კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მედიასა და არასამთავრობოებს წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ორი ეპიზოდი აჩვენეს
მედიასა და არასამთავრობოებს წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ორი ეპიზოდი აჩვენეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მიწ­ვე­ულ მე­დი­ი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს წა­მე­ბი­სა და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი მო­პყრო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ორი, 30 წუ­თი­ა­ნი ეპი­ზო­დი აჩ­ვე­ნეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რა­დიო "პა­ლიტ­რის" პრო­დი­უ­სერ­მა, ეკა ბურ­ჭუ­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ვი­დე­ოჩ­ვე­ნე­ბა უხ­მოდ, ინ­გლი­სუ­რი ტიტ­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შს მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, რომ ვი­დე­ო­მა­სა­ლის ხმო­ვან ვერ­სი­ა­ში ნა­წი­ლობ­რივ მეგ­რუ­ლად სა­უბ­რო­ბენ.

"ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ შემ­თხვე­ვა­ში პირს აი­ძუ­ლებ­დნენ, ეღი­ა­რე­ბი­ნა და­ნა­შა­უ­ლი, რომ­ლის ჩა­დე­ნაც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იგეგ­მე­ბო­და, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში კი, პი­რის­გან სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­ღე­ბას ცდი­ლობ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და ეკა ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ვი­დე­ო­ფირ­ზე ასა­ხულ პირ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან და­ფა­რუ­ლი იყო მათი სა­ხე­ე­ბი და პრო­ცე­სი.

რო­გორც ბურ­ჭუ­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ვი­დე­ოჩ­ვე­ნე­ბის და­სა­წყის­ში, მცი­რე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და დამ­სწრე­ე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი მძი­მე სა­ნა­ხა­ო­ბის შე­სა­ხებ გა­აფრ­თხი­ლა.

"ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სუს­ტი ნერ­ვე­ბის მქო­ნე პი­რებს დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბა ურ­ჩია, რად­გან მისი თქმით, ძა­ლი­ან მძი­მე კად­რე­ბი უნდა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ", - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ, რაც დარ­ბაზ­ში შუქი ჩაქ­რა და ვი­დე­ო­მა­სა­ლის ჩვე­ნე­ბა უნდა და­ე­წყოთ, შეხ­ვედ­რა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვეს "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის", "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" და "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა. თუმ­ცა, ვი­დე­ოჩ­ვე­ნე­ბას ბო­ლომ­დე და­ეს­წრნენ "კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42-ე მუხ­ლის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

მედიასა და არასამთავრობოებს წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ორი ეპიზოდი აჩვენეს

მედიასა და არასამთავრობოებს წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ორი ეპიზოდი აჩვენეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიწვეულ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ამსახველი ორი, 30 წუთიანი ეპიზოდი აჩვენეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" რადიო "პალიტრის" პროდიუსერმა, ეკა ბურჭულაძემ განუცხადა, ვიდეოჩვენება უხმოდ, ინგლისური ტიტრებით მიმდინარეობდა. მისივე ინფორმაციით, შს მინისტრმა განმარტა, რომ ვიდეომასალის ხმოვან ვერსიაში ნაწილობრივ მეგრულად საუბრობენ.

"ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში პირს აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული, რომლის ჩადენაც უახლოეს მომავალში იგეგმებოდა, მეორე შემთხვევაში კი, პირისგან სასურველი ჩვენების მიღებას ცდილობდნენ", - განაცხადა ეკა ბურჭულაძემ.

მისივე განმარტებით, ვიდეოფირზე ასახულ პირთა იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელია, რადგან დაფარული იყო მათი სახეები და პროცესი.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, ვიდეოჩვენების დასაწყისში, მცირე განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა და დამსწრეები მოსალოდნელი მძიმე სანახაობის შესახებ გააფრთხილა.

"ირაკლი ღარიბაშვილმა სუსტი ნერვების მქონე პირებს დარბაზის დატოვება ურჩია, რადგან მისი თქმით, ძალიან მძიმე კადრები უნდა ეჩვენებინათ", - განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დარბაზში შუქი ჩაქრა და ვიდეომასალის ჩვენება უნდა დაეწყოთ, შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "სამართლიანი არჩევნების" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელებმა. თუმცა, ვიდეოჩვენებას ბოლომდე დაესწრნენ "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წარმომადგენლები და ექსპერტები.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები