კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პრეზიდენტმა ლევან ქარდავას კოჯორში მიწის ნაკვეთი აჩუქა
საქართველოს პრეზიდენტმა ლევან ქარდავას კოჯორში მიწის ნაკვეთი აჩუქა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ლე­ვან ქარ­და­ვას 2011 წელს ერთ ლა­რად კო­ჯორ­ში მი­წის ნაკ­ვე­თი აჩუ­ქა, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლო" ავ­რცე­ლებს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, ლე­ვან ქარ­და­ვას­თვის კო­ჯორ­ში 2501 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მი­წის ნაკ­ვე­თის ერთ ლა­რად გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ გან­კარ­გუ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტმა 2011 წლის 16 ნო­ემ­ბერს გა­მოს­ცა.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა 2013 წლის 20 ივ­ნისს გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის ორ ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელს - და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვილს და ლე­ვან ქარ­და­ვას წა­მე­ბის ფაქ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში დას­დო ბრა­ლი. ამა­ვე გან­ცხა­დე­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ პი­რა­დად არ იც­ნობ­და და არც იცო­და ვინ იყ­ვნენ ეს პი­როვ­ნე­ბე­ბი. "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლო" სწავ­ლობს 2005-2012 წლებ­ში პრე­ზი­დენ­ტის მიერ პირ­და­პი­რი გან­კარ­გვის წე­სით კერ­ძო პი­რე­ბის­თვის სიმ­ბო­ლურ თან­ხად 1 ლა­რად გა­და­ცე­მულ ქო­ნე­ბას. დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლი­სას გა­მო­იკ­ვე­თა კერ­ძო პირ­თა სია, რომ­ლებ­საც უსას­ყიდ­ლოდ და ყო­ველ­გვა­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პი­რო­ბის გა­რე­შე გა­და­ე­ცათ ქო­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნულ პირ­თა სი­ა­ში შე­დის პრე­ზი­დენ­ტის მიერ ხსე­ნე­ბუ­ლი ლე­ვან ქარ­და­ვა. 2011 წლის 16 ნო­ემ­ბერს პრე­ზი­დენ­ტის #16/11/05 გან­კარ­გუ­ლე­ბით ლე­ვან ქარ­და­ვას 1 ლა­რად გა­და­ე­ცა 2501 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი კო­ჯორ­ში (სა­კადსტრო კოდი: 81.01.06.325). აღ­ნიშ­ნუ­ლი ქო­ნე­ბა სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ში ლე­ვან ქარ­და­ვას სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და მის თა­ნამ­დე­ბობ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში­აც არის აღ­ნიშ­ნუ­ლი", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

საქართველოს პრეზიდენტმა ლევან ქარდავას კოჯორში მიწის ნაკვეთი აჩუქა

საქართველოს პრეზიდენტმა ლევან ქარდავას კოჯორში მიწის ნაკვეთი აჩუქა

საქართველოს პრეზიდენტმა ლევან ქარდავას 2011 წელს ერთ ლარად კოჯორში მიწის ნაკვეთი აჩუქა, – ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ლევან ქარდავასთვის კოჯორში 2501 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ერთ ლარად გადაცემის შესახებ განკარგულება პრეზიდენტმა 2011 წლის 16 ნოემბერს გამოსცა.

"საქართველოს პრეზიდენტმა 2013 წლის 20 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ძალოვანი უწყებების ორ ყოფილ თანამშრომელს - დავით ჩხატარაშვილს და ლევან ქარდავას წამების ფაქტების ორგანიზებაში დასდო ბრალი. ამავე განცხადებაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პირადად არ იცნობდა და არც იცოდა ვინ იყვნენ ეს პიროვნებები. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" სწავლობს 2005-2012 წლებში პრეზიდენტის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით კერძო პირებისთვის სიმბოლურ თანხად 1 ლარად გადაცემულ ქონებას. დოკუმენტაციის შესწავლისას გამოიკვეთა კერძო პირთა სია, რომლებსაც უსასყიდლოდ და ყოველგვარი საინვესტიციო პირობის გარეშე გადაეცათ ქონება. აღნიშნულ პირთა სიაში შედის პრეზიდენტის მიერ ხსენებული ლევან ქარდავა. 2011 წლის 16 ნოემბერს პრეზიდენტის #16/11/05 განკარგულებით ლევან ქარდავას 1 ლარად გადაეცა 2501 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კოჯორში (საკადსტრო კოდი: 81.01.06.325). აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ლევან ქარდავას სახელზეა რეგისტრირებული და მის თანამდებობრივ დეკლარაციაშიაც არის აღნიშნული", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა