პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონს, არსებული რედაქციით დამტკიცების შემთხვევაში, ვეტოს დაადებს
პრეზიდენტი "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონს, არსებული რედაქციით დამტკიცების შემთხვევაში, ვეტოს დაადებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი "უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონს, არ­სე­ბუ­ლი რე­დაქ­ცი­ით დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ვე­ტოს და­ა­დებს. რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, კა­ნო­ნი ქვე­ყა­ნას ან ახალ პერ­სპექ­ტი­ვებს გა­უხ­სნის ან დიდ პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნის.

"თუ თქვე­ნი აზრი არ იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, პრე­ზი­დენტს აქვს ვე­ტოს უფ­ლე­ბა. არა მგო­ნია, ამ ვე­ტოს გა­და­ლახ­ვის რე­სურ­სი არ­სე­ბობ­დეს, რად­გან უმ­რავ­ლე­სო­ბა­შიც არ­სე­ბობს აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა", - მი­მარ­თა პრე­ზი­დენ­ტმა სტუ­დენ­ტებს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, გა­ნათ­ლე­ბა­ზე ფარ­თო პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის კე­თე­ბას არ აპი­რებს, რად­გან ეს არ არის პარ­ტი­უ­ლი თემა და გა­ნათ­ლე­ბის ხვა­ლინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ყვე­ლას აღელ­ვებს. პრე­ზი­დენ­ტის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო გა­ნათ­ლე­ბის, ცოდ­ნის, გან­ვი­თა­რე­ბის, ინ­ტე­ლექ­ტი­სა და პროგ­რე­სის ცენ­ტრი უნდა გახ­დეს.

"ეს არის ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი შან­სი. თქვენ ხართ ჩვე­ნი მო­მავ­ლის მთა­ვა­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სა­დაც გა­ნათ­ლე­ბა და პროგ­რე­სია, იქ არის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ყვე­ლა­ფერ­ზე კრი­ტი­კუ­ლი თვა­ლით შე­ხედ­ვა გვჭირ­დე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი მთავ­რო­ბა, თუ ის გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, არ შე­იძ­ლე­ბა, გა­ნათ­ლე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დეს", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტმა პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ თით­ქმის ყვე­ლა მათ­გან­ში "საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სუნი" იგ­რძნო­ბა. "ცა და დე­და­მი­წაა, რა­საც მი­აღ­წია სა­ქარ­თვე­ლომ გა­ნათ­ლე­ბა­ში იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც იქ ხდე­ბა. იმ ქვეყ­ნებ­ში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი­დან­ვე საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ბრუნ­დე­ბი - პრო­ფე­სო­რე­ბით, პროგ­რა­მე­ბით, სტუ­დენ­ტე­ბის და პრო­ფე­სო­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით. ეგ­რე­ვე შე­გიძ­ლია საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სუნი იგ­რძნო იმ ჩამ­ყა­ყე­ბულ შე­ნო­ბებ­ში. ძა­ლი­ან ცუდი სუნი აქვს საბ­ჭო­თა კავ­შირს, აღარ გვინ­და, უნდა გა­ვა­ნი­ა­ვოთ. ბოლო პე­რი­ოდ­ში ვა­ნი­ა­ვებთ, რომ გა­უ­ვი­დეს საბ­ჭო­თა შმო­რის სუნი ჩვენს უნი­ვერ­სი­ტე­ტებს. ის იყო, გა­ვა­ნი­ა­ვეთ, უნდა მოგ­ვე­ხუ­რა ფან­ჯრე­ბი და კლი­მატ­კონ­ტროლ­ზე გა­დაგ­ვეყ­ვა­ნა, თავ­ზე დაგ­ვა­ტე­ხეს ეს კა­ნო­ნი. უნი­ვერ­სი­ტე­ტი ვე­ღარ გა­და­წყვეტს, ვის რამ­დენ ხელ­ფასს გა­და­უხ­დის. ვი­ღაც ბი­ძია ჩი­ნოვ­ნი­კი სა­მი­ნის­ტრო­ში, რო­მე­ლიც გაბ­რა­ზე­ბუ­ლია იმის გამო, რომ თა­ვის დრო­ზე გა­აგ­დეს ან მისი შვი­ლი არ მი­ი­ღეს, და­წერს, რა ხელ­ფა­სი უნდა ჰქონ­დეს ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს ან პრო­ფე­სორს",- აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქვე­ყა­ნაა და ამ­გვა­რი ცვლი­ლე­ბე­ბით მტერს გა­მარ­ჯვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ უნდა მის­ცეს. "ჩვენ კუ­თხე­ში და­სა­ყე­ნებ­ლე­ბი არ ვართ. ჩვე­ნი დამ­პყრო­ბე­ლი ჩა­საფ­რე­ბუ­ლია და ერთი სული აქვს, რო­დის აღარ იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს­თვის, რომ გა­დაგ­ვყლა­პოს და მოგ­ვი­ნე­ლოს", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

პრეზიდენტი "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონს, არსებული რედაქციით დამტკიცების შემთხვევაში, ვეტოს დაადებს

პრეზიდენტი "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონს, არსებული რედაქციით დამტკიცების შემთხვევაში, ვეტოს დაადებს

საქართველოს პრეზიდენტი "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონს, არსებული რედაქციით დამტკიცების შემთხვევაში, ვეტოს დაადებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, კანონი ქვეყანას ან ახალ პერსპექტივებს გაუხსნის ან დიდ პრობლემებს შეუქმნის.

"თუ თქვენი აზრი არ იქნება გათვალისწინებული, პრეზიდენტს აქვს ვეტოს უფლება. არა მგონია, ამ ვეტოს გადალახვის რესურსი არსებობდეს, რადგან უმრავლესობაშიც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა", - მიმართა პრეზიდენტმა სტუდენტებს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, განათლებაზე ფართო პოლიტიკური განცხადებების კეთებას არ აპირებს, რადგან ეს არ არის პარტიული თემა და განათლების ხვალინდელი მდგომარეობა ყველას აღელვებს. პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო განათლების, ცოდნის, განვითარების, ინტელექტისა და პროგრესის ცენტრი უნდა გახდეს.

"ეს არის ჩვენი ერთადერთი შანსი. თქვენ ხართ ჩვენი მომავლის მთავარი წარმომადგენლები. სადაც განათლება და პროგრესია, იქ არის თავისუფლება. ყველაფერზე კრიტიკული თვალით შეხედვა გვჭირდება. ნებისმიერი მთავრობა, თუ ის გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული, არ შეიძლება, განათლებას ეწინააღმდეგებოდეს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა პოსტსაბჭოთა ქვეყნების უნივერსიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითქმის ყველა მათგანში "საბჭოთა კავშირის სუნი" იგრძნობა. "ცა და დედამიწაა, რასაც მიაღწია საქართველომ განათლებაში იმასთან შედარებით, რაც იქ ხდება. იმ ქვეყნებში პირველი ნაბიჯიდანვე საბჭოთა კავშირში ბრუნდები - პროფესორებით, პროგრამებით, სტუდენტების და პროფესორების დამოკიდებულებით. ეგრევე შეგიძლია საბჭოთა კავშირის სუნი იგრძნო იმ ჩამყაყებულ შენობებში. ძალიან ცუდი სუნი აქვს საბჭოთა კავშირს, აღარ გვინდა, უნდა გავანიავოთ. ბოლო პერიოდში ვანიავებთ, რომ გაუვიდეს საბჭოთა შმორის სუნი ჩვენს უნივერსიტეტებს. ის იყო, გავანიავეთ, უნდა მოგვეხურა ფანჯრები და კლიმატკონტროლზე გადაგვეყვანა, თავზე დაგვატეხეს ეს კანონი. უნივერსიტეტი ვეღარ გადაწყვეტს, ვის რამდენ ხელფასს გადაუხდის. ვიღაც ბიძია ჩინოვნიკი სამინისტროში, რომელიც გაბრაზებულია იმის გამო, რომ თავის დროზე გააგდეს ან მისი შვილი არ მიიღეს, დაწერს, რა ხელფასი უნდა ჰქონდეს ყველა მასწავლებელს ან პროფესორს",- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ამგვარი ცვლილებებით მტერს გამარჯვების საშუალება არ უნდა მისცეს. "ჩვენ კუთხეში დასაყენებლები არ ვართ. ჩვენი დამპყრობელი ჩასაფრებულია და ერთი სული აქვს, როდის აღარ იქნება საქართველო მნიშვნელოვანი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ გადაგვყლაპოს და მოგვინელოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა