კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონსტანტინე გამსახურდია - ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფასურის გადახდას ანგარებად ნუ მოვნათლავთ
კონსტანტინე გამსახურდია - ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფასურის გადახდას ანგარებად ნუ მოვნათლავთ

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია ავ­ღა­ნეთ­ში ქარ­თუ­ლი მი­სი­ის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"უკა­ნას­კნელ ხა­ნებ­ში ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წარ­მო­იშ­ვა დის­კუ­სია ავ­ღა­ნეთ­ში ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო მი­სი­ის არ­სე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მსხვერ­პლმა ეს დის­კუ­სია კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვა.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის­თვის თვა­ლის გა­დავ­ლე­ბა სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია პა­რა­ლე­ლე­ბის მო­სა­ძებ­ნად. ახა­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი ხდე­ბა.

ჯერ კი­დევ ვახ­ტანგ გორ­გა­სა­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და თა­ვი­სი ჯა­რით სინ­დთა (ანუ ინ­დო­ე­თის) მე­ფის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­ნუ­რი ირა­ნის ჯა­რებ­თან ერ­თად. ამ კონ­ტრი­ბუ­ცი­ას მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და სა­გა­რეო-პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ლან­სის­თვის და ქარ­თუ­ლი სა­მე­ფოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის. ქარ­თუ­ლი ჯა­რე­ბი ამის შემ­დგომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ არა­ბებ­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა სამ­ხედ­რო კამ­პა­ნი­ებ­ში, ისი­ნი იბ­რძოდ­ნენ მდი­ნა­რე ჰა­ლის­თან, ანა­ტო­ლი­ა­ში ბი­ზან­ტი­ის გა­და­სარ­ჩე­ნად თორ­ნი­კე ერის­თა­ვის წი­ნამ­ძღო­ლო­ბით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მონ­ღო­ლებ­თან ერ­თად ეგ­ვიპ­ტე­სა და ირან­ში. რო­დე­საც მონ­ღო­ლე­ბი ის­ტო­რი­ის ას­პა­რე­ზი­დან გაჰ­ქრნენ, ქარ­თვე­ლებს ვხე­დავთ სე­ფი­ან­თა ირა­ნის მმარ­თვე­ლებ­თან ერ­თად იგი­ვე ინ­დო­ე­თის, ავ­ღა­ნე­თის, ერა­ყის, ოს­მა­ლე­თის სამ­ხედ­რო კამ­პა­ნი­ებ­ში. აქ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მმარ­თველ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი ჩა­ნა­ფიქ­რი იყო და უმე­ტეს­წი­ლად მიზ­ნად ისა­ხავ­და ქვეყ­ნის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბის ფაქ­ტო­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ჯა­რიც ასეთ კამ­პა­ნი­ებ­ში ცხა­დია, იწ­ვრთნე­ბო­და.

იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ჩვენს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე რუ­სე­თის სამ­ხედ­რო წა­მო­წყე­ბებ­ში, თუნ­დაც ნა­პო­ლე­ო­ნურ ომში პეტ­რე ბაგ­რა­ტი­ონ­თან ერ­თად, რისი შე­დე­გიც იყო მშვი­დო­ბა და წეს­რი­გი ევ­რო­პა­ში ვე­ნის სამ­შვი­დო­ბო კონ­გრე­სის შემ­დგომ. ხან­გრძლივ ვა­დებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს წვლი­ლი აქაც მხედ­ვე­ლო­ბა­ში იქნა (და უფრო მე­ტა­დაც იქ­ნე­ბა) მი­ღე­ბუ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს არ ყო­ფი­ლა სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვეყ­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ხომ აღარც გვქონ­და. იგი­ვე ით­ქმის ქარ­თუ­ლი სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენ­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე პირ­ველ და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომებ­ში რუ­სე­თის იმ­პე­რი­ი­სა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მხა­რე­ზე - ქარ­თულ წვლილს დღე­ვან­დე­ლი მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვა­ში ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ვე­რა­ვინ და­ამცრობს.

რო­დე­საც ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის დიდ მო­თა­მა­შე­ებ­ზე (და არა­ვინ არ უარ­ყოფს, რომ რუ­სე­თიც ასე­თი დიდი მო­თა­მა­შეა) კე­თი­ლი ვი­ნე­ბოთ და ამ მხრივ სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დას სი­გი­ჟედ და ან­გა­რე­ბად ნუ მოვ­ნათ­ლავთ", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

იხი­ლეთ ასე­ვე: ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია - "ნუ ამად­ლით თქვენს სის­ხლს და დო­ლა­რებს ნუ­რა­ვის"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

კონსტანტინე გამსახურდია - ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფასურის გადახდას ანგარებად ნუ მოვნათლავთ

კონსტანტინე გამსახურდია - ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფასურის გადახდას ანგარებად ნუ მოვნათლავთ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია ავღანეთში ქართული მისიის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

"უკანასკნელ ხანებში ჩვენ საზოგადოებაში წარმოიშვა დისკუსია ავღანეთში ქართული სამხედრო მისიის არსებობასთან დაკავშირებით. მსხვერპლმა ეს დისკუსია კიდევ უფრო გაამწვავა.

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ისტორიისთვის თვალის გადავლება სავსებით საკმარისია პარალელების მოსაძებნად. ახალი და განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ხდება.

ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალი მონაწილეობდა თავისი ჯარით სინდთა (ანუ ინდოეთის) მეფის წინააღმდეგ სასანური ირანის ჯარებთან ერთად. ამ კონტრიბუციას მნიშვნელობა ჰქონდა საგარეო-პოლიტიკური ბალანსისთვის და ქართული სამეფოს დამოუკიდებლობისთვის. ქართული ჯარები ამის შემდგომ მონაწილეობას იღებდნენ არაბებთან ერთად სხვადასხვა სამხედრო კამპანიებში, ისინი იბრძოდნენ მდინარე ჰალისთან, ანატოლიაში ბიზანტიის გადასარჩენად თორნიკე ერისთავის წინამძღოლობით, მოგვიანებით მონღოლებთან ერთად ეგვიპტესა და ირანში. როდესაც მონღოლები ისტორიის ასპარეზიდან გაჰქრნენ, ქართველებს ვხედავთ სეფიანთა ირანის მმართველებთან ერთად იგივე ინდოეთის, ავღანეთის, ერაყის, ოსმალეთის სამხედრო კამპანიებში. აქ მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის მმართველთა პოლიტიკური ჩანაფიქრი იყო და უმეტესწილად მიზნად ისახავდა ქვეყნისთვის უსაფრთხოების ფაქტორების გაძლიერებას. ჯარიც ასეთ კამპანიებში ცხადია, იწვრთნებოდა.

იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს მონაწილეობაზე რუსეთის სამხედრო წამოწყებებში, თუნდაც ნაპოლეონურ ომში პეტრე ბაგრატიონთან ერთად, რისი შედეგიც იყო მშვიდობა და წესრიგი ევროპაში ვენის სამშვიდობო კონგრესის შემდგომ. ხანგრძლივ ვადებზე საქართველოს წვლილი აქაც მხედველობაში იქნა (და უფრო მეტადაც იქნება) მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ყოფილა სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება - დამოუკიდებლობა ხომ აღარც გვქონდა. იგივე ითქმის ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობაზე პირველ და მეორე მსოფლიო ომებში რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის მხარეზე - ქართულ წვლილს დღევანდელი მშვიდობის მიღწევაში ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ვერავინ დაამცრობს.

როდესაც ქვეყნის უსაფრთხოება გარკვეულწილად დამოკიდებულია მსოფლიო პოლიტიკის დიდ მოთამაშეებზე (და არავინ არ უარყოფს, რომ რუსეთიც ასეთი დიდი მოთამაშეა) კეთილი ვინებოთ და ამ მხრივ საფასურის გადახდას სიგიჟედ და ანგარებად ნუ მოვნათლავთ", - წერს გამსახურდია.

იხილეთ ასევე: ცოტნე გამსახურდია - "ნუ ამადლით თქვენს სისხლს და დოლარებს ნურავის"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს