენ.

"სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსს" ემა­ტე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მუხ­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ამომ­რჩე­ვე­ლი, რო­მე­ლიც მოხ­სნი­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­ხედ­ვით რე­გის­ტრა­ცი­ი­დან, ან რომ­ლის რე­გის­ტრა­ცი­აც ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად გა­მო­ცხად­და სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 27 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ხმას აძ­ლევს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­ხედ­ვით რე­გის­ტრა­ცი­ას 2013 წლის 10 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით გა­ივ­ლის.

ამა­ვე ცვლი­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ასე­თი ამომ­რჩე­ვე­ლი თა­ვი­სუფ­ლდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბის გა­ცე­მი­სა და ფო­ტო­სუ­რა­თის გა­და­ღე­ბი­სათ­ვის დად­გე­ნი­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რი­სა­გან (გარ­და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რი­სა) იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დად­გე­ნი­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­ხედ­ვით, რე­გის­ტრა­ცი­ის მო­თხოვ­ნას­თან ერ­თად პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის გა­ცე­მის თა­ო­ბა­ზე მო­თხოვ­ნის წარ­დგე­ნა. პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, პირი არ თა­ვი­სუფ­ლდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბის გა­ცე­მი­სათ­ვის დად­გე­ნი­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რი­სა­გან, თუ ის ბოლო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­ხედ­ვით რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოხ­სნილ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და­კარ­გვის, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­დან გას­ვლის, ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მოქ­მე­დე­ბის ვა­დის შე­წყვე­ტის ან დრო­ე­ბი­თი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მოქ­მე­დე­ბის ვა­დის გას­ვლის შემ­თხვე­ვებ­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი პარ­ლა­მენ­ტში ხუთ პრო­ექ­ტად არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ინ­ტერფრაქ­ცი­უ­ლი ჯგუ­ფის ფარ­გლებ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი ეხე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის შე­ზღუდ­ვას, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი სიის ფორ­მი­რე­ბას, სა­არ­ჩევ­ნო ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვის მიზ­ნით პარ­ტი­ე­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან 1 მი­ლი­ო­ნის გა­მო­ყო­ფას, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სი­ის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­დან იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გა­დას­ვლას და არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა სა­კი­თხებს. პარ­ლა­მენტს ასე­ვე წა­რედ­გი­ნა "მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი.

ყვე­ლა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გან­ხილ­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს. მათ გან­ხილ­ვა-დამ­ტკი­ცე­ბას პარ­ლა­მენ­ტი მიმ­დი­ნა­რე რიგ­გა­რე­შე სე­სი­ის ფარ­გლებ­ში აპი­რებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

90 000-ზე მეტი დაურეგისტრირებელი ამომრჩეველი 27 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს

90 000-ზე მეტი დაურეგისტრირებელი ამომრჩეველი 27 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს

ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციიდან მოხსნილნი არიან, ან რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულადაა გამოცხადებული, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ. საუბარია 90 000 - ზე მეტ ამომრჩეველზე.

ამ მიმართულებით საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მის განხილვას დეპუტატები ხვალიდან, დაჩქარებული წესით იწყებენ.

"საარჩევნო კოდექსს" ემატება სპეციალური მუხლი, რომლის თანახმადაც, ამომრჩეველი, რომელიც მოხსნილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის ხმას აძლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაივლის.

ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, ასეთი ამომრჩეველი თავისუფლდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და ფოტოსურათის გადაღებისათვის დადგენილი მომსახურების საფასურისაგან (გარდა დაჩქარებული მომსახურების საფასურისა) იმ შემთხვევაში, თუ დადგენილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენა. პროექტის თანახმად, პირი არ თავისუფლდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის დადგენილი მომსახურების საფასურისაგან, თუ ის ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილ იქნა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში.

ცნობისთვის, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტში ხუთ პროექტად არის რეგისტრირებული. ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში მომზადებული ინიციატივები ეხება არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბიომეტრიული სიის ფორმირებას, საარჩევნო ხარჯების დაფარვის მიზნით პარტიებისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონის გამოყოფას, უწყებათაშორისი კომისიის უშიშროების საბჭოდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. პარლამენტს ასევე წარედგინა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები.

ყველა ზემოთ აღნიშნული საკითხი დაჩქარებული წესით განხილვის საგანს წარმოადგენს. მათ განხილვა-დამტკიცებას პარლამენტი მიმდინარე რიგგარეშე სესიის ფარგლებში აპირებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა