ავიაკომპანია Flydubai დაარსებიდან მეოთხე წელს ინოვაციური სერვისის დანერგვით იწყებს. კომპანია მგზავრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას დაბინავების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ამიერიდან მგზავრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ, როგორც Flydubai-ს ქსელში ჩართულ ქვეყნებსა და ქალაქებში არსებული სასტუმროებით, ასევე შეძლებენ სხვა ქვეყნებშიც აირჩიონ სასურველი სასტუმრო. პროექტი Tourico Holiday-სთან ექსკლუზიური თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება. ახალი სერვისი მომხარებელს საშუალებას აძლევს სასტუმროს გარდა აირჩიოს ნებისმიერი კურორტი თუ სანახაობა და მარტივად დაგეგმოს დასვენება Flydubai.com-ის მეშვეობით.
სასტუმროების დაჯავშინის გარდა, Flydubai.com-ის მეშვეობით მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ დაჯავშნონ კრუიზები, ტურები და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეიძინონ სხვადასხვა ატრაქციონებისა თუ სანახაობების ბილეთები.
"ბოლო 3 წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ ბევრი სხვადასხვა ინოვაციური ინიციატივა განახორციელა. სასტუმროების შეთავაზებამდე Flydubai-მ ავტოგაქირავების და მოგზაურობის დაზღვევის სერვისები დანერგა. მანამდე ავიაკომპანიამ აზერბაიჯანის, რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის მიმართულებების მგზავრებს გამარტივებული სავიზო რეჟიმით სარგებლობა შესთავაზა", - აცხადებენ მენეჯმენტში.
ბილეთების შეძენა Flydubai.com ინტერნეტ-გვერდის, ქოლ-ცენტრის (+971 4 231 1000) ან პარტნიორი კომპანიის "დუბაი ჯის" მეშვეობით შეგიძლიათ. Flydubai.com-ის მეშვეობით ავტომობილის დაქირავებას და დაზღვევის შეძენასაც შეძლებთ.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9