სამართალი
პოლიტიკა

20

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ცდილობდა უგულავასა და მერაბიშვილის ცემას
ვინ ცდილობდა უგულავასა და მერაბიშვილის ცემას

მარ­თა­ლია, 19 აპ­რი­ლის მი­ტინგზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი მხარ­დამ­ჭე­რებს უმ­ტკი­ცებ­დნენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მხო­ლოდ თქვე­ნი უან­გა­რო სამ­სა­ხუ­რის­თვის ვი­ყა­ვი­თო, თუმ­ცა ჩვე­უ­ლე­ბას არც ამ­ჯე­რად უღა­ლა­ტეს და ქუ­ჩის აქ­ცი­ი­სა და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში გა­მარ­თუ­ლი თათ­ბი­რის შემ­დეგ პრეს­ტი­ჟულ კლუ­ბურ რეს­ტო­რანს მი­ა­შუ­რეს საგ­რი­ა­ლოდ და "ფიქ­რთ გა­სარ­თვე­ლად".

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შარ­დე­ნის ქუ­ჩის ახ­ლოს, ბამ­ბის რიგ­ში მდე­ბა­რე რეს­ტო­რან "ელ ცენ­ტრო­ში" ჯერ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გენმდივ­ნი­სა და თბი­ლი­სის ვიცე-მერ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თაკო სა­ლა­ყა­ია მი­ვი­და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ის შარ­დენ­ზე მდე­ბა­რე კაფე-ბა­რე­ბის ხში­რი სტუ­მა­რია. რო­გორც ერთ-ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა გვი­თხრა, თაკო სა­ლა­ყა­ი­ამ რეს­ტორ­ნის მე­ნე­ჯერს რამ­დენ­ჯერ­მე უთხრა, რომ მალე ვანო და გიგი უნდა მი­სუ­ლიყ­ვნენ. ღა­მის თორ­მე­ტი სა­ა­თის­თვის რეს­ტო­რან­ში მარ­თლაც მი­ვიდ­ნენ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და გიგი უგუ­ლა­ვა მე­უღ­ლეს­თან, ლელა კი­ლა­ძეს­თან ერ­თად, რო­მელ­საც მან­ქა­ნის ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თვის გამო ახ­ლა­ხან ჩა­მო­არ­თვეს მარ­თვის მოწ­მო­ბა; მათ­თან ერ­თად რეს­ტო­რან­ში იყ­ვნენ ნაც­მოძ­რა­ო­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რე­ბი: პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი, ახალ­გაზ­რდა პარ­ლა­მენ­ტა­რი თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვა, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი და სხვე­ბი. მათი მის­ვლი­დან ცოტა ხან­ში რეს­ტო­რან­ში გა­წევ-გა­მო­წე­ვა, არე­უ­ლო­ბა და­ი­წყო. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ელი­ტის მის­ვლა იქ მყო­ფებს არ ესი­ა­მოვ­ნათ და მე­რა­ბიშ­ვილ­ზე და უგუ­ლა­ვა­ზე გა­ი­წი­ეს. სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვას დაც­ვის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­ ცდი­ლობ­დნენ, ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბა და იქ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა დარ­ბა­ზი სას­წრა­ფოდ და­ტო­ვა. თვითმხილ­ველ­თა თქმით რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი უშუ­ა­ლოდ მე­რა­ბიშ­ვილ­სა და უგუ­ლა­ვა­ზე იწევ­და. დაც­ვის წევ­რებ­მა კი თბი­ლი­სის მერი და მე­რა­ბიშ­ვი­ლი სას­წრა­ფოდ გა­ა­ცი­ლეს იქა­უ­რო­ბას. როცა ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ ტე­ლე­წამ­ყვან თიკო სა­დუ­ნიშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით, მან გვი­პა­სუ­ხა: "ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ"! ხოლო რეს­ტო­რან "ელ ცენ­ტროს" მე­ნე­ჯერ­მა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვა, გან­გვი­ცხა­და: "ეს ჭო­რია, ასე­თი რამ არ მომ­ხდა­რა". "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გი­ორ­გი გა­ბაშ­ვილ­მა, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილ­მა და გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა ჩვენს ზარს არ უპა­სუ­ხეს.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ვინ ცდილობდა უგულავასა და მერაბიშვილის ცემას

ვინ ცდილობდა უგულავასა და მერაბიშვილის ცემას

მართალია, 19 აპრილის მიტინგზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მხარდამჭერებს უმტკიცებდნენ, ხელისუფლებაში მხოლოდ თქვენი უანგარო სამსახურისთვის ვიყავითო, თუმცა ჩვეულებას არც ამჯერად უღალატეს და ქუჩის აქციისა და "ნაცმოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გამართული თათბირის შემდეგ პრესტიჟულ კლუბურ რესტორანს მიაშურეს საგრიალოდ და "ფიქრთ გასართველად".

არსებული ინფორმაციით, შარდენის ქუჩის ახლოს, ბამბის რიგში მდებარე რესტორან "ელ ცენტროში" ჯერ "ნაციონალური მოძრაობის" გენმდივნისა და თბილისის ვიცე-მერ ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია მივიდა მეგობრებთან ერთად, ის შარდენზე მდებარე კაფე-ბარების ხშირი სტუმარია. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა გვითხრა, თაკო სალაყაიამ რესტორნის მენეჯერს რამდენჯერმე უთხრა, რომ მალე ვანო და გიგი უნდა მისულიყვნენ. ღამის თორმეტი საათისთვის რესტორანში მართლაც მივიდნენ ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა მეუღლესთან, ლელა კილაძესთან ერთად, რომელსაც მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო ახლახან ჩამოართვეს მართვის მოწმობა; მათთან ერთად რესტორანში იყვნენ ნაცმოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები: პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი, ახალგაზრდა პარლამენტარი თინათინ ბოკუჩავა, ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი და სხვები. მათი მისვლიდან ცოტა ხანში რესტორანში გაწევ-გამოწევა, არეულობა დაიწყო. თვითმხილველების თქმით, "ნაცმოძრაობის" ელიტის მისვლა იქ მყოფებს არ ესიამოვნათ და მერაბიშვილზე და უგულავაზე გაიწიეს. სიტუაციის განმუხტვას დაცვის შეიარაღებული თანამშრომლები­ ცდილობდნენ, ვითარება დაიძაბა და იქ მყოფი ადამიანების დიდმა ნაწილმა დარბაზი სასწრაფოდ დატოვა. თვითმხილველთა თქმით რამდენიმე ადამიანი უშუალოდ მერაბიშვილსა და უგულავაზე იწევდა. დაცვის წევრებმა კი თბილისის მერი და მერაბიშვილი სასწრაფოდ გააცილეს იქაურობას. როცა ამ თემაზე სასაუბროდ ტელეწამყვან თიკო სადუნიშვილს დავუკავშირდით, მან გვიპასუხა: "ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებ"! ხოლო რესტორან "ელ ცენტროს" მენეჯერმა, რომელმაც ვინაობის გამხელაზე კატეგორიული უარი თქვა, განგვიცხადა: "ეს ჭორია, ასეთი რამ არ მომხდარა". "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გიორგი გაბაშვილმა, პეტრე ცისკარიშვილმა და გიორგი კანდელაკმა ჩვენს ზარს არ უპასუხეს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა