კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანრი ზედმეტად ამბიციური სიმღერით წარდგა "ევროვიზიაზე" - ეს უფრო მოკრძალებული სიმღერაა"
"ანრი ზედმეტად ამბიციური სიმღერით წარდგა "ევროვიზიაზე" - ეს უფრო მოკრძალებული სიმღერაა"

23 მარტს "ევ­რო­ვი­ზი­ის" სიმ­ღე­რის კონ­კურ­სის ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის კლი­პის ჩვე­ნე­ბა­ზე მი­მი­პა­ტი­ჟეს. მას­პინ­ძლე­ბი რეს­ტო­რან "ქარ­თუ­ლი სახ­ლის" კი­ბე­ებ­ზე, წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ხვდე­ბოდ­ნენ სტუმ­რებს და მათ­თან სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­ებს იღებ­დნენ. დარ­ბა­ზი ნელ-ნელა ივ­სე­ბო­და თბი­ლი­სუ­რი ბო­მონ­დით. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ახ­ლდა ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვილს. ეული იყო ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი. სა­ღა­მოს ეს­წრე­ბოდ­ნენ ფეხ­მძი­მე­ე­ბი - სოფო ხალ­ვა­ში და ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი. დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოჩ­ნდა ანრი ჯო­ხა­ძე. მე­უღ­ლე ნინო ძო­წე­ნი­ძე­სა და სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ა­გა­მოვ­ლილ ჯგუ­ფებ­თან ("ქენ­დი" და "ფან­კი") ერ­თად მო­ვი­და გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძე. სიმ­ღე­რის - "ჩანჩქე­რი" - კლი­პი რე­ჟი­სორ­მა თემო კვირ­კვე­ლი­ამ გა­და­ი­ღო.

ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი:

- ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სიმ­ღე­რა ავირ­ჩი­ეთ იმი­ტომ, რომ ყვე­ლამ გა­ი­გოს. ორი­ვეს ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბა გვაქვს - იან­ვრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მე და სო­ფომ ყვე­ლა­ფე­რი გა­დავ­დეთ და აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა იმის­თვის, რომ მა­ის­ში ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სა­უ­კე­თე­სოდ წარ­ვად­გი­ნოთ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" შვე­დეთ­ში. იმე­დი მაქვს, დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბით დავ­ბრუნ­დე­ბით.

სოფო გე­ლო­ვა­ნი:

- კლი­პის გა­და­ღე­ბე­ბი კა­ხეთ­ში ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის სახლ-მუ­ზე­უმ­ში და რუს­თა­ვის შე­მო­გა­რენ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სა­ში­ნელ ად­გი­ლებ­შიც ვი­ყა­ვით, სა­დღაც ბუნ­კე­რებ­ში. სიფ­რი­ფა­ნა კაბა მაც­ვია, რო­გორც ხე­დავთ, გა­ვი­თო­შე, ისე ცი­ო­და. ად­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა გა­და­ღე­ბე­ბი, თუმ­ცა მთე­ლი გული და სული ჩავ­დეთ ამ კლიპ­ში.

ნინო ძო­წე­ნი­ძე:

- მო­მე­წო­ნა სიმ­ღე­რაც და კლი­პიც. ორი­ვემ კარ­გად მო­ირ­გო სიმ­ღე­რა, იმე­დია, გა­ა­მარ­თლებს.

- რო­გორ გგო­ნია, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს ან­რის შეც­დო­მა?

- მგო­ნია, რომ კი. ანრი ზედ­მე­ტად ამ­ბი­ცი­უ­რი სიმ­ღე­რით წარ­დგა "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე". ეს უფრო მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რაა.

გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძე:

- "ევ­რო­ვი­ზია" ალ­ბა­თო­ბაა, არა­ვინ იცის, რა მოხ­დე­ბა. ყო­ვე­ლი "ევ­რო­ვი­ზი­ის" წინ ვარ უბე­დურ­ზე უბე­დუ­რი.

- სიმ­ღე­რა მო­გე­წო­ნა?

- გავ­გიჟ­დი-მეთ­ქი, ვერ ვი­ტყვი, მაგ­რამ კულ­ტუ­რუ­ლი სიმ­ღე­რაა, მე­ლო­დი­უ­რი, კარ­გი არან­ჟი­რე­ბით, მშვე­ნივ­რად მღე­რი­ან ნო­დი­კო და სოფო, თუმ­ცა მე ნო­ვა­ცია მიყ­ვარს. ეს უფრო ტრა­დი­ცი­უ­ლი სიმ­ღე­რაა. მე ის მომ­წონს, რაც დღეს არის მო­და­ში და არა ის, რაც გუ­შინ­წინ იყო. მაგ­რამ ვერ გა­ი­გებ, შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ ამ სიმ­ღე­რამ მო­ი­ტა­ნოს წარ­მა­ტე­ბა. მე გა­მი­ხარ­დე­ბა.

ანრი ჯო­ხა­ძე:

- მშვე­ნი­ე­რია სიმ­ღე­რაც და კლი­პიც. ფი­ნა­ლის შან­სე­ბი აშ­კა­რად გვაქვს, ასე მგო­ნია. და­ნარ­ჩე­ნი რა გი­თხრათ, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ბუკ­მე­ი­კე­რებს უნდა ვენ­დოთ. კარ­გია ეს დუ­ე­ტი, დი­ნა­მი­კუ­რია, კარ­გი მო­სას­მე­ნია, მაგ­რამ ასე­თი სიმ­ღე­რა ყო­ველ­წლი­უ­რად "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ძა­ლი­ან ბევ­რია. ამი­ტომ მთე­ლი დატ­ვირ­თვა ამ­ჯე­რად მომ­ღერ­ლებ­ზე იქ­ნე­ბა, რომ სიმ­ღე­რა და­ნარ­ჩე­ნის­გან გა­მო­არ­ჩი­ონ.

- რო­გორ გგო­ნია, ნო­დი­კომ და სო­ფომ შენი შეც­დო­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს?

- რო­მე­ლი შეც­დო­მა?

- შენ რო­მელს მი­იჩ­ნევ ყვე­ლა­ზე დიდ შეც­დო­მად?

- სა­ერ­თოდ რომ გა­ვე­დი ამ კონ­კურ­სზე.

- ე.ი. არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს?

- (იცი­ნის) არა, მე მა­ინც მი­მაჩ­ნია, რომ შე­დე­გის მი­უ­ხე­და­ვად ერთი ზე­ი­მია იქ მოხ­ვედ­რა და არც ისე­თი ად­ვი­ლია, რო­გორც ეს შო­რი­დან ჩანს. ასე რომ, წარ­მა­ტე­ბე­ბი სო­ფოს და ნო­დი­კოს!

მაია და­თუ­ნაშ­ვი­ლი:

- კარ­გია, რომ ეს კონ­კურ­სი ცო­ცხა­ლია ქარ­თვე­ლე­ბის­თვის. ნო­დი­კო და სოფო ღირ­სე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტი იგ­რძნო­ბა სიმ­ღე­რა­ში. კარ­გი კომ­პო­ზი­ტო­რის და­წე­რი­ლია, კარ­გი არან­ჟი­რე­ბა აქვს. კარ­გი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ კონ­კურ­სის შე­დე­გე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ძნე­ლია, მგო­ნია, კარგ ად­გილს და­იმ­სა­ხუ­რე­ბენ წელს.

შე­გახ­სე­ნებთ, წელს მე­ო­თხე სოფო მი­დის "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე". ჯერ იყო სოფო ხალ­ვა­ში, შემ­დეგ - სოფო ნი­ჟა­რა­ძე და შემ­დეგ - სოფო ტო­რო­შე­ლი­ძე. სა­მი­ვე მათ­გან­მა გვიმ­ღე­რა იმ სა­ღა­მოს. ამა­სო­ბა­ში კლი­პი მე­ო­რედ გვაჩ­ვე­ნეს და ტორ­ტიც შე­მო­ი­ტა­ნეს. ან­რიმ უკან და­ი­ხია, იქ სა­დაც ტორ­ტი იჭ­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი ამ­ბე­ბი ხდე­ბა, მირ­ჩევ­ნია, შორს დავ­დგეო. ჯო­ხა­ძეს და­ა­ვი­წყდა, მოწ­ვე­ულ სტუმ­რებ­ში მო­როშ­კი­ნა რომ არ­სად ჩან­და.

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"ანრი ზედმეტად ამბიციური სიმღერით წარდგა "ევროვიზიაზე" - ეს უფრო მოკრძალებული სიმღერაა"

"ანრი ზედმეტად ამბიციური სიმღერით წარდგა "ევროვიზიაზე" - ეს უფრო მოკრძალებული სიმღერაა"

23 მარტს "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის ქართველი მონაწილეების კლიპის ჩვენებაზე მიმიპატიჟეს. მასპინძლები რესტორან "ქართული სახლის" კიბეებზე, წითელ ხალიჩაზე ხვდებოდნენ სტუმრებს და მათთან სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ. დარბაზი ნელ-ნელა ივსებოდა თბილისური ბომონდით. შეყვარებული ახლდა ვერიკო ტურაშვილს. ეული იყო ნუკი კოშკელიშვილი. საღამოს ესწრებოდნენ ფეხმძიმეები - სოფო ხალვაში და ნინი ბადურაშვილი. დაგვიანებით გამოჩნდა ანრი ჯოხაძე. მეუღლე ნინო ძოწენიძესა და საბავშვო ევროვიზიაგამოვლილ ჯგუფებთან ("ქენდი" და "ფანკი") ერთად მოვიდა გიგა კუხიანიძე. სიმღერის - "ჩანჩქერი" - კლიპი რეჟისორმა თემო კვირკველიამ გადაიღო.

ნოდიკო ტატიშვილი:

- ინგლისურენოვანი სიმღერა ავირჩიეთ იმიტომ, რომ ყველამ გაიგოს. ორივეს ამაღლებული განწყობა გვაქვს - იანვრიდან მოყოლებული მე და სოფომ ყველაფერი გადავდეთ და აქტიურად დავიწყეთ მუშაობა იმისთვის, რომ მაისში ჩვენი ქვეყანა საუკეთესოდ წარვადგინოთ "ევროვიზიაზე" შვედეთში. იმედი მაქვს, დიდი წარმატებებით დავბრუნდებით.

სოფო გელოვანი:

- კლიპის გადაღებები კახეთში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში და რუსთავის შემოგარენში მიმდინარეობდა. საშინელ ადგილებშიც ვიყავით, სადღაც ბუნკერებში. სიფრიფანა კაბა მაცვია, როგორც ხედავთ, გავითოშე, ისე ციოდა. ადვილი არ ყოფილა გადაღებები, თუმცა მთელი გული და სული ჩავდეთ ამ კლიპში.

ნინო ძოწენიძე:

- მომეწონა სიმღერაც და კლიპიც. ორივემ კარგად მოირგო სიმღერა, იმედია, გაამართლებს.

- როგორ გგონია, გაითვალისწინეს ანრის შეცდომა?

- მგონია, რომ კი. ანრი ზედმეტად ამბიციური სიმღერით წარდგა "ევროვიზიაზე". ეს უფრო მოკრძალებული სიმღერაა.

გიგა კუხიანიძე:

- "ევროვიზია" ალბათობაა, არავინ იცის, რა მოხდება. ყოველი "ევროვიზიის" წინ ვარ უბედურზე უბედური.

- სიმღერა მოგეწონა?

- გავგიჟდი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ კულტურული სიმღერაა, მელოდიური, კარგი არანჟირებით, მშვენივრად მღერიან ნოდიკო და სოფო, თუმცა მე ნოვაცია მიყვარს. ეს უფრო ტრადიციული სიმღერაა. მე ის მომწონს, რაც დღეს არის მოდაში და არა ის, რაც გუშინწინ იყო. მაგრამ ვერ გაიგებ, შეიძლება სწორედ ამ სიმღერამ მოიტანოს წარმატება. მე გამიხარდება.

ანრი ჯოხაძე:

- მშვენიერია სიმღერაც და კლიპიც. ფინალის შანსები აშკარად გვაქვს, ასე მგონია. დანარჩენი რა გითხრათ, როგორც აღმოჩნდა, ბუკმეიკერებს უნდა ვენდოთ. კარგია ეს დუეტი, დინამიკურია, კარგი მოსასმენია, მაგრამ ასეთი სიმღერა ყოველწლიურად "ევროვიზიაზე" ძალიან ბევრია. ამიტომ მთელი დატვირთვა ამჯერად მომღერლებზე იქნება, რომ სიმღერა დანარჩენისგან გამოარჩიონ.

- როგორ გგონია, ნოდიკომ და სოფომ შენი შეცდომა გაითვალისწინეს?

- რომელი შეცდომა?

- შენ რომელს მიიჩნევ ყველაზე დიდ შეცდომად?

- საერთოდ რომ გავედი ამ კონკურსზე.

- ე.ი. არ გაითვალისწინეს?

- (იცინის) არა, მე მაინც მიმაჩნია, რომ შედეგის მიუხედავად ერთი ზეიმია იქ მოხვედრა და არც ისეთი ადვილია, როგორც ეს შორიდან ჩანს. ასე რომ, წარმატებები სოფოს და ნოდიკოს!

მაია დათუნაშვილი:

- კარგია, რომ ეს კონკურსი ცოცხალია ქართველებისთვის. ნოდიკო და სოფო ღირსეული კონკურსანტები არიან, საერთაშორისო სტანდარტი იგრძნობა სიმღერაში. კარგი კომპოზიტორის დაწერილია, კარგი არანჟირება აქვს. კარგი სავიზიტო ბარათია და მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკურსის შედეგების პროგნოზირება ძნელია, მგონია, კარგ ადგილს დაიმსახურებენ წელს.

შეგახსენებთ, წელს მეოთხე სოფო მიდის "ევროვიზიაზე". ჯერ იყო სოფო ხალვაში, შემდეგ - სოფო ნიჟარაძე და შემდეგ - სოფო ტოროშელიძე. სამივე მათგანმა გვიმღერა იმ საღამოს. ამასობაში კლიპი მეორედ გვაჩვენეს და ტორტიც შემოიტანეს. ანრიმ უკან დაიხია, იქ სადაც ტორტი იჭრება, საქართველოში ისეთი ამბები ხდება, მირჩევნია, შორს დავდგეო. ჯოხაძეს დაავიწყდა, მოწვეულ სტუმრებში მოროშკინა რომ არსად ჩანდა.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება