სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დენიელ რედკლიფი მზადაა, კრისტენ სტუარტი ხელით ატაროს
დენიელ რედკლიფი მზადაა, კრისტენ სტუარტი ხელით ატაროს

დე­ნი­ელ რედკ­ლიფ­მა აღი­ა­რა, რომ იმ­დე­ნად მოს­წონს მსა­ხი­ო­ბი კრის­ტენ სტუ­არ­ტი, რომ მზა­დაა ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი ატა­როს.

კრის­ტე­ნი "ოს­კა­რის" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ყა­ვარ­ჯნე­ბით მი­ვი­და. ვარ­სკვლავს ფეხ­ზე ჭრი­ლო­ბა აქვს. სცე­ნა­ზე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის წარ­სად­გე­ნად სტუ­არ­ტი "ჰარი პო­ტე­რის" რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ დე­ნი­ელ რედკ­ლიფ­თან ერ­თად ავი­და. და­ჯილ­დო­ე­ბის შემ­დეგ დე­ნი­ელ­მა აღი­ა­რა, რომ სურ­და დახ­მა­რე­ბო­და კო­ლე­გას და სცე­ნა­ზე აეყ­ვა­ნა.

"თავს სა­შინ­ლად ვგრძნობ­დი. მინ­დო­და ხელ­ში ამე­ტა­ცა და სცე­ნა­ზე ამეყ­ვა­ნა. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა დამ­ვარ­დნო­და და მისი ჭრი­ლო­ბა გან­მე­ახ­ლე­ბი­ნა", - გა­ნა­ცხა­და დე­ნი­ელ რედკ­ლიფ­მა.

და­სავ­ლურ პრე­სა­ში უკვე გავ­რცელ­და ჭორი იმის შე­სა­ხებ, რომ დე­ნი­ე­ლი გულ­გრი­ლი არ არის კრის­ტენ სტუ­არ­ტის მი­მართ.

"ძა­ლი­ან მინ­დო­და მას­თან შეხ­ვედ­რა. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს ეს დიდი ხნის წინ უნდა მომ­ხდა­რი­ყო. იცით რა? ის ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია. ნამ­დვი­ლად, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია", - გა­ნა­ცხა­და დე­ნი­ელ რედკ­ლიფ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია popcornnews.ru-ს მი­ხედ­ვით.

დენიელ რედკლიფი მზადაა, კრისტენ სტუარტი ხელით ატაროს

დენიელ რედკლიფი მზადაა, კრისტენ სტუარტი ხელით ატაროს

დენიელ რედკლიფმა აღიარა, რომ იმდენად მოსწონს მსახიობი კრისტენ სტუარტი, რომ მზადაა ხელში აყვანილი ატაროს.

კრისტენი "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე ყავარჯნებით მივიდა. ვარსკვლავს ფეხზე ჭრილობა აქვს. სცენაზე გამარჯვებულის წარსადგენად სტუარტი "ჰარი პოტერის" როლის შემსრულებელ დენიელ რედკლიფთან ერთად ავიდა. დაჯილდოების შემდეგ დენიელმა აღიარა, რომ სურდა დახმარებოდა კოლეგას და სცენაზე აეყვანა.

"თავს საშინლად ვგრძნობდი. მინდოდა ხელში ამეტაცა და სცენაზე ამეყვანა. თუმცა შეიძლება დამვარდნოდა და მისი ჭრილობა განმეახლებინა", - განაცხადა დენიელ რედკლიფმა.

დასავლურ პრესაში უკვე გავრცელდა ჭორი იმის შესახებ, რომ დენიელი გულგრილი არ არის კრისტენ სტუარტის მიმართ.

"ძალიან მინდოდა მასთან შეხვედრა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. იცით რა? ის ძალიან საყვარელია. ნამდვილად, ძალიან საყვარელია", - განაცხადა დენიელ რედკლიფმა.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება