Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციხის კედლებში მძიმე დიაგნოზით დაბადებული ჩვილის საოცარი თავგადასავალი
ციხის კედლებში მძიმე დიაგნოზით დაბადებული ჩვილის საოცარი თავგადასავალი

რო­გორც ლანა კარ­გა­რე­თე­ლი ამ­ბობს, ცხოვ­რე­ბა­ში ხან­გრძლი­ვი და მტკივ­ნე­უ­ლი გზის გავ­ლა მო­უხ­და, მაგ­რამ უფ­ლის წყა­ლო­ბი­თა და დე­დის და­უ­ღა­ლა­ვი ბრძო­ლით, ფეხ­ზე დად­გა, მაგ­რამ მუდ­მი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა და ექი­მებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მისი ცხოვ­რე­ბის წესი გახ­ლავთ...

53 წლის ლანა კარ­გა­რე­თე­ლი მოს­კო­ვის ერთ-ერთ ცი­ხე­ში და­უ­ნის სინ­დრო­მით და­ი­ბა­და. ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მებ­მა ჩვი­ლი ბავ­შვთა სახ­ლს მი­ა­ბა­რეს. დე­დას კი უთხრეს, რომ პა­ტა­რა დღე­ნაკ­ლუ­ლი იყო და და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა...

ლანა კარ­გა­რე­თე­ლი:

- ჩემს მშობ­ლებს მოს­კოვ­ში, პე­ტერ­ბურ­გში, კი­ევ­სა და სოჭ­ში ყვა­ვი­ლე­ბის ბიზ­ნე­სი ჰქონ­დათ. 70-იან წლებ­ში, მა­მას ევ­რო­პე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ჩა­მოჰ­ყავ­და და თა­ვის ხე­ლოს­ნებს სა­კუ­თა­რი ყვა­ვი­ლე­ბის სა­ლო­ნებ­ში დი­ზა­ი­ნის მას­ტერკლასს უტა­რებ­და. ამ ბიზ­ნეს­ში მათ­თან ერ­თად სხვე­ბიც იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი. წი­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას დიდი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა და საქ­მე მი­ლი­ცი­ას გა­და­ე­ცა. დე­ტა­ლე­ბი დღემ­დე არ ვიცი, მაგ­რამ ხან­გრძლი­ვი და­ვის შემ­დეგ, ჩემი მშობ­ლე­ბი ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდნენ. დედა ფი­ნან­სუ­რი და­ნა­შა­უ­ლის­თვის სას­ჯელს ქალ­თა კო­ლო­ნი­ა­ში იხ­დი­და, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში, "დმიტ­რო­ვის შო­სე­ზე" მდე­ბა­რე­ობს... ჩემი ად­ვო­კა­ტის დახ­მა­რე­ბით, მოს­კოვ­ში საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბა ხში­რად მი­წევს და იმ ად­გილს ემო­ცი­ის გა­რე­შე ვერ ჩა­ვუვ­ლი ხოლ­მე... რო­დე­საც დედა და­ა­კა­ვეს, მალე გა­არ­კვია, რომ ჩემ­ზე ფეხ­მძი­მედ იყო და ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ვი­ბა­დე. მძი­მე ორ­სუ­ლო­ბა ჰქონ­და. თურ­მე მშო­ბი­ა­რო­ბაც გა­უ­ჭირ­და. ახალ­შო­ბილს ანუ მე და­უ­ნის სინ­დრო­მის მარ­ტი­ვი ფორ­მა აღ­მო­მაჩ­ნდა (დედა ამ ყვე­ლა­ფერს მის მძი­მე ფეხ­მძი­მო­ბას აბ­რა­ლებ­და, მაგ­რამ ექი­მებ­მა უთხრეს, რომ ეს გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბა იყო, რაც მე­ტად მა­ში­ნებს)...

რომ გავჩნდი, დე­დას უთხრეს, რომ ჩვი­ლი და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­ღუ­პა... მას 5 წელი და 4 თვე ჰქონ­და მის­ჯი­ლი. მამა სას­ჯელს სხვა­გან იხ­დი­და... პა­ტიმ­რო­ბის წლებ­ში დედა რწმე­ნის­კენ შე­მობ­რუნ­და. ღა­მე­ებს ლოც­ვა­ში ათე­ნებ­და, მარ­ხუ­ლობ­და და ცდი­ლობ­და, ეკ­ლე­სი­უ­რად ეცხოვ­რა. სწო­რედ მა­შინ ერთ უკ­რა­ი­ნელ ღვთის­მო­სავ ქალს (პა­ტი­მარს) და­უ­ახ­ლოვ­და, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით უკ­რა­ი­ნი­დან, ტერ­ნო­პო­ლი­დან გახ­ლდათ.

- იმ წლებ­ში ლოც­ვა, მარ­ხვა, - ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბა იშ­ვი­ა­თო­ბა იყო...

- გე­თან­ხმე­ბით, მაგ­რამ იმ უკ­რა­ი­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის მორ­წმუ­ნე­ო­ბას თა­ვი­სი მი­ზე­ზი ჰქონ­და: მის ოჯახ­ში დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იე­რუ­სა­ლი­მის ღვთის­მშობ­ლის ხელ­თუქ­მნე­ლი ხატი ინა­ხე­ბო­და, რის გა­მოც მისი ოჯა­ხი გა­და­უ­სახ­ლე­ბი­ათ, ხატი კი გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­უბ­რძა­ნე­ბი­ათ. უფ­ლის მად­ლით კი, ოჯა­ხი მალე ისევ შე­კო­წი­წდა და მის­მა ყვე­ლა წევ­რმა სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში მო­ი­ყა­რა თავი...

დე­დას იმ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სიკ­ვდი­ლამ­დე ჰქონ­და. სწო­რედ მან უთხრა, რომ შვი­ლი (ანუ მე) ცო­ცხა­ლი ჰყავ­და და რომ ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ის მოს­კო­ვის ერთ-ერთ ბავ­შვთა სახ­ლში ჩა­ა­ბა­რა. უკ­რა­ი­ნელ ქალს ამის შე­სა­ხებ თურ­მე ცი­ხის თა­ნამ­შრო­მელ­მა გა­უმ­ხი­ლა (ჩემი კონ­კრე­ტუ­ლი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი არ სცოდ­ნია) და იმ გი­ნე­კო­ლო­გის სა­ხე­ლი და გვა­რიც უთხრა, ვინც დედა ამ­შო­ბი­ა­რა... იმ ექიმს დე­დამ მი­აგ­ნო და უთხრა: - ვიცი, ჩემი შვი­ლი ცო­ცხა­ლია, ჩი­ვილს არ ვა­პი­რებ, ოღონ­დაც, გა­მიმ­ხი­ლე, რო­მელ ბავ­შვთა სახ­ლში ჩა­ა­ბა­რე­თო. გა­სამ­რჯე­ლო­საც დაჰ­პირ­და. არ ვიცი, ქრთამ­მა გაჭ­რა თუ შე­ე­შინ­და, მაგ­რამ გი­ნე­კო­ლოგ­მა ბავ­შვთა სახ­ლის მი­სა­მარ­თი უთხრა...

- ვიცი, რომ უფ­რო­სი და-ძმაც გყავთ. დედ-მა­მის პა­ტიმ­რო­ბის წლებ­ში სად იყ­ვნენ ბავ­შვე­ბი?

- სახ­ლში, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან.

- ალ­ბათ ბავ­შვთა სახ­ლში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი არ გახ­სოვთ...

- დე­დამ რომ მი­პო­ვა, 5 წლის ვი­ყა­ვი, მაგ­რამ გო­ნებ­რი­ვი ჩა­მორ­ჩე­ნა მქონ­და და ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ლად არ მახ­სოვს. ზურ­გზე დღემ­დე მაქვს იარა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი სა­ნიტ­რის­გან დამ­რჩა. იქ მუდ­მი­ვად მცემ­დნენ. მახ­სოვს მუდ­მი­ვი შიმ­ში­ლი და გა­ყი­ნუ­ლი კედ­ლე­ბი. მარ­ცხე­ნა ხე­ლის სამი თითი მა­შინ რომ მო­მე­ყი­ნა, ახ­ლაც ატრო­ფი­რე­ბუ­ლი მაქვს... მახ­სოვს, რო­გორ აგ­რო­ვებ­დნენ ბავ­შვე­ბი მა­გი­და­ზე პუ­რის ნამ­ცე­ცებს... დე­დამ ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი აღად­გი­ნა. საქ­მე ხე­ლახ­ლა მის­ცა გა­მო­ძი­ე­ბა­ში. ძლი­ე­რი ად­ვო­კა­ტე­ბი აიყ­ვა­ნა და მა­მაც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა. პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩემს საქ­მე­ებს აგ­ვა­რებ­და, უპატ­რო­ნო ბავ­შვთა სახ­ლში სულ სხვა სა­ხე­ლი­თა და გვა­რით ვი­ყა­ვი და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი...

- ბავ­შვთა სახ­ლში რა დი­აგ­ნო­ზით იყა­ვით?

- და­უ­ნის სინ­დრო­მის მარ­ტი­ვი, სა­წყი­სი, არაპ­როგ­რე­სი­რე­ბა­დი ფორ­მა მქონ­და. გარ­კვე­უ­ლი სა­ერ­თო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, და­უ­ნის სინ­დრო­მის მქო­ნე ბავ­შვე­ბი, ერ­თმა­ნე­თი­სა­გან ხა­სი­ა­თით, ტემ­პე­რა­მენ­ტით, უნარ-შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, ინ­ტე­ლექ­ტის დო­ნით, ნი­ჭი­თა და მგრძნო­ბე­ლო­ბის რეფ­ლექ­სე­ბით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბი­ან... მას შემ­დეგ, რაც დე­დამ იმ ჯო­ჯო­ხე­თი­დან მიხ­სნა, ბავ­შვთა სახ­ლს ვგუ­ლის­ხმობ, მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა ერთ დიდ, და­უს­რუ­ლე­ბელ სა­ა­ვად­მყო­ფოს და­ემ­სგავ­სა. მშობ­ლე­ბი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის და­ხუ­რუ­ლი სა­ზღვრის პი­რო­ბებ­ში, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ, რომ ჩემს მკურ­ნა­ლო­ბას თუნ­დაც მცი­რე­დი შე­დე­გი ჰქო­ნო­და. დედა რამ­დე­ნი­მე კვი­რით, ზოგ­ჯერ ერთი წლით ადრე ეწე­რე­ბო­და მსოფ­ლი­ოს უძ­ლი­ე­რეს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან რიგ­ში. ზოგი აი­მე­დებ­და, ზო­გიც - პი­რი­ქით. ერთ ექიმს უთ­ქვამს: - რა­ღას გა­მოგ­ყავ­და გო­გო­ნა ბავ­შვთა სახ­ლი­დან, თქვენ მა­ინც აღარ და­ი­ტან­ჯე­ბო­დი­თო... ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის თით­ქმის ყვე­ლა წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კა მო­მა­ტა­რეს. დედა მიყ­ვე­ბო­და, რო­გორ მკე­ტავ­და თა­ვის კლი­ნი­კა­ში ნიუ-იორ­კე­ლი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი - ჯე­იმს კინ­სი, რათა ჩემს მშობ­ლებს არ ენა­ხათ, რო­გორ ვწვა­ლობ­დი სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­დუ­რე­ბის დროს. ექიმ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩემ­თვის ქარ­თვე­ლი თარ­ჯი­მა­ნი და­ი­ქი­რა­ვა და მა­ი­ძუ­ლებ­და, წა­კი­თხუ­ლი ტექ­სტი­დან, აზრი თუ არა, ცალ­კე­უ­ლი სი­ტყვე­ბი მა­ინც გა­მე­მე­ო­რე­ბი­ნა.

- რას ამ­ბობ­და ამე­რი­კე­ლი ექი­მი?

- არა­ფერს, დუმ­და და შემ­დგომ კურ­სზე მი­ბა­რებ­და... მშობ­ლე­ბის თქმით, ჩემი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის სა­კითხს, მე­დი­კო­სებ­მა არა­ერ­თი სა­მე­დი­ცი­ნო თემა, კონ­ფე­რენ­ცია და მოხ­სე­ნე­ბა მი­უ­ძღვნეს. მა­შინ, რო­დე­საც ხან ერთ, ხან მე­ო­რე ექიმს ვყავ­დი თა­ვის­თან "დამ­წყვდე­უ­ლი", ჩემი მშობ­ლე­ბი ერთი სა­ლო­ცა­ვი­დან მე­ო­რე­ში გა­და­დი­ოდ­ნენ. სა­ქარ­თვე­ლოს, რუ­სე­თის, უკ­რა­ი­ნის, პო­ლო­ნე­თის ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი ლა­მის ფე­ხით ჰქონ­დათ შე­მოვ­ლი­ლი. დედა მე­უბ­ნე­ბო­და, - უფალს ვე­ვედ­რე­ბო­დით, რომ აზ­როვ­ნე­ბა მა­ინც შეგ­ძლე­ბო­დაო... რა­ღა­ცე­ბი ფო­ტო­კად­რე­ბი­ვით მახ­სენ­დე­ბა. ჩემი დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბათ. მე­ტად კი პრო­ფე­სორ კინსს მი­ვენ­დე. ისიც თვე­ო­ბით მტო­ვებ­და თა­ვის კლი­ნი­კა­ში და მტან­ჯველ პრო­ცე­დუ­რებს ერ­თად გავ­დი­ო­დით. ამ ავად­მყო­ფო­ბას ეტა­პე­ბი აქვს, - ზოგ ბავ­შვს შე­უძ­ლია ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლა­ში სწავ­ლა, ზო­გის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი კლა­სია სა­ჭი­რო, ზო­გი­ერ­თის­თვის - სპე­ცი­ა­ლუ­რი სკო­ლა. მო­ზარ­დე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას შე­უძ­ლია, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და ნი­ჭის შე­სა­ბა­მი­სად, რა­ი­მე პრო­ფე­სი­ას ან ხე­ლო­ბას და­ე­უფ­ლოს. ზოგს ბევ­რი დრო და სპე­ცი­ა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბა მარ­ტი­ვი რა­მის ასათ­ვი­სებ­ლად, ზო­გი­ერ­თი კი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრე­ნინ­გის სა­შუ­ა­ლე­ბით, რთულ საქ­მი­ა­ნო­ბას ეუფ­ლე­ბა. მე ეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრე­ნინ­გი გა­ვი­ა­რე. შემ­დეგ კი, ჩემი ექი­მის რჩე­ვით, 10 წლის ასაკ­ში, მოს­კო­ვის ერთ-ერთ სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ სკო­ლა­ში შე­მიყ­ვა­ნეს. წლის ბო­ლოს პრო­ფე­სორ კინსთან ვი­ზი­ტი მი­წევ­და. მას ჩემი მშობ­ლე­ბის­თვის უთ­ქვამს, - პა­ცი­ენ­ტი მზად არის, მე­ო­რე კლას­ში გა­და­ვი­დე­სო. ეს ნამ­დვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლი იყო... მას­თან უკვე წე­ლი­წად­ში ერთხელ დავ­დი­ო­დი. მშობ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ, მუდ­მი­ვად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მეტ­რი­ა­ლა. ამი­ტომ დავ­დი­ო­დი სპორ­ტულ სექ­ცი­ებ­ზე, ცეკ­ვა­ზე... ჯგუ­ფებ­ში კი მწერ­დნენ, მაგ­რამ ყველ­გან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­მე­ცა­დი­ნებ­და...

- რა შე­იც­ვა­ლა სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ?

- თავი თით­ქმის სრულ­ფა­სო­ვან ადა­მი­ა­ნად ვიგ­რძე­ნი. მოძ­რა­ო­ბა ოდ­ნავ მი­ჭირს, თუმ­ცა საკ­მა­ოდ ენერ­გი­უ­ლი ვარ. არ ვიცი, დიდი დო­ზით მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბის ბრა­ლია თუ ავად­მყო­ფო­ბის, მაგ­რამ ცუდი სმე­ნა მაქვს. ამი­ტომ ჩემს ოჯახ­ში ყვე­ლა ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კობს. გარ­კვე­ულ ბგე­რებს ვერ გა­მოვ­თქვამ. ალ­ბათ თქვენც შე­ნიშ­ნეთ, გა­მარ­თუ­ლად მე­ტყვე­ლე­ბა მი­ჭირს, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, სკო­ლა კარ­გი ნიშ­ნე­ბით და­ვამ­თავ­რე.

- სა­კუ­თარ ოჯახ­ზე რას გვე­ტყვით?

- ერთი გო­გო­ნა მყავს. უფ­ლის მად­ლით, ის სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლია. მყავს ძა­ლი­ან კარ­გი მე­უღ­ლე, რო­მელ­საც ჩემი წარ­სუ­ლის გამო პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია. მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნია და ყვე­ლა­ფერ­ში გვეხ­მა­რე­ბა...

- დედა ცო­ცხა­ლია?

- არა, მას ლე­ი­კე­მია და­ე­მარ­თა... სულ იმის შიში ჰქონ­და, რომ ერთ დღე­საც, რა­ღაც ცუდი და­მე­მარ­თე­ბო­და, ასაკ­თან ერ­თად, გო­ნებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი და­მე­წყე­ბო­და ან ჯან­მრთე­ლო­ბა შე­მერ­ყე­ო­და. ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ­და, რად­გან ბუ­ნე­ბით მიმ­ნდო­ბი ვარ... სიკ­ვდი­ლის წინ, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა, ჩემს და-ძმას და­უ­ბა­რა, ქო­ნე­ბის უდი­დეს ნა­წილს ლა­ნას ვუ­ტო­ვებ და მის­თვის რა­მის წარ­თმე­ვა არ გა­ბე­დოთ, თო­რემ უფა­ლი დაგსჯი­თო. ეში­ნო­და, მისი სიკ­ვდი­ლი ჩემ­თვის სა­ბე­დის­წე­რო არ ყო­ფი­ლი­ყო. ერთხელ შემ­თხვე­ვით მო­ვის­მი­ნე, რო­გორ ევედ­რე­ბო­და თა­ვის მო­ძღვარს, - ლანა ჩემი სიკ­ვდი­ლის­თვის შე­ამ­ზა­დე, დარ­დი საფ­ლავ­ში არ ჩა­მა­ყო­ლოო... 4 წელი ლო­გი­ნად იყო ჩა­ვარ­დნი­ლი და ჩემ გარ­და არა­ვის იკა­რებ­და. მარ­თლაც, რწმე­ნამ გა­და­მა­ტა­ნი­ნა მისი სიკ­ვდი­ლი. რომ არა უფ­ლის შემ­წე­ო­ბა, ვერც ერთი ქალი ვერ შეძ­ლებ­და თუნ­დაც შვი­ლის­თვის იმის გა­კე­თე­ბას, რაც დე­დამ ჩემ­თვის გა­ა­კე­თა. ამი­ტო­მაც მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ მის სა­ხელ­ზე მოს­კო­ვის ერთ-ერთ გა­რე­უ­ბან­ში ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის პა­ტა­რა ტა­ძა­რი ავა­გეთ, სა­დაც ქარ­თვე­ლი მრევ­ლი და­დის. მის სა­ხელ­ზე ჩემი ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მო­სავ­ლი­დან გარ­კვე­ულ თან­ხას რამ­დე­ნი­მე ბავ­შვთა სახ­ლს ვუ­რი­ცხავ. ასე­თი იყო მისი ნება...

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"თუ ჯართს არ ჩავაბარებ საჭმლის გარეშე დავრჩებით" - 11 წლის ალექსანდრე ალავერდაშვილი

ციხის კედლებში მძიმე დიაგნოზით დაბადებული ჩვილის საოცარი თავგადასავალი

ციხის კედლებში მძიმე დიაგნოზით დაბადებული ჩვილის საოცარი თავგადასავალი

როგორც ლანა კარგარეთელი ამბობს, ცხოვრებაში ხანგრძლივი და მტკივნეული გზის გავლა მოუხდა, მაგრამ უფლის წყალობითა და დედის დაუღალავი ბრძოლით, ფეხზე დადგა, მაგრამ მუდმივი მკურნალობა და ექიმებთან კონსულტაციები მისი ცხოვრების წესი გახლავთ...

53 წლის ლანა კარგარეთელი მოსკოვის ერთ-ერთ ციხეში დაუნის სინდრომით დაიბადა. ციხის საავადმყოფოს ექიმებმა ჩვილი ბავშვთა სახლს მიაბარეს. დედას კი უთხრეს, რომ პატარა დღენაკლული იყო და დაბადებისთანავე გარდაიცვალა...

ლანა კარგარეთელი:

- ჩემს მშობლებს მოსკოვში, პეტერბურგში, კიევსა და სოჭში ყვავილების ბიზნესი ჰქონდათ. 70-იან წლებში, მამას ევროპელი დიზაინერები ჩამოჰყავდა და თავის ხელოსნებს საკუთარი ყვავილების სალონებში დიზაინის მასტერკლასს უტარებდა. ამ ბიზნესში მათთან ერთად სხვებიც იყვნენ ჩართულები. წილების გადანაწილებას დიდი დაპირისპირება მოჰყვა და საქმე მილიციას გადაეცა. დეტალები დღემდე არ ვიცი, მაგრამ ხანგრძლივი დავის შემდეგ, ჩემი მშობლები ციხეში აღმოჩნდნენ. დედა ფინანსური დანაშაულისთვის სასჯელს ქალთა კოლონიაში იხდიდა, რომელიც მოსკოვში, "დმიტროვის შოსეზე" მდებარეობს... ჩემი ადვოკატის დახმარებით, მოსკოვში საქმიანი ურთიერთობების მოგვარება ხშირად მიწევს და იმ ადგილს ემოციის გარეშე ვერ ჩავუვლი ხოლმე... როდესაც დედა დააკავეს, მალე გაარკვია, რომ ჩემზე ფეხმძიმედ იყო და ციხის საავადმყოფოში დავიბადე. მძიმე ორსულობა ჰქონდა. თურმე მშობიარობაც გაუჭირდა. ახალშობილს ანუ მე დაუნის სინდრომის მარტივი ფორმა აღმომაჩნდა (დედა ამ ყველაფერს მის მძიმე ფეხმძიმობას აბრალებდა, მაგრამ ექიმებმა უთხრეს, რომ ეს გენეტიკური დაავადება იყო, რაც მეტად მაშინებს)...

რომ გავჩნდი, დედას უთხრეს, რომ ჩვილი დაბადებისთანავე დაიღუპა... მას 5 წელი და 4 თვე ჰქონდა მისჯილი. მამა სასჯელს სხვაგან იხდიდა... პატიმრობის წლებში დედა რწმენისკენ შემობრუნდა. ღამეებს ლოცვაში ათენებდა, მარხულობდა და ცდილობდა, ეკლესიურად ეცხოვრა. სწორედ მაშინ ერთ უკრაინელ ღვთისმოსავ ქალს (პატიმარს) დაუახლოვდა, რომელიც წარმოშობით უკრაინიდან, ტერნოპოლიდან გახლდათ.

- იმ წლებში ლოცვა, მარხვა, - ეკლესიური ცხოვრება იშვიათობა იყო...

- გეთანხმებით, მაგრამ იმ უკრაინელი ქალბატონის მორწმუნეობას თავისი მიზეზი ჰქონდა: მის ოჯახში დიდი ხნის განმავლობაში იერუსალიმის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი ინახებოდა, რის გამოც მისი ოჯახი გადაუსახლებიათ, ხატი კი გაურკვეველი მიმართულებით წაუბრძანებიათ. უფლის მადლით კი, ოჯახი მალე ისევ შეკოწიწდა და მისმა ყველა წევრმა საცხოვრებლად მოსკოვში მოიყარა თავი...

დედას იმ ქალთან ურთიერთობა სიკვდილამდე ჰქონდა. სწორედ მან უთხრა, რომ შვილი (ანუ მე) ცოცხალი ჰყავდა და რომ ციხის საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ ის მოსკოვის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში ჩააბარა. უკრაინელ ქალს ამის შესახებ თურმე ციხის თანამშრომელმა გაუმხილა (ჩემი კონკრეტული ადგილსამყოფელი არ სცოდნია) და იმ გინეკოლოგის სახელი და გვარიც უთხრა, ვინც დედა ამშობიარა... იმ ექიმს დედამ მიაგნო და უთხრა: - ვიცი, ჩემი შვილი ცოცხალია, ჩივილს არ ვაპირებ, ოღონდაც, გამიმხილე, რომელ ბავშვთა სახლში ჩააბარეთო. გასამრჯელოსაც დაჰპირდა. არ ვიცი, ქრთამმა გაჭრა თუ შეეშინდა, მაგრამ გინეკოლოგმა ბავშვთა სახლის მისამართი უთხრა...

- ვიცი, რომ უფროსი და-ძმაც გყავთ. დედ-მამის პატიმრობის წლებში სად იყვნენ ბავშვები?

- სახლში, ბებია-ბაბუასთან.

- ალბათ ბავშვთა სახლში გატარებული წლები არ გახსოვთ...

- დედამ რომ მიპოვა, 5 წლის ვიყავი, მაგრამ გონებრივი ჩამორჩენა მქონდა და ყველაფერი ნათლად არ მახსოვს. ზურგზე დღემდე მაქვს იარა, რომელიც ერთ-ერთი სანიტრისგან დამრჩა. იქ მუდმივად მცემდნენ. მახსოვს მუდმივი შიმშილი და გაყინული კედლები. მარცხენა ხელის სამი თითი მაშინ რომ მომეყინა, ახლაც ატროფირებული მაქვს... მახსოვს, როგორ აგროვებდნენ ბავშვები მაგიდაზე პურის ნამცეცებს... დედამ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, საკუთარი ბიზნესი აღადგინა. საქმე ხელახლა მისცა გამოძიებაში. ძლიერი ადვოკატები აიყვანა და მამაც გაათავისუფლებინა. პარალელურად, ჩემს საქმეებს აგვარებდა, უპატრონო ბავშვთა სახლში სულ სხვა სახელითა და გვარით ვიყავი დარეგისტრირებული...

- ბავშვთა სახლში რა დიაგნოზით იყავით?

- დაუნის სინდრომის მარტივი, საწყისი, არაპროგრესირებადი ფორმა მქონდა. გარკვეული საერთო დამახასიათებელი ნიშნების მიუხედავად, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, ერთმანეთისაგან ხასიათით, ტემპერამენტით, უნარ-შესაძლებლობებით, ინტელექტის დონით, ნიჭითა და მგრძნობელობის რეფლექსებით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან... მას შემდეგ, რაც დედამ იმ ჯოჯოხეთიდან მიხსნა, ბავშვთა სახლს ვგულისხმობ, მთელი ჩემი ცხოვრება ერთ დიდ, დაუსრულებელ საავადმყოფოს დაემსგავსა. მშობლები, საბჭოთა კავშირის დახურული საზღვრის პირობებში, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჩემს მკურნალობას თუნდაც მცირედი შედეგი ჰქონოდა. დედა რამდენიმე კვირით, ზოგჯერ ერთი წლით ადრე ეწერებოდა მსოფლიოს უძლიერეს სპეციალისტებთან რიგში. ზოგი აიმედებდა, ზოგიც - პირიქით. ერთ ექიმს უთქვამს: - რაღას გამოგყავდა გოგონა ბავშვთა სახლიდან, თქვენ მაინც აღარ დაიტანჯებოდითო... ამერიკისა და ევროპის თითქმის ყველა წამყვანი კლინიკა მომატარეს. დედა მიყვებოდა, როგორ მკეტავდა თავის კლინიკაში ნიუ-იორკელი, ასოცირებული პროფესორი - ჯეიმს კინსი, რათა ჩემს მშობლებს არ ენახათ, როგორ ვწვალობდი სამკურნალო პროცედურების დროს. ექიმმა სპეციალურად ჩემთვის ქართველი თარჯიმანი დაიქირავა და მაიძულებდა, წაკითხული ტექსტიდან, აზრი თუ არა, ცალკეული სიტყვები მაინც გამემეორებინა.

- რას ამბობდა ამერიკელი ექიმი?

- არაფერს, დუმდა და შემდგომ კურსზე მიბარებდა... მშობლების თქმით, ჩემი გამოჯანმრთელების საკითხს, მედიკოსებმა არაერთი სამედიცინო თემა, კონფერენცია და მოხსენება მიუძღვნეს. მაშინ, როდესაც ხან ერთ, ხან მეორე ექიმს ვყავდი თავისთან "დამწყვდეული", ჩემი მშობლები ერთი სალოცავიდან მეორეში გადადიოდნენ. საქართველოს, რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის ეკლესია-მონასტრები ლამის ფეხით ჰქონდათ შემოვლილი. დედა მეუბნებოდა, - უფალს ვევედრებოდით, რომ აზროვნება მაინც შეგძლებოდაო... რაღაცები ფოტოკადრებივით მახსენდება. ჩემი დიაგნოზის მქონე ადამიანებს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ. მეტად კი პროფესორ კინსს მივენდე. ისიც თვეობით მტოვებდა თავის კლინიკაში და მტანჯველ პროცედურებს ერთად გავდიოდით. ამ ავადმყოფობას ეტაპები აქვს, - ზოგ ბავშვს შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლა, ზოგისთვის სპეციალური კლასია საჭირო, ზოგიერთისთვის - სპეციალური სკოლა. მოზარდების უმრავლესობას შეუძლია, საკუთარი ინტერესებისა და ნიჭის შესაბამისად, რაიმე პროფესიას ან ხელობას დაეუფლოს. ზოგს ბევრი დრო და სპეციალური მომზადება სჭირდება მარტივი რამის ასათვისებლად, ზოგიერთი კი სპეციალური ტრენინგის საშუალებით, რთულ საქმიანობას ეუფლება. მე ეს სპეციალური ტრენინგი გავიარე. შემდეგ კი, ჩემი ექიმის რჩევით, 10 წლის ასაკში, მოსკოვის ერთ-ერთ სპეციალიზებულ სკოლაში შემიყვანეს. წლის ბოლოს პროფესორ კინსთან ვიზიტი მიწევდა. მას ჩემი მშობლებისთვის უთქვამს, - პაციენტი მზად არის, მეორე კლასში გადავიდესო. ეს ნამდვილი დღესასწაული იყო... მასთან უკვე წელიწადში ერთხელ დავდიოდი. მშობლები ცდილობდნენ, მუდმივად საზოგადოებაში მეტრიალა. ამიტომ დავდიოდი სპორტულ სექციებზე, ცეკვაზე... ჯგუფებში კი მწერდნენ, მაგრამ ყველგან ინდივიდუალური მასწავლებელი მამეცადინებდა...

- რა შეიცვალა სკოლის დამთავრების შემდეგ?

- თავი თითქმის სრულფასოვან ადამიანად ვიგრძენი. მოძრაობა ოდნავ მიჭირს, თუმცა საკმაოდ ენერგიული ვარ. არ ვიცი, დიდი დოზით მედიკამენტების მიღების ბრალია თუ ავადმყოფობის, მაგრამ ცუდი სმენა მაქვს. ამიტომ ჩემს ოჯახში ყველა ხმამაღლა ლაპარაკობს. გარკვეულ ბგერებს ვერ გამოვთქვამ. ალბათ თქვენც შენიშნეთ, გამართულად მეტყველება მიჭირს, მაგრამ ამის მიუხედავად, სკოლა კარგი ნიშნებით დავამთავრე.

- საკუთარ ოჯახზე რას გვეტყვით?

- ერთი გოგონა მყავს. უფლის მადლით, ის სრულიად ჯანმრთელია. მყავს ძალიან კარგი მეუღლე, რომელსაც ჩემი წარსულის გამო პრობლემა არ ჰქონია. მორწმუნე ადამიანია და ყველაფერში გვეხმარება...

- დედა ცოცხალია?

- არა, მას ლეიკემია დაემართა... სულ იმის შიში ჰქონდა, რომ ერთ დღესაც, რაღაც ცუდი დამემართებოდა, ასაკთან ერთად, გონებრივი პრობლემები დამეწყებოდა ან ჯანმრთელობა შემერყეოდა. ჩემ გარშემო ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდა, რადგან ბუნებით მიმნდობი ვარ... სიკვდილის წინ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფმა, ჩემს და-ძმას დაუბარა, ქონების უდიდეს ნაწილს ლანას ვუტოვებ და მისთვის რამის წართმევა არ გაბედოთ, თორემ უფალი დაგსჯითო. ეშინოდა, მისი სიკვდილი ჩემთვის საბედისწერო არ ყოფილიყო. ერთხელ შემთხვევით მოვისმინე, როგორ ევედრებოდა თავის მოძღვარს, - ლანა ჩემი სიკვდილისთვის შეამზადე, დარდი საფლავში არ ჩამაყოლოო... 4 წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი და ჩემ გარდა არავის იკარებდა. მართლაც, რწმენამ გადამატანინა მისი სიკვდილი. რომ არა უფლის შემწეობა, ვერც ერთი ქალი ვერ შეძლებდა თუნდაც შვილისთვის იმის გაკეთებას, რაც დედამ ჩემთვის გააკეთა. ამიტომაც მე და ჩემმა მეუღლემ მის სახელზე მოსკოვის ერთ-ერთ გარეუბანში ღვთისმშობლის სახელობის პატარა ტაძარი ავაგეთ, სადაც ქართველი მრევლი დადის. მის სახელზე ჩემი ყოველთვიური შემოსავლიდან გარკვეულ თანხას რამდენიმე ბავშვთა სახლს ვურიცხავ. ასეთი იყო მისი ნება...

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"