კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასულიერო პირს შეუძლია, პროტესტი ასე გამოთქვას, მე კი ეს ჩემი რეპით გავაკეთე"
 "სასულიერო პირს შეუძლია, პროტესტი ასე გამოთქვას, მე კი ეს ჩემი რეპით გავაკეთე"

გი­ორ­გი პავ­ლი­აშ­ვი­ლი, იგი­ვე რე­პე­რი "მას­ტე­რი" ბოლო დროს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ერ­თობ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. მისი სიმ­ღე­რე­ბი, ხში­რად შე­ე­ხე­ბა სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებს (და არა - პო­ლი­ტი­კურს, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს). მას­ტერს მისი და სხვა რე­პე­რე­ბის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რეთ და და­ვინ­ტე­რეს­დით, რას ფიქ­რობს იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში დღის წეს­რიგ­ში დგას...

"მას­ტე­რი":

- ამე­რი­კა­ში ვსწავ­ლობ­დი და რე­პის კულ­ტუ­რას იქ ვე­ზი­ა­რე. რომ ჩა­მო­ვე­დი, კი­დევ უფრო დავ­რწმუნ­დი, რომ იქ რეპს ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე აკე­თე­ბენ, აქ კი ძა­ლი­ან და­ბალ­ზე, ჰოდა, გა­დავ­წყვი­ტე ამ საქ­მის­თვის მო­მე­კი­და ხელი.

- ძი­რი­თა­დად, სო­ცი­ა­ლურ და პო­ლი­ტი­კურ პრობ­ლე­მა­ტი­კა­ზე მღე­რი...

- ვერ ვი­ტყვი, რომ მხო­ლოდ და მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე ვმღე­რი. ბოლო დროს რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა ჩავ­წე­რე სო­ცი­ა­ლურ თე­მა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კას, არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კა ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში არ არის. არც ერთი სიმ­ღე­რა არ მაქვს პო­ლი­ტი­კუ­რი.

- ცი­ხის კად­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც გაქვთ კლი­პი...

- მერე პო­ლი­ტი­კა რა შუ­ა­შია? ადა­მი­ა­ნე­ბი აწა­მეს და პრო­ტეს­ტი გა­მოვ­თქვი.

- სა­ერ­თოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ბო­ლოდ­რო­ინ­დელ მოვ­ლე­ნებ­ზე რას ფიქ­რობთ? თუნ­დაც, 17 მა­ი­სის შე­სა­ხებ, რა­ზეც კლი­პი გა­და­ი­ღეთ...

- ეს არის რეპ-პრო­ტეს­ტი გეი-პა­რა­დის წი­ნა­აღ­მდეგ. არა­ვის სექ­სუ­ა­ლუ­რი ორინ­ტა­ცი­ის აფი­ში­რე­ბის მომ­ხრე არ ვარ. მათ შე­უძ­ლი­ათ, სა­დაც უნ­დათ, იქ იყ­ვნენ და რაც უნ­დათ, ის გა­ა­კე­თონ, მათ მი­მართ არა­ნა­ი­რი აგ­რე­სია არ მაქვს.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად მსგავ­სი სა­კი­თხე­ბი გა­წუ­ხებთ?

- არა, გა­ინ­ტე­რე­სებთ, ყვე­ლა­ზე მე­ტად რა პრობ­ლე­მა მა­წუ­ხებს? უფუ­ლო­ბა. არა მარ­ტო ჩემი, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსახ­სრო­ბა. ხალ­ხს შია და ეს ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს. ყვე­ლა სფე­რო­ში უფუ­ლო­ბაა: ბიზ­ნეს­ში, შო­უ­ბიზ­ნეს­ში და ა.შ.

- თვლით, რომ თქვე­ნი სიმ­ღე­რე­ბით და ამ სიმ­ღე­რებ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი პრო­ტეს­ტით რა­მის შეც­ვლა შე­გიძ­ლი­ათ?

- რა­ტო­მაც არა? ბევ­რი მსმე­ნე­ლი მყავს. ვფიქ­რობ, რომ მათ უფრო ვუმ­ყა­რებ რწმე­ნას, რაც გა­აჩ­ნი­ათ. ჩვენ სა­ერ­თო აზრს ვა­ტა­რებთ, თით­ქოს ერთი დიდი ჯგუ­ფი, გუნ­დი ვართ. როცა აზრს ვა­ფიქ­სი­რებთ და ერ­თმა­ნეთს ვე­თან­ხმე­ბით, პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩვე­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ხე­და­ვენ, რომ ამ­ხე­ლა ძალა გვაქვს, რა თქმა უნდა, შეგ­ვიძ­ლია რა­ღა­ცე­ბის შეც­ვლა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"სასულიერო პირს შეუძლია, პროტესტი ასე გამოთქვას, მე კი ეს ჩემი რეპით გავაკეთე"

 "სასულიერო პირს შეუძლია, პროტესტი ასე გამოთქვას, მე კი ეს ჩემი რეპით გავაკეთე"

გიორგი პავლიაშვილი, იგივე რეპერი "მასტერი" ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში ერთობ პოპულარული გახდა. მისი სიმღერები, ხშირად შეეხება სოციალურ პრობლემებს (და არა - პოლიტიკურს, როგორც თვითონ ამბობს). მასტერს მისი და სხვა რეპერების შესახებ ვესაუბრეთ და დავინტერესდით, რას ფიქრობს იმ პრობლემებზე, რაც საქართველოში დღის წესრიგში დგას...

"მასტერი":

- ამერიკაში ვსწავლობდი და რეპის კულტურას იქ ვეზიარე. რომ ჩამოვედი, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ იქ რეპს ძალიან მაღალ დონეზე აკეთებენ, აქ კი ძალიან დაბალზე, ჰოდა, გადავწყვიტე ამ საქმისთვის მომეკიდა ხელი.

- ძირითადად, სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემატიკაზე მღერი...

- ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ და მხოლოდ სოციალურ პრობლემებზე ვმღერი. ბოლო დროს რამდენიმე სიმღერა ჩავწერე სოციალურ თემაზე. რაც შეეხება პოლიტიკას, არანაირი პოლიტიკა ჩემს შემოქმედებაში არ არის. არც ერთი სიმღერა არ მაქვს პოლიტიკური.

- ციხის კადრების შესახებაც გაქვთ კლიპი...

- მერე პოლიტიკა რა შუაშია? ადამიანები აწამეს და პროტესტი გამოვთქვი.

- საერთოდ, საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე რას ფიქრობთ? თუნდაც, 17 მაისის შესახებ, რაზეც კლიპი გადაიღეთ...

- ეს არის რეპ-პროტესტი გეი-პარადის წინააღმდეგ. არავის სექსუალური ორინტაციის აფიშირების მომხრე არ ვარ. მათ შეუძლიათ, სადაც უნდათ, იქ იყვნენ და რაც უნდათ, ის გააკეთონ, მათ მიმართ არანაირი აგრესია არ მაქვს.

- ყველაზე მეტად მსგავსი საკითხები გაწუხებთ?

- არა, გაინტერესებთ, ყველაზე მეტად რა პრობლემა მაწუხებს? უფულობა. არა მარტო ჩემი, არამედ საზოგადოების უსახსრობა. ხალხს შია და ეს ძალიან მაწუხებს. ყველა სფეროში უფულობაა: ბიზნესში, შოუბიზნესში და ა.შ.

- თვლით, რომ თქვენი სიმღერებით და ამ სიმღერებში გამოხატული პროტესტით რამის შეცვლა შეგიძლიათ?

- რატომაც არა? ბევრი მსმენელი მყავს. ვფიქრობ, რომ მათ უფრო ვუმყარებ რწმენას, რაც გააჩნიათ. ჩვენ საერთო აზრს ვატარებთ, თითქოს ერთი დიდი ჯგუფი, გუნდი ვართ. როცა აზრს ვაფიქსირებთ და ერთმანეთს ვეთანხმებით, პარალელურად, ჩვენი მოწინააღმდეგეები ხედავენ, რომ ამხელა ძალა გვაქვს, რა თქმა უნდა, შეგვიძლია რაღაცების შეცვლა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია