სამართალი
პოლიტიკა

20

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოკო როინიშვილი - მალე გოგონა მეყოლება
კოკო როინიშვილი - მალე გოგონა მეყოლება

"ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რო­დე­საც სცე­ნა­ზე პრო­ფე­სი­ო­ნალ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად დავ­დე­ქი. მოკ­ლედ, ბავ­შვო­ბი­დან "სცე­ნის მტვე­რი" ვყლა­პე და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი კოკო რო­ი­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც დღეს­დღე­ო­ბით ორი თე­ატ­რის - მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი­სა და ახ­მე­ტე­ლის სცე­ნა­ზე უწევს თა­მა­ში და ტე­ლე­სე­რი­ალ­შიც - "შუა ქა­ლაქ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობს.

- რო­გორც ამ­ბობ, ძა­ლი­ან პა­ტა­რას და­გი­წყია მსა­ხი­ო­ბო­ბა...

- 7 წლის ვი­ყა­ვი, როცა "თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში" ოთარ ეგა­ძის "ქვი­რი­თო­ბა­ში" ვთა­მა­შობ­დი; მერე თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში, ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ო­ნის სპექ­ტაკ­ლებ­ში: "ნუ მიგ­ვა­ტო­ვებ, მზეო" და "ჰა­რა­ლე­თი" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი; ვი­თა­მა­შე "ანა კა­რე­ნი­ნა­შიც"... მსა­ხი­ო­ბო­ბა ძა­ლი­ან ადრე და­ვი­წყე, რაც ჩემს მშობ­ლებს - არც თამ­რი­კოს (ჭო­ხო­ნე­ლი­ძე. - ავტ.) და არც გიას (რო­ი­ნიშ­ვი­ლი. - ავტ.) დი­დად არ მოს­წონ­დათ.

- ახლა რო­მელ სპექ­ტაკ­ლებ­ში ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- ერთი წლის წინ ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში, სპექ­ტაკლში - "ტაქ­სის­ტი გი­ვის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია" ერთი კარ­გი მსა­ხი­ო­ბი შევ­ცვა­ლე და სა­ოც­რად შე­მიყ­ვარ­და არა მარ­ტო ეს წარ­მოდ­გე­ნა, არა­მედ ჩემი პერ­სო­ნა­ჟიც. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან მომ­წონს ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რი, იქ კარ­გი ატ­მოს­ფე­როა და შე­სა­ნიშ­ნა­ვი მსა­ხი­ო­ბე­ბიც ჰყავთ... ასე­ვე, ვთა­მა­შობ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში, სპექ­ტაკლში - "ჰამ­ლე­ტი". ამას­თან, "თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში" ჩვე­ნი სა­კურ­სო სპექ­ტაკ­ლი - "გუ­შინ­დელ­ნი" აღ­ვად­გი­ნეთ და ივ­ნის­ში წარ­მო­ვად­გენთ.

- თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვის ჯგუფ­ში სწავ­ლობ­დი?

- გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვი­ლის ჯგუ­ფი და­ვამ­თავ­რე, სამ­სა­ხი­ო­ბო გან­ხრით. ჩემი ჯგუ­ფე­ლე­ბი არი­ან: ნა­თია კვა­შა­ლი, თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ა­ნი, ჩემი სიძე - გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძე, რო­მე­ლიც "შუა ქა­ლაქ­ში" ჩემს მე­გო­ბარს ასა­ხი­ე­რებს... ჩემი თავი სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნად ვერც კი წარ­მო­მიდ­გე­ნია, მაგ­რამ პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­რე­ჟი­სო­რო­ზე, ბა­ტონ გიზო ჟორ­და­ნი­ას­თან ვსწავ­ლობ, მა­გის­ტრა­ტუ­რის კურსს წელს ვამ­თავ­რებ.

- გა­სა­გე­ბია, რომ თე­ატ­რი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ოჯახ­ში გა­გიჩ­ნდა, რად­გა­ნაც მამა მსა­ხი­ო­ბი გყავს, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნე, - მშობ­ლებს არ სურ­დათ, მსა­ხი­ო­ბი გავმხდა­რი­ყა­ვიო...

- გია მირ­ჩევ­და და მი­ბიძ­გებ­და, სა­რე­ჟი­სო­რო­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. არ უნ­დო­დათ, მსა­ხი­ო­ბი გავმხდა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ მათ სურ­ვილს ჩემ­მა სურ­ვილ­მა სძლია!

