სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენად უსაფრთხოა ბინაში ძაღლთან და კატასთან ერთად ცხოვრება
რამდენად უსაფრთხოა ბინაში ძაღლთან და კატასთან ერთად ცხოვრება

სა­ნამ ძაღლს აიყ­ვან­დეთ და­ფიქ­რდით, ხართ თუ არა მზად მისი გაზ­რდი­სათ­ვის, რად­გა­ნაც ძაღლს და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვე ზრუნ­ვა სჭირ­დე­ბა, რო­გორც პა­ტა­რას. რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია ძაღ­ლის, ან კა­ტის ყოლა ოჯახ­ში, კი­თხვებს უპა­სუ­ხებს ვე­ტე­რი­ნა­რი ალი­კა ბე­სე­დი­ნი.

ნა­თია არჩვა­ძე:

ჩემს მე­გო­ბარს ჰყავს კატა, სა­წოლ­შიც მას­თან ერ­თად იძი­ნებს, რამ­დე­ნად სა­ში­შია კა­ტის ბეწ­ვის ჩაყ­ლაპ­ვა?

-რო­გორც ცხო­ვე­ლის მფლო­ბე­ლი, მე არ ვარ წი­ნა­აღ­მდე­გი. მეც მყავს ძღლი სახ­ლში და პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც ცდი­ლობს და ამო­დის სა­წოლ­ში, რა­საც უკვე შე­ვე­გუ­ეთ და გვი­ხა­რია კი­დეც. მაგ­რამ, რო­გორც ვეტ-ექი­მი, გირ­ჩევთ რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ერთი რამ: ცხო­ვე­ლი არის ბევ­რი ინ­ფექ­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი - ანტრო­პო­ზო­ო­ნო­ზუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, რო­გორც ვირუ­სუ­ლი, ასე­ვე ბაქ­ტე­რი­უ­ლი, ასე­ვე პა­რა­ზი­ტე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი. თუ ცხო­ვე­ლი ზის სახ­ლში, მუდ­მი­ვად მუ­შავ­დე­ბა პა­რა­ზი­ტებ­ზე, რწყი­ლებ­ზე, ტკი­პა­ზე და გეგ­მი­უ­რად იც­რე­ბა, მა­შინ მე წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვარ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ცხო­ვე­ლი არ იქ­ნე­ბა სა­ში­ში. თუმ­ცა თუ ცხო­ვე­ლი გა­დის გა­რეთ, არ არის და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, არ არის აც­რი­ლი - ეს რა თქმა უნდა, ადა­მი­ა­ნის­თვის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს.

მა­მუ­კა გო­გე­ლია:

რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ და ვი­ცო­დეთ, როცა ძაღ­ლის ყიდ­ვას გა­დავ­წყვეტთ?

-პირ­ველ რიგ­ში უნდა გვქონ­დეს საკ­მა­რი­სი ფარ­თო­ბი ამის­თვის, უნდა გვქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა და თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, რომ მო­ვუ­ა­როთ ამ ცხო­ველს. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. ამას­თან, ყვე­ლა ოჯა­ხის წევ­რი უნდა იყოს თა­ნახ­მა. ხში­რად ვა­წყდე­ბით პრობ­ლე­მას, რომ ბავ­შვებს უნ­დათ და მშობ­ლებს არ უნ­დათ. ან ბე­ბი­ე­ბი და ბა­ბუ­ე­ბი არი­ან წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი და ეს მუდ­მი­ვი კონ­ფლიქ­ტის სა­გა­ნია ოჯახ­ში.

მაკო ქარ­ქუ­საშ­ვი­ლი:

რო­მე­ლი ჯი­შის ძაღ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა ბი­ნა­ში ვი­ყო­ლი­ოთ?

-ისევ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ბი­ნის ფარ­თო­ბი. ბი­ნის­თვის ალ­ბათ მი­ზან­შე­წო­ნი­ლია პა­ტა­რა ჯი­შე­ბი. ასე­თებს ოთა­ხის, ჯი­ბის ძაღ­ლებს ეძა­ხი­ან - პა­ტა­რა ტე­რი­ე­რე­ბი, პუ­დე­ლე­ბი. ნაკ­ლე­ბი დის­კონ­ფორ­ტია პატ­რო­ნის­თვის, ნაკ­ლე­ბი ბეწ­ვის ცვე­ნა იცის; შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი მოვ­ლა, დრო და კვე­ბა სჭირ­დე­ბა. დიდი ჯი­შე­ბი უფრო პრობ­ლე­მა­ტუ­რია; პა­ტა­რა ბი­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით. ძაღლს სჭირ­დე­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი ფარ­თო­ბი მოძ­რა­ო­ბის­თვის, სირ­ბი­ლის­თვის, თა­მა­შის­თვის. ბი­ნა­ში უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია დიდი ძაღ­ლის ყოლა.

თა­მაზ დვა­ლი:

როდი უნდა ავცრათ ძაღ­ლი ჭი­ებ­ზე და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა აც­რებს?

-ჭი­ა­ზე აცრა არ არ­სე­ბობს, იმი­ტომ რომ ეს არის პა­რა­ზი­ტა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და მუ­შავ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ჭი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ტაბ­ლე­ტე­ბი. ეს და­მუ­შა­ვე­ბა უნდა მოხ­დეს სის­ტე­მა­ტუ­რად, ყო­ველ 3-4 თვე­ში ერთხელ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. იმი­ტომ რომ ეს არის პირ­ველ რიგ­ში პატ­რო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა და რა თქმა უნდა, ძაღ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­წინ­და­რია. რაც შე­ე­ხე­ბა აც­რებს, ეს არის პრე­ვენ­ცია ვირუ­სულ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე. რო­გორც წესი, დიდი ზრდას­რუ­ლი ცხო­ვე­ლი იც­რე­ბა წე­ლი­წად­ში ერთხელ ცოფ­ზე - ეს არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი აცრა და კონპ­ლექ­სურ აც­რა­ზე, სა­დაც შე­დის 9 ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა; 8-9, გა­აჩ­ნია აც­რას. ლეკ­ვო­ბის პე­რი­ოდ­ში აც­რე­ბი იწყე­ბა 6 კვი­რის ასა­კი­დან და ტარ­დე­ბა 3 თვემ­დე, ყო­ველ 2 კვი­რა­ში ერთხელ.

მკი­თხვე­ლი გოგა:

მყავს მო­ნა­დი­რე ძაღ­ლი (ინ­გლი­სუ­რი სე­ტე­რი) ვცხოვ­რობ კორ­პუ­სის ბი­ნა­ში, მე ვმუ­შა­ობ და ხში­რად ვერ ვა­ხერ­ხებ მის გა­რეთ გაყ­ვა­ნას, არა­და ძა­ლი­ან მე­ნა­ნე­ბა გა­სა­ჩუ­ქებ­ლად, ან გა­სა­ყი­დად. რას მირ­ჩევთ?

-ეს პრობ­ლე­მა არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო და ამა­ზე წი­ნას­წარ უნდა გვე­ფიქ­რა. ახლა ცოტა რთუ­ლია ამ სა­კი­თხზე რა­მის რჩე­ვა. ალ­ბათ პატ­რონ­მა უნდა მო­ნა­ხოს დრო და ძაღლს უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს. გა­ჩუ­ქე­ბა ან გა­ყიდ­ვა არა მგო­ნია რომ გა­მო­სა­ვა­ლი იყოს, ეს იქ­ნე­ბა სტრე­სი, რო­გორც ძაღ­ლის­თვის, ასე­ვე პატ­რო­ნის­თვი­საც.

გიგა გო­გო­ლა­ძე:

ცხო­ვე­ლის­თვის სუფ­რი­დან საკ­ვე­ბის მი­ცე­მა შე­იძ­ლე­ბა?

-ძაღ­ლე­ბის­თვის არის გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი, რომ­ლის მოხ­მა­რე­ბაც ძა­ლი­ან ად­ვი­ლია. თქვენ უყ­რით და არა­ნა­ი­რი მომ­ზა­დე­ბა არ სჭირ­დე­ბა. ძა­ლი­ან ხელ­საყ­რე­ლია დრო­ის მო­მენ­ტში. თუმ­ცა ჩემი აზ­რით, სუფ­რის საკ­ვე­ბი ნამ­დვი­ლად უკე­თე­სია, მაგ­რამ სჭირ­დე­ბა ბევ­რი დრო, ბევ­რი ძალა და ხში­რად ჩვენ უბ­რა­ლოდ ვერ ვა­ხერ­ხებთ ჩვე­ნი ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბის­თვის საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბას. ამი­ტომ ჯო­ბია დავ­სვათ ხე­ლოვ­ნურ საკ­ვებ­ზე.

ნა­თია ნა­თია:

რო­გორ ჩა­ვუ­ტა­როთ ძაღლს პი­რის ღრუს და ფრჩხი­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნა?

-ზო­გი­ერ­თი ჯიში არის მიდ­რე­კი­ლი კბი­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მი­მართ, ძი­რი­თა­დად პა­ტა­რა ჯი­შე­ბი, ოთა­ხის ძაღ­ლე­ბი. წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, რო­გორც წესი, უნდა გა­კეთ­დეს პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა - პი­რის ღრუს გაწ­მენ­და. ეს უნდა ჩა­ა­ტა­როს ვე­ტე­რი­ნარ­მა. ამ პრო­ცე­დუ­რებს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აკე­თე­ბენ. პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით არის სპე­ცი­ა­ლუ­რი ძვლე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­ქა­ნი­კუ­რად ასუფ­თა­ვე­ბენ კბი­ლებს, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი საკ­ვე­ბი და სა­თა­მა­შო­ე­ბი. რა თქმა უნდა, შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ და მის­ცეთ თქვენს ოთხფე­ხა მე­გობ­რებს. მაგ­რამ თუ შე­ამ­ჩნი­ეთ, რომ პი­რი­დან ამოს­დით ცუდი სუნი ან კბი­ლებ­მა შე­იც­ვა­ლა ფერი, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ ვეტ-ექიმს, რად­გან აქ უკვე სპე­ცი­ა­ლის­ტის ჩა­რე­ვა დას­ჭირ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრჩხი­ლებს, ძაღ­ლი თუ ეზო­ში ცხოვ­რობს და ეწე­ვა აქ­ტი­ურ ცხოვ­რე­ბას, რო­გორც წესი ბრჩხი­ლე­ბის მოვ­ლა არ სჭირ­დე­ბა, თა­ვი­სით იქლი­ბავს ნი­ა­დაგ­ზე. ოთა­ხის ძაღ­ლებს, რა თქმა უნდა, ბრჩხი­ლე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად ეზ­რდე­ბათ. ეს არის ბაქ­ტე­რი­ე­ბის კერა და ზუს­ტად ვერ გე­ტყვით რა სიხ­ში­რით უნდა და­აჭ­რათ ბრჩხი­ლე­ბი თქვენს ძაღლს. რო­გო­გორც კი პატ­რო­ნი შე­ამ­ჩნევს, რომ ბრჩხი­ლე­ბი გაზ­რდი­ლია ან ძაღ­ლი არ მოძ­რა­ობს ისე რო­გორც სა­ჭი­როა, უნდა მი­მარ­თოთ ვეტ-ექიმს. თუ პატ­რონ­მა შეძ­ლო, შე­უძ­ლია თვი­თო­ნაც და­აჭ­რას ფრჩხი­ლე­ბი, ოღონდ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად. უმ­ჯო­ბე­სია რომ ეს პრო­ცე­დუ­რა სპე­ცი­ა­ლის­ტმა გა­ა­კე­თოს, რომ ძაღლს არ ვატ­კი­ნოთ და ბრჩხი­ლი არ და­ვუ­ზი­ა­ნოთ.

გო­გი­ტა:

რო­გორ შე­ვურ­ჩი­ოთ ძაღლს საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც კორ­პუ­სის ბი­ნა­ში გვყავს და ასე­ვე მო­ნა­დი­რე ჯი­შებს?

-საკ­ვე­ბი ყვე­ლა ძაღლს ჯო­ბია პატ­რონ­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­ურ­ჩი­ოს. უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისევ ჯიში, ასა­კი, სქე­სი და რა ცხოვ­რე­ბა­საც ძაღ­ლი ეწე­ვა. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­ა­რეთ კონ­სულ­ტა­ცია ვე­ტე­რი­ნარ­თან.

თიკო თიკო:

მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ 6 თვემ­დე ძაღ­ლი არ უნდა და­ვა­ბათ, მაგ­რამ მი­ზე­ზი არ ვიცი რა­ტომ? თქვენ რას გვე­ტყვით, (მყავს ლაბ­რა­დო­რი)

-ლაბ­რა­დო­რის დაბ­მა სა­ერ­თოდ არ არის სა­სურ­ვე­ლი, არა 6 თვემ­დე, არა­მედ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. უბ­რა­ლოდ ეს დიდი სტრე­სია ძაღ­ლის­თვის. ერ­თა­დერ­თი თუ ძაღ­ლი ბევ­რს მოძ­რა­ობს, დარ­ბის მთელ სახ­ლში და დის­კონ­ფორ­ტს ქმნის შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ ან ვო­ლი­ე­რი ან სპე­ცი­ა­ლუ­რი ბოქ­სე­ბი და უბ­რა­ლოდ ჩა­კე­ტოთ ძაღ­ლი. დაბ­მა ლაბ­რა­დო­რის­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ არის სა­სურ­ვე­ლი, რად­გან ეს ძაღ­ლის ფსი­ქი­კა­ზე მოქ­მე­დებს. მე სა­ერ­თოდ წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, რომ ძაღ­ლი და­ვა­ბათ.

მაკა და­ნე­ლია:

რო­გორ და რა პი­რო­ბებ­ში ვი­ყო­ლიო ძაღ­ლი ოჯახ­ში ორო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში, (მყავს ერთი შვი­ლი და ძა­ლი­ან უნდა ძაღ­ლი ჰყავ­დეს)

-ორო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში მა­ინც პა­ტა­რა ძაღ­ლი უკე­თე­სია. რო­მე­ლი­მე პა­ტა­რა ჯიში უნდა ამო­ვარ­ჩი­ოთ აუ­ცი­ლებ­ლად. ამ ძაღ­ლებს ნაკ­ლე­ბი სე­ირ­ნო­ბა და მოვ­ლა სჭირ­დე­ბათ. ალ­ბათ ხა­სი­ა­თიც ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­უ­ლი ექ­ნე­ბათ. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ბავ­შვი გო­გოა თუ ბი­ჭია, რამ­დე­ნი წლი­საა... იგი­ვე პუ­დე­ლი, იორკში­რუ­ლი ტე­რი­ე­რი ფან­ტას­ტი­უ­რი არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რამდენად უსაფრთხოა ბინაში ძაღლთან და კატასთან ერთად ცხოვრება

რამდენად უსაფრთხოა ბინაში ძაღლთან და კატასთან ერთად ცხოვრება

სანამ ძაღლს აიყვანდეთ დაფიქრდით, ხართ თუ არა მზად მისი გაზრდისათვის, რადგანაც ძაღლს დაახლოებით ისეთივე ზრუნვა სჭირდება, როგორც პატარას. რამდენად მისაღებია ძაღლის, ან კატის ყოლა ოჯახში, კითხვებს უპასუხებს ვეტერინარი ალიკა ბესედინი.

ნათია არჩვაძე:

ჩემს მეგობარს ჰყავს კატა, საწოლშიც მასთან ერთად იძინებს, რამდენად საშიშია კატის ბეწვის ჩაყლაპვა?

-როგორც ცხოველის მფლობელი, მე არ ვარ წინააღმდეგი. მეც მყავს ძღლი სახლში და პერიოდულად მაინც ცდილობს და ამოდის საწოლში, რასაც უკვე შევეგუეთ და გვიხარია კიდეც. მაგრამ, როგორც ვეტ-ექიმი, გირჩევთ რომ გაითვალისწინოთ ერთი რამ: ცხოველი არის ბევრი ინფექციის მატარებელი - ანტროპოზოონოზური დაავადებების, როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული, ასევე პარაზიტებით გამოწვეული. თუ ცხოველი ზის სახლში, მუდმივად მუშავდება პარაზიტებზე, რწყილებზე, ტკიპაზე და გეგმიურად იცრება, მაშინ მე წინააღმდეგი არ ვარ. ამ შემთხვევაში ცხოველი არ იქნება საშიში. თუმცა თუ ცხოველი გადის გარეთ, არ არის დამუშავებული, არ არის აცრილი - ეს რა თქმა უნდა, ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მამუკა გოგელია:

რა უნდა გავითვალისწინოთ და ვიცოდეთ, როცა ძაღლის ყიდვას გადავწყვეტთ?

-პირველ რიგში უნდა გვქონდეს საკმარისი ფართობი ამისთვის, უნდა გვქონდეს საშუალება და თავისუფალი დრო, რომ მოვუაროთ ამ ცხოველს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ამასთან, ყველა ოჯახის წევრი უნდა იყოს თანახმა. ხშირად ვაწყდებით პრობლემას, რომ ბავშვებს უნდათ და მშობლებს არ უნდათ. ან ბებიები და ბაბუები არიან წინააღმდეგები და ეს მუდმივი კონფლიქტის საგანია ოჯახში.

მაკო ქარქუსაშვილი:

რომელი ჯიშის ძაღლები შეიძლება ბინაში ვიყოლიოთ?

-ისევ უნდა გავითვალისწინოთ ბინის ფართობი. ბინისთვის ალბათ მიზანშეწონილია პატარა ჯიშები. ასეთებს ოთახის, ჯიბის ძაღლებს ეძახიან - პატარა ტერიერები, პუდელები. ნაკლები დისკონფორტია პატრონისთვის, ნაკლები ბეწვის ცვენა იცის; შედარებით ნაკლები მოვლა, დრო და კვება სჭირდება. დიდი ჯიშები უფრო პრობლემატურია; პატარა ბინისთვის განსაკუთრებით. ძაღლს სჭირდება მინიმალური ფართობი მოძრაობისთვის, სირბილისთვის, თამაშისთვის. ბინაში უბრალოდ შეუძლებელია დიდი ძაღლის ყოლა.

თამაზ დვალი:

როდი უნდა ავცრათ ძაღლი ჭიებზე და რა მნიშვნელობა ენიჭება აცრებს?

-ჭიაზე აცრა არ არსებობს, იმიტომ რომ ეს არის პარაზიტარული დაავადება და მუშავდება სპეციალური ჭიების საწინააღმდეგო ტაბლეტები. ეს დამუშავება უნდა მოხდეს სისტემატურად, ყოველ 3-4 თვეში ერთხელ, მთელი ცხოვრების განმავლობაში. იმიტომ რომ ეს არის პირველ რიგში პატრონის უსაფრთხოება და რა თქმა უნდა, ძაღლის ჯანმრთელობის საწინდარია. რაც შეეხება აცრებს, ეს არის პრევენცია ვირუსულ დაავადებებზე. როგორც წესი, დიდი ზრდასრული ცხოველი იცრება წელიწადში ერთხელ ცოფზე - ეს არის აუცილებელი აცრა და კონპლექსურ აცრაზე, სადაც შედის 9 ინფექციური დაავადება; 8-9, გააჩნია აცრას. ლეკვობის პერიოდში აცრები იწყება 6 კვირის ასაკიდან და ტარდება 3 თვემდე, ყოველ 2 კვირაში ერთხელ.

მკითხველი გოგა:

მყავს მონადირე ძაღლი (ინგლისური სეტერი) ვცხოვრობ კორპუსის ბინაში, მე ვმუშაობ და ხშირად ვერ ვახერხებ მის გარეთ გაყვანას, არადა ძალიან მენანება გასაჩუქებლად, ან გასაყიდად. რას მირჩევთ?

-ეს პრობლემა არ უნდა ყოფილიყო და ამაზე წინასწარ უნდა გვეფიქრა. ახლა ცოტა რთულია ამ საკითხზე რამის რჩევა. ალბათ პატრონმა უნდა მონახოს დრო და ძაღლს უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს. გაჩუქება ან გაყიდვა არა მგონია რომ გამოსავალი იყოს, ეს იქნება სტრესი, როგორც ძაღლისთვის, ასევე პატრონისთვისაც.

გიგა გოგოლაძე:

ცხოველისთვის სუფრიდან საკვების მიცემა შეიძლება?

-ძაღლებისთვის არის გამოშვებული ბალანსირებული საკვები, რომლის მოხმარებაც ძალიან ადვილია. თქვენ უყრით და არანაირი მომზადება არ სჭირდება. ძალიან ხელსაყრელია დროის მომენტში. თუმცა ჩემი აზრით, სუფრის საკვები ნამდვილად უკეთესია, მაგრამ სჭირდება ბევრი დრო, ბევრი ძალა და ხშირად ჩვენ უბრალოდ ვერ ვახერხებთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის საჭმლის მომზადებას. ამიტომ ჯობია დავსვათ ხელოვნურ საკვებზე.

ნათია ნათია:

როგორ ჩავუტაროთ ძაღლს პირის ღრუს და ფრჩხილების ჰიგიენა?

-ზოგიერთი ჯიში არის მიდრეკილი კბილების პრობლემების მიმართ, ძირითადად პატარა ჯიშები, ოთახის ძაღლები. წელიწადში ორჯერ, როგორც წესი, უნდა გაკეთდეს პროფილაქტიკური ღონისძიება - პირის ღრუს გაწმენდა. ეს უნდა ჩაატაროს ვეტერინარმა. ამ პროცედურებს სპეციალისტები აკეთებენ. პროფილაქტიკის მიზნით არის სპეციალური ძვლები, რომლებიც მექანიკურად ასუფთავებენ კბილებს, ასევე სპეციალური საკვები და სათამაშოები. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეიძინოთ და მისცეთ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს. მაგრამ თუ შეამჩნიეთ, რომ პირიდან ამოსდით ცუდი სუნი ან კბილებმა შეიცვალა ფერი, აუცილებლად მიმართეთ ვეტ-ექიმს, რადგან აქ უკვე სპეციალისტის ჩარევა დასჭირდება.

რაც შეეხება ბრჩხილებს, ძაღლი თუ ეზოში ცხოვრობს და ეწევა აქტიურ ცხოვრებას, როგორც წესი ბრჩხილების მოვლა არ სჭირდება, თავისით იქლიბავს ნიადაგზე. ოთახის ძაღლებს, რა თქმა უნდა, ბრჩხილები ძალიან სწრაფად ეზრდებათ. ეს არის ბაქტერიების კერა და ზუსტად ვერ გეტყვით რა სიხშირით უნდა დააჭრათ ბრჩხილები თქვენს ძაღლს. როგოგორც კი პატრონი შეამჩნევს, რომ ბრჩხილები გაზრდილია ან ძაღლი არ მოძრაობს ისე როგორც საჭიროა, უნდა მიმართოთ ვეტ-ექიმს. თუ პატრონმა შეძლო, შეუძლია თვითონაც დააჭრას ფრჩხილები, ოღონდ ძალიან ფრთხილად. უმჯობესია რომ ეს პროცედურა სპეციალისტმა გააკეთოს, რომ ძაღლს არ ვატკინოთ და ბრჩხილი არ დავუზიანოთ.

გოგიტა:

როგორ შევურჩიოთ ძაღლს საკვები, რომელიც კორპუსის ბინაში გვყავს და ასევე მონადირე ჯიშებს?

-საკვები ყველა ძაღლს ჯობია პატრონმა ინდივიდუალურად შეურჩიოს. უნდა გავითვალისწინოთ ისევ ჯიში, ასაკი, სქესი და რა ცხოვრებასაც ძაღლი ეწევა. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან.

თიკო თიკო:

მეუბნებიან, რომ 6 თვემდე ძაღლი არ უნდა დავაბათ, მაგრამ მიზეზი არ ვიცი რატომ? თქვენ რას გვეტყვით, (მყავს ლაბრადორი)

-ლაბრადორის დაბმა საერთოდ არ არის სასურველი, არა 6 თვემდე, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში. უბრალოდ ეს დიდი სტრესია ძაღლისთვის. ერთადერთი თუ ძაღლი ბევრს მოძრაობს, დარბის მთელ სახლში და დისკონფორტს ქმნის შეგიძლიათ გამოიყენოთ ან ვოლიერი ან სპეციალური ბოქსები და უბრალოდ ჩაკეტოთ ძაღლი. დაბმა ლაბრადორისთვის კატეგორიულად არ არის სასურველი, რადგან ეს ძაღლის ფსიქიკაზე მოქმედებს. მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ, რომ ძაღლი დავაბათ.

მაკა დანელია:

როგორ და რა პირობებში ვიყოლიო ძაღლი ოჯახში ოროთახიან ბინაში, (მყავს ერთი შვილი და ძალიან უნდა ძაღლი ჰყავდეს)

-ოროთახიან ბინაში მაინც პატარა ძაღლი უკეთესია. რომელიმე პატარა ჯიში უნდა ამოვარჩიოთ აუცილებლად. ამ ძაღლებს ნაკლები სეირნობა და მოვლა სჭირდებათ. ალბათ ხასიათიც ნაკლებად აგრესიული ექნებათ. გავითვალისწინოთ ბავშვი გოგოა თუ ბიჭია, რამდენი წლისაა... იგივე პუდელი, იორკშირული ტერიერი ფანტასტიური არჩევანი იქნება.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას