კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დროას" აქტივისტები "ერისიონის" კრემლში დაგეგმილ კონცერტს აპროტესტებენ
"დროას" აქტივისტები "ერისიონის" კრემლში დაგეგმილ კონცერტს აპროტესტებენ

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "დრო­ას" აქ­ტი­ვის­ტებ­მა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის" კრემლში და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას "დრო­ას" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თე­ო­ნა ჭა­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, თუ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ და­გეგ­მა კრემლში "ერი­სი­ო­ნის" კონ­ცერ­ტი, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ არ იყო ეს ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უფრო ადრე. მი­სი­ვე თქმით, თუ სა­მი­ნის­ტრომ არ იცო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ცერ­ტის შე­სა­ხებ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მა­ინც ამ უწყე­ბას უნდა და­ე­კის­როს.

გარ­და ამი­სა, თე­ო­ნა ჭა­ლი­ძემ ისიც გა­ნა­ცხა­და, თუ "ერი­სი­ონ­მა" და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვი­ტა კრემლში კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა, ამის გამო მას სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სტა­ტუ­სი უნდა ჩა­მო­ერ­თვას.

"დრო­ას" კი­დევ ერთი აქ­ტი­ვის­ტის, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი არ აპ­რო­ტეს­ტე­ბენ რუ­სეთ­ში კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, თუმ­ცა მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია უშუ­ა­ლოდ კრემლში კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა, რად­გან სწო­რედ იქ და­ი­გეგ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცია. მი­სი­ვე თქმით, შე­სა­ბა­მი­სად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ, ან "ერი­სი­ონ­მა" უნდა აი­ღოს.

რო­გორც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, მათ რამ­დე­ნი­მე კი­თხვა აქვთ ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის" მი­მართ კრემლში და­გეგ­მილ კონ­ცერტთან და­კავ­ში­რე­ბით და კი­თხვებს ოფი­ცი­ა­ლუ­რად კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ორ­შა­ბათს წა­რუდ­გე­ნენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ჰქონ­დათ პლა­კა­ტე­ბი წარ­წე­რე­ბით - "ჩა­მო­ერ­თვათ "ერი­სი­ონს" სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სტა­ტუ­სი", "სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სტა­ტუ­სი - პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ერის წი­ნა­შე", "არა ოკუ­პანტს".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"დროას" აქტივისტები "ერისიონის" კრემლში დაგეგმილ კონცერტს აპროტესტებენ

"დროას" აქტივისტები "ერისიონის" კრემლში დაგეგმილ კონცერტს აპროტესტებენ

საზოგადოებრივი მოძრაობა "დროას" აქტივისტებმა კულტურის სამინისტროსთან სახელმწიფო ანსამბლ "ერისიონის" კრემლში დაგეგმილი კონცერტი გააპროტესტეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "დროას" წარმომადგენელმა თეონა ჭალიძემ განაცხადა, თუ საქართველოს კულტურის სამინისტრომ დაგეგმა კრემლში "ერისიონის" კონცერტი, საინტერესოა, რატომ არ იყო ეს ცნობილი საზოგადოებისთვის უფრო ადრე. მისივე თქმით, თუ სამინისტრომ არ იცოდა აღნიშნული კონცერტის შესახებ, პასუხისმგებლობა მაინც ამ უწყებას უნდა დაეკისროს.

გარდა ამისა, თეონა ჭალიძემ ისიც განაცხადა, თუ "ერისიონმა" დამოუკიდებლად გადაწყვიტა კრემლში კონცერტის გამართვა, ამის გამო მას სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი უნდა ჩამოერთვას.

"დროას" კიდევ ერთი აქტივისტის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ისინი არ აპროტესტებენ რუსეთში კონცერტების ჩატარებას, თუმცა მათთვის მიუღებელია უშუალოდ კრემლში კონცერტის გამართვა, რადგან სწორედ იქ დაიგეგმა საქართველოს ოკუპაცია. მისივე თქმით, შესაბამისად პასუხისმგებლობა კულტურის სამინისტრომ, ან "ერისიონმა" უნდა აიღოს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათ რამდენიმე კითხვა აქვთ ანსამბლ "ერისიონის" მიმართ კრემლში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით და კითხვებს ოფიციალურად კულტურის სამინისტროს ორშაბათს წარუდგენენ.

აქციის მონაწილეებმა ჰქონდათ პლაკატები წარწერებით - "ჩამოერთვათ "ერისიონს" სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი", "სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი - პასუხისმგებლობაა ერის წინაშე", "არა ოკუპანტს".

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"