- შენ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ ლა­პა­რა­კი არ გიყ­ვარს...

- ვცდი­ლობ, უფრო მეტი გა­ვა­კე­თო და ნაკ­ლე­ბი ვი­ლა­პა­რა­კო. ბავ­შვო­ბა­ში კი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ არ ვლა­პა­რა­კობ­დი (იღი­მის)... ვიდ­რე რა­ი­მეს ვი­ტყვი, კარ­გად უნდა დავ­ფიქ­რდე და სათ­ქმე­ლი ამის შემ­დეგ ვთქვა. არ მინ­და, და­უ­ფიქ­რებ­ლად რა­ღაც "წა­მო­ვის­რო­ლო" და მერე სა­ნა­ნე­ბე­ლი გა­მიხ­დეს.

- მსა­ხი­ო­ბო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად რე­ჟი­სო­რო­ბა რომ გა­და­წყვი­ტე, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ბო­ლო­ოდ, ან­გა­რი­ში მა­მა­საც გა­უ­წიე?

- არა, უბ­რა­ლოდ, რე­ჟი­სუ­რაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. მარ­თა­ლია, მსა­ხი­ო­ბი სათ­ქმელს სცე­ნი­დან ამ­ბობს, მაგ­რამ მა­ინც შე­ზღუ­დუ­ლია, რე­ჟი­სორს კი ამ მხრივ უფრო მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს. მინ­და, ჩემი სათ­ქმე­ლი რო­გორც რე­ჟი­სორ­მაც, ისე ვთქვა!..

- ბოლო დროს პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი, რაც ტე­ლე­სე­რი­ა­ლის - "შუა ქა­ლაქ­ში" დამ­სა­ხუ­რე­ბაა... ალ­ბათ სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში ვი­ღაც გცნობს, არა?

- "შუა ქა­ლაქ­ში" ძა­ლი­ან კარ­გი სე­რი­ა­ლია. მას შემ­დეგ, რაც ამ სე­რი­ალ­ში გა­მოვ­ჩნდი, ხალ­ხმა უფრო მე­ტად გა­მიც­ნო და ამას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ვხვდე­ბი, - "ფე­ის­ბუკ­ზე" დღე­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მთხოვს და­მე­გობ­რე­ბას. ქუ­ჩა­შიც მი­ღი­მი­ან, რაც ძალ­ზე სა­სი­ა­მოვ­ნოა. არ მეს­მის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვი­საც პო­პუ­ლა­რო­ბა აწუ­ხებს. ადა­მი­ა­ნე­ბი ყუ­რა­დღე­ბას რომ გაქ­ცე­ვენ, თბი­ლად გხვდე­ბი­ან, გი­ღი­მი­ან, - განა, ეს ცუ­დია?

- მოგ­წონს შენი გმი­რი - ბე­ქუ­ნა?

- მომ­წონს, ოღონდ - კოკო რო­ი­ნიშ­ვილს არ ჰგავს. ის კომ­პი­უ­ტერს მი­ჯაჭ­ვუ­ლი, თა­ვი­სე­ბუ­რი ტი­პია, მე კი ასე­თი არ გახ­ლა­ვართ. თუმ­ცა, ბე­ქუ­ნა მი­რო­ტა­ძე უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟი არ არის.

- ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი მშობ­ლე­ბი (გია და მა­რი­ნა) კი ჰყავს: ზედ­მი­წევ­ნით მზრუნ­ვე­ლი დედა და მის მი­მართ ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლად გან­წყო­ბი­ლი მამა...

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თამ­რი­კოც და გიაც შვი­ლე­ბის მი­მართ მზრუნ­ვე­ლე­ბი არი­ან, ის პერ­სო­ნა­ჟე­ბი ჩემს მშობ­ლებს არ ჰგვა­ნან.

- რო­გო­რი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან შენი უფ­რო­სი კო­ლე­გე­ბი - ქეთი გე­გე­ში­ძე და დიმა ტა­ტიშ­ვი­ლი?

- ვერ აღ­გი­წერთ, რო­გორ მეხ­მა­რე­ბი­ან. შე­იძ­ლე­ბა, სი­ტყვი­ე­რად არც არა­ფე­რი მი­თხრან და მირ­ჩი­ონ, მაგ­რამ მათ დახ­მა­რე­ბა­სა და გვერ­დში დგო­მას მუდ­მი­ვად ვგრძნობ. ორი­ვე თე­ატ­რის კარ­გი მსა­ხი­ო­ბია და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მა­გა­რი პარტნი­ო­რე­ბიც არი­ან. მად­ლო­ბა მათ ამის­თვის!

- სე­რი­ალ­ში კას­ტინ­გის გავ­ლის შემ­დეგ მოხ­ვდი?

- პირ­ვე­ლად "შუა ქა­ლაქ­ში" და­ახ­ლო­ე­ბით, 4 წლის წინ, ერთ ეპი­ზოდ­ში "გა­ვი­ელ­ვე". ახლა კი ამა­ვე სე­რი­ალ­ში კას­ტინ­გის გზით მოვ­ხვდი.

- მშობ­ლე­ბის სა­ხე­ლებ­მა გარ­კვე­უ­ლი როლი ხომ არ ითა­მა­შა შენს წარ­მა­ტე­ბა­ში?

- დიდი იმე­დი მაქვს, რომ არა! პა­ტა­რა­ო­ბი­დან თუ რა­ი­მე წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ­დი, მერე სულ იმა­ზე ვფიქ­რობ­დი: ნე­ტავ, ამა­ზე გიას და თამ­რი­კოს სა­ხელ­მა ხომ არ იმოქ­მე­და-მეთ­ქი? ეს კომ­პლექ­სი ახლა ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ სა­დღაც, გუ­ლის სიღ­რმე­ში მა­ინც მა­წუ­ხებს... ძა­ლი­ან მინ­და, წარ­მა­ტე­ბას არა მშობ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბით, არა­მედ და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ვაღ­წიო, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, სა­სი­ხა­რუ­ლოა, როცა ასე­თი, ხალ­ხის­გან და­ფა­სე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი გყავს...

- არას­დროს გი­ფიქ­რია იმა­ზე, რომ შენი დის მსგავ­სად, მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რა აგე­წყო?

- სა­შუ­ა­ლოდ ვმღე­რი. მე უფრო მე­ტად, სიმ­ღე­რის მოს­მე­ნა მიყ­ვარს. მაქვს გა­ტა­ცე­ბა, ჰობი - მუ­სი­კა­ლურ საკ­რა­ვებს ვაგ­რო­ვებ და მერე ვცდი­ლობ, და­მო­უ­კი­დებ­ლად ვის­წავ­ლო მათ­ზე დაკ­ვრა... ისე, ვნა­ნობ, რომ ნო­ტე­ბი არ ვიცი. ბავ­შვო­ბა­ში ამის შეს­წავ­ლის არც ინ­ტე­რე­სი მქონ­და და არც - სურ­ვი­ლი.

- კოკო, შენ და მა­რი­ამს რო­გო­რი დაძ­მო­ბა გაქვთ?

- მა­რი­ა­მი ჩემ­ზე ზუს­ტად ერთი წლით არის უფ­რო­სი, ერ­თსა და იმა­ვე დღეს - 9 დე­კემ­ბერს ვართ და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ტყუ­პი­ვით გა­ვი­ზარ­დეთ: ბაღ­სა და სკო­ლა­შიც ერ­თად დავ­დი­ო­დით, უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­შიც ერ­თსა და იმა­ვე წელს ჩა­ვა­ბა­რეთ. მოკ­ლედ, აქამ­დე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თად გა­ვი­ა­რეთ. სა­ო­ცა­რი დაძ­მო­ბა გვაქვს. სი­ტყვე­ბით ვერც ვი­ტყვი, რას ნიშ­ნავს და ვინ არის ჩემ­თვის მა­რი­ა­მი...

- მა­რი­ამ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ კა­რი­ე­რა სა­ო­პე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მარ­თოს და ამის­თვის სე­რი­ო­ზულ ნა­ბი­ჯებს დგამს. ალ­ბათ ძნე­ლია, სა­კუ­თა­რი და ამ კუ­თხით შე­ა­ფა­სო...

- ეს სუ­ლაც არ არის რთუ­ლი. მე რე­ა­ლის­ტი ვარ და ვფიქ­რობ, თუ ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავ­ზე იმუ­შა­ვებს, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­უ­ვა. ვი­ნა­ი­დან მა­რი­ამს შრო­მა არ ეზა­რე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რს მი­აღ­წევს!

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი მსა­ხი­ობ კო­კოს რო­გორ აფა­სე­ბენ?

- მა­რი­ა­მიც, თამ­რი­კოც და გიაც კო­რექ­ტულ შე­ნიშ­ვნებს მაძ­ლე­ვენ. უბ­რა­ლოდ, დედა და და უფრო მინ­დო­ბენ ხოლ­მე, გია კი სათ­ქმელს პირ­და­პირ მე­უბ­ნე­ბა. მთა­ვა­რი ის არის, რომ ყვე­ლა­ნი თე­ატ­რის კარ­გი მა­ყუ­რებ­ლე­ბი არი­ან და ყვე­ლა­ფერს სწო­რად აღიქ­ვა­მენ... ანი - ჩემი მე­უღ­ლეც მსა­ხი­ო­ბი გახ­ლავთ. გა­მი­მარ­თლა, რომ გვერ­დით ასე­თი ადა­მი­ა­ნი მყავს.

- რო­გორ შე­იქ­მნა თქვე­ნი ოჯა­ხი?

- მე და ანი ერ­თმა­ნეთს სე­რი­ა­ლის - "მე­სა­მე თა­ო­ბა" გა­და­ღე­ბი­სას შევ­ხვდით. პრინ­ციპ­ში, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­და­ნაც ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ იქ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქონ­და. ჩვენ სე­რი­ალ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას დავ­მე­გობ­რდით, მერე სამი წელი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ბო­ლოს კი ოჯა­ხი შევ­ქმე­ნით.

- ანი რო­გო­რი გო­გოა?

- ძა­ლი­ან მა­გა­რი ადა­მი­ა­ნია. რო­გორც მსა­ხი­ობს, კარ­გი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს და ამას­თან, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ცო­ლია - მზრუნ­ვე­ლი და თბი­ლი.

- რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც ერ­თად ხართ?

- ზა­ფხულ­ში ერთი წელი გახ­დე­ბა, რაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად (ხე­ლის­მო­წე­რა­სა და ჯვრის­წე­რას ვგუ­ლის­ხმობ) ცოლ-ქმა­რი გავ­ხდით; მა­ნამ­დე, ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უბ­რა­ლოდ, ერ­თად ვი­ცხოვ­რეთ.

- მშობ­ლე­ბი­სა­გან ცალ­კე, და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა არ გი­ჭირთ?

- ახალ­გაზ­რდა წყვი­ლის­თვის ცალ­კე ცხოვ­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია! სი­მარ­თლე გი­თხრათ, მას მერე, რაც მე და ანი სა­ცხოვ­რებ­ლად ცალ­კე გა­და­ვე­დით, გა­ვი­გე, რა არის სი­ნამ­დვი­ლე­ში ცხოვ­რე­ბა. ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა წყვილს ვურ­ჩევ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და­მო­უ­კი­დებ­ლად იცხოვ­რონ... მე და ანი ცოტა ხან­ში გო­გო­ნას ვე­ლო­დე­ბით. ჯერ სა­ხე­ლი არ მოგ­ვი­ფიქ­რე­ბია, მაგ­რამ ის კი ვი­ცით, რომ ბავ­შვი მო­მა­ვალ­ში ტუ­რიზ­მის გან­ხრით ის­წავ­ლის (იცი­ნის).

- რა­ტომ?

- დე­და­მისს ფეხ­მძი­მო­ბი­სას მოგ­ზა­უ­რო­ბა მო­უხ­და - გას­ტრო­ლებ­ზე იყო შან­ხა­ი­ში, ორ­ჯერ - თურ­ქეთ­ში...

- ფეხ­მძი­მე მე­უღ­ლეს ანე­ბივ­რებ?

- ვცდი­ლობ, ხში­რად მი­ვე­ფე­რო, სურ­ვი­ლე­ბი ავუს­რუ­ლო...

სა­უ­ბარ­ში ჩარ­თვა კო­კოს მე­უღ­ლეს, ანი იმ­ნა­ძეს ვთხო­ვე:

- კოკო ისე­თი მე­უღ­ლეა, რო­გო­რიც მინ­დო­და, გვერ­დით მყო­ლო­და და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ეს სურ­ვი­ლი ამიხ­და... მან თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბას უკვე მი­აღ­წია და ვიცი, მო­მა­ვალ­შიც ბევ­რს მი­აღ­წევს. ცოტა ხან­ში მის პირ­ველ სა­რე­ჟი­სო­რო ნა­მუ­შე­ვარს ვი­ხი­ლავთ და ოჯა­ხის წევ­რე­ბი მთე­ლი გუ­ლით ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ.

- ერთი და იმა­ვე პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი რომ ხართ, ეს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არა­ფერს ცვლის?

- არა, პი­რი­ქით - ეს სა­სი­ა­მოვ­ნოც კია... ერ­თმა­ნეთს ისე და­ვუ­ახ­ლოვ­დით, არც გვი­მე­სი­ჯია, არც ინ­ტერ­ნე­ტით გვქო­ნია კონ­ტაქ­ტი, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად მოხ­და.

- სიყ­ვა­რულ­ში პირ­ვე­ლი რო­მე­ლი გა­მო­უ­ტყდით?

- არც ერთი; ორი­ვე ერ­თდრო­უ­ლად მივ­ხვდით, რომ რა­ღაც სხვა­ნა­ი­რად იყო საქ­მე და ის რა­ღაც მერე დიდ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და. კოკო სა­ოც­რად და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნია.

- შენი რამ­დე­ნი­მე როლი ამა თუ იმ ფილმში ნა­ნა­ხი მაქვს. ამ­ჟა­მად, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, რას საქ­მი­ა­ნობ?

- ამ­ჟა­მად, ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვის­ვე­ნებ; მხო­ლოდ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ერთ სპექ­ტაკლს ვთა­მა­შობ, სა­დაც ფეხ­მძი­მეს როლი მაქვს (იღი­მის)...

- ანი, რას გვე­ტყვი კო­კოს ოჯა­ხის წევ­რებ­ზე. რო­გორ შე­ე­წყვე ამ ადა­მი­ა­ნებს?

- ყვე­ლას მშვე­ნივ­რად შე­ვე­წყვე. იმას, რომ კო­კოს ოჯახ­ში ყვე­ლა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია, ჩემ­თვის დის­კომ­ფორ­ტი არ შე­უქ­მნია. არ ვარ კომ­პლექ­სი­ა­ნი, პი­რი­ქით - ვა­მა­ყობ მა­თით და ძა­ლი­ან მიყ­ვარს დე­დამ­თი­ლიც, მა­მამ­თი­ლიც და მუ­ლიც... აქვე გე­ტყვით, რომ მე და კოკო ბუ­ნე­ბით მშვი­დე­ბი ვართ, მაგ­რამ კო­კოს ეს გრძნო­ბა გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი აქვს...

კოკო:

- (აწყვე­ტი­ნებს) და ამი­ტო­მაც, უფრო მეტი სიმ­შვი­დის­კენ მო­ვუ­წო­დებ (იცი­ნის)...

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

კოკო როინიშვილი - მალე გოგონა მეყოლება

კოკო როინიშვილი - მალე გოგონა მეყოლება

"ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც სცენაზე პროფესიონალ მსახიობებთან ერთად დავდექი. მოკლედ, ბავშვობიდან "სცენის მტვერი" ვყლაპე და ძალიან მომეწონა", - ამბობს მსახიობი კოკო როინიშვილი, რომელსაც დღესდღეობით ორი თეატრის - მარჯანიშვილისა და ახმეტელის სცენაზე უწევს თამაში და ტელესერიალშიც - "შუა ქალაქში" მონაწილეობს.

- როგორც ამბობ, ძალიან პატარას დაგიწყია მსახიობობა...

- 7 წლის ვიყავი, როცა "თეატრალურ სარდაფში" ოთარ ეგაძის "ქვირითობაში" ვთამაშობდი; მერე თუმანიშვილის თეატრში, ნუგზარ ბაგრატიონის სპექტაკლებში: "ნუ მიგვატოვებ, მზეო" და "ჰარალეთი" ვმონაწილეობდი; ვითამაშე "ანა კარენინაშიც"... მსახიობობა ძალიან ადრე დავიწყე, რაც ჩემს მშობლებს - არც თამრიკოს (ჭოხონელიძე. - ავტ.) და არც გიას (როინიშვილი. - ავტ.) დიდად არ მოსწონდათ.

- ახლა რომელ სპექტაკლებში ხარ დაკავებული?

- ერთი წლის წინ ახმეტელის თეატრში, სპექტაკლში - "ტაქსისტი გივის სიყვარულის ისტორია" ერთი კარგი მსახიობი შევცვალე და საოცრად შემიყვარდა არა მარტო ეს წარმოდგენა, არამედ ჩემი პერსონაჟიც. საერთოდ, ძალიან მომწონს ახმეტელის თეატრი, იქ კარგი ატმოსფეროა და შესანიშნავი მსახიობებიც ჰყავთ... ასევე, ვთამაშობ მარჯანიშვილის თეატრში, სპექტაკლში - "ჰამლეტი". ამასთან, "თავისუფალ თეატრში" ჩვენი საკურსო სპექტაკლი - "გუშინდელნი" აღვადგინეთ და ივნისში წარმოვადგენთ.

- თეატრალურ უნივერსიტეტში ვის ჯგუფში სწავლობდი?

- გიორგი შალუტაშვილის ჯგუფი დავამთავრე, სამსახიობო განხრით. ჩემი ჯგუფელები არიან: ნათია კვაშალი, თორნიკე გოგრიჭიანი, ჩემი სიძე - გიორგი მახარაძე, რომელიც "შუა ქალაქში" ჩემს მეგობარს ასახიერებს... ჩემი თავი სხვა პროფესიის ადამიანად ვერც კი წარმომიდგენია, მაგრამ პარალელურად, სარეჟისოროზე, ბატონ გიზო ჟორდანიასთან ვსწავლობ, მაგისტრატურის კურსს წელს ვამთავრებ.

- გასაგებია, რომ თეატრისადმი ინტერესი ოჯახში გაგიჩნდა, რადგანაც მამა მსახიობი გყავს, მაგრამ აღნიშნე, - მშობლებს არ სურდათ, მსახიობი გავმხდარიყავიო...

- გია მირჩევდა და მიბიძგებდა, სარეჟისოროზე ჩამებარებინა. არ უნდოდათ, მსახიობი გავმხდარიყავი, მაგრამ მათ სურვილს ჩემმა სურვილმა სძლია!

- შენზე ამბობენ, რომ ლაპარაკი არ გიყვარს...

- ვცდილობ, უფრო მეტი გავაკეთო და ნაკლები ვილაპარაკო. ბავშვობაში კი შეიძლება ითქვას, რომ არ ვლაპარაკობდი (იღიმის)... ვიდრე რაიმეს ვიტყვი, კარგად უნდა დავფიქრდე და სათქმელი ამის შემდეგ ვთქვა. არ მინდა, დაუფიქრებლად რაღაც "წამოვისროლო" და მერე სანანებელი გამიხდეს.

- მსახიობობის პარალელურად რეჟისორობა რომ გადაწყვიტე, ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ, ანგარიში მამასაც გაუწიე?

- არა, უბრალოდ, რეჟისურაც მაინტერესებდა. მართალია, მსახიობი სათქმელს სცენიდან ამბობს, მაგრამ მაინც შეზღუდულია, რეჟისორს კი ამ მხრივ უფრო მეტი თავისუფლება აქვს. მინდა, ჩემი სათქმელი როგორც რეჟისორმაც, ისე ვთქვა!..

- ბოლო დროს პოპულარული გახდი, რაც ტელესერიალის - "შუა ქალაქში" დამსახურებაა... ალბათ სასიამოვნოა, როდესაც ქუჩაში ვიღაც გცნობს, არა?

- "შუა ქალაქში" ძალიან კარგი სერიალია. მას შემდეგ, რაც ამ სერიალში გამოვჩნდი, ხალხმა უფრო მეტად გამიცნო და ამას სოციალური ქსელის საშუალებითაც ვხვდები, - "ფეისბუკზე" დღეში უამრავი ადამიანი მთხოვს დამეგობრებას. ქუჩაშიც მიღიმიან, რაც ძალზე სასიამოვნოა. არ მესმის იმ ადამიანების, ვისაც პოპულარობა აწუხებს. ადამიანები ყურადღებას რომ გაქცევენ, თბილად გხვდებიან, გიღიმიან, - განა, ეს ცუდია?

- მოგწონს შენი გმირი - ბექუნა?

- მომწონს, ოღონდ - კოკო როინიშვილს არ ჰგავს. ის კომპიუტერს მიჯაჭვული, თავისებური ტიპია, მე კი ასეთი არ გახლავართ. თუმცა, ბექუნა მიროტაძე უარყოფითი პერსონაჟი არ არის.

- ძალიან უცნაური მშობლები (გია და მარინა) კი ჰყავს: ზედმიწევნით მზრუნველი დედა და მის მიმართ ინდიფერენტულად განწყობილი მამა...

- მიუხედავად იმისა, რომ თამრიკოც და გიაც შვილების მიმართ მზრუნველები არიან, ის პერსონაჟები ჩემს მშობლებს არ ჰგვანან.

- როგორი პარტნიორები არიან შენი უფროსი კოლეგები - ქეთი გეგეშიძე და დიმა ტატიშვილი?

- ვერ აღგიწერთ, როგორ მეხმარებიან. შეიძლება, სიტყვიერად არც არაფერი მითხრან და მირჩიონ, მაგრამ მათ დახმარებასა და გვერდში დგომას მუდმივად ვგრძნობ. ორივე თეატრის კარგი მსახიობია და აღმოვაჩინე, რომ მაგარი პარტნიორებიც არიან. მადლობა მათ ამისთვის!

- სერიალში კასტინგის გავლის შემდეგ მოხვდი?

- პირველად "შუა ქალაქში" დაახლოებით, 4 წლის წინ, ერთ ეპიზოდში "გავიელვე". ახლა კი ამავე სერიალში კასტინგის გზით მოვხვდი.

- მშობლების სახელებმა გარკვეული როლი ხომ არ ითამაშა შენს წარმატებაში?

- დიდი იმედი მაქვს, რომ არა! პატარაობიდან თუ რაიმე წარმატებას მივაღწევდი, მერე სულ იმაზე ვფიქრობდი: ნეტავ, ამაზე გიას და თამრიკოს სახელმა ხომ არ იმოქმედა-მეთქი? ეს კომპლექსი ახლა ნაკლებად, მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში მაინც მაწუხებს... ძალიან მინდა, წარმატებას არა მშობლების ხელშეწყობით, არამედ დამოუკიდებლად მივაღწიო, მაგრამ მეორე მხრივ, სასიხარულოა, როცა ასეთი, ხალხისგან დაფასებული მშობლები გყავს...

- არასდროს გიფიქრია იმაზე, რომ შენი დის მსგავსად, მომღერლის კარიერა აგეწყო?

- საშუალოდ ვმღერი. მე უფრო მეტად, სიმღერის მოსმენა მიყვარს. მაქვს გატაცება, ჰობი - მუსიკალურ საკრავებს ვაგროვებ და მერე ვცდილობ, დამოუკიდებლად ვისწავლო მათზე დაკვრა... ისე, ვნანობ, რომ ნოტები არ ვიცი. ბავშვობაში ამის შესწავლის არც ინტერესი მქონდა და არც - სურვილი.

- კოკო, შენ და მარიამს როგორი დაძმობა გაქვთ?

- მარიამი ჩემზე ზუსტად ერთი წლით არის უფროსი, ერთსა და იმავე დღეს - 9 დეკემბერს ვართ დაბადებულები. ფაქტობრივად, ტყუპივით გავიზარდეთ: ბაღსა და სკოლაშიც ერთად დავდიოდით, უმაღლეს სასწავლებელშიც ერთსა და იმავე წელს ჩავაბარეთ. მოკლედ, აქამდე მთელი ცხოვრება ერთად გავიარეთ. საოცარი დაძმობა გვაქვს. სიტყვებით ვერც ვიტყვი, რას ნიშნავს და ვინ არის ჩემთვის მარიამი...

- მარიამმა გადაწყვიტა, რომ კარიერა საოპერო მიმართულებით წარმართოს და ამისთვის სერიოზულ ნაბიჯებს დგამს. ალბათ ძნელია, საკუთარი და ამ კუთხით შეაფასო...

- ეს სულაც არ არის რთული. მე რეალისტი ვარ და ვფიქრობ, თუ ადამიანი საკუთარ თავზე იმუშავებს, ყველაფერი გამოუვა. ვინაიდან მარიამს შრომა არ ეზარება, დარწმუნებული ვარ, ბევრს მიაღწევს!

- ოჯახის წევრები მსახიობ კოკოს როგორ აფასებენ?

- მარიამიც, თამრიკოც და გიაც კორექტულ შენიშვნებს მაძლევენ. უბრალოდ, დედა და და უფრო მინდობენ ხოლმე, გია კი სათქმელს პირდაპირ მეუბნება. მთავარი ის არის, რომ ყველანი თეატრის კარგი მაყურებლები არიან და ყველაფერს სწორად აღიქვამენ... ანი - ჩემი მეუღლეც მსახიობი გახლავთ. გამიმართლა, რომ გვერდით ასეთი ადამიანი მყავს.

- როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი?

- მე და ანი ერთმანეთს სერიალის - "მესამე თაობა" გადაღებისას შევხვდით. პრინციპში, თეატრალური უნივერსიტეტიდანაც ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ იქ ახლო ურთიერთობა არ გვქონდა. ჩვენ სერიალზე მუშაობისას დავმეგობრდით, მერე სამი წელი შეყვარებულები ვიყავით, ბოლოს კი ოჯახი შევქმენით.

- ანი როგორი გოგოა?

- ძალიან მაგარი ადამიანია. როგორც მსახიობს, კარგი პოტენციალი აქვს და ამასთან, შესანიშნავი ცოლია - მზრუნველი და თბილი.

- რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ?

- ზაფხულში ერთი წელი გახდება, რაც ოფიციალურად (ხელისმოწერასა და ჯვრისწერას ვგულისხმობ) ცოლ-ქმარი გავხდით; მანამდე, ნახევარი წლის განმავლობაში უბრალოდ, ერთად ვიცხოვრეთ.

- მშობლებისაგან ცალკე, დამოუკიდებლად ცხოვრება არ გიჭირთ?

- ახალგაზრდა წყვილისთვის ცალკე ცხოვრება აუცილებელია! სიმართლე გითხრათ, მას მერე, რაც მე და ანი საცხოვრებლად ცალკე გადავედით, გავიგე, რა არის სინამდვილეში ცხოვრება. ყველა ახალგაზრდა წყვილს ვურჩევ, შეძლებისდაგვარად დამოუკიდებლად იცხოვრონ... მე და ანი ცოტა ხანში გოგონას ველოდებით. ჯერ სახელი არ მოგვიფიქრებია, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ბავშვი მომავალში ტურიზმის განხრით ისწავლის (იცინის).

- რატომ?

- დედამისს ფეხმძიმობისას მოგზაურობა მოუხდა - გასტროლებზე იყო შანხაიში, ორჯერ - თურქეთში...

- ფეხმძიმე მეუღლეს ანებივრებ?

- ვცდილობ, ხშირად მივეფერო, სურვილები ავუსრულო...

საუბარში ჩართვა კოკოს მეუღლეს, ანი იმნაძეს ვთხოვე:

- კოკო ისეთი მეუღლეა, როგორიც მინდოდა, გვერდით მყოლოდა და ძალიან მიხარია, რომ ეს სურვილი ამიხდა... მან თავის პროფესიაში გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწია და ვიცი, მომავალშიც ბევრს მიაღწევს. ცოტა ხანში მის პირველ სარეჟისორო ნამუშევარს ვიხილავთ და ოჯახის წევრები მთელი გულით ვგულშემატკივრობთ.

- ერთი და იმავე პროფესიის ადამიანები რომ ხართ, ეს თქვენს ურთიერთობაში არაფერს ცვლის?

- არა, პირიქით - ეს სასიამოვნოც კია... ერთმანეთს ისე დავუახლოვდით, არც გვიმესიჯია, არც ინტერნეტით გვქონია კონტაქტი, ყველაფერი თავისთავად მოხდა.

- სიყვარულში პირველი რომელი გამოუტყდით?

- არც ერთი; ორივე ერთდროულად მივხვდით, რომ რაღაც სხვანაირად იყო საქმე და ის რაღაც მერე დიდ სიყვარულში გადაიზარდა. კოკო საოცრად დადებითი ადამიანია.

- შენი რამდენიმე როლი ამა თუ იმ ფილმში ნანახი მაქვს. ამჟამად, როგორც მსახიობი, რას საქმიანობ?

- ამჟამად, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვისვენებ; მხოლოდ თუმანიშვილის თეატრში ერთ სპექტაკლს ვთამაშობ, სადაც ფეხმძიმეს როლი მაქვს (იღიმის)...

- ანი, რას გვეტყვი კოკოს ოჯახის წევრებზე. როგორ შეეწყვე ამ ადამიანებს?

- ყველას მშვენივრად შევეწყვე. იმას, რომ კოკოს ოჯახში ყველა ცნობილი ადამიანია, ჩემთვის დისკომფორტი არ შეუქმნია. არ ვარ კომპლექსიანი, პირიქით - ვამაყობ მათით და ძალიან მიყვარს დედამთილიც, მამამთილიც და მულიც... აქვე გეტყვით, რომ მე და კოკო ბუნებით მშვიდები ვართ, მაგრამ კოკოს ეს გრძნობა გამძაფრებული აქვს...

კოკო:

- (აწყვეტინებს) და ამიტომაც, უფრო მეტი სიმშვიდისკენ მოვუწოდებ (იცინის)...

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება