კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ უჩივის უცხოეთში მცხოვრები ბიზნესმენი თბილისის მერიას და ნაცმოძრაობას
რატომ უჩივის უცხოეთში მცხოვრები ბიზნესმენი თბილისის მერიას და ნაცმოძრაობას

ბიზ­ნეს­მენ­მა ბე­სიკ მარ­გი­ან­მა, რო­მე­ლიც 2003 წლი­დან თა­ნამ­შრომ­ლობ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

- 20 წე­ლია ბიზ­ნე­სი მაქვს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე ინ­გლის­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­სა და რუ­სეთ­ში. ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა ორ­გა­ნი­ზა­ცია "კმა­რა" შე­იქ­მნა, ჩემს სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია "ამი"-ში ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, გიგა ბო­კე­რია, გიგი უგუ­ლა­ვა, გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე და სხვე­ბი. ჩემი სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია მათ უმე­ტე­სად უსას­ყიდ­ლოდ ეხ­მა­რე­ბო­და, რად­გან ყვე­ლას მო­ბეზ­რე­ბუ­ლი გვქონ­და შე­ვარ­დნა­ძის კო­რუფ­ცი­რე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა. სამ­თავ­რო­ბო პრო­ექ­ტებ­ში 2003 წლის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ ჩა­ვერ­თე. მე­გო­ნა, და­ი­წყო ახა­ლი ერა სა­ქარ­თვე­ლოს აღმშე­ნებ­ლო­ბი­სა. რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია მქონ­და, მათ შო­რის "ამი", "რე­ალ­სი­ლუ­ე­ტი", "კრე­დო" და "ანი", რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევ­დნენ სა­ხელ­მწი­ფო ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მათ შო­რის მე­რი­ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ პრო­ექ­ტებ­საც. 2005-2006 წლე­ბამ­დე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" შე­და­რე­ბით კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად იქ­ცე­ო­და. შემ­დეგ კი ნელ-ნელა გა­და­ვიდ­ნენ მექ­რთა­მე­ო­ბა­ზე, ოღონდ უფრო შე­ნიღ­ბუ­ლად, ვიდ­რე წინა მთავ­რო­ბა. სწო­რედ ამას მოჰ­ყვა ჩვე­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა, რად­გან უარი ვთქვი მათ­თან გა­რი­გე­ბა­ზე. პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ერ­თად გა­ვა­კე­თეთ, იყო სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბა. შემ­დეგ, 2005 წელს, ამე­რი­კის პრე­ზი­დენტ ჯორჯ ბუ­შის ვი­ზი­ტის­თვის ტრი­ბუ­ნე­ბი, სცე­ნა და გარე გა­ფორ­მე­ბა თით­ქმის მთლი­ა­ნად ჩემ­მა კომ­პა­ნი­ამ გა­ა­კე­თა. რო­დე­საც სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რულ­და, მო­იყ­ვა­ნეს უფ­როსკლა­სე­ლე­ბი, ტრი­ბუ­ნებ­ზე და­ა­ყე­ნეს და შე­ა­მოწ­მეს, მყა­რად და უსაფრ­თხოდ თუ იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ეს ჩემ­თვის პირ­ვე­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დარ­ტყმა იყო ნა­ცებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, ასეთ რა­მეს ნამ­დვი­ლად ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი... შემ­დეგ ჩვენ მო­ვი­გეთ მე­რი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ტენ­დე­რი ფა­სა­დე­ბის შე­ღებ­ვა­ზე. ვა­კე­ში და სა­ბურ­თა­ლო­ზე უნდა შეგ­ვე­ღე­ბა ამ უბ­ნე­ბის ცენ­ტრა­ლურ ად­გი­ლებ­ზე მდგა­რი სახ­ლე­ბი. თან­ხა მე­რი­ამ გა­მო­ყო, ჩვენც ჩავ­დეთ ინ­ვეს­ტი­ცია: შე­ვი­ძი­ნეთ მა­სა­ლა, ფა­სა­დე­ბის ფო­ტო­ე­ბი ფო­ტო­შოპ­ში და­ვა­მუ­შა­ვეთ. შემ­დეგ ეს ფო­ტო­ე­ბი იგ­ზავ­ნე­ბო­და პი­რა­დად სა­ა­კაშ­ვილ­თან და ყვე­ლა დე­ტა­ლი მას­თან თან­ხმდე­ბო­და. ვა­კე­ში სა­ხან­ძროს შე­ნო­ბის (იგი და­ან­გრი­ეს და მის ად­გილ­ზე დღეს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრია) ფა­სა­დიც ჩემს კომ­პა­ნი­ას უნდა შე­ე­ღე­ბა, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან ეს ობი­ექ­ტი გა­და­ხა­ზუ­ლი მო­ვი­და. გა­ირ­კვა, რომ მე­რი­ის ბა­ლანსზე არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა პრე­ზი­დენტს უკვე გას­ხვი­სე­ბუ­ლი ჰქონ­და ისე, რომ მე­რია საქ­მის კურ­სში არ იყო და ტენ­დე­რიც კი ჩა­ა­ტა­რა მის შე­ღებ­ვა­ზე... 2006 წლი­დან, ძი­რი­თა­დად, ევ­რო­პა­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, ხოლო ჩემს იმ კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლებ­საც მე­რი­ას­თან ჰქონ­დათ კონ­ტრაქ­ტი, მთლი­ა­ნად მათი დი­რექ­ტო­რე­ბი მარ­თავ­დნენ. მე პრაქ­ტი­კუ­ლად არ ვე­რე­ო­დი მე­ნე­ჯმენ­ტში. არა­ვი­თა­რი სურ­ვი­ლი აღარ მქონ­და, საქ­მე და­მე­ჭი­რა მე­რი­ი­სა და სხვა სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კო­რუფ­ცი­რე­ბულ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან. ძი­რი­თა­დად ევ­რო­პა­ში გან­ვაგ­რძე ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა. მე­გო­ნა, რომ კომ­პა­ნია "ანი" სა­ი­მე­დო ხელ­ში დავ­ტო­ვე, მაგ­რამ რო­დე­საც ჩა­მო­ვე­დი, 2010 წელს, აღ­მოჩ­ნდა, რომ იქ მდგო­მა­რე­ო­ბა უმარ­თა­ვი იყო, დან­გრე­უ­ლი იყო მე­ნე­ჯმენ­ტი, თან­ხე­ბის ბრუნ­ვა არ კონ­ტროლ­დე­ბო­და. მო­ვი­თხო­ვე, ჩემი აუ­დი­ტი შე­მეყ­ვა­ნა კომ­პა­ნი­ა­ში და გა­მერ­კვია, რა ხდე­ბო­და. მინ­დო­და, მო­მეხ­სნა დი­რექ­ტო­რი ია ჟვა­ნია, მაგ­რამ მე­რი­ის მხრი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას წა­ვა­წყდი. მე­რი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა ფატი და­ვი­თუ­ლი­ან­მა გან­მი­ცხა­და, მე­რი­ას კონ­ტრაქ­ტე­ბი აქვს და­დე­ბუ­ლი თქვენს კომ­პა­ნი­ას­თან, სა­მუ­შაო საკ­მა­ოდ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა და დი­რექ­ტო­რის გა­და­ყე­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლი­აო. ია ჟვა­ნია კი გიგი უგუ­ლა­ვას მე­უღ­ლის, ლელა კი­ლა­ძი­სა და ფატი და­ვი­თუ­ლი­ა­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი იყო. ჩემი არ­ყოფ­ნი­სას მო­ას­წრო მათ­თან "სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა". დავ­თან­ხმდი და­ვი­თუ­ლი­ანს, რად­გან სხვა გზა არ მქონ­და. უკვე ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი სა­შიშ­რო­ე­ბას, მაგ­რამ 2011 წელს ჟვა­ნია მა­ინც გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლე დი­რექ­ტო­რო­ბი­დან. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ. იან­ვარ­ში ჩემი 18 წლის ვაჟი და­ი­ჭი­რეს, ის ინ­გლის­ში სწავ­ლობ­და, არ­და­დე­გებ­ზე იყო ჩა­მო­სუ­ლი და სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ და­ა­პა­ტიმ­რეს, ასე ვთქვათ, საქ­მე "შე­უ­კე­რეს". გა­და­იყ­ვა­ნეს გლ­და­ნის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც ერთი კვი­რა ჰყავ­დათ და სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ ფი­ზი­კუ­რად. ერთი კვი­რის შემ­დეგ კი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­მო­უშ­ვეს და 5-წლი­ა­ნი პი­რო­ბი­თი მი­უ­სა­ჯეს. ერთ დღე­საც და­მი­რე­კა იმ­ჟა­მინ­დელ­მა ვიცე-მერ­მა ტა­რი­ელ ხი­ზა­ნე­იშ­ვილ­მა და მი­თხრა, შენს და­პა­ტიმ­რე­ბას აპი­რე­ბე­ნო... ამის შემ­დეგ შვილ­თან, გი­ორ­გის­თან ერ­თად წა­ვე­დი ათო­ნის მთა­ზე, აღ­დგო­მის დიდ დღე­სას­წა­ულს იქ და­ვეს­წა­რით. ევ­რო­პა­ში პო­ლი­ცია ყვე­ლა სა­ზღვარ­თან მა­ჩე­რებ­და და და­კი­თხვას მი­წყობ­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ უკვე ინ­ტერ­პო­ლის ყვი­თელ ცირ­კუ­ლარ­ში ვი­ყა­ვი ჩას­მუ­ლი, არა­და, ჩემ­ზე არც საქ­მე იყო აღ­ძრუ­ლი და მოწ­მე­დაც კი არ ვი­ყა­ვი და­ბა­რე­ბუ­ლი.

- რა მო­ტი­ვით აპი­რებ­დნენ თქვენს და­კა­ვე­ბას?

- ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა და ბიზ­ნე­სის წარ­თმე­ვა სურ­დათ. ნა­წი­ლობ­რივ გა­მო­უ­ვი­დათ კი­დეც. 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­რი­ას­თან ჩემი კომ­პა­ნი­ე­ბის ბრუნ­ვა 33 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენ­და, მარ­ტი­ვი "კალ­კუ­ლა­ცი­ით" 10-დან 20 პრო­ცენ­ტამ­დე თან­ხას აწერ­დნენ კომ­პა­ნი­ებს, ჩემ­გან 5 მი­ლი­ონს ითხოვ­დნენ.

ამის შემ­დეგ წა­ვე­დი ინ­გლის­ში, ჩემ­მა იუ­რის­ტმა კახა ას­ლა­ნიშ­ვილ­მა მი­თხრა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ დაბ­რუნ­დეო. ჩემს ცო­ლის ძმას პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან მი­უგ­ზავ­ნეს ვი­ღაც ქალი, რო­მელ­მაც 30 000 ლარი გა­მო­არ­თვა, თან უთხრა, თუ ფულს არ მომ­ცემ, პრო­კუ­რა­ტუ­რა ყვე­ლას და­ა­ტე­რო­რებ­სო. პრაქ­ტი­კუ­ლად, თან­ხა გა­მოს­ძა­ლა. შემ­დეგ კი ქრთა­მის მი­ცე­მის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს ჩემი ორი­ვე ცო­ლისძმა, ჩემი ცო­ლის სიძე და ჩემი მე­გო­ბა­რი ბი­ძი­ნა ჩიხ­ლა­ძე. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ მძევ­ლე­ბი და ამას პირ­და­პირ ამ­ბობ­და პრო­კუ­რა­ტუ­რა. ჩემი ცო­ლის და­კა­ვე­ბაც იგეგ­მე­ბო­და (მას­ზე საქ­მე აღ­ძრეს), მაგ­რამ პატ­რი­არ­ქმა გა­და­არ­ჩი­ნა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბო­და იმის­თვის, რომ მე სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს და­ვე­კა­ვე­ბი­ნე, ბო­ლომ­დე რომ გა­მო­ე­ძა­ლათ ქო­ნე­ბა და ფული. ვფიქ­რობ, ჩემს ლიკ­ვი­და­ცი­ა­საც აპი­რებ­დნენ. ჩემი ახ­ლობ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში მი­ლი­ონ 300 ათა­სი ლარი გა­და­ვი­ხა­დეთ გი­რა­ოს სა­ხით, მაგ­რამ მხო­ლოდ 550 ათა­სი ლარი შე­ვი­და ბი­უ­ჯეტ­ში, და­ნარ­ჩე­ნი კი სად წა­ვი­და, გა­ურ­კვე­ვე­ლია.

- ვინ არის ქეთი კი­ტია, ამ­ბო­ბენ, რომ ის თქვენ გამო და­ა­კა­ვეს.

- ის არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. ქეთი კი­ტია ჩემს კომ­პა­ნია "ამი­ში" მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ მან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კომ­პა­ნია შექ­მნა. მას­თან შე­ვი­და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია და აღ­მო­უ­ჩი­ნეს დარ­ღვე­ვე­ბი, კი­ტი­ამ ზე­წო­ლის შე­დე­გად და­წე­რა, თით­ქოს მე ვი­ყა­ვი მის მიერ შექ­მნი­ლი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი. ეს ერ­თა­დერ­თი ჩვე­ნე­ბაა, რო­მე­ლიც ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ დევს საქ­მე­ში... რაც შე­ე­ხე­ბა ია ჟვა­ნი­ას, რო­გორც ვიცი, მან სხვა კომ­პა­ნია შექ­მნა, რო­მე­ლიც მისი შვი­ლის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი და მერე ის ას­რუ­ლებ­და მე­რი­ის შეკ­ვე­თებს. ჩემი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი აპა­რა­ტუ­რა ახ­ლაც და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლია, მე მისი გან­კარ­გვის უფ­ლე­ბა არ მაქვს, მაგ­რამ მე­რია და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს იყე­ნებ­დნენ. გარე გა­ფორ­მე­ბის სა­მუ­შა­ო­ებ­ში გიგი უგუ­ლა­ვას მე­უღ­ლე ლელა კი­ლა­ძე უშუ­ა­ლოდ იყო ჩარ­თუ­ლი. მე­რი­ას ფუ­ლის "კე­თე­ბის" დიდი სქე­მა ჰქონ­და. ამ­ჟა­მად სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი მაქვს შე­ტა­ნი­ლი მე­რი­ი­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ. იმე­დი მაქვს, მალე და­ი­წყე­ბენ ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რატომ უჩივის უცხოეთში მცხოვრები ბიზნესმენი თბილისის მერიას და ნაცმოძრაობას

რატომ უჩივის უცხოეთში მცხოვრები ბიზნესმენი თბილისის მერიას და ნაცმოძრაობას

ბიზნესმენმა ბესიკ მარგიანმა, რომელიც 2003 წლიდან თანამშრომლობდა ხელისუფლებასთან, პროკურატურაში სარჩელი შეიტანა თბილისის მერიისა და ხელისუფლების წინააღმდეგ.

- 20 წელია ბიზნესი მაქვს როგორც საქართველოში, ასევე ინგლისში, შვეიცარიასა და რუსეთში. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ორგანიზაცია "კმარა" შეიქმნა, ჩემს სარეკლამო კომპანია "ამი"-ში ხშირად მოდიოდნენ დავით კეზერაშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, გიორგი არველაძე და სხვები. ჩემი სარეკლამო კომპანია მათ უმეტესად უსასყიდლოდ ეხმარებოდა, რადგან ყველას მობეზრებული გვქონდა შევარდნაძის კორუფცირებული მთავრობა. სამთავრობო პროექტებში 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჩავერთე. მეგონა, დაიწყო ახალი ერა საქართველოს აღმშენებლობისა. რამდენიმე კომპანია მქონდა, მათ შორის "ამი", "რეალსილუეტი", "კრედო" და "ანი", რომლებიც სხვადასხვა მომსახურებას უწევდნენ სახელმწიფო ღონისძიებებს, მათ შორის მერიის მიერ ორგანიზებულ პროექტებსაც. 2005-2006 წლებამდე "ნაციონალური მოძრაობა" შედარებით კეთილსინდისიერად იქცეოდა. შემდეგ კი ნელ-ნელა გადავიდნენ მექრთამეობაზე, ოღონდ უფრო შენიღბულად, ვიდრე წინა მთავრობა. სწორედ ამას მოჰყვა ჩვენი დაპირისპირება, რადგან უარი ვთქვი მათთან გარიგებაზე. პირველი პროექტი, რომელიც ერთად გავაკეთეთ, იყო საახალწლო ღონისძიება. შემდეგ, 2005 წელს, ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტისთვის ტრიბუნები, სცენა და გარე გაფორმება თითქმის მთლიანად ჩემმა კომპანიამ გააკეთა. როდესაც სამუშაოები დასრულდა, მოიყვანეს უფროსკლასელები, ტრიბუნებზე დააყენეს და შეამოწმეს, მყარად და უსაფრთხოდ თუ იყო შესრულებული სამუშაოები. ეს ჩემთვის პირველი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო ნაცებთან ურთიერთობისას, ასეთ რამეს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი... შემდეგ ჩვენ მოვიგეთ მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ფასადების შეღებვაზე. ვაკეში და საბურთალოზე უნდა შეგვეღება ამ უბნების ცენტრალურ ადგილებზე მდგარი სახლები. თანხა მერიამ გამოყო, ჩვენც ჩავდეთ ინვესტიცია: შევიძინეთ მასალა, ფასადების ფოტოები ფოტოშოპში დავამუშავეთ. შემდეგ ეს ფოტოები იგზავნებოდა პირადად სააკაშვილთან და ყველა დეტალი მასთან თანხმდებოდა. ვაკეში სახანძროს შენობის (იგი დაანგრიეს და მის ადგილზე დღეს სავაჭრო ცენტრია) ფასადიც ჩემს კომპანიას უნდა შეეღება, მაგრამ სააკაშვილისგან ეს ობიექტი გადახაზული მოვიდა. გაირკვა, რომ მერიის ბალანსზე არსებული შენობა პრეზიდენტს უკვე გასხვისებული ჰქონდა ისე, რომ მერია საქმის კურსში არ იყო და ტენდერიც კი ჩაატარა მის შეღებვაზე... 2006 წლიდან, ძირითადად, ევროპაში ვიმყოფებოდი, ხოლო ჩემს იმ კომპანიებს, რომლებსაც მერიასთან ჰქონდათ კონტრაქტი, მთლიანად მათი დირექტორები მართავდნენ. მე პრაქტიკულად არ ვერეოდი მენეჯმენტში. არავითარი სურვილი აღარ მქონდა, საქმე დამეჭირა მერიისა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების კორუფცირებულ მაღალჩინოსნებთან. ძირითადად ევროპაში განვაგრძე ჩემი საქმიანობა. მეგონა, რომ კომპანია "ანი" საიმედო ხელში დავტოვე, მაგრამ როდესაც ჩამოვედი, 2010 წელს, აღმოჩნდა, რომ იქ მდგომარეობა უმართავი იყო, დანგრეული იყო მენეჯმენტი, თანხების ბრუნვა არ კონტროლდებოდა. მოვითხოვე, ჩემი აუდიტი შემეყვანა კომპანიაში და გამერკვია, რა ხდებოდა. მინდოდა, მომეხსნა დირექტორი ია ჟვანია, მაგრამ მერიის მხრიდან წინააღმდეგობას წავაწყდი. მერიის მაღალჩინოსანმა ფატი დავითულიანმა განმიცხადა, მერიას კონტრაქტები აქვს დადებული თქვენს კომპანიასთან, სამუშაო საკმაოდ საპასუხისმგებლოა და დირექტორის გადაყენება დაუშვებელიაო. ია ჟვანია კი გიგი უგულავას მეუღლის, ლელა კილაძისა და ფატი დავითულიანის ინტერესების გამტარებელი იყო. ჩემი არყოფნისას მოასწრო მათთან "საერთო ენის გამონახვა". დავთანხმდი დავითულიანს, რადგან სხვა გზა არ მქონდა. უკვე ვაცნობიერებდი საშიშროებას, მაგრამ 2011 წელს ჟვანია მაინც გავათავისუფლე დირექტორობიდან. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ჩემ წინააღმდეგ. იანვარში ჩემი 18 წლის ვაჟი დაიჭირეს, ის ინგლისში სწავლობდა, არდადეგებზე იყო ჩამოსული და სრულიად უკანონოდ დააპატიმრეს, ასე ვთქვათ, საქმე "შეუკერეს". გადაიყვანეს გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ერთი კვირა ჰყავდათ და სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად. ერთი კვირის შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს და 5-წლიანი პირობითი მიუსაჯეს. ერთ დღესაც დამირეკა იმჟამინდელმა ვიცე-მერმა ტარიელ ხიზანეიშვილმა და მითხრა, შენს დაპატიმრებას აპირებენო... ამის შემდეგ შვილთან, გიორგისთან ერთად წავედი ათონის მთაზე, აღდგომის დიდ დღესასწაულს იქ დავესწარით. ევროპაში პოლიცია ყველა საზღვართან მაჩერებდა და დაკითხვას მიწყობდა, აღმოჩნდა, რომ უკვე ინტერპოლის ყვითელ ცირკულარში ვიყავი ჩასმული, არადა, ჩემზე არც საქმე იყო აღძრული და მოწმედაც კი არ ვიყავი დაბარებული.

- რა მოტივით აპირებდნენ თქვენს დაკავებას?

- ფულის გამოძალვა და ბიზნესის წართმევა სურდათ. ნაწილობრივ გამოუვიდათ კიდეც. 5 წლის განმავლობაში მერიასთან ჩემი კომპანიების ბრუნვა 33 მილიონ ლარს შეადგენდა, მარტივი "კალკულაციით" 10-დან 20 პროცენტამდე თანხას აწერდნენ კომპანიებს, ჩემგან 5 მილიონს ითხოვდნენ.

ამის შემდეგ წავედი ინგლისში, ჩემმა იურისტმა კახა ასლანიშვილმა მითხრა, საქართველოში არ დაბრუნდეო. ჩემს ცოლის ძმას პროკურატურიდან მიუგზავნეს ვიღაც ქალი, რომელმაც 30 000 ლარი გამოართვა, თან უთხრა, თუ ფულს არ მომცემ, პროკურატურა ყველას დაატერორებსო. პრაქტიკულად, თანხა გამოსძალა. შემდეგ კი ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს ჩემი ორივე ცოლისძმა, ჩემი ცოლის სიძე და ჩემი მეგობარი ბიძინა ჩიხლაძე. ეს ადამიანები იყვნენ მძევლები და ამას პირდაპირ ამბობდა პროკურატურა. ჩემი ცოლის დაკავებაც იგეგმებოდა (მასზე საქმე აღძრეს), მაგრამ პატრიარქმა გადაარჩინა. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ მე საქართველოში დავბრუნებულიყავი და სამართალდამცველებს დავეკავებინე, ბოლომდე რომ გამოეძალათ ქონება და ფული. ვფიქრობ, ჩემს ლიკვიდაციასაც აპირებდნენ. ჩემი ახლობლების გათავისუფლებაში მილიონ 300 ათასი ლარი გადავიხადეთ გირაოს სახით, მაგრამ მხოლოდ 550 ათასი ლარი შევიდა ბიუჯეტში, დანარჩენი კი სად წავიდა, გაურკვეველია.

- ვინ არის ქეთი კიტია, ამბობენ, რომ ის თქვენ გამო დააკავეს.

- ის არ დაუკავებიათ. ქეთი კიტია ჩემს კომპანია "ამიში" მუშაობდა, შემდეგ მან დამოუკიდებელი კომპანია შექმნა. მასთან შევიდა ფინანსური პოლიცია და აღმოუჩინეს დარღვევები, კიტიამ ზეწოლის შედეგად დაწერა, თითქოს მე ვიყავი მის მიერ შექმნილი კომპანიის ხელმძღვანელი. ეს ერთადერთი ჩვენებაა, რომელიც ჩემ წინააღმდეგ დევს საქმეში... რაც შეეხება ია ჟვანიას, როგორც ვიცი, მან სხვა კომპანია შექმნა, რომელიც მისი შვილის სახელზეა გაფორმებული და მერე ის ასრულებდა მერიის შეკვეთებს. ჩემი ძვირად ღირებული აპარატურა ახლაც დაპატიმრებულია, მე მისი განკარგვის უფლება არ მაქვს, მაგრამ მერია და "ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო კამპანიის დროს იყენებდნენ. გარე გაფორმების სამუშაოებში გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე უშუალოდ იყო ჩართული. მერიას ფულის "კეთების" დიდი სქემა ჰქონდა. ამჟამად სასამართლოში სარჩელი მაქვს შეტანილი მერიისა და "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. იმედი მაქვს, მალე დაიწყებენ ამ საქმის გამოძიებას.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